„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს N598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს N598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 832
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016229
832
25/10/2013
ვებგვერდი, 28/10/2013
140130000.22.034.016229
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს N598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს N598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №832

2013 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

1. მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:

ა) პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული და ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისად შეზღუდული „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე;

ბ) „A“ ან „ტრამვაის“ კატეგორიის, ასევე „A1“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისად შეზღუდული „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.

2. ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 17 წლიდან.

3. ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს არ აქვს მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

4. მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებით პირს არ ენიჭება ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება.

5. მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიჭების დამადასტურებელ მართვის მოწმობაში აისახება ამ ბრძანების 43-ე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო კოდი.

6. მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს:

ა) მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში;

ბ) მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში;

გ) ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით „C“ ან „D“ კატეგორიის მართვის უფლების მოპოვების შემთხვევაში;

დ) ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მოპოვების შემთხვევაში.

7. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება ამავე ბრძანების 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭირო, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა არ ვრცელდება პირზე, რომელსაც „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მინიჭებული აქვს 2012 წლის 1 აგვისტომდე.“.

3. ბრძანებას დაემატოს 91 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91. ავტომატურ გადამცემთა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

1. მხოლოდ ავტომატურ გადამცემთა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის მინიჭებული აქვს    „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2. მხოლოდ ავტომატურ გადამცემთა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს ავტომატურ გადამცემთა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისად შეზღუდული „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.

3. მხოლოდ ავტომატურ გადამცემთა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 18 წლიდან.

4. მხოლოდ ავტომატურ გადამცემთა კოლოფის მქონე „BE“  კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება არა აქვს მართოს მექანიკური გადამცემთა კოლოფის მქონე „B“  და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

5. მხოლოდ ავტომატურ გადამცემთა კოლოფის მქონე „BE“  კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობაში აისახება ამ ბრძანების 43-ე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო კოდი.

6.  ავტომატურ გადამცემთა კოლოფის მქონე „BE“  კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მექანიკური გადამცემთა კოლოფის მქონე  „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს:

ა) მექანიკური გადამცემთა კოლოფის მქონე  „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში;

ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით „C“ ან „D“ კატეგორიის მართვის უფლების  მოპოვების შემთხვევაში;

გ) ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების  მოპოვების შემთხვევაში.

7. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება ამავე ბრძანების 33-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებზე."

4. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭირო, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა არ ვრცელდება პირზე, რომელსაც „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მინიჭებული აქვს 2012 წლის 1 აგვისტომდე.“.

5. 32-ე მუხლს დაემატოს მე-14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„14. მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა წარმოებს მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე ავტომობილებზე, გარდა:

ა) ამ ბრძანების 61 და 91 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ამ ბრძანების 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული ექიმ-სპეციალისტის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი შეიძლება დაიშვას მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების სამართავად.“.

6. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პრაქტიკული გამოცდის ორგანიზების ზოგიერთი საკითხის შესახებ

1. იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული ექიმ-სპეციალისტის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი შეიძლება დაიშვას მხოლოდ ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების (მაგალითად, სიჩქარის ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე ან დამატებითი სატერფულებით აღჭურვილი ავტომობილი ან სხვა) სამართავად, აღნიშნული პირის მიერ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება უნდა განხორციელდეს ასეთი სახით ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საგამოცდო სამსახურს არ გააჩნია შესაბამისად ადაპტირებული საგამოცდო ავტომობილი, მისი წარმოდგენა ხორციელდება მძღოლობის კანდიდატის მიერ.

2. თუ ექიმ-სპეციალისტის რეკომენდაციის საფუძველზე პირი სატრანსპორტო საშუალების სამართავად შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ რაიმე მოწყობილობის გამოყენების (პროთეზი, სათვალე, ყურის სასმენი აპარატი და ა.შ.) შემთხვევაში, იგი მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ასეთი მოწყობილობით.

3. პირს, რომელმაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ჩააბარა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული წესით, შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იდენტურად ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების ან/და მართვისას შესაბამისი მოწყობილობის გამოყენების ვალდებულებით შეზღუდული მართვის უფლება, რის შესახებაც მართვის მოწმობაში კეთდება უფლების შემზღუდველი შესაბამისი ჩანაწერი.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას პირს მიენიჭა მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მართვის მოწმობაში აისახება ამ ბრძანების 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო კოდი.“.

7. 43-ე მუხლის  მე-8 პუნქტის  „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) 01.06 -სათვალე ან კონტაქტური ლინზები;”;

8. 43-ე მუხლის  მე-8 პუნქტის  „თ“ და „ი“   ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) 10.02 – ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალება;

ი) 101 –  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სამართავად ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალება.“.

9. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. ამ ბრძანების 61 და 91 მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირისათვის მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ ან/და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თაობაზე შეზღუდვის დაწესება აისახება მართვის მოწმობის მე-12 გრაფაში (კატეგორიის გასწვრივ) კოდირებული სახით და მიეთითება კოდი (78.).

12. დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში, მართვის მოწმობის მე-12 გრაფაში (ქვედა ნაწილში) დამატებით შეიძლება აისახოს მართვის მოწმობის მფლობელის სისხლის ჯგუფი და რეზუსი. მართვის მოწმობაში სისხლის ჯგუფი და რეზუსი დაიტანება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, რომლის წარმოდგენასაც უზრუნველყოფს დაინტერესებული პირი.“.

10. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. პირს, რომელსაც „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მინიჭებული აქვს 2012 წლის 1 აგვისტომდე, ამ ბრძანების 61 და 91 მუხლებით განსაზღვრული წესით „B“ ან/და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვების შემთხვევაში აქვს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.“. 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის  პირველი, მე-3, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის  პირველი, მე-3, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი