სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 779
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 280090050.22.029.016102
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
779
13/11/2013
ვებგვერდი, 18/11/2013
280090050.22.029.016102
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/11/2013 - 17/06/2014)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №779

2013 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტების და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (შემდგომში - „დაზარალებული“) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესი“  - დანართი №1.

2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №2.

3. დამტკიცდეს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახების განსახლების კრიტერიუმები“ - დანართი №3.

4. დამტკიცდეს „საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმები - დანართი №4, დანართი №5, დანართი №6 და დანართი №7.

5. შეიქმნას სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე




დანართი №1

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება და ოჯახის ცნება

1. ეს წესი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში გადაცემის წესს.

2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი (შემდგომში - „დაზარალებული“) -  განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად  მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე,  რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

მუხლი 2. დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა

1. კონკრეტული დაზარალებულის განცხადებების განხილვაზე, მათთვის საცხოვრებელი სახლის შეთავაზებაზე,  მათი განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთრებაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში - კომისია).

2. კომისიის შემადგენლობა და მისი მუშაობის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს მიგრაციის რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) მიერ მოძიებული, ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის (შემდგომში - სამინისტრო) ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში  კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე.

4. დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზება გულისხმობს დაზარალებულს მიეცეთ საშუალება წარადგინოს შესაბამისი განაცხადი საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე.

5. დეპარტამენტი მოახდენს დაზარალებულების ინფორმირებას განაცხადების მიღების ვადების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მეშვეობით.

6. კომისია ადგენს  მიღებული განაცხადების განხილვის ვადებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

7. დეპარტამენტი ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა  განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება დაზარალებულის მიერ სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლი, ისე დაზარალებული (ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე). საცხოვრებელი სახლის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი N2 – „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის“ ფორმა.

8. განაცხადების მიღებაზე და ხელმოწერაზე სამინისტროს უფლებამოსილი მოხელეები განისაზღვრებიან მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

9. საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე შევსებულ განაცხადს უნდა ერთოდეს, მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფოტომასალა, ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოების მიერ გაცემული ცნობა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის  შემოწმების აქტის ამონაწერი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე  აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი  ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, განაცხადი რჩება განუხილველი, რომლის მიზეზიც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ან განსახლებისა და მიგრაციის  სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. აღნიშნულის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ეცნობება კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულებებს.

10. დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

11. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: დაზარალებულის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დაზარალებულებისაგან; ასევე, მოპოვებული და დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დაზარალებულის მდგომარეობის (მისი ოჯახის მდგომარეობის) შეფასებას და წინასწარი ქულების მინიჭებას ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მეშვეობით.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებისას, ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ კრიტერიუმებში მოცემულ დაზარალების კატეგორიის განმსაზღვრელი აქტის ფორმა დეპარტამენტის მიერ გადაიგზავნება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, რომლის შევსების შემდგომ ეს უკანასკნელი წარუდგენს მოცემულ აქტს დეპარტამენტს.

13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად დამუშავებული მასალები გადაეცემა კომისიას, რომელიც ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დაზარალებული დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით. საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს.

14. დაზარალებულთა განსახლების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, კომისია ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მიერ წარდგენილი დაზარალებულთა შესახებ დეტალური ინფორმაციით (რამდენ დაზარალებულს  აქვს შეტანილი განცხადება საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე, მათი სოციალური და ოჯახური მდგომარეობის შესახებ, ოჯახის რაოდენობისა და შემადგენლობის შესახებ, აგრეთვე მათი საჭიროებებისა და სხვა ინფორმაცია) და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე.

15. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დაზარალებულს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

16. იმ დაზარალებულებს შორის, რომელთა საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადები დაკმაყოფილდა, ამ მუხლის მე-13-მე-15 პუნქტების შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი სახლების განაწილება განხორციელდება კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, დაზარალებული (მისი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე) ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა, საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე სამინისტროს მიერ დადგენილი პირობით. აღნიშნული თანხმობისა და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გასანაწილებელი სახლების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების შესახებ, გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოადგენს განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ სახლ(ებ)ში განსახლების საფუძველს. ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი სახლის კონკრეტულ მისამართს და საკადასტრო კოდს.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ. სამინისტრო იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს ამ საცხოვრებელი სახლების დაზარალებულთათვის პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, გარკვეული პირობით საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

19. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულთა კონკრეტული კონტიგენტისათვის კონკრეტული პროექტის ფარგლებში ან სამინისტროსათვის დონორი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი მიზნობრივი გრანტის ფარგლებში ხორცილედება საცხოვრებელი სახლების შეძენა, ამ შემთხვევაში დაზარალებულთა კონკრეტული კონტინგენტის განსახლება და შეძენილი საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემა განხორციელდება ამ კრიტერიუმების გარეშე.

