,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 822
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000.000.000.00.000.000.000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
822
19/12/2008
სსმ, 41, 30/12/2008
000.000.000.00.000.000.000
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი.“.

3. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააღსრულებო ბიუროს აქვს სადეპოზიტო ანგარიში. სააღსრულებო ბიუროს ამოღებული თანხების დეპონირებისათვის შესაძლებელია ჰქონდეს ორი ან ორზე მეტი სადეპოზიტო ანგარიში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III2 თავი:

„თავი III2

კერძო აღმასრულებელი

    მუხლი 146. კერძო აღმასრულებელი

1. კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. კერძო აღმასრულებელს სავალდებულოა ჰქონდეს სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) და სადეპოზიტო ანგარიში ბანკში. მას უფლება აქვს სამუშაოზე აიყვანოს და სამუშაოდან გაათავისუფლოს მუშაკი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სააღსრულებო საქმიანობისათვის მიღებული საზღაური.

3. ორ ან ორზე მეტ კერძო აღმასრულებელს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). კერძო აღმასრულებელთა უფლება-მოვალეობანი საერთო სამუშაო ადგილის მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.

4. ამ თავის მიზნებისათვის სააღსრულებო საქმიანობად აგრეთვე მიიჩნევა დაინტერესებული პირებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით.

5. კერძო აღმასრულებელთა რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა, მე-7–მე-9 და მე-12–მე-14 მუხლებისა, III1 თავისა, მე-15 და მე-16 მუხლებისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 171 მუხლისა, 181 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 28-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 281 მუხლისა, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, 50-ე და 51-ე მუხლებისა, 62-ე მუხლისა, 72-ე–771 მუხლებისა, 823 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 901 და 91-ე მუხლებისა, XVII, XVIII, XVIII1, XVIII2, XIX თავებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 1132 მუხლისა.

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 

    მუხლი 147. კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია

1. კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტების აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით.

2. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები.

4. კერძო აღმასრულებლის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას მოვალის საბანკო ანგარიშზე წარდგენილ საინკასო დავალებაში პირდაპირ მიეთითება თანხის (მოთხოვნის) მიმღების (კრედიტორის) ანგარიში, ხოლო აღსრულების საფასურის (საზღაურის) ნაწილში – კერძო აღმასრულებლის, როგორც თანხის ამ ნაწილის მიმღების, ანგარიში.

5. კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით:

ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს;

ბ) სარეალიზაციო ქონების მდებარეობის (სარეალიზაციო ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში – ერთ-ერთის მდებარეობის) მიხედვით სააღსრულებო ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, სააღსრულებო ბიუროს წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) მის მიერ დამოწმებულ ასლებს და სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომელიც შეადგენს განაცხადის წარდგენის დღისათვის მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი აუქციონის მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

6. კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე.

7. სააღსრულებო ბიურო აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ კერძო აღმასრულებლის განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე ამ განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

8. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია კერძო აღმასრულებლის მიერ სააუქციონო მომსახურების საფასურის გადაუხდელობა ან/და სააღსრულებო ბიუროსათვის წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის შეუსაბამობა ამ კანონის მოთხოვნებთან. ასეთი ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ ახალი განაცხადით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე.

9. სააღსრულებო ბიუროს უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე შეიძლება კერძო აღმასრულებელმა გაასაჩივროს სასამართლოში მისი შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.

10. კერძო აღმასრულებლის განაცხადში არსებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან მის მიერ პირველი აუქციონის ჩატარებამდე განაცხადის გამოთხოვის შემთხვევაში მას უბრუნდება სააღსრულებო ბიუროსათვის გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი.

11. სააუქციონო მომსახურება გულისხმობს:

ა) აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის განთავსებას აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში ამ კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) სააღსრულებო ბიუროს მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილზე ამავე ბიუროს აღმასრულებლის მიერ კერძო აღმასრულებლის ორგანიზებული აუქციონის (პირველის და განმეორებითის) ჩატარებას, ამ კანონის 761 მუხლით დადგენილი წესით ნივთის რეალიზაციას და კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემას;

გ) პირველი აუქციონის ჩატარებას ამ მუხლით დადგენილი განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

დ) აუქციონზე ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ირიცხება შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე, ამ კანონით დადგენილი წესით განაწილებას.

12. სააღსრულებო ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობაზე. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 

    მუხლი 148. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა

1. კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ამ თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური პირი, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იყოს ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;

ბ) ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება;

გ) ჩაბარებული ჰქონდეს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით;

დ) ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სამუშაო ადგილი.

