„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52402
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/10/2013
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2013
ძალაში შესვლის თარიღი 21/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016241
  • Word
52402
21/10/2013
ვებგვერდი, 29/10/2013
000000000.00.00.016241
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №52 402

2013 წლის 2 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,                              ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-11 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) განყოფილების მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების სამმართველოს უფრ ოსი/მოადგილე ან განყოფილე ბის უფრ ოსი), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;“;

ა.ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) განყოფილების მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების სამმართველოს უფრ ოსი/მოადგილე ან განყოფილე ბის უფრ ოსი), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;“;

ბ) მე-12 მუხლის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე ) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული გადასახადის (მათ შორის, დამატებით), საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფრ ოსი/მოადგილე) და მისი გადასახადის გადამხდელის თვის წარდგე ნის უზრუნველყოფა;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირად აღრიცხვის ბარათზე ასახვა;“;

გ) მე-13 მუხლის:

გ.ა) პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელისაგან და სხვა დაინტერესებული პირისაგან გადამხდელის ან/და დეკლარირებული საქონლის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, სისტემაში რისკების მართვის შესაბამისი ელემენტების ინტეგრირება და მონიტორინგი;“;

გ.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.“;

დ) მე-16 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;“;

დ.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს/განყოფილების უფროსი), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;“;

ე) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დარიცხული გადასახადის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საბაჟო გამშვები პუნქტის უფრ ოსი/მოადგილე/ცვლის უფროსი) მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;“.

 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლაშა ხუციშვილი