შიდა ქართლის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

  • Word
შიდა ქართლის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016031
  • Word
1364
17/09/2013
ვებგვერდი, 26/09/2013
000000000.00.003.016031
შიდა ქართლის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება1364

2013 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

შიდა ქართლის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტისა და ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების ხელშეკრულების („საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა“) მე-2 დანართის (ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები) შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შიდა ქართლის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგია“.

პრემიერ-მინისტრი                                     ბ. ივანიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შიდა ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგია

2014-2021

 


I. რეგიონის ზოგადი მიმოხილვა

 

შიდა ქართლის რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, დიდი და მცირე კავკასიონების მთათაშორისი ბარის შუა ნაწილში მდებარეობს. მას  საქართველოს ტერიტორიის 9.2% უკავია[1] და თავს უყრის მოსახლეობის 7 %. შიდა ქართლის რეგიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება მცხეთა-მთიანეთის, სამხეთ-აღმოსავლეთითქვემო-ქართლის, სამხრეთ-დასავლეთითსამცხე-ჯავახეთის, დასავლეთითიმერეთის, ხოლო ჩრდილო-დასავლეთითრაჭა-ლეჩხუმ-ქვემოსვანეთის რეგიონები.  ჩრდილოეთი საზღვარი კი რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აქვს.

 

რეგიონს ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, კერძოდ დედაქალაქთან სიახლოვე, საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მთავარი ხაზის განლაგება რეგიონში.

 

რეგიონის ბუნებრივი პირობები საკმაოდ ხელსაყრელია: კლიმატი ზომიერად კონტინენტურია, ზომიერად თბილი ჰავითა და ზომიერი ტენიანიანობით, რაც სასურველ პირობებს ქმნის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობისათვის. რეგიონში წარმოდგენილი ხშირი ჰიდროქსელი მდინარე მტკვრის აუზს ეკუთვნის, ეს უკანასკნელი კი რეგიონის მთავარი საწყლოსნო არტერიაა. რეგიონის ტერიტორიაზე განლაგებულია ზომიერი სარტყლისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი ზონები, ვერტიკალური ზონალობის ჩათვლით, რომელიც ხასიათდება მრავალფეროვანი ნიადაგებით და საკმაოდ მდიდარია ტყეებით, ფლორითა და ფაუნით.

შიდა ქართლის რეგიონში შედის 9 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული: 1 ქალაქი – ცხინვალი და 8 მუნიციპალიტეტი – გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, თიღვის, ერედვის, ქურთის და ჯავის. საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს 4 მუნიციპალიტეტი, რომლებიც მოიცავს 372 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის, 4 ქალაქს (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური), 2 დაბას (სურამი, აგარა ) და 366 სოფელს (სტრატეგია 2011).

 

1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა პერიოდში არსებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებისა და ამ მხარეში წარმოქმნილი ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტების შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა ფაქტობრივი კონტროლი შიდა ქართლში შემავალი ტერიტორიების ერთ ნაწილზე. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შეირაღებული კომფლიკტის შემდეგ კი დაახლოებით 1,400 კმ² ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ. ოკუპაცია უარყოფითად აისახება რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პერსპექტივებზე, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუღწევადობის, კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე უსაფრთხოების სირთულეებისა და ეკონომიკური აქტივობის უკიდურესი შეზღუდულობის გამო. 

შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობა 300,000 კაცს აღემატება, რომელთაგან თითქმის ნახევარი (46 %) გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. დანარჩენი სამი მუნიციპალიტეტი კი მოსახლეობის თითქმის თანაზომად არის განაწილებული: ხაშურში მოსახლეობის 20 %, ხოლო ქართლსა და კასპში – 17 % ცხოვრობს. შიდა ქართლის რეგიონი უპირატესად რურალურია (სასოფლოა) და მისი ურბანიზაციის დონე 40%-საც ვერ აღწევს. ასეთი მაჩვენებელი არაინდუსტრიული, განვითარებადი რეგიონებისათვისაა დამახასიათებელი.

მიგრაციული ნაკადები წლიურად არ აღემატებოდა რეგიონის მოსახლეობის 0.5%-ს. გამონაკლისს წარმოადგენს 2010 წლისათვის აღრიცხული 10,000-ზე მეტი მიგრანტი (რეგიონის მოსახლეობის 3.5%), რომელთა უმეტესობა, 6,000-ზე მეტი, უთუოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ცხინვალის (ე.წ. ‘სამხრეთ ოსეთის’) ტერიტორიიდან დევნილთა ხარჯზე შეიქმნა.[2]

მოსახლეობის ბუნებრივი მატება და მიგრაციის სალდო (2007-2012)

წყარო: საქსტატი

საქართველოში სულ 250,658 დევნილია, რომელთაგან 14,298 შიდა ქართლში ცხოვრობს, რაც ქვეყანაში ყველა დევნილთა 5.7% და რეგიონის მოსახლეობის 4.5%-ს შეადგენს. დევნილთა უდიდესი ნაწილი (თითქმის 70%) გორის მუნიციპალიტეტში და საკუთრივ ქალაქ გორში ცხოვრობს. დევნილთა სოციალურ ეკონომიკური ინტეგრაცია რეგიონის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს.

II. რეგიონის სოციალური მდგომარეობა

დასაქმება

რეგიონში დასაქმებულთა მთლიანი რიცხვიდან თვითდასაქმებულთა წილი 77% შეადგენს,   რაც ოფლი ობა ში წვრილ გლეხურ (საოჯახო) ებ თა წილს ასახავს. ამის შედეგად შიდა ქართლის დასაქმების, აქტივობისა და უმუშევრობის  დონის მაჩვენებლები უფრო მაღალია ვიდრე საშუალო საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლები.

2012

 

შიდა ქართლი

საქართველო, საშუალო მაჩვენებელი

დასაქმების დონე

63.9 %

56.8%

აქტივობის დონე

71.5 %

66.9 %

უმუშევრობის დონე

10.6 %

15.01 %

წყარო: საქსტატი

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა და დაქირავებულთა დინამიკა 2006–2008 წლებში  კლებადი ხასიათისაა, 2009 წლიდან კი მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება .

 

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობის დინამიკა 2006-12 წლებში (კაცი)

                        წყარო:  საქსტატი

რეგიონის სოფლის მეურნეობაში  დასაქმებულთა წილი მოსახლეობის 80%-ს აჭარბებს. თუმცა სოფლის მეურნეობა რეგიონის დამატებითი ღირებულების (დღ)-ს მხოლოდ 15%-ს ქმნის, რაც სექტორის დაბალ პროდუქტიულობაზე მიუთითებს.

სოციალური უზრუნველყოფა

შიდა ქართლი საქართველოს იმ რეგიონებს მიეკუთვნება, სადაც მაღალია სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი მოსახლობის ხვედრითი წილი. 2010 წლის სტატისტიკით, სადაც შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის მონაცემებია აგრეგირებული, ისინი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ. შიდა ქართლში მაღალია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის (დაახლოებით 20%), მათ შორის, უკიდურეს სიღარიბეში  მცხოვრებთა (8%-ზე მეტი) ხვედრითი წილი. ასეთი ვითარება რეგიონში, გარკვეულწილად, დევნილთა დიდი რაოდენობით შეიძლება აიხსნას, თუმცა მაღალია პენსიონერთა (მოსახლეობის 19%), მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (4%) ხვედრითი წილიც.

რეგიონში ყველა სამედიცინო და სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე მუნიციპალიტეტებში ერთჯერადი სოციალური  დახმარებების პროგრამები ხორციელდება, თუმცა უკანასკნელები ვერ მოიცავენ მოსახლეობის მოწყვლად მთლიან ნაწილს და ერთჯერადობის გამო ბენეფიციართა ცხოვრების დონეზე ხანგრძლივ დადებით ეფექტს ვერ ახდენენ.

განათლება

შიდა ქართლს განათლების სფერო ყველა დონის საგანმანათლებლო დაწესებულებებით არის წარმოდგენილი. გორში მდებარეობს 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება : გორის სასწავლო უნივერსიტეტი , გორის სუხიშვილის სახელობის უნივერსიტეტი და ეროვნული თავდაცვის აკადემი . რეგიონში 7 პროფესიული სასწავლებელია, 172 საჯარო სკოლა, 6 სპეციალური (სამუსიკო) სკოლა და 99 სკოლამდელი დაწესებულებაა.

შიდა ქართლის რეგიონში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში, კოლეჯებსა და პროფესიულ სასწავლებლებში დანერგილ სასწავლო პროგრამებში, როგორც წესი, წარმოდგენილია  სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის მიმართულებები, თუმცა,  მათი ხარისხი გასაუმჯობესებელია, რაც გულისხმობს  აღნიშნული მიმართულებების გაძლიერებას, თანამედროვე მოთხოვნებზე აგებული პროგრამების შემუშავებას და  აღნიშნულ სფეროებში პოტენციურ დამსაქმებლებთან აქტიურ კომუნიკაციასა და კოორდინაციას. ადგილობრივმა სასწავლებლებმა სასურველია სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის მიმართულებების სასწავლო პროგრამების, როგორც შემუშავება-დახვეწის პროცესში, ასევე სალექციო კურსების ჩასატარებლად ადგილობრივ აკადემიურ პერსონალთან ერთად გარედანაც მოიწვიონ შესაბამისი სფეროების ექსპერტები, ითანამშრომლონ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, პოტენციური დამსაქმებლების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და უცხოელ ექსპერტებთან. მნიშვნელოვანია ამ მხრივ წარმატებული ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება და კურსდამთავრებულთა სტაჟირების უზრუნველყოფა შესაბამისი სფეროს დაწესებულებებში.

