დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1259-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/09/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190000.05.001.017116 |
|
მუხლი 1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 15.07.2004, მუხ. 85) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისას მათ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას.“. 2. მე-3 მუხლის მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საქართველოს პრეზიდენტის სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განსახილველად წარადგენს: ა) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირებისათვის; ბ) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს; გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლში მითითებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის შესახებ; დ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტებს; ე) იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელთა პარლამენტისათვის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება; ვ) სათანადო დოკუმენტებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თანხმობის მისაღებად. 4. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ა) საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს და უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემას; ბ) საჭიროების შემთხვევაში ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომებს და მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკითხების განხილვაში; გ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკითხებს; დ) საქართველოს მთავრობის თანხმობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის მისაღებად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს მთავრობისთვის/საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას; ე) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობებს; ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 5. ცალკეული საკითხების საქართველოს პარლამენტში წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეიძლება დაევალოს სხვა თანამდებობის პირს.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმებისათვის.“; ბ) მე-5 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას;“; ბ.გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 4. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1259-Iს |
დოკუმენტის კომენტარები