    მუხლი 149. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

1. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა იმ ფიზიკურ პირზე:

ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის 148 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმოთხოვნებს;

ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე;

გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;

დ) რომელიც განთავისუფლებულია საჯარო სამსახურიდან ან ნოტარიუსის თანამდებობიდან ანდა რომელსაც შეუწყდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის გამო;

ე) რომლის საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად;

ვ) რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია;

ზ) რომელიც მოქმედი ნოტარიუსი ან ადვოკატია;

თ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სააღსრულებო საქმიანობის უფლება.

2. კერძო აღმასრულებელი არ შეიძლება იყოს არბიტრაჟის წევრი.

    მუხლი 1410. განცხადება სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

1. ფიზიკური პირი სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

2. განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტებისა, უნდა დაერთოს:

ა) ამ კანონის 148 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის 149 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას;

გ) სამუშაო ადგილის მისამართი და ცნობა იმ უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე, სადაც უნდა განთავსდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილი, ან ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებაზე.

3. სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და წარუდგინოს მას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

    მუხლი 1411. კერძო აღმასრულებლის რეგისტრაცია კერძო აღმასრულებელთა რეესტრში და მის მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს:

ა) სამსახურებრივ ბეჭედს (რომელზედაც სავალდებულო წესით აღინიშნება კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი, კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;

ბ) ბანკში გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის დამადასტურებელ დოკუმენტს და ანგარიშის ნომერს;

გ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის, რომლის ოდენობასა და პირობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ახორციელებს კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს სააღსრულებო საქმიანობა. კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 1412. სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა

კერძო აღმასრულებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკური ინფორმაცია თავის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების შესახებ.

    მუხლი 1413. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერება

1. ამ კანონის 148 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის დარღვევის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელს შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება სალიცენზიო პირობის დარღვევის აღმოფხვრამდე. კერძო აღმასრულებელმა გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 148 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნასთან შესაბამისობა.

2. კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება.

3. პროცესის მწარმოებელი ორგანო/პირი კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

4. კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეაქვს კერძო აღმასრულებელთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძვლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია გააგრძელოს სააღსრულებო საქმიანობა.

    მუხლი 1414. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლებისა, არის:

ა) კერძო აღმასრულებლის წერილობითი განცხადება თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს;

ბ) კერძო აღმასრულებლის გარდაცვალება, ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება ან შეზღუდულქმედუნარიანად/ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

გ) ამ კანონის 1411 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;

დ) კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;

ე) კერძო აღმასრულებლისათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ვ) კერძო აღმასრულებლისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სააღსრულებო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

ზ) ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების მნიშვნელოვნად ან სისტემატურად დარღვევა, რაც არსებით ზიანს აყენებს კერძო ან საჯარო ინტერესებს;

თ) კერძო აღმასრულებლისათვის შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

ი) ამ კანონის 1413 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 

    მუხლი 1415. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში შეჩერებული საქმეების აღსრულების წესი

1. კერძო აღმასრულებლისათვის ამ კანონის 1413 ან 1414 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერებისას ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას მის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსასრულებლად გადასცემს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების აღსრულებას ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სააღსრულებო საქმეზე კრედიტორი თავისუფლდება აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ნაწილის გადახდისაგან.

    მუხლი 1416. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობა

1. კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია სააღსრულებო წარმოების მხარეების წინაშე მის მიერ მიყენებული ზიანისათვის.

2. კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და ამ კანონის 1414 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევებისათვის კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 

    მუხლი 1417. საზღაური

1. კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობისათვის, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციისა და ტექნიკური სამუშაოსათვის იღებს საზღაურს, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებით.

2. კრედიტორის მიერ გაღებული საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს და იგი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს საზღაურის გადახდა ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით.

    მუხლი 1418. აღსრულების პოლიციის მონაწილეობა კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობაში

1. კერძო აღმასრულებელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისათვის მიმართავს სამმართველოს, რომელიც მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კერძო აღმასრულებელს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესაძლებლობის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით სამმართველოს მიერ მომსახურების გაწევაზე თანხმობის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელმა წინასწარ უნდა აუნაზღაუროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამმართველოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა, სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით, დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

5. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ:

ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას;

ბ) მორიგდნენ;

გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე;

დ) აღმასრულებელთან წარადგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;

ე) სასამართლოში გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი:

     „მუხლი 182. დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა

დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ექვემდებარება სავალდებულო შენახვას. შენახვის წესი და პირობები დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

7. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. აღსრულების დოკუმენტების გაცნობა და მათი ასლების გადაცემა

პირს, რომელიც მონაწილეობს აღსრულების პროცესში, უფლება აქვს გაეცნოს აღსრულების დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა და მათი ასლებისა.“.

8. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიღებისას და კრედიტორისათვის დაბრუნებისას სააღსრულებო ფურცლის ბოლოში უნდა დაემატოს სააღსრულებო ბიუროს უფროსის ან ამ კანონის III2 თავით განსაზღვრულ შემთხვევებში კერძო აღმასრულებლის ხელმოწერა, თარიღი და სამსახურებრივი ბეჭედი.“.

9. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააღსრულებო ფურცელი უნდა წარედგინოს სააღსრულებო ბიუროს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ან ამ კანონის III2 თავით განსაზღვრულ შემთხვევებში კერძო აღმასრულებელს. სააღსრულებო ფურცელს უნდა დაერთოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28მუხლი:

     „მუხლი 282. სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით შეტანილ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევა

1. გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, ამ ქონების მესაკუთრე (დაინტერესებული პირი) ვალდებულია, აღმასრულებლის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან, ამ კანონის 28-ე მუხლით დადგენილ ვადაში, გირაოს სახით განსაზღვრული თანხა შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნული ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უძრავი ქონება გირაოს სახით განსაზღვრული თანხის იძულებით ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიიქცევა ამ კანონის XIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

3. გირაოს უზრუნველყოფის საგნის (უძრავი ქონების) იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ქონება დაუყოვნებლივ, აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. საკუთრებაში სახელმწიფოს წილი განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულებასთან შეფარდებით, მოთხოვნის (გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ოდენობის) პროპორციულად.“.

11. 38-ე მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება საფასური ამოღებული თანხის პროპორციულად, ხოლო შემდეგ – აღსასრულებელი მოთხოვნა.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების აღსრულებისათვის საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურია აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2 პროცენტი, რომელიც ეკისრება მოვალეს.“.

12. 39-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟის, ამ კანონის 901 მუხლით გათვალისწინებული აქტებისა და ამ კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი და გვარი, ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ;“.

14. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღმასრულებელს შეუძლია აუქციონის ჩატარებამდე მოვალეს მისცეს შესაძლებლობა, თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღმასრულებლის კონტროლით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით დაიფარება საფასური და კრედიტორის მოთხოვნები.“.

15. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. აუქციონის შეწყვეტა

თუ აუქციონზე გატანილი მოძრავი ნივთების ნაწილის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა უკვე საკმარისია საფასურისა და კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად, სხვა ნივთებზე აუქციონი წყდება.“.

16. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 54. მრავალჯერადი ყადაღის დადება და ფულად მოთხოვნათა აღსრულების რიგითობა

1. ნივთს ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. უკვე ყადაღადადებულ ნივთს შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. ამისათვის აღმასრულებელს ყადაღის დადების აქტში შეაქვს განცხადება, რომ ის ნივთს ყადაღას ადებს შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ. თუ ნივთს პირველი ყადაღა დაადო სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა გადაეცეს ყადაღის დადების აქტის ასლი. მოვალეს უნდა ეცნობოს შემდგომი ყადაღის დადების შესახებ.

2. ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა იარაღსა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოში, სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, საზღვაო ხომალდებზე – საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ფასიან ქაღალდებზე – ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ შესაბამის პირთან, ხოლო სხვა ქონებაზე – საჯარო რეესტრში. აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის დროის მიხედვით (საათობრივად და წუთობრივად).

3. ყადაღის რეგისტრაცია ხდება როგორც უშუალოდ ყადაღის დადების დამადასტურებელი დოკუმენტის (აქტის), ისე ამ დოკუმენტის (აქტის) ელექტრონული ასლის საფუძველზე.

4. ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ამ ქონებაზე აღსრულებას შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. ქონების რეალიზაციის შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემდეგი კრედიტორის აღმასრულებელს.“.

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 

17. 69-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღმასრულებელი ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. იძულებით აუქციონზე სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ მრავალჯერადი ყადაღის დადების შემთხვევაში აუქციონს ამ ნივთზე ატარებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა ამ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში.

5. ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამოღებული ნამეტი თანხის (თანხა, რომელიც აჭარბებს იძულებით აუქციონზე საფასურს და კრედიტორის მოთხოვნას) არსებობის შემთხვევაში, სხვა კრედიტორის აღმასრულებლის მიერ ამ კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იძულებითი აუქციონის დაწყებამდე წარმოდგენილი მტკიცებულების (დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის) საფუძველზე, მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ თანხაზე ყადაღის დადების წესი.“.

18. 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

19. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება, ხოლო თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებიც ნივთზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება.“.

20. 77-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმეორებით აუქციონზე შემოთავაზებული ყველაზე დაბალი ფასი, სულ მცირე, უნდა ფარავდეს საფასურს და იმ კრედიტორის (კრედიტორთა) მოთხოვნებს, რომლის (რომელთა) სასარგებლოდაც ტარდება აუქციონი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი აუქციონი ტარდება რამდენიმე კრედიტორის სასარგებლოდ, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც იპოთეკარია, აუქციონზე შემოთავაზებული ყველაზე დაბალი ფასი, სულ მცირე, უნდა ფარავდეს საფასურს და იპოთეკარის (რამდენიმე იპოთეკარის შემთხვევაში – წინა რიგის იპოთეკარის) მოთხოვნას.“.

21. 771 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორი არ მოითხოვს ნივთის ნატურით გადაცემას ან მოითხოვს, მაგრამ მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში ვერ ასრულებს ამ მუხლით დადგენილ შესაბამის პირობებს:

ა) ნივთი თავისუფლდება ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. აღნიშნულ ნივთზე იმავე კრედიტორისათვის იმავე მოთხოვნაზე აღსრულება არ დაიშვება;

ბ) კრედიტორის მიერ ამ კანონის 35-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებების გამოყენება ჩაითვლება ამ ნივთის ნატურით მიღებაზე უარის თქმად;

გ) ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ ნივთზე აღსრულებას აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.“;

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნატურით გადაცემისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილი საწყისი ფასით.

6. ნივთის ნატურით გადაცემისას:

ა) თუ მოთხოვნა აღემატება ან უტოლდება ნივთის ღირებულებას, კრედიტორი ფარავს საფასურის დანარჩენ ნაწილს ნივთის ღირებულების პროპორციულად (ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით);

ბ) ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემისას ამ ნივთზე წარმოიშობა საერთო საკუთრება. საერთო საკუთრებაში თითოეული კრედიტორის წილი განისაზღვრება მათი მოთხოვნების პროპორციულად. ასეთ შემთხვევაში საფასურის დანარჩენ ნაწილს ფარავს თითოეული კრედიტორი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. თუ ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორიდან ნივთის ნატურით მიღების სურვილი გამოთქვა ერთ-ერთმა (რამდენიმემ), ნივთის მიმღები კრედიტორი ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები კრედიტორის მოთხოვნასა და გადახდილი საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიემართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

გ) ერთდროულად ერთზე მეტი იპოთეკარის მიერ უძრავ ნივთზე იძულებითი აღსრულების განხორციელების შემთხვევაში ამ ნივთის ნატურით გადაცემის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს აღსრულების განმახორციელებელ იპოთეკართაგან (იპოთეკარებისაგან, რომელთა სასარგებლოდაც ჩატარდა აუქციონი) წინა რიგის იპოთეკარს. ნივთის მიმღები იპოთეკარი ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები იპოთეკარის მოთხოვნასა და გადახდილი საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიემართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების (მათ შორის, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.“;

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემისას ამ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება.

8. იპოთეკარისათვის ნივთის ნატურით გადაცემისას ამ კრედიტორის იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა სხვა იპოთეკა და სანივთო უფლებები უქმდება, ხოლო ნივთზე ადრე რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება.“.

22. 821 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღმასრულებლის მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება საფასური, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას დაედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.“.

23. 84-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ მოვალე გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადაში არ გაიტანს ნივთებს, მაშინ აღმასრულებელს შეუძლია ნივთები გაყიდოს აუქციონზე და ამონაგები თანხა, ხარჯების გამოკლებით, შეიტანოს სადეპოზიტო ანგარიშზე. თანხა დეპოზიტზე ინახება 2 თვის განმავლობაში. თუ ამ ვადაში, აღმასრულებლის გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე არ მოითხოვს თანხის დაბრუნებას, მიიჩნევა, რომ მოვალემ უარი თქვა ამ თანხის მიღებაზე. ამ შემთხვევაში აღნიშნული თანხა გადადის აღსრულების ეროვნული ბიუროს/კერძო აღმასრულებლის საკუთრებაში.“.

24. 113-ემუხლის:

ა) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტები:

„ზ) კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე;

თ) კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენა 2009 წლის 1 ივლისამდე;

ი) კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე;

კ) სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე;

ლ) კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენა 2009 წლის 1 ივლისამდე.“;

ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

16. 2009 წლის 1 ივლისამდე წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები, რომლებზედაც დანიშნულია იძულებითი აუქციონი, დასრულდეს 2009 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით.

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-13, მე-16, მე-17 და მე-19 პუნქტებისა, მე-20 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, 21-ე და 23-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-13, მე-16, მე-17 და მე-19 პუნქტები, მე-20 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 21-ე და 23-ე პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№822–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58