შიდა ქართლის რეგიონში პრობლემურია სკოლამდელი აღზრდის დაწსებულებების ძირითადი და დამხმარე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, მენეჯმენტის გაუმჯობესება და სწავლების პროგრამული ნაწილის დახვეწა. მეტად მნიშვნელოვანია, რომ იმ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, მოხერხდეს ალტერნატიული სკოლამდელი აღზრდის ეტაპობრივი დანერგვა. 

ჯანდაცვა

შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე სულ განლაგებულია 112 სამედიცინო დაწესებულება. შესაბამისად, რეგიონის 2,803 მოსახლეზე მოდის საშუალოდ ერთი სამედიცინო დაწესებულება მოდის. მუნიციპალიტეტების მიხედვით ეს მაჩვენებელი განსხვავებულ სურათს იძლევა.  სოფლის ამბულატორიების რაოდენობისა და განლაგების მხრივ, გორის მუნიციპალიტეტში ნორმალური სიტუაციაა, კერძოდ ყველა ტერიტორიულ ერთეულს (სოფელი, თემი) გააჩნია საკუთარი ამბულატორია. მდგომარეობა მისაღებია კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტშიც, მაშინ, როცა ხაშურის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების მწვავე ნაკლებობაა. რეგიონის მასშტაბით ფუნქციონირებს 15 კერძო კლინიკა, აქედან 8 გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ექიმების რაოდენობა 1000 მოსახლეზე 2.5 შეადგენს, მაშინ როდესაც საშუალო თბილისის გამოკლებით 2.9 შეადგენს.

 

 

შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებები 2011 წლის მდგომარეობით

 

სულ შიდა ქართლი

საავადმყოფოები

24

პოლიკლინიკები

11

კერძო კლინიკები

15

ამბულატორიები

57

სასწრაფო დახმარებები

5

ჯამურად მუნიციპალიტეტში

112

წყარო: მუნიციპალიტეტების პასპორტები.

III. რეგიონის ეკონომიკური განვითარება

ბუნებრივი რესურსები

შიდა ქართლის მხარე საკმაოდ მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. აქ გვხვდება მრავალფეროვანი ნიადაგები, ტყის (უკავია რეგიონის 45%-მდე), წყლის და სხვა რესურსები (მაგ., რეკრეაციული). რესურსებით განსაკუთრებით მდიდარია კასპის, ხაშურის და გორის მუნიციპალიტეტები, შედარებით ღარიბია ქარელის მუნიციპალიტეტი.

აღსანიშნავია, რეგიონის ტერიტორიაზე მრავალფეროვანი სასარგებლო წიაღისეულის არსებობა.  რეგიონში მოიპოვება რკინა, სპილენძი, ოქრო, ტყვია, თუთია, თუმცა მათი უმეტესობის შედარებით მცირე მოცულობებისა და საწარმოო პროცესებში შეზღუდული გამოყენების გამო, მათი ეკონომიკური მნიშვნელობა ერთობ მოკრძალებულია. უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტური ტერიტორიების არსებობაც (მაგ., კვაისას საბადო აღარ მუშავდება). შესაბამისად, არსებული რესურსების უმეტესობის მოპოვება სამრეწველო გამოყენებისათვის შეზღუდულია ან საერთოდ არ ხდება. ამ ფონზე, შედარებით მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია მდინარეების (განსაკუთრებით მტკვრის) კალაპოტში/ხეობაში არსებული ინერტული მასალის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება და გამოყენება სამშენებლო ინდუსტრიაში, საშენი მასალის სახით. სხვა სასარგებლო წიაღისეულიდან აქ მოიპოვება და გამოიყენება საფლუსე კირქვა, დოლომიტი, მოსაპირკეთებელი ქვები, მაგმური ქანები, ბეტონის მსუბუქი შემავსებლები, საკირე კირქვები, სააგურე თიხები და სხვა.

რეგიონში წარმოებული დამატებული ღირებულება

შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში, ერთობლივად, შექმნილმა მთლიანმა დამატებულმა ღირებულებამ (დღ)-მ 2011 წლის მონაცემებით 1 335 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18.6 %-ით  მეტია, ხოლო ქვეყანაში წარმოებული მშპ-ის მხოლოდ 5,5%-ია. ეს გაცილებით ნაკლებია ქვეყანაში ამ ორი რეგიონის მოსახლეობისა და ტერიტორიის წილზე და, შესაბამისად, არა მხოლოდ მათ შედარებით ეკონომიკურ სისუსტეზე მეტყველებს, არამედ ეკონომიკის ზრდაში არსებულ პრობლემებზეც, რაც რუსეთთან ომისა და ეკონომიკური კრიზისის უშუალო შედეგიცაა.

შიდა ქართლის მხარის ეკონომიკური აქტივობა ძირითადად შემდეგი დარგების საფუძველზე ხდება: სოფლის მეურნეობა (აგროწარმოება), მრეწველობა, ტურიზმი, ვაჭრობა (კომერცია), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, მშენებლობა (გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ჩათვლით).

2011 წელს რეგიონში შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებაში ყველაზე დიდი წილი  მრეწველობის სექტორს ეკავა– მთლიანი მოცულობის 22%, სხვადასხვა მომსახურებას – 18 %, სახელმწიფო მმართველობას – 17%, ხოლო სოფლის მეურნეობას – 15 %. დანარჩენი დარგების წილი 2-დან 5 %-მდე მერყეობს.

 

ინვესტიციები

შიდა ქართლში კაპიტალის შემოდინება და ინესტიციების ბაზარ, ბევრ სხვა სეგმენტის მსგავსად, 2006 წლიდან (29.1 მლნ ლარი) 2008 წლამდე (118.9 მლნ ლარი) მნიშვნელოვნად გაიზრდა, ხოლო ომის შემდეგი პერიოდი კი მკვეთრი დაცემის ტენდენციით გამოირჩა – 2011 წელს- 29.3 მლნ ლარი (იხ. ნახ. 4.2). აღნიშნულის უმთავრეს მიზეაქაც რუსეთის 2008 წლის აგრესია წარმოადგენს. თუმცა, საინვესტიციო გარემოს არამდგრადობაც მხედველობაშია მისაღები.

ინვესტიციების მოცულობა ბიზნესსექტორში ფიქსირებულ აქტივებში 2006 2011 წ.წ. (მლნ ლარი)

                       წყარო: საქსტატი

ინვესტიციების საერთო მოცულობის უდიდესი ნაწილი მრეწველობაზე მოდის. 2011 წელს მრეწველობის დარში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ (20.8 მლნ ლარი) მთლიანი მოცულობის 71%  შეადგინა, 2010 წელს87%, 2009 წელს84% და ა.შ. ინვესტიციების დანარჩენი მოცულობა ნაწილდება ისეთ დარგებზე, როგორიცაა მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა და სხვა.

ინვესტიციების მოცულობა სხვადასხვა დარგებში ფიქსირებულ აქტივებში მლნ ლარი.

წწ.

მრეწველობა

მშენებლობა

ვაჭრობა

სასტუმროები           და რესტორნები

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

2006

24.8

1.8

1.2

0.0

0.1

2007

49.3

2.7

0.9

0.1

0.3

2008

107.2

2.7

0.6

_

0.3

2009

41.7

3.5

1.4

0.3

0.0

2010

41.7

0.8

1.4

0.0

0.2

2011

20.8

1.4

1.6

0.1

0.6

წყარო: საქსტატი

მრეწველობა

შიდა ქართლის რეგიონში მრეწველობა არ გამოირჩევა განვითარების მაღალი დონით – არც დარგების მრავალფეროვნებით, არც დასაქმებულთა რაოდენობით და არც პროდუქციის გამოშვების მოცულობით. მხოლოდ კვების მრეწველობაა მეტ-ნაკლებად დაწინაურებული და მნიშვნელოვანი რეგიონის მასშტაბით.

ბოლო წლების მონაცემები ასახავენ დასაქმებულთა რაოდენობის, პროდუქციის გამოშვებისა და დამატებული ღირებულების მოცულობის მნიშვნელოვან ფლუქტუაციას წლიდან წლამდე, თუმცა გარკვეული ტენდენცია მაინც იკვეთება: 2006-08 წლებში ადგილი ჰქონდა მაჩვენებლების გაუმჯობესებას (ბრუნვის მოცულობის გარდა), შემდეგ დაფიქსირდა მკვეთრი კლება, რაშიც ომისა და კრიზისის კვალი ისახება, ხოლო 2010-11 წლებში კვლავ ზრდა აღინიშნება.

სამრეწველო წარმოების მაჩვენებელთა ასეთი ფლუქტუაციის ფონზე გამოირჩევა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების საერთო მზარდი ტენდენცია (გარდა 2009 წლისა, როცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 22%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით).

 

მშენებლობა

შიდა ქართლის რეგიონში მშენებლობის სფეროში არსებული მონაცემები საკმაო მსგავსებას ავლენს მრეწველობის მონაცემებთან: ომამდელ და კრიზისამდელ მზარდ მაჩვენებლებს ომის შემდგომი ჩავარდნა/კლება ცვლის, ხოლო 2011 წელს ამ სექტორში კვლავ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.

მრეწველობასა და მშენებლობაში იკვეთება მსგავსი ტენდენციები. კერძოდ, დამახასიათებელია დასაქმებულთა, პროდუქციის გამოშვების, ბრუნვის მოცულობის, დამატებული ღირებულების წარმოების მნიშვნელოვანი ფლუქტუაცია. თანაც, 2007 წლის პიკის შემდეგ, ომისა და კრიზისის გავლენით, მოცულობების შემცირებები ფიქსირდება, ხოლო 2011 წელს ისევ გარკვეული ზრდაა თვალშისაცემი. სამაგიეროდ, საკმაოდ სტაბილური ზრდა ფიქსირდება დასაქმებულთა ხელფასების/ანაზღაურების ოდენობის სფეროში, რაც, უთუოდ, დადებით ასპექტად უნდა ჩაითვალოს.

 

ტურიზმი და ხალხური რეწვა

შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალი, ჩვეულებრივ,  მხარეში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის კულტურულ-ისტორიული თუ რელიგიური ღირებულების მქონე ძეგლების სიმრავლეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, რეგიონის გრძელვადიანი განვითარებისათვის  ტურისტული პოტენციალი განიხილება როგორც მისი  ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი სფერო. ბოლო 2 წლის დინამიკის მიხედვით შიდა ქართლის რეგიონში ტურისტებისა და ვიზიტორების ნაკადები საგრძნობლად არის გაზრდილი, რაც დადებითი ტენდენციაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ  ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის ვიზიტორია და არა ტურისტი.

ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის მატების განმაპირობებელ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია რეგიონულ დონეზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, ზოგადად ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მსოფლიოს წამყვან მედიაში და სხვ.

ამავე დროს, თვალსაჩინოა შიდა ქართლის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაც, კერძოდ:

            შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში არ ფუნქციონირებს არცერთი კერძო ტურისტული სააგენტო.

            დაბალია კოორდინაციის ხარისხი დედაქალაქში მოქმედ ტურისტულ სააგენტოებსა და შიდა ქართლის  მუნიციპალიტეტებში არსებული ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს შორის.

           არ არსებობს ტურისტული ინფრასტრუქტურა

           ობიექტების დათვალიერებაზე დაწესებული ტარიფები

           ტურისტული ობიექტების დასუფთავების არასათანადო დასუფთავება

ზოგადად, რეგიონს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, თუმცა საჭიროა სწორი ტურისტული ‘ნიშების’ პოვნა და კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების განვითარება და შეთავაზება. რეგიონში შესაძლებელია განვითარდეს, სამკურნალო ტურიზმი, ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, კულტურულ-შემეცნებითი ტურიზმი, აქტიური და ექსტრემალური ტურიზმი.

ტურიზმის განვითარება თავის მხრივ შემოსავლების ზრდისა და მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთი პირობაა. კერძოდ, ტურიზმისათვის აუცილებელი კვებისა და დასვენების ობიექტების –პუნქტების შექმნა, კერძო საოჯახო სასტუმროების შექმნა, კულტურულ ძეგლებთან ტურისტული ცენტრების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საშუალებას წარმოადგენს და დამატებით სტიმულს შექმნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გასაღებისათვის.

რაც შეეხება ხალხური რეწვის ობიექტებს, აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებობს ხელნაკეთი ნივთების დამზადების მდიდარი ტრადიცია, თუმცა, დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლის რეგიონში მიზერულია აღნიშნული მიმართულების წილი რეგიონის ეკონომიკურ აქტივობაში და იგი მხოლოდ ცალკეული ფიზიკური პირების მწირი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

 

ვაჭრობა

მრეწველობისა და მშენებლობის დარგების მსგავსად, მაჩვენებელთა ფლუქტუაცია ვაჭრობის სფეროსთვისაც არის დამახასიათებებლი, თუმცა ზრდის ტენდენცია (2009 წლის გარდა) სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით აქ უფრო თვალსაჩინოა. დარგის მახასიათებლების განსაკუთრებული ზრდა 2011 წელს ფიქსირდება, რაც იმედისმომცემი ნიშანი უნდა იყოს, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ვაჭრობის სფეროში კატასტროფულად დაბალია საშუალო თვიური ანაზღაურება (200 ლარსაც კი ვერ უახლოვდება) და, თანაც, კლების ტენდენციით ხასიათდება. ეს საკითხი მეტად საყურადღებოა და უთუოდ მოითხოვს დამატებით კვლევასა და ძალისხმევას რეგიონის მესვეურების მხრიდან.

 

მომსახურების სფერო

შიდა ქართლის რეგიონში არსებულ სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა რაოდენობა 2008 წელს 450 კაცი იყო. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 2.4-ჯერ დაეცა (183 კაცი), 2011 წელს კი 4.5-ჯერ გაიზარდა და 821 კაცი შეადგინა. ზოგადად, ფლუქტუაცია პროდუქციის გამოშვებისა და ბრუნვის მაჩვენებლებში უთუოდ დარგის არასტაბილურობაზე მიუთითებს.

შიდა ქართლის რეგიონში მომსახურების სფეროს მდგომარეობა ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, რაც პირდაპირ აისახება რეგიონში ზოგადად ტურიზმისა და რეკრეაციის განვითარების დაბალ დონეზე. აღსანიშნავია, რომ რეგიონი განიცდის გართობისა და დასვენების ობიექტების დეფიციტს. გამომდინარე აქედან, ხშირია შემთხვევა, როდესაც ტურისტი რომელიმე ობიექტების ხანმოკლე დათვალიერების შემდეგ კვლავ თბილისში ბრუნდება არამხოლოდ ღამის გასათევად, არამედ საკვებათაც კი, რადგან უცხოელი ტურისტები ვერ პოულობენ სხვადასხვა ტიპის საკვებ და გასართობ ობიექტებს (მაგ., კაფეებს, ღამის კლუბებს, გასართობ ცენტრებს და სხვ). შედეგად, ტურისტებს ნაკლებად აქვთ შიდა ქართლის რეგიონში ღამის გათევის სურვილი და, ამდენად, ისინი მხოლოდ ‘ტრანზიტულ’ ვიზიტორებად გვევლინებიან, რაც თავის მხრივ ამცირებს ტურისტების მხრიდან ადგილზე ფინანსების ხარჯვის შესაძლებლობას.

ამ სფეროში შრომის ანაზღაურება ძალიან დაბალია, ვაჭრობის სფეროსთან შედარებითაც კი, და, თანაც, 2009-2011 წლებში მნიშვნელოვანი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა.

 

ბიზნესი

საქმიანობის სფეროს თვალსაზრისით, შიდა ქართლში მოქმედი კომპანიებიდან ყველაზე მეტი ვაჭრობის სექტორსა (41%) და კვების მრეწველობაში (12%) მოქმედებენ (იხ. ნახ. 4.2.).

შიდა ქართლის კომპანიები საქმიანობის სფეროების მიხედვით

                            წყარო:  საქსტატი

შიდა ქართლის მხარეში მრეწველობა ძირითადად მცირე და საშუალო საწარმოების სახით არის წარმოდგენილი.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ ცალკეული დარგების დახასიათებისას, 2008 წელს განხორციელებული რუსული აგრესიის და შემდგომ, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენის შედეგად, ბიზნეს-სექტორში ბრუნვა და გამოშვებული პროდუქცია შიდა ქართლის მხარეში მნიშვნელოვანდ შემცირდა, თუმცა მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებლები მკვეთრად იმატებს .

 

ბიზნესსექტორის ბრუნვა და გამოშვებული პროდუქცია შიდა ქართლის მხარეში

        წყარო:  საქსტატი

მხარის ტერიტორიაზე, ძირითადად, ათამდე მაპროფილებელი სამრეწველო პროდუქციის სახეობა იწარმოება და ისინი თითქმის იდენტურია მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებში. გამონაკლისია კასპის მუნიციპალიტეტი, რომელიც ძირითადად სამშენებლო პროდუქციის და მასალების წარმოებაზეა ორიენტირებული.

 

რეგიონში ბიზნესის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორს ფინანსური რესურსების მაღალი ღირებულება, სამუშაო სიმძლავრეების სიძველე და კვალიფიციური კადრების სიმცირე წარმოადგენენ.

სოფლის  მეურნეობა

 

მიწის ფონდი და მისი გამოყენება

2009 წლის საქსტატის მონაცემებით  შიდა ქართლში მიწის ფონდის საერთო ფართობი 69,425 ჰექტარს შეადგენს, რაც რეგიონის საქართველოს კონტროლქვეშ არსებული ფართობის მხოლოდ 14.4%-ია. აქედან, კერძო საკუთრებაშია 56,682 ჰა. არაპრივატიზებული მიწების  95%, ანუ 12,116 ჰა სახელმწიფოს  იჯარით აქვს გაცემული, ხოლო კერძო პირებს იჯარით აქვთ გაცემული მხოლოდ 628 ჰა.(იხ. ნახ. 5.1)

 

შიდა ქართლის მიწის ფონდი  საკუთრების ტიპების მიხედვით

                   

სასოფლო-სამეურნეო სავარგულები

მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი ქვეყნის სხვა რეგიონებთან – კახეთთან, ქვემო ქართლთან, იმერეთთან – შედარებით მცირეა, ის საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია.  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება 66,237 ჰა (მიწის ფონდის 95.4%). აქედან, სახნავია 74 %, მრავალწლიან ნარგავებს უკავიათ 21 %, სათიბ-საძოვრებს კი – 5 %. სათბურების წილი უმნიშვნელოა და 1 %-ზე ნაკლებ შეადგენს.

2009 წელსრეგიონში აღირიცხებოდა 72,940  მეურნეობა, მათ შორის 72,881 – ოჯახური (ყველა მეურნეობის 99.9%), 64 – სასოფლო-სამეურნეო საწარმო, 55 – სხვა საწარმო. საშუალოდ 1 საწარმოზე 1 ჰა-ც არ მოდის. ნათელია, რომ ეს წარმოადგენს საკმაოდ დანაწევრებულ გლეხურ მეურნეობებს, რომელთა კომერციული წარმოების პოტენციალი საკმაოდ დაბალია.

აღნიშნული ვითარების პირობებში სასოფლო მიწების ბაზარი ერთობ შეზღუდული და განუვითარებელია. შედარებით მცირეა საბაზრო ტრანსაქციების რიცხვიც, რადგან ინტერესი ფრაგმენტირებული მიწების მიმართ მცირეა. მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწები ბანკებისათვისაც პრობლემურია დასაკრედიტებლად, მათი ძალიან დაბალი ლიკვიდურობის გამო. პრობლემას ამწვავებს ამ სფეროში სადაზღვევო სერვისების არარსებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნული დაბლა სწევს მესაკუთრეთა ინტერესს თავიანთი უძრავი ქონების – სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების – დარეგისტრირების თვალსაზრისით. მიწის რეგისტრაციის პროცესი, რომელიც საკმაოდ უპრობლემოდ ითვლება საქართველოში მაინც მოუხერხებელი და ძვირია გლეხების უმეტესობისათვის, რადგან მიწას, როგორც საბაზრო საქონელს, მცირე ღირებულება აქვს, მიწის დამუშავება კი დაურეგისტრირებლადაც შეიძლება. ასეთი სიტუაცია კიდევ უფრო ართულებს გლეხის/ფერმერის საბაზრო ურთიერთობებში ჩართვას (მაგ., კრედიტის მიღებას). განუვითარებელია საიჯარო ბაზარიც, რომელსაც ძირითადად არაფორმალური ხასიათი აქვს (არ იდება ხელშეკრულებები და არ ხდება მათი რეგისტრაცია).

შესაბამისად, 2013 წლის მაისის დასაწყისში რეგიონში რეგისტრირებულ იყო როგორც სასოფლო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო გამოყენების (მაგ., საკარმიდამო) 50,000-ზე ცოტა მეტი ნაკვეთი საერთო ფართობით 126,670 ჰა, მაშინ როცა საკადასტრო აღრიცხვის/ინვენტარიზაციის თანახმად მიწების საერთო ფართობი 375,066 ჰა-ს შეადგენს. ესე იგი, დღეისათვის დარეგისტრირებულია კერძო საკუთრებაში არსებული ფართობების მხოლოდ მესამედი (33.77%), თანაც, მათი უდიდესი ნაწილი არასასოფლო-სამეურნეო მიწებია (საცხოვრებელი/საკარმიდამო ნაკვეთებია). ცხადია, რომ არსებული სიტუაცია სასწრაფო გამოსწორებას მოითხოვს, რაშიც სახელმწიფოს ქმედითი როლი შეუძლია და უნდა შეასრულოს

საკადასტრო მონაცემებით დარეგისტრირებული სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკეთების სტატისტიკა (2007 წლიდან 2013 წლამდე )

მუნიციპალიტეტი

რეგისტრირებული ნაკვეთების რაოდენობა

2013 წლისთვის რეგისტრირებული ნაკვეთების ფართობი (ჰა)

საერთო ფართობები საკადასტრო აღრიცხვით

რეგისტ-რირებული ფართობის %

2012 იანვარი

2013 მაისი

სულ შიდა ქართლი

29,076

50,907

126,670

375,066

33.77

წყარო: საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

 

სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა

მეხილეობა

შიდა ქართლის რეგიონის მნიშვნელობა საქართველოს მასშტაბით განსაკუთრებით გამორჩეულია მეხილეობის თვალსაზრისით, ხილის უმეტესი სახეების წარმოების მიხედვით შიდა ქართლის რეგიონი პირველ ადგილზეა ქვეყანაში.

რეგიონი ყოველთვის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვაშლის წარმოების მიხედვით (იხ. დანართი 2, ნახ. 1) და მიუხედავად ვაშლის მოსავლის შემცირებისა 2007 წელთან შედარებით და სხვადასხვა წლებში მოსავლიანობის მკვეთრი ფლუქტუაციისა, რეგიონი მაინც სრულად დომინირებს ქვეყნის მასშტაბით და 2011 წელს აქ მოწეული მოსავალი რამდენჯერმე აღემატება სამცხე-ჯავახეთის (6-ჯერ), იმერეთის (21-ჯერ), ქვემო ქართლისა (16-ჯერ) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (18-ჯერ) ვაშლის წარმოების მონაცემებს.

მსხლის წარმოების მიხედვით, 2011 წელს შიდა ქართლმა გაასწრო ტრადიციულ ლიდერს  – სამეგრელოს, რომელსაც 2006-2010 წლებში წამყვანი ადგილი ეკავა და 2011 წლის მონაცემებით შიდა ქართლის რეგიონი უკვე პირველ ადგილს იკავებს ქვეყნის მასშტაბით.

ქლიავის წარმოების მიხედვით შიდა ქართლის რეგიონი ასევე სტაბილურად ინარჩუნებს ქვეყანაში პირველ ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის მაჩვენებლებთან შედარებით წარმოების მოცულობა შემცირებულია .

შიდა ქართლის რეგიონი ბლისა და ალუბლის წარმოების  მიხედვით 2008 წლის შემდეგ  ქვეყანაში სტაბილურად იკავებს ასევე პირველ ადგილს და წარმოების მოცულობით 12-ჯერ აღემატება აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმოებას, ხოლო 4-ჯერ – იმერეთისა და ქვემო ქართლის წარმოებას.

2009 წლის შემდეგ შიდა ქართლი ატმის წარმოებით  ქვეყნის მასშტაბით სტაბილურად იკავებს მე-2 ადგილს და ის მხოლოდ კახეთს ჩამოუვარდება.

შიდა ქართლისათვის ასევე პრიორიტეტულია მარცვლეული კულტურების – ხორბლისა და ქერის წარმოება. 2011 წლის მონაცემებით, ნათესი ფართობის მიხედვით რეგიონი მე-2 ადგილზეა ქვეყანაში ორივე კულტურის წარმოების მიხედვით (ხორბალი დათესილია 12,900 ჰა-ზე, ქერი კი – 4,900 ჰა-ზე).  აღსანიშნავია, რომ ხორბლის მოხმარება სტაბილურად მზარდია, თუმცა ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნის დიდ ნაწილს და, როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემთხვევაში, ყოველწლიურად ხორციელდება 550-800 ათასი ტონის იმპორტი ხორბლის ან ფქვილის სახით. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის გარემოება, რომ განხორციელებული იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ წარმოებას, ამასთან ადგილობრივი სათესლე მასალა მცირე რაოდენობით იწარმოება; მაღალია დანაკარგები და სახეზეა დაბალხარისხიანი ხორბლის წარმოების დიდი მოცულობა.

კაკლის წარმოებით რეგიონი მე-2 ადგილზეა, ხოლო ყურძნის წარმოებით – მე-4 ადგილზე. შიდა ქართლს მე-2 ადგილი უკავია ბოსტნეულის ნათესი ფართობის მიხედვით, ხოლო ლობიოს ნათესი ფართობის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს (იხ. დანართი 2, ნახ. 6 და 7). ტრადიციულად, შიდა ქართლის რეგიონი ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია ქვემო ქართლისა და კახეთის შემდეგ. აქ იწარმოება შემდეგი ბოსტნეული კულტურები: კარტოფილი, ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო, ხახვი, ნიორი, სატაცური, წიწაკა, ბადრიჯანი და ა.შ. შესანიშნავი აგროკლიმატური პირობები და ნაყოფიერი ნიადაგები, აგრეთვე სხვა რეგიონებთან შედარებით სარწყავი მიწების დიდი ფართობი განაპირობებს სოფლის მეურნეობის ამ სფეროს დიდ პოტენციალს. სასათბურე მეურნეობების სიმცირე და დაბალი რენტაბელობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში შიდა ბაზრის მომარაგებას ბოსტნეულით, და სწორედ ამ პერიოდში ხორციელდება იმპორტი.

მეცხოველეობა

განსხვავებული სურათია მეცხოველეობის კუთხით, რადგან რეგიონი ამ დარგის თითქმის არცერთ კატეგორიაში არ იკავებს წამყვან ადგილს; შედეგად, მეცხოველეობასა და ხორცის წარმოებას, სხვა რეგიონებთან შედარებით, არ უკავია პრიორიტეტული როლი შიდა ქართლის რეგიონში და ამ მხრივ, რეგიონი მე-5, მე-6 ან მე-7 ადგილზე გვხდვება წარმოების მაჩვენებლებით.

ღორის  ხორცის  წარმოებაში რეგიონი ჩამორჩება იმერეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლს. ყველა  სახის  ფრინველის  ხორცის  წარმოების მიხედვით რეგიონი სტაბილურად იკავებს მე-6 ადგილს. რძის  წარმოების მიხედვით კი შიდა ქართლის რეგიონი მე-5-6 ადგილზეა.  იგივე მდგომარეობაა ფურ-კამეჩის  რძის  წარმოებასა  და კვერცხის  წარმოებაში.

მეცხოველეობის დარგში შესაძლებელია შიდა ქართლში არსებული ზრდის პოტენციალის გამოყენება, მათ შორის, რეგიონის მთა-გორიან ნაწილში, რომლის ნიადაგები არ გამოიყენება სახნავ-სათესი დანიშნულებით. ამ არეალში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემთხვევაში, შესაძლოა წახალისდეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობების მოწყობა.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაუმჯობესების გზები

რეგიონის სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია გლეხთა/ფერმერთა გაერთიანებებისა და კოოპერაციის არარსებობა. თუმცა ამისათვის უნდა ფართომასშტაბიანი და დროში განგრძობადი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის შემუშავება-ჩატარება. ამ მიზნით უნდა ჩატარდეს მრავალრიცხოვანი პრეზენტაციები, უცხოური გამოცდილებების დემონსტრირებითა და გაზიარებით, რათა თითოეულმა გლეხმა/ფერმერმა გაიგოს და დაინახოს, თუ რამდენად სარგებლიანია მიწისა და რესურსების კონსოლიდაციის მეშვეობით შემცირებულ იქნას წარმოების დანახარჯები და, შესაბამისად, გაიზარდოს შემოსავალი ერთობლივი საქმიანობიდან. ამასთან, ძალიან ნათლად უნდა წარმოჩინდეს, და თითოეული გლეხი უნდა დარწმუნდეს, რომ  მათი კუთვნილი მიწებისა და რესურსების კონსოლიდაცია არ ნიშნავს მათ დაკარგვას, ან სხვა პირისათვის გადაცემას. მათ უნდა დაინახონ, რომ რისკი არ არის კოოპერაციაში, რომ გლეხები კი არ დაკარგავენ რაიმეს კოოპერაციით, არამედ ისინი მხოლოდ გაზრდილ სარგებელს მიიღებენ. ეს კამპანია, უნდა იყოს ყოვლისმომცველი და პოზიტიური – გასათვლელი და გასათვალისწინებელი იქნება თითოეული სოფლისა თუ რაიონის გლეხთა ფსიქოლოგია და მათი განწყობები, მათი დამოკიდებულება კოოპერაციისადმი.

 

მუდმივი ტექნიკური და ტექნოლოგიური პროგრესი გავლენას ახდენს თანამედროვე წარმოებაზე და აჩენს არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიის განახლების აუცილებლობას. კონკურენტუნარიანი წარმოება წარმოუდგენელია შედარებით მოძველებული ტექნოლოგიით, ვინაიდან მუდმივად იზრდება მომხმარებლის მოთხოვნილება მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და თანამედროვე სტანდარტებით (მ.შ. ეკოლოგიურად უსაფრთხო) წარმოებულ პროდუქციაზე. სახელმწიფოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა განაგრძონ მრავალფუნქციური ტექნიკის იმპორტის პროცესი და არსებული პარკის განახლების პოლიტიკის განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ამ სფეროში ლიზინგის ფართოდ გამოყენებაზე და მეწარმეების ჩართვაზე.

პრიორიტეტულია გადამამუშავებელი საწარმოების გადაიარაღებისა და მშენებლობების სტიმულირება , თუმცა საამისოდ უნდა არსებობდეს შესაბამისი პირველადი წარმოება.

აგროწარმოების გამოცოცხლება რეგიონში შემდეგ ინოვაციური მიდგომებისა და ახალი მეთოდების დანერგვასთანაა დაკავშირებული:

                    ხეხილის თანამედროვე სანერგე მეურნეობების მოწყობა-გაძლიერება აგაფართოება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და კონდიციური ხეხილის ნერგის წარმოებისთვის ხელშეწყობა.

                    ხეხილის სადემო სტრაციო ნაკვეთების , საძირეთა და ხეხილის ჯიშთა უვირუსო სადედეების გაშენების ხელშეწყობა როგორც სამეცნიერო დაწესებულებების, ისე კომერციული გაერთიანებების საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ეს ფართო საინფორმაციო და განმარტებითი კამპანიით და მისი მომგებიანობის დემონსტრირების მეშვეობით უნდა იქნას მიღწეული.

•             ხილის მოსავლიანობის გაზრდა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება პერსპექტიული, მაღალ ინტენსიური, მაღალ მოსავლიანის ხვადასხვა ხილის სამრეწველო ჯიშების გაშენებით შიდა ქართლის რაიონებში.           

•             ხეხილის ბაღებში თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემების მონტაჟი გრძელვადიანი სესხებით ან გრანტებით იმ ფერმერთათვის, ვისაც შეუძლია აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

•             თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოტანა რეგიონში და აგრო სერვის-ცენტრების, როგორც კერძო ბიზნესის შექმნის სტიმულირება.

•             არსებული და ახალი ხილის შესანახი თანამედროვე სასაწყობე მაცივრების რეაბილიტაცია და მშენებლობა თითოეული რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. ფერმერთა კოოპერაციების დახმარება ასეთი სამაცივრე კომპლექსებით, აღჭურვილი ხილის დაკალიბრების, დაფასოების და შეფუთვის თანამედროვე საწარმოო ხაზებით, აგრეთვე ხილის დისტრიბუციისთვის სათანადო სატრანსპორტო საშუალებებით.

•             ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსების (ტრეინინგ-ცენტრის) შექმნა, სათანადო წიგნების, ბროშურების, გაზეთების გამოცემა და სხვა სახის ინფორმაციით დახმარება. საერთაშორისო გამოფენებში ადგილობრივი მეხილე ფერმერების, სასოფლო-სამეურნო ორგანიზაციების და სხვა სუბიექტების მონაწილეობის გააქტიურება.

აგროწარმოების ეფექტიანობის გაზრდა დიდწილად იქნება ამ დარგის საბაზო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობების განვითრება არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ წარმოების ზრდას და წაახალისებს იმპორტის ჩანაცვლებას (მაგალითად, სოფელ შინდისში (ფხვენისი) მოწყობილი შესანახი სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა). სამაცივრო-სასაწყობო მეურნეობების განვითარება საშუალებას მოგვცემს მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყოს ბაზარი სტაბილური და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებით. ამასთან, ხელს შეუწყობს მეწარმეს, ყოველგვარი დანაკარგების, თუ სეზონზე დაბალი ფასის არსებობის მიუხედავად, დაასაწყობოს ზედმეტი პროდუქტი  და მოახდინოს მისი თანაბარი რეალიზაცია მთელი წლის განმავლობაში.

ძალიან მნიშვნელოვანია არსებული საირიგაციო სისტემების ნაცვლად დავნერგოთ თანამედროვე ეკონომიური სარწყავი სისტემები, რომლებიც წარმატებით გამოიყენება ინტენსიურ სოფლის მეურნეობებში მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. ისინი, იმავდროულად, სისტემაში მოხმარებული რესურსების დაზოგვისა და მათ ეფექტურად გამოყენების საშუალებას მოგვცემს. საბჭოთა პერიოდში შექმნილი საირიგაციო სისტემების უდიდესი ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული, მათი აღდგენა კი ძვირი ჯდება და, თანაც, ხშირად ექსპლუატციის სიძვირის გამო ვეღარ აკმაყოფილებს საბაზრო წარმოების პირობებს. ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის (მაგ. გორის) შედგენილ ეკონომიკური განვითარების გეგმებში შეტანილია ძველი სარწყავი არხების რეაბილიტაცია და ახლების აშენება. თუმცა, ნაკლებად არის მოსალოდნელი  ასეთი გეგმის დროულად განხორციელება, არასაკმარისი ფინანსები, ადგილობრივი ხელისუფლების არასათანადო მენეჯმენტისა და საკანონმდებლო ბაზაში არსებული პრობლემების გამო. სიტუაციას ამძაფრებს კონფლიქტის რეგიონიდან წყლის მიწოდებასთან შექმნილი სირთულეებიც.

შედეგად, სარწყავი სისტემების მოშლის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 30 %-მა განიცდა დეგრადაცია. ადგილობრივ ფერმერთა ინფორმაციით ბოლო 5-6 წლის პერიოდში შეიმჩნევა არსებული ტრადიციული კურკოვანი და სხვამრავალწლიანი ნარგავების ხმობა.

სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისთვის საწყის ეტაპზე საჭირო იქნება ხელისუფლების თანამონაწილეობა წვეთოვანი სარწყავი სისტემების იმპორტსა და დანერგვაში, ხოლო შემდეგ, მოსახლეობამ უნდა შეძლოს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად  სარწყავი სისტემების მნიშვნელოვანია, რომ მოფიქრებულ იქნეს სწორი მიდგომა, თუ ვინ და რა სქემით უნდა დააფინანსოს აღნიშნული სისტემების იმპორტი, მონტაჟი და, შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს მათი გამოსყიდვა გლეხების მიერ, რა პირობებითა და რა ხანგრძლივობის ხელშეკრულებების საფუძველზე.

სფერო, სადაც სახელისუფლებო რესურსების გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება მიზანშეწონილად იყოს, არის თანამედროვე სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის იმპორტი და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა. თუმცა, არსებული თუ სამომავლოდ შესაქმნელი ე.წ. აგრომექანიზაციის მომსახურების ცენტრები უნდა ახორციელებდნენ მათ ხელთ არსებული ტექნიკის ეფექტურ მართვას. ხელისუფლების როლი და ჩარევა შეიძლება არსებობდეს ამ ტექნიკის თავდაპირველი შესყიდვისა და იმპორტის ეტაპზე. საგულისხმოა, რომ რაც უფრო მალე ჩამოშორდება სახელმწიფო ორგანოები ზემოაღნიშნულ საქმიანობას, რომელსაც იგი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ინტენსიურად ახორციელებს, მით უფრო სწრაფად მოხერხდება აგრომექანიზაციის ცენტრების გარდაქმნა კვაზი-სახელმწიფო წარმონაქმნებიდან  მთლიანად კერძო ბიზნეს-სუბიექტებად.

ინფრასტრუქტურის შექმნის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დაიკავოს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების შესყიდვისა და იმპორტის, ასევე მათი გამოყენების პოპულარიზაციამ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში არსებული რისკების შესამცირებლად. სასურველია მათი მაქსიმალურად გამოყენება ცხადია, თანადაფინანსებისა და საშუალო ან გრძელვადიანი კრედიტების/განვადების სქემის გამოყენებით.

სასოფლო-სამეურნეო რისკების დაზღვევა და ზოგადად,  ამ დარგში სადაზღვევო კომპანიების მოღვაწეობა უკვე წლების მანძილზე ძალიან ფრთხილად და თავშეკავებულად მიმდინარეობს. აგროწარმოების დაზღვევასა და გადაზღვევას შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში დიდი მნიშვნელობა ექნება რეგიონსა და ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებისათვის. თუმცა, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, ამ სფეროში სახელმწიფოს მხირდან ნებისმიერი პირდაპირი ჩარევა შეიძლება გახდეს უხეში და გაუმართლებელი ზომა, რომელიც სულ მცირე დაამახინჯებს საფინანსო და სადაზღვევო ბაზარს და შეზღუდავს და დაარღვევს თავისუფალ კონკურენციას.  ამ ფინანსური მომსახურების მიზიდვა სოფლის მეურნეობის სფეროს მიერ ბუნებრივად მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მეურნეობის წარმოება გახდება მომგებიანი და შესაბამისად, მიმზიდველი საფინანსო და სადაზღვევო ინსტიტუტებისათვის, რისთვისაც საჭიროა გაუმჯობესდება საგზაო და საირიგაციო ინფრასტრუქტურა; შეიქმნება  სტაბილური მიწოდების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა (სამაცივრო-სასაწყობე მეურნეობები) და შეიქმნება სტაბილურად იმპორტის ჩანაცვლების პერსპექტივა.

რეგიონში მოქმედი კომპანიების მხოლოდ 19%-მა გაყიდა თავისი საქონლის 2/3-ზე  მეტი შიდა ქართლის გარეთ და  მხოლოდ 4%-მა, ანუ სულ თორმეტმა კომპანიამ, განახორციელა ექსპორტი. თორმეტიდან რვა ექსპორტიორი არის კვების სექტორთან დაკავშირებული. შიდა ქართლის გარეთ საქონლის გატანის ასეთი დაბალი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ  სირთულეს  წარმოადგენს  ბაზრების  ათვისება.

სახელმწიფოს ხელშეწყობით ფერმერებმა უნდა იზრუნონ ახალი, სწრაფად მზარდი ჩინეთის, ინდოეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნისა და რეგიონის ბაზრებზე შეღწევასა და დამკვიდრებაზე, რაც შრომატევადი სამუშაო, მაგრამ პერსპექტული მიმართულება იქნება.

IV. რეგიონის ინფრასტრუქტურა

გზები

რეგიონის ტერიტორიაზე არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ბოლო პერიოდში დიდი ინტენსივობით ხორციელდება, თუმცა რეგიონის მუნიციპალიტეტებში შიდა გზების გარკვეული  ნაწილი კვლავ მოუწესრიგებელია.

 

რეგიონის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მაგისტრალი (თბილისი-სენაკი-ლესელიძე), რომელიც სრულად ასფალტირებულია. შიდა გზების ჯამური სიგრძე 950 კმ-ია, საიდანაც მხოლოდ 262 კმ-ია ასფალტის საფარით დაფარული (28%), ხოლო დარჩენილი 688 კმ მეორეხარისხოვანი გზების კატეგორიას მიეკუთვნება; მათ შორის დიდი ნაწილი მოხრეშილია, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი გრუნტოვანი საფარით არის წარმოდგენილი. 

 

რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გადის საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის რკინიგზის მაგისტრალური ხაზი და ყველა მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქარელის გარდა, რკინიგზის სადგურსაც წარმოადგენს.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობები

შიდა ქართლის რეგიონში მუნიციპალიტეტებში მგზავრთა გადაყვანას როგორც მუნიციპალიტეტის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ახორციელებენ კერძო სატრანსპორტო კომპანიები. რეგიონის მუნიციპალიტეტების შიგნით, ძირითადად, მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. იმის გამო, რომ რეგიონში ტრანსპორტირების საკითხი არ რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, შესაბამისად, კონკრეტულ მარშრუტებზე ფასების ოდენობა ძირითადად ბაზრის მიერ განისაზღვრება.

კავშირგაბმულობის ტრადიციული და თანამედროვე საშუალებები

შიდა ქართლის რეგიონში წარმოდგენილია საქართველოში არსებული თითქმის ყველა ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის კომპანია. მათ მიერ ხდება რეგიონის ტერიტორიის 80%-მდე დაფარვა. განსაკუთრებით გამოირჩევა მაგთიკომი, ჯეოსელი და ბილაინის მობილური კავშირი.

უკაბელო კავშირის მიმართულებით ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა „სილქნეტი“, რომელმაც განახორციელა უკაბელო ტელეფონებისა და ტერმინალების დადგმა რეგიონის მასშტაბით. „სილქნეტს“ ეკუთვნის გორში არსებული საკაბელო სატელეფონო კავშირის ქსელი. ქალაქში საკაბელო ქსელიდან უკაბელოზე ტელეფონებზე კავშირი უფასოა, რაც ძალიან ხელსაყრელია სოფლის მოსახლეობისათვის როგორც ეკონომიკური, ისე სწრაფი დაკავშირების თვალსაზრისით.

კომპიუტერიზაციის თვალსაზრისით, ბუნებრივია, რეგიონის ქალაქებში მცხოვრებთა მიერ კომპიუტერის და ინტერნეტის მოხმარება გაცილებით აღემატება სოფლებში მცხოვრებთა მიერ მოხმარებას, თუმცა მეტ-ნაკლებად ზუსტი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

საცხოვრისი

შიდა ქართლი უპირატესად რურალური რეგიონია და, ბუნებრივია, მისი მოსახლეობის უმეტესობა სოფლის ტიპის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში ბინადრობს. ინდივიდუალური (კერძო) სახლები ჭარბობს საქალაქო დასახლებებშიც.

მრავალბინიანი სახლები (მრავალსართულიანი კორპუსები) ძირითადად ქალაქ გორშია წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია მათი რაოდენობის შესახებ.  არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ქალაქ ხაშურში არსებული მრავალბინიანი სახლების შესახებაც.  ქარელის მუნიციპალიტეტში 82 მრავალბინიანი კორპუსია (ქალაქ ქარელში – 18, დაბა აგარაში – 36, სოფ. ბრეთის მეურნეობაში – 17 და სოფ. ბებნისის მეურნეობაში – 11; სულ ქარელის მუნიციპალიტეტში 17,500 ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლია საკარმიდამო ნაკვეთით), კასპის მუნიციპალიტეტში კი – 57 (ყველა ქალაქ კასპში).

ასევე უცნობია მრავალბინიანი და ინდივიდუალური სახლების ხარისხობრივი მდგომარეობა. თუმცა, მუნიციპალური სტატისტიკა (იხ. გორის მუნიციპალიტეტის პასპორტი) მიანიშნებს, რომ გორის მუნიციპალიტეტში კერძო საბინაო ფონდის 20% ძველია და საჭიროებს კაპიტალურ შეკეთება-გამაგრებას. აქ არსებულ მრავალბინიან სახლების 60%-ს ბოლო სამ წელიწადში შეეცვალათ სახურავები ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით. ასეთი სახლებში არსებული ბინების  95%-შიპრობლემად დარჩა შიდა წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების გამართვა. ზოგადი სურათის შეფასება საბინაო ფონდის არცთუ სახარბიელო მდგომარეობაზე მიგვანიშნებს.

იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში მრავლადაა დევნილი და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა, დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სოციალური საცხოვრისის შექმნას. ამ მიმართულებით გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ მისი მასშტაბები ჯერ ძლიერ მცირეა საკითხის ნაწილობრივ მოსაგვარებლადაც კი.[3] ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება სხვადასხვა დონის ხელისუფლებების სერიოზული მსჯელობისა და ძალისხმევის საგანი უნდა გახდეს.

ელექტრომომარაგება და გაზმომარაგება

შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობს ელექტროენერგიით. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა საწარმოო სფეროში, ხოლო 2010 წლიდან საყოფაცხოვრებო სფეროში. ბუნებრივი გაზით უკვე მომარაგებულია რეგიონის მოსახლეობის ნახევარზე მეტი. გაზიფიცირება მიმდინარეობის რეგიონის სოფლებში.

წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემა

შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტი მდიდარია წყლის რესურსებით, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ირიგაციის სისტემის  გამართულად ფუნქციონირებისათვის, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა აღარ წარმოადგენს საჯარო ფუნქციას (2008 წლიდან ამოღებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებიდან) და ბაზარს გადაეცა დასარეგულირებლად. აღნიშნულის შედეგად სახელმწიფო კომპანია დაინტერესდა მხოლოდ ქალაქებისა და დაბების წყლით უზრუნველყოფით.

 

 

 

რეგიონის წყალმომარაგება და კანალიზაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით (2011)

მუნიციპალიტეტი

სათავე ნაგებობა

სასმელი წყლის ქსელი (კმ)

მოსახლეობის უზრუნველყოფა

კანალიზაცია (კმ)

შენიშვნა

კასპი

6

 

46

60% -ქალაქი

80% – სოფელი

26

 

გორი

121

 

351.5

100% -ქალაქი

75% – სოფელი

40.2

წყლის სისტემა ძველია

ქარელი

30

92.4

100% – ქალაქი

90% – სოფელი

21.3

 

ხაშური

3

უცნობია

50% – ქალაქი

უცნობია – სოფელი

უცნობია

 

წყარო: სტრატეგია 2011

მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, უკმაყოფილოა სასმელი წყლის მიწოდებითაც.

ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლად განსაკარგი შემოსავლები ძირითადად მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას ხმარდება და არ რჩება კაპიტალური დანიშნულების პროექტების განხორციელებისთვის. წყლის მიწოდების საფასურის ამოღება ფლის მოსახლეობიდან თითქმის შეუძლებელია და ვე ერხდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია ზეგაწეული თანხების მოსახლეობიდან საფასურის სახით კოპენსაცია.

თვითმმართველობაში არსებული სამსახურები არ ფლობენ საკმარის ფორმაციას სოფლად არსებული წყლის სისტემის ხარვეზების შესახებ. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ამ საკითხის თვითმმართველობების უფლებამოსილებიდან ამოღებით. გამგეობაში წყლის სისტემის მცოდნე კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რაც გამოწვეულია თვითმმართველობის საჯარო მოხელეების მოტივაციის არარსებობით დაბალი ანაზღაურების გამო. სამსახურში არსებული ფორმაცია მოძველებულია და მისი განახლება საკმაოდ დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, თვითმმართველობებს არ გააჩნიათ ზუსტი ინფორმაცია პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების შესახებ. არ არსებობს წყლის სისტემის ეაბილიტაციის დროს გამოსაყენებელი სახელმწფო სტანდარტი ან რეგულაცია.

საქართველოს კანონმდებლობით არ არის ზუსტად დარეგულირებული, თუ ვის კომპეტენციას წარმოადგენს სოფლად არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაცია და მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა. წლების განმავლობაში ვერ მოხდა ადგილობრივი წყლის რესურსის განსაზღვრა. საკანონმდებლო დონეზე არ არის დარეგულირებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქში, მნიციპალურ საკუთრებაში არსებული წყლის სისტემის შპს “საქართველოს წყალზე” გადაცემა. სამართლებრივად გაურკვეველია, თუ ვინ ითვლება წყლის მიმწოდებლად და საჭიროებს თუ არა აღნიშნული საქმიანობნებართვას.

ნარჩენების მართვა

რეგიონის ტერიტორიაზე დასუფთავებასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აქტივობა ძირითადად ქალაქების დონეზე ხორციელდება, რაც საკმაოდ მწვავე პრობლემაა სოფლის მოსახლეობისათვის.

პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს  გარემოს დანაგვიანებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით,  გარემოს დაბინძურებას ნაგავსაყრელებიდან, ასევე სახიფათო და აკუმულირებული  ნარჩენების  მართვასთან  დაკავშირებულ საკითხებს.

შიდა ქართლში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ დაურეგულირებელია. საბჭოთა პერიოდის დაშლის შემდეგ არ მომხდარა აღნიშნული სფეროს სისტემური რეაბილიტაცია, ამორტიზებულია ნაგვის გამტანი მანქანები, სერიოზულ პრობლემად რჩება ნაგავსაყრელის კეთილმოწყობისა და ნარჩენების უტილიზაციის საკითხები. სევე დაურეგულირებელია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები.[4] ამომდინარე აქედან, ასევე პრობლემურ საკითხად  რჩება შიდა ქართლში დასუფთავების მოსაკრებლის მოქნილი სისტემის შემუშავება.

სტანდარტიზაციის საკითხები . ეროვნულ დონეზე დასახვეწია სტანდარტიზაციის სისტემა. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ეროვნული სტანდარტი ნარჩენების მართვის სფეროში. მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს ინსტრუქციები, ტექნიკური ხასიათის ნორმები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაეყრდნოს შესაბამისი სამსახური. სტანდარტების გამოყენების ნებაყოფლობითობის პირობებში, შესამუშავებელია ისეთი მექანიზმი, რომლითაც გარანტირებული იქნება შემუშავებული ინსტრუქციების რეალური გამოყენება.

არასაკმარისი ფინანსური რესურსები . მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების სიმწირიდან გამომდინარე, არასაკმარისია ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები. დასახვეწია ნარჩენების გატანა-უტილიზაციის მოსაკრებლის ადმინისტრირების სისტემა. რ ხდება აღნიშნული სერვისის ღირებულების სისტემატური ანალიზი. შესაბამისად, გადასახედია ამ სფეროში მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტის მიერ შემოღებული ტარიფის ოდენობა. არ არსებობს მოსახლეობიდან ტარიფის ამღების ეფექტური სისტემა.

მართვის პრობლემები . მუნიციპალურ დონეზე მწირია საკადრო-რესურსული პოტენციალი, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს არ გააჩნიათ ინფორმაცია, თუ რა მიდგომები და მართვის მოდელები არსებობს ევროპული ქვეყნების მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის სფეროში.

შესაბამისად, უარყოფითი გავლენა, რომელიც წარმოიქმნება ნარჩენების გატანა-უტილიზაციის პრობლემის არსებობისას ისაა, რომ ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას და სისუფთავის დაცვას. იზრდება  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკი, ხელი ეშლება ტურიზმის გავითარებას, ფერხდება თვითმმართველობის სოციალურ-ეკონმიკური გავითარება.

 

 

V. გარემოს  დაცვა

ნიადაგების  მდგომარეობა.

კლიმატურ-რელიეფური თავისებურებებისა და გეოდინამიკური პროცესების გამო საქართველოში მიწებისა და ნიდაგბის ეროზიას საკმაოდ ფართო მასშტაბები აქვს. აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ და ნახევრად არიდულ ზონებში ქარისმიერ ეროზიას განიცდის 105 ათასი ჰა სახნავ-სათესი სავარგული, ძლიერ დამლაშებულია 59 ათასი ჰა. მიწებისა და ნიადაგების ეროზიული პროცესები განსაკუთრებით გაძლიერდა ბოლო წლებში, გლობალური კლიმატური ცვლილებების გამო გახშირებული სტიქიური მოვლენების შედეგად. აღინიშნება ნიადაგის გაღარიბება მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებებით და ნაყოფიერების ძირითადი მაჩვენებლის – ჰუმუსის – შემცირების ტენდეცია თითქმის ყველა სახის ნიადაგში. ნიადაგის ნაყოფიერების კარგვას აძლიერებს შეუსაბამო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა (გადაჭარბებული ძოვება, დარე ფერდობებზე ხვნა, ქარსაფარი ზოლების გაჩეხვა) და ტყის უსისტემო ჭრა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ქარელის მუნიციპალიტეტში ქარისმიერ და წყლისმიერ ეროზიას განიცდის 8,677 ჰა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტში 14,157 ჰა. ქარელში დამლაშებულია 450 ჰა, ხოლო გორში – 233 ჰა ნიადაგი. კვერნაკის ქედის ორივე ფერდობზე საძოვრები საშუალოდ ეროდირებულია ცხვრის მიერ გადაძოვების გამო, ზოგან შეიმჩნევა ნიადაგის ეროზიაც. ატენის ხეობაში შეიმჩნევა ტყის საზღვრების ცვლილებები. შიდა ქართლში შეიმჩნევა გაუდაბნოების პროცესის გააქტიურება, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქარსაცავი ზოლების განადგურებისა და ნალექების დეფიციტის პირობებში მომატებული ტემპერატურების ფონზე გაძლიერდა ქარისმიერი ეროზიის პროცესი.

მიწების დეგრადაცია შეიძლება თავიდან იქნს აცილებული ან შეფერხებული მაინც, ეფექტიანი მიწის პოლიტიკის არსებობით  ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. მიუხედავად სივრცითი მოწყობის საკანონმდებლო საფუძვლების არსებობისა, საქართველოში სუსტია დაგეგმვის პრაქტიკა, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთების შესაფერის ადგილებში გამოყოფა განვითარებისა და სამშენებლო საქმიანობებისათვის ისე, რომ ზიანი არ მიადგეს არც მაღალი სასოფლო-სამეურნეო ფასეულობის მქონე ტერიტორიებს და არც მნიშვნელოვან ბუნებრივ ეკოსისტემებს. მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შემუშავებული სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმების განხორციელებით შეიძლება შექმნას მიწის რესურსების მდგრადი განვითარების საფუძველი და თავიდან იქნს აცილებული კონფლიქტები სხვადასხვა დარგებს შორის.

ნიადაგების დეგრადაციის შესახებ მწირი ინფორმაციის გამო, რთულია პრობლემის მოგვარების საჭირო მექანიზმების იდენტიფიცირება. ნიადაგის მდგომარეობის დასადგენად საჭიროა კვლევების ჩატარება და შემდგომში უნდა დაიგეგმოს მიწის მენეჯმენტი და ფერმერებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი მიწის მართვის საკითხებში.

 

ჰაერის დაბინძურება და მისი წყაროები

საქართველოში გაფრქვეული დამბინძურებლების უდიდესი წილი ტრანსპორტზე მოდის: ნახშირჟანგის გაფრქვევათა 87%, აზოტის ჟანგეულების 70%, გოგირდის დიოქსიდის 50%, აქროლადი ორგანული ნაერთების 40% სწორედ სატრანსპორტო საშუალებებიდან ხვდება ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული მონაცემები რელევანტურია შიდა ქართლისთვისაც.

დაბინძურების წყაროა სატრანსპორტო სექტორი და  კასპის ცემენტის საწარმო. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში ცემენტის წარმოების გამოფრქვევები მოწესრიგდა, მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გაუმჯობესებები აუცილებლად მიგვაჩნია.

სამწუხაროდ, დღესდღეობით არ მოიპოვება ობიექტური და უტყუარი ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის თაობაზე. 1990 წლების შემდგომი მძიმე ეკონომიკური კრიზისის შედეგად ყოფილი ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის კუთვნილი ჰაერის მონიტორინგის ქსელი მოიშალა. არ არის დანერგილი მონაცემთა დამუშავების თანამედროვე სისტემები, რაც უაღრესად ართულებს მონაცემთა ინტერპრეტაციას.

ყის ჭრა და ძოვება

შიდა ქართლის ტერიტორიაზე შექმნილია ლიახვის ნაკრძალი, პატარა ლიახვის ხეობის მთის შუა, ზედა და სუბალპური სარტყლის ტყის დასაცავად.

არამდგრადი ტყით სარგებლობის სფეროში, მისი გამომწვევი მიზეზებისდა სუბიექტების მიხედვით, ორი ძირითადი ფორმა შეიძლება იქნეს გამოყოფილი: (1)ჭრები, რომლებიც წარმოებს სამასალე მერქნის მიღების მიზნით და (2) ჭრები, რომელთა მიზანიც არის საშეშე მერქნის მოპოვება. არამდგრადი მეთოდებით განხორციელებული ჭრები ხშირად უკანონო ჭრების სახეს ატარებს. ამასთან, არამდგრადი ჭრები ხშირად კანონიერი ჭრის სახითაც ხორციელდება  მაგალითად მაშინ, როდესაც ხეების ჭრაში დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება მდგრადი სატყეო მეურნეობის პრინციპები და საკუთრივ ტყის ეკოლოგიური ფასეულობა. ამგვარი სახის არამდგრადი ჭრები იწვევტყის კორომების სტრუქტურის რღვევას და ტყეების ფრაგმენტაციას, რასაც, საბოლოო ჯამში, ტყეების კარგვა ეკოლოგიური ფუნქციების დაქვეითება მოსდევს. არასრულყოფილად დაგეგმილი და განხორციელებული ხე–ტყის დამზადების პროცესი, რომელსაც თან ახლავს ხე-ტყის დამზადების ტექნიკურად და ეკოლოგიურად მიუღებელი ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე იწვევს მოუჭრელი ზემდგომი ხეების, ქვეტყის, ბალახოვანი საფარისა და ნიადაგის დაზიანებას. აღსანიშნავია, რომ ხე-ტყის დამზადების ტექნოლოგიების პოტენციურად მავნე ზემოქმედების შეფასებას სისტემური ხასიათი არ გააჩნია; ის არასისტემურად ხდება ამგვარი ზემოქმედების თავიდან აცილების ან შემცირების ღონისძიებებათა დაგემვსა და განხორცილებისას. შედეგად, ჭრაგავლილ ტყის კორომებში ტყის ბუნებრივი განახლების პროცესი ხშირად უზრუნველყოფილი არ არის.  

დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტყეებში ძოვების ინტენსივობას უმეტეს შემთხვევებში გადაჭარბებული ხასიათი გააჩნია, რაც ნიშვნელოვნად აღემატება ტყეების ბუნებრივ პოტენციალს. გადაჭარბებული ძოვება იწვევს ბალახოვანი საფარის, ქვეტყის ადახე-მცენარეების აღმონაცენ-მოზარდის დაზიანებას. თავის მხრივ, ბალახოვანი საფარის, ქვეტყისა და ხე-მცენარეების აღმონაცენ-მოზარდის დაზიანება ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიასა და მეწყრულ მოვლენებს, აგრეთვე ტყის ჰაბიტატების არგვას. გადაჭარბებული ძოვების ხელშემწყობ ფაქტორებს განეკუთვნება ალტერნატიული შემოსავლების წყაროების სიმცირე და, შესაბამისად, სიღარიბის მაღალი დონე სოფლის მოსახლეობაში ისევე, როგორც ეკოლოგიური ცნობიერების დაბალი დონე.

 

გარემოსდაცვითი განათლება

მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვაზე მიმართული თითქმის ყველა პროექტი და პროგრამა მოიცავს საზოგადოების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების საკითხებს, რეგიონის მაცხოვრებლებს თითქმის არ აქვ გაცნობიერებული გარემოსა და ბუნბრივი რესურსების ეკონომიკური ღირებულებები, მისი მნიშვნელობა ცხოვრების დონის ამაღლებაში. აღნიშნული, თავის მხრივ, მიუთითებს, საზოგადოებასთან კომუნიკაციის, მისი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების უწყვეტი და ეფექტური ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე.

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ცუდად არიან ინფორმირებული გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ეს შეიძლება ითქვას გადაწყვეტილებების მიმღებთა შესახებაც, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენელებზეც, მათ შორის ისინიც, ვისი საქმიანობაც უშუალოდაა დაკავშირებული ბიოლოგიური რესუსრებით სარგებლობასთან. ეს ეხება მედიას, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებ და თემებ, ბავშვებ და ახალგაზრდებ.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები

შიდა ქართლის რეგიონი სენსიტიურია კლიმატის ცვლილების პროცესის მიმართ. განსაკუთრებით სენსიტიურია რეგიონის სემიარიდული არეალები, რომლებიც ძირითადად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებშია წარმოდგენილი.

გორის მეტეოსადგური ნაწილობრივ ფარავს ამ არეალებს და მისი მონაცემები ადასტურებს საერთო დათბობის ფონს სემი-არიდულ არეებში.

შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემა არის (1) ქარებიმაღალი საშუალო წლიური სიჩქარ და (2) მაღალი ტემპერატურა. საბოლოოდ, ამ ორ კომპონენტს აქვს ყველაზე სერიოზული გავლენა ამ არეების ნახევრადარიდულობის ჩამოყალიბებაში ვეგეტაციის ჩათვლით.

გორის მეტეოსადგურის მიერ ნაწილობრივ დაფარულ ტერიტორიაზე არსებული მცენარეულობის ინვენტარიზაციამ გამოავლინა ველური ფლორის რამდენიმე სახეობა, რომელთა შემცირება ან გამოჩენა მნიშვნელოვნად ადასტურებს ტერიტორიაზე სიმშრალის მატებს. ასეთი სახეობები შეიძლება ინენ გამოყენებული ბიომრავალფეროვნებაზე, რომლის ნაწილია აგრობიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილების გავლენის დასაკვირვებლად.

ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან ინფორმაციით აქ მნიშვნელოვნად არის შემცირებული პროდუქტიულობა წარსულში სოფლის მეურნეობის ისეთ წამყვან დარგებში, როგორიