საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2007-2009 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2007-2009 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 539
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 26/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
539
26/09/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 26/09/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2007-2009 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 53 9

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2007-2009 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

გენდერული თანასწორობის საკანონმდებლო ბაზის ფორმი­რების, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის, საზოგადოებაში გენდერული საკითხების პოპულარიზაციისა და აღნიშნულ სფეროში საინფორმაციო საგანმანათლებლო საქმია­ნო­ბის განხორციელების მიზნით:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2007-2009 წლების სამოქმედო გეგმა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი

 

 

საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2007-2009 წლების სამოქმედო გეგმა

 

ამოცანა

საქმიანობა

ინდიკატორები

შემსრულებლები

დაფინანსების წყაროები

ვადა

1.1. გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის შექმნა

1.1.1. ინფორმაციის გაცვლა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების შესრულების შესახებ

1. გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია შექმნილია

 

2. მიმდინარეობს კომპეტენციის ფარგლებში უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებების ანალიზი

 

3. გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიისგან მთავრობას პერიოდულად მიეწოდება კომისიის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში

შესაბამისი უწყებები

 

2007

1.1.2. გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებზე

1. ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების რაოდენობა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რომელსაც დაესწრნენ გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები

მთავრობა, გენდერული თანასწორობის პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების საკონსულტაციო საბჭო; საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები

სახელმწიფო ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები

2007-2009

1.2. გენდერული თანასწორობის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება

1.2.1. კანონმდებლობის ანალიზი გენდერული თვალსაზრისით, სქესზე დაფუძნებული განსხვავებების გამოვლენა

ქალსა და მამაკაცს შორის კანონმდებლობაში არსებული ასიმეტრია აღმოფხვრილია

გენდერული თანასწორობის პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული საბჭო ადგილობრივ ექსპერტებთან თანამშრომლობით

დონორი ორგანიზაციები

2008

1.3. გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული საკითხების პოპულარიზაციითა და ინფორმაციის გავრცელებით

1.3.1. ტელე-რადიო გადაცემებში გენდერულ თემებზე დისკუსიების გამართვა

 

1.3.2. ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებში გენდერის თვალსაზრისით პრობლემატური და აქტუალური საკითხების გაშუქება

1. განხორციელებული ტელე-რადიო გადაცემების, საგაზეთო და ჟურნალის სტატიების, სხვადასხვა პუბლიკაციების, სატელევიზიო რეკლამების რაოდენობა

 

2. საინფორმაციო კამპანიის ეფექტურობა შეფასებულია შინამეურნეობის კვლევის გზით

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (სტატისტიკის დეპარტამენტი), საზოგადოებრივი მაუწყებელი არასამთავრობო სექტორის, მედია ორგანიზაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების დახმარებით

სახელმწიფო ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები

2007-2009

1.4. განათლების სისტემაში გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპების ჩანაცვლება ახალი, გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული ხედვით განათლების ყველა საფეხურზე

1.4.1. საგანმანათლებლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში გენდერული ასპექტების გათვალისწინება

1. განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო სტანდარტების შემმუშავებელ შესაბამის ჯგუფში ჩართულია გენდერული საკითხების ექსპერტები

 

2. საგანმანათლებლო პროგრამები გათვლილია როგორც ვაჟებზე, ასევე გოგონებზე მათი განსხვავებულობისა და თანასწორობის გათვალისწინებით

 

3. განხორციელდა სახელმძღვანელოების გენდერული ექსპერტიზა სახელმძღვანელოებში გენდერული თანასწორობის გათვალისწინებით

განათლების და მეცნიერების სამინისტრო და კვლევითი ორგანიზაციები

სახელმწიფო ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები

2008

 

1.4.2. პედაგოგთა უწყვეტი განათლების სისტემაში გენდერულ საკითხთა სწავლების კომპონენტის ჩართვა

ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბაზისო საკითხების შესახებ შესულია და ისწავლება პედაგოგთა უწყვეტი განათლების პროგრამით

განათლების და მეცნიერების სამინისტრო

სახელმწიფო ბიუჯეტი

2007-2009