დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1456-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/10/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010010000.01.001.016011 |
|
მუხლი 1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №62, 05.11.2010, მუხ. 379) პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 33-ე პუნქტით განსაზღვრული 811 მუხლი ამოღებულ იქნეს და იმავე პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“. 2. 39-ე პუნქტით განსაზღვრულ 93-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. თუ პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას, ეს ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად და გაგრძელდება კონსტიტუციის 81-ე მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. თუ პარლამენტი იმავე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადაში უნდობლობას ვერ გამოუცხადებს მთავრობას, პრეზიდენტი ამ ვადის ამოწურვიდან 3 დღეში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.“. 3. 44-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 ოქტომბერი 2013 წ. N1456-Iს
|
დოკუმენტის კომენტარები