მუხლი 3. დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმები

1. საცხოვრებელ სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დაზარალებულ საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დაზარალებულთა საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. დაზარალებული, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლის მიღებისათვის. 

2. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დაზარალებულებისათვის საცხოვრებელი სახლების განაწილება.

3. საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს:

ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ანდა ასეთი რისკების ზონაში მცხოვრები დაზარალებულის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა. ამგვარი გარემოს მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების დასკვნით, ხოლო ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობის მდგომარეობა - შესაბამისი საექსპერტო დასკვნით;

ბ) დაზარალებულის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ განაცხადს, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაცია/მონაცემები დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

5. გამონაკლის შემთხვევაში, პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია  საცხოვრებელი სახლით მიღების თაობაზე დაზარალებულის განაცხადის დაკმაყოფილების რიგითობის დასადგენად ატარებს კენჭისყრას.

მუხლი 4. გარდამავალი დებულებანი

1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში,  მოძიებული და შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზების მიზნით, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში, დეპარტამენტი მოახდენს დაზარალებული პირების ინფორმირებას განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული 1-თვიანი ვადის შესახებ.  

2. 2013 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში განიხილება მხოლოდ ამ ერთი თვის ვადაში მიღებული განაცხადების დაკმაყოფილების საკითხი, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ კრიტერიუმების პირველ და მეორე კატეგორიებს.

3. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხე­ბისა და საფინანსო დეპარტამენტებმა, მათი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება 2014 წლის პირველ აპრილამდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბაზის შექმნა და შემდგომ მისი მუდმივი განახლება ხორციელდება, ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხე­ბის დეპარტამენტის მიერ სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების შესახებ, ამ ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, მოძიებული ინფორმაციისა და დაზარალებულთა პირადი განცხადებების საფუძველზე.

დანართი №2

საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადი

1.

განცხადების ნომერი:

 

თარიღი:

 

 
  1. ინფორმაცია განმცხადებელზე
 

სახელი, გვარი

პირადი ნომერი

 

 

 

 
  1. განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობა
 

 

N

 

სახელი

გვარი

ოჯახის უფროსის მიმართ დამოკიდებულება (მეუღლე, შვილი, მშობელი, და/ძმა, შვილიშვილი, რძალი/სიძე და ა.შ.)

პირადი ნომერი

 

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 
  1. განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია
 

ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა, ბინა)

 

ტელ./მობ. ნომერი

 

 
                 

 

 

2. საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

3. სოციალური მდგომარეობა:

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ამ განცხადებაზე ხელმომწერი პირები 10 წლის განმავლობაში მუდმივად ვიცხოვრებთ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა/ოჯახების განსახლების წესის“ შესაბამისად, გადმოცემულ საცხოვრებელ სახლში.

ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ განმცხადებელი

______________________________________________________ წარმოადგენს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს და „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა/ოჯახების განსახლების წესის“ შესაბამისად, ვაძლევთ უფლებამოსილებას, ოჯახის სახელით გაიაროს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა. ასევე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ სამინისტროს აქვს უფლება საჭიროებისდამიხედვით გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია, ზემოხსენებული წესის შესაბამისად. (შენიშვნა: სამინისტრო იტოვებს უფლებას, მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).

განმცხადებლის ხელმოწერა:  __________________________­­­­_________

ოჯახის სხვა წევრები:             _____________________________________

________________________________________

_______________________________________

________________________________________

________________________________________

_______________________________________

_________________________________________

დანართი №3

საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიები

ქულა

კატეგორია 1

 საცხოვრებელი სახლი (ან მისი ნაწილი) დანგრეულია სტიქიური მოვლენების შედეგად

 

5

კატეგორია 2

საცხოვრებელი სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად და საცხოვრებლად გამოუსადეგარია  (საცხოვრებელი სახლი აღდგენას არ ექვემდებარება)

 

4

კატეგირა 3

 საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ (საცხოვრებელი სახლი აღდგენას ექვემდებარება)

 

3,5

კატეგორია 4

საცხოვრებელი სახლი არ არის დაზიანებული,  მაგრამ მცხოვრები პირები იმყოფებიან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ანდა ასეთი რისკების ზონაში, რაც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ქონებას.

