ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46827
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 23/09/2013
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2013
ძალაში შესვლის თარიღი 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016237
  • Word
46827
23/09/2013
ვებგვერდი, 02/10/2013
000000000.00.00.016237
ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება N 46827

2013 წლის 23 სექტემბერი

 

ალტერნატიულისაგადასახადოშემოწმებისგანმახორციელებელპირთაშესარჩევი ტესტირების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

 

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 372 მუხლის 11 პუნქტის, 3715 მუხლის მე-6-მე-7 პუნქტების, საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 სექტემბრის N304 ბრძანების მე-2 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

 

1.      დამტკიცდეს ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების  განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირების ჩატარების წესი ამ ბრძანების დანართი N1-ის შესაბამისად.

2.      ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეს - გიორგი ბაქრაძეს.

3.      ესბრძანებაამოქმედდესხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლებისსამსახურისუფროსილაშახუციშვილი

 

 

 

 

 

დანართი N1

 

ალტერნატიულისაგადასახადოშემოწმებისგანმახორციელებელპირთაშესარჩევი ტესტირების ჩატარების წესი

 

მუხლი 1 . ალტერნატიულ აუდიტორთა  ტესტირების ჩატარების  მიზანი

1. ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების  განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირების (შემდგომში - ტესტირება)მიზანს წარმოადგენს ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების მიზნით კვალიფიციური სპეციალისტების შერჩევა, მომავალში განსახორციელებელ საქმიანობასადა ფუნქციებთან აუდიტორის უფლებამოსილების მინიჭების მსურველი პირის (შემდგომში - კანდიდატი)კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა.

2. ტესტირება შესაძლებელია ჩაუტარდეთ ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის შესაბამისი უფლებამოსილებისა და კატეგორიის მქონე აუდიტორებსაც.

 

მუხლი 2. ტესტირების  ჩატარების  ორგანიზება

1. ტესტირების  ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს  ტესტირების ორგანიზატორი, რომელიც შესაძლებელია იყოს შემოსავლების სამსახური ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული პირი (შემდგომში - შერჩეული პირი).

2. ტესტირების ორგანიზატორს ევალება ტესტირების  მომზადებისა და ჩატარებისათვის აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთაელექტრონული განცხადებების მიღება/დამუშავება, ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანდიდატთათვისინფორმაციის მიწოდება განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე.

3. თუ ტესტირების ორგანიზებას ახორციელებს  შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული პირი, მხარეთა უფლება/მოვალეობები დამატებით განისაზღვრება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში.

 

მუხლი3.  ტესტირებაში მონაწილეობის მიღების პირობები

1. ტესტირების ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია თავსდებატესტირების ორგანიზატორის ვებ-გვერდზე.

2. ტესტირებაში მონაწილეობის  უფლება ეძლევა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესიეკონომიკური/იურიდიული განათლება ან/და აუდიტორული/ბუღალტრული საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება და ფლობს სახელმწიფო ენას.

3. შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს შესაბამისი განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა კანდიდატის მიერ.

4. ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

5. ტესტირებაში კანდიდატის პირველად მონაწილეობა ფინანსდება შემოსავლების სამსახურის მიერ.

6. ტესტირებაზე დასაშვებად კანდიდატმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია, კერძოდ, შევსებული უნდა იქნესტესტირების ორგანიზატორის ვებ-გვერდზე განთავსებული შესაბამისი განაცხადის ფორმა.

7. ტესტირების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ტესტირების ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 15 სამუშაო დღით ადრე.

7. კანდიდატთა განაცხადების მიღება წყდება ტესტირების ჩატარების თარიღამდე  5 სამუშაო დღით ადრე.

8. ელექტრონული რეგისტრაციის წარმატებით გავლისა და ტესტირებაზე დაშვების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ტესტირების ჩატარების თარიღამდე არანაკლებ  2კალენდარული  დღით ადრე მათ მიერ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/დამობილური ტელეფონის ნომერზე.

9. მიღებული განაცხადების რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ტესტირებაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა მიენიჭოს კანდიდატს, ვისაც ტესტირებაზე გასვლის ნაკლები რაოდენობა აქვს.

 

მუხლი 4. ტესტირების დრო

1. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ ტესტირების ორგანიზატორის ვებ-გვერდზე მითითებულ დღეს, შესაბამის დროსა და ადგილზე და თან უნდა იქონიონ როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ელექტრონული რეგისტრაციისას შევსებული განაცხადის ფორმა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულიდოკუმენტებისგარეშე კანდიდატი ტესტირებაზე არ დაიშვება.ამასთან, ტესტირებაზე არ დაიშვებიან დაგვიანებით გამოცხადებული კანდიდატები.

3. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა, დაგვიანებით გამოცხადება ან/და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გამოცხადება კანდიდატს ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ობიექტური მიზეზით იყო თუ არა გამოწვეული აღნიშნული გარემოებების დადგომა.

 

მუხლი 5. ტესტირების  პროცედურა

1. ტესტირებატარდებაწერილობითი ფორმით,ქართულენაზე2. ტესტების ნიმუშებს, თემატიკას და საგამოცდო ტესტებს ადგენს შემოსავლების სამსახური.

3.საგამოცდო ტესტების თემატიკა გამომდინარეობს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან.

4. ტესტირებაგრძელდება3საათი.დროისამოწურვისშესახებტესტირების ორგანიზატორის წარმომადგენელი (შემდგომში - დამკვირვებელი) 2-ჯერ აცნობებს კანდიდატებს -  20  წუთით და წუთითადრე.

 

მუხლი 6. ტესტირებაზე მუშაობის წესი

 

1. ტესტირებისდაწყებამდე ტესტირების ორგანიზატორიუზრუნველყოფს კანდიდატთათვის ინსტრუქტაჟისჩატარებას, მათთვის ტესტების შევსების წესისა და სხვა ტექნიკური საკითხების ახსნას, ამ ბრძანებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გაცნობას.

2. ტესტიშედგება23 კითხვისაგან.მათგან 20  არის ტესტური ხასიათის კითხვა, რომელთაგანაც თითოეული სწორი პასუხი შეფასდება ერთი ქულით, ხოლო   3 არის ღია ტიპის კითხვა, რომელთაგანაც თითოეული შეფასდება მაქსიმუმ სამი ქულით.

3. ტესტური ხასიათის კითხვაში არის მხოლოდ ერთი სწორი პასუხი. კანდიდატმა ოთხი სავარაუდო პასუხიდან უნდა შემოხაზოს ის პასუხი, რომელსაც მიიჩნევს სწორად. პასუხის გადასწორების შემთხვევაში კანდიდატმა უნდა გადახაზოს არასწორად შემოხაზული პასუხი და შემოხაზოს სხვა პასუხი, რასაც ხელმოწერით ადასტურებს დამკვირვებელი.

4. ღია ტიპის კითხვა ითვალისწინებს კანდიდატის მსჯელობას   დასმულ საკითხთან დაკავშირებით და მსჯელობის/საკითხის გადაწყვეტის სისწორიდან გამომდინარე შეფასება შესაძლებელია განისაზღვროს 0 (ნული) ქულიდან სამ ქულამდე.

5. თუკანდიდატისმიერშემოხაზულია არასწორი პასუხი,შემოხაზულია ერთზემეტიპასუხიანშემოხაზულიარა არისარცერთიპასუხი,ტესტიშეფასდება 0(ნული) ქულით.  0 (ნული) ქულით შეფასდებატესტისისეთიშესწორებული პასუხიც,რომელიცარ იქნებადადასტურებულიდამკვირვებლისხელმოწერით.

 

მუხლი 7.  კანდიდატის უფლება-მოვალეობები

 

1.      ტესტირებისას კანდიდატს ეკრძალება:

ა)დამხმარე ლიტერატურის ან სხვა სახის სასწავლო მასალის (ინსტრუქციები, კომენტარები და ა.შ.) გამოყენება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსისადა ტესტირების ორგანიზატორის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;

ბ) ნაშრომზე სახელის, გვარის, რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ან  ტექსტისდატანა სპეციალურად ამისათვის გამოყოფილი ადგილის გარდა. რაიმე სახის მინიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი შეფასდება 0 (ნული) ქულით.

გ)ტესტირების  მიმდინარეობისას გადალაპარაკება, სხვა პირისაგან დახმარების გაწევა, მიღება ან რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

დ) მობილური ტელეფონის, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებისა და ელექტრონული აპარატურის გამოყენება;

ე)სამუშაო ადგილის დამკვირვებლის ნებართვის გარეშე დატოვება;

ვ)ტესტირებისათვის განსაზღვრული დროის გადაცილება.

2. კანდიდატის მხრიდან პირველ პუნქტში მითითებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამკვირვებელი აძლევს მას ზეპირ გაფრთხილებას, ხოლო გამეორების  შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება ტესტირებიდან.

3. კანდიდატს უფლება აქვს:

ა)ტესტირებაზე თან იქონიოს  წყალი და კალკულატორი.

ბ)საჭიროების შემთხვევაში,შეკითხვის არსებობის, აუდიტორიიდან გასვლის სურვილის ან რაიმე  სახის პრობლემის დადგომისას  ხელის აწევით მიმართოს დამკვირვებელს.

გ)გაეცნოსტესტების ნიმუშებსტესტირების  ორგანიზატორისვებგვერდზე.

 

მუხლი 8. ტესტირების შედეგები და გამსვლელი ქულა

1. ტესტირებისშედეგებიკანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე,  ტესტირების ჩატარებიდან10  სამუშაო დღის ვადაში.

2. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული გამსვლელი ქულების დაგროვების შემთხვევაში,პირს გადაეცემა შესაბამისი  დოკუმენტი-სერტიფიკატი.

3. სერტიფიკატი ხელმოწერილი იქნება შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების ორგანიზებას ახორციელებს შერჩეული პირი  - ასევე მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

4. მიღებული სერტიფიკატი პირს უფლებას აძლევს სერტიფიკატის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში მიენიჭოს აუდიტორის უფლებამოსილება და კატეგორია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის შესაბამისი უფლებამოსილებისა და კატეგორიის მქონე პირებზე, თუ მათ გაიარეს ტესტირება და მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატი.

 

 

მუხლი 9.შედეგების გასაჩივრება

1.კანდიდატს უფლება აქვს  ტესტირების  შედეგები გაასაჩივროს შედეგების გაცნობიდან5 სამუშაო დღის ვადაში.

2. კანდიდატის მიერ შედეგების გაცნობად ითვლება ტესტირების ორგანიზატორის მიერ კანდიდატისათვის განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

3. საჩივარი წერილობითი ფორმით წარედგინება ტესტირების ორგანიზატორს.

4. ტესტირების ორგანიზატორის მიერ მიღებული საჩივარიგანსახილველადგადაეცემა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ საპრეტენზიო კომისიას,რომელიცმისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავსშემოსულსაჩივარსდა იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ.

5. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით.

6. საჩივრის განხილვა ხორციელდება კანდიდატთან ერთად.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ტესტირების ორგანიზატორის მიერ  ეცნობება კანდიდატს.