დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1357-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/09/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.017162 |
|
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული აღკვეთილის ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) 24 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25 პუნქტი: „25. ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ ზონასა და ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის ცალკეულ უბნებში, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 2. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „პ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადოს ხელშეკრულებები ამ კანონის მე-12 მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 და 183 მუხლები: „მუხლი 182. დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება 1. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს (შემდგომ − სააგენტოს თანამშრომელი) უფლება აქვთ, საგანგებო შემთხვევაში (ხანძარი, წყალდიდობა და სხვა) გამოიყენონ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ავტომოტოტრანსპორტსა და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული მოციმციმე და ხმოვანი სიგნალები. 2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი. 3. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა. 4. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, აუცილებელი მოგერიების შემთხვევაში ან უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი: ა) მოქალაქის ან/და თავის ისეთი საფრთხისაგან დასაცავად, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად. 5. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა. 6. გაფრთხილების გარეშე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გამოიყენება მხოლოდ ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი შეიარაღებული თავდასხმისას. 7. აკრძალულია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლებელია სხვა პირთა დაშავება, ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, აგრეთვე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სააგენტოს თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და სააგენტოს თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის ან/და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია. მუხლი 183. სააგენტოს თანამშრომლის სოციალური დაზღვევა 1. სააგენტოს თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა შესაძლებელია განახორციელოს სააგენტომ. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა (მიეცემათ) ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სააგენტოს თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო. 3. სააგენტოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დასახიჩრდა ან რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 7 000 ლარისა.“. 4. მე-19 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი; ე) დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობებით მიღებული შემოსავლები; ვ) რეკრეაციული, სამეურნეო, ტურისტული და არასაბიუჯეტო სახსრებით დამზადებული სუვენირების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები; ზ) ამ კანონის მე-12 მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები; თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობების დროს) დაცული ტერიტორიის სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენებით მიღებული შემოსავლები; ი) დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ კანონის მე-12 მუხლის 25 პუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“. მუხლი 2. პირი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 25 პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განთავსებული აქვს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ან შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან დადოს ხელშეკრულება და გადაიხადოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასური. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 სექტემბერი 2013 წ. N1357-რს |
დოკუმენტის კომენტარები