3

 

 

 

სოლური კრიტერიუმი

ქულა

სოციალურ პროგრამაში მონბა

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს:

57001-ზე ნაკლები -  ქულა 3

57001-დან 70000-მდე - ქულა 2

70000-დან 100 000-მდე - ქულა 1 

 

1-3

ოჯახში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი. 3-ზე ერთი ქულა, ყოველ დამატებითზე 1 ქულა

1-10

მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები. მუდმივად მწოლიარე  (3  ქულა), უჭირს დამოუკიდებლად  გადაადგილება  (1  ქულა), ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა  (2  ქულა).  უნდა  არსებობდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა.  

 

ჯანმრთელობის  მდგომარეობიდან გამომდინარე სპეციალურ საჭიროებები გათვალიწინებული უნდა იქნეს განსახლების შეთავაზებისას, გარდა ამ ცხრილის „დ“-ში გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1-3

ოჯახის  წევრი  ან  წევრები  არიან  მკვეთრად  (3  ქულა), მნიშვნელოვნად  (2  ქულა)  ან  ზომიერად              (1 ქულა) გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები  (ჯანმრთელობის  მოშლით გამოწვეული   ადამიანის საქმიანობის ნორმიდან   გადახრა,  რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების,  ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის,  სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით.  

1-3

 მშობელი  ან  ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე (დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა)

2

ხანდაზმულ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი       შვილ(ებ)ის  ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად. (მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა)

1

პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და  ოჯახი,  რომელიც  შედგება ხანდაზმული  წევრებისგან.  ოჯახი  შედგება  მხოლოდ  ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან;

1

ოჯახის შემადგენლობა: 1-4 სულამდე (1 ქულა); 5-7 სული (2 ქულა); 8 და მეტი სული (3 ქულა)

1-3

 

სხვა კრიტერიუმი

ქულა

სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს

4

სხვა საცხოვრებელი სახლი  აქვს

1

დანართი №4

            ------------------  მუნიციპალიტეტი ------------------------------- დაზარალებული ოჯახის მონაცემები

                                                  საკრებულო (თემი) სოფელი

I კატეგორია

(სახლი (ან მისი ნაწილი) დანგრეულია სტიქიური მოვლენების შედეგად)

 

გვარი, სახელი, მამის სახელი (ოჯახის შემადგენლობა, პირთა სრული ჩამონათვალი)

დაბ. თარიღი

რა სახის დახმარებას ითხოვს (განსახლება, მატერიალური დამხარება)

ფაქტიური საცხოვრ. ადგილი

დღემდე თუ იყო გაწეული დახმარება სახელმწიფოს მხრიდან (ჩასახლება - მატერიალური დახმარება)

რა სტიქიური მოვლენის შედეგად მიიღო დაზიანება სახლმა (მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და სხვა)

სახლის დაზიანების თარიღი (წელი)

დაზარალებული ოჯახის წევრთა პირადი №

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: მოცემული ფორმა ივსება ერთ ოჯახზე

  მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული     ხელმოწერა                       ბეჭედი

ორგანოს რწმუნებული                                                    

 

 მუნიციპალიტეტის  გამგებელი                                 ხელმოწერა                       ბეჭედი

            დანართი №5

------------------  მუნიციპალიტეტი ----------------------------------  დაზარალებული ოჯახის მონაცემები

საკრებულო (თემი) სოფელი

I I კატეგორია

(სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად და საცხოვრებლად

გამოუსადეგარია  (საცხოვრებელი სახლი აღდგენას არ ექვემდებარება))

გვარი, სახელი, მამის სახელი (ოჯახის შემადგენლობა, პირთა სრული ჩამონათვალი)

დაბ. თარიღი

რა სახის დახმარებას ითხოვს (განსახლება, მატერიალური დამხარება)

ფაქტიური საცხოვრ. ადგილი

დღემდე თუ იყო გაწეული დახმარება სახელმწიფოს მხრიდან (ჩასახლება - მატერიალური დახმარება)

რა სტიქიური მოვლენის შედეგად მიიღო დაზიანება სახლმა (მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და სხვა)

სახლის დაზიანების თარიღი (წელი)

დაზარალებული ოჯახის წევრთა პირადი №

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

        შენიშვნა: მოცემული ფორმა ივსება ერთ ოჯახზე

მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული         ხელმოწერა                       ბეჭედი

 ორგანოს რწმუნებული                                                    

 მუნიციპალიტეტის  გამგებელი                                ხელმოწერა                      ბეჭედი

 

დანართი №6

------------------  მუნიციპალიტეტი ----------------------------------  დაზარალებული ოჯახის მონაცემები

საკრებულო (თემი) სოფელი

I I I კატეგორია

(სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ (საცხოვრებელი სახლი აღდგენას ექვემდებარება)

 

გვარი, სახელი, მამის სახელი (ოჯახის შემადგენლობა, პირთა სრული ჩამონათვალი)

დაბ. თარიღი

რა სახის დახმარებას ითხოვს (განსახლება, მატერიალური დამხარება)

ფაქტიური საცხოვრ. ადგილი

დღემდე თუ იყო გაწეული დახმარება სახელმწიფოს მხრიდან (ჩასახლება - მატერიალური დახმარება)

რა სტიქიური მოვლენის შედეგად მიიღო დაზიანება სახლმა (მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და სხვა)

სახლის დაზიანების თარიღი (წელი)

დაზარალებული ოჯახის წევრთა პირადი №

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: მოცემული ფორმა ივსება ერთ ოჯახზე

                 

 მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული      ხელმოწერა                       ბეჭედი

  ორგანოს რწმუნებული                                                    

მუნიციპალიტეტის  გამგებელი                         ხელმოწერა                       ბეჭედი

 დანართი №7

------------------  მუნიციპალიტეტი ----------------------------------  დაზარალებული ოჯახის მონაცემები

საკრებულო (თემი) სოფელი

I V კატეგორია

                      

(საცხოვრებელი სახლი არ არის დაზიანებული, მაგრამ მცხოვრები პირები იმყოფებიან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ანდა ასეთი რისკების ზონაში, რაც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ქონებას.)

გვარი, სახელი, მამის სახელი (ოჯახის შემადგენლობა, პირთა სრული ჩამონათვალი)

დაბ. თარიღი

რა სახის დახმარებას ითხოვს (განსახლება, მატერიალური დამხარება)

ფაქტიური საცხოვრ. ადგილი

დღემდე თუ იყო გაწეული დახმარება სახელმწიფოს მხრიდან (ჩასახლება - მატერიალური დახმარება)

რა სტიქიური მოვლენის შედეგად მიიღო დაზიანება სახლმა (მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და სხვა)

სახლის დაზიანების თარიღი (წელი)

დაზარალებული ოჯახის წევრთა პირადი №

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: მოცემული ფორმა ივსება ერთ ოჯახზე

მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული         ხელმოწერა                       ბეჭედი

ორგანოს რწმუნებული                                                     

მუნიციპალიტეტის  გამგებელი                      ხელმოწერა                       ბეჭედი

 


15. 14/07/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 53/ნ - ვებგვერდი, 17/07/2023 14. 21/07/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-71/ნ - ვებგვერდი, 22/07/2022 13. 22/06/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-55/ნ - ვებგვერდი, 22/06/2021 12. 22/05/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-52/ნ - ვებგვერდი, 25/05/2020 11. 27/01/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-12/ნ - ვებგვერდი, 28/01/2020 10. 10/10/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-17/ნ - ვებგვერდი, 10/10/2018 9. 09/07/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1680 - ვებგვერდი, 10/07/2018 8. 24/11/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2359 - ვებგვერდი, 27/11/2017 7. 14/09/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1703 - ვებგვერდი, 15/09/2017 6. 13/04/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1708 - ვებგვერდი, 15/04/2016 5. 11/12/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1948 - ვებგვერდი, 14/12/2015 4. 30/09/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1626 - ვებგვერდი, 02/10/2015 3. 26/01/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 62 - ვებგვერდი, 27/01/2015 2. 29/10/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2501 - ვებგვერდი, 30/10/2014 1. 17/06/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1207 - ვებგვერდი, 18/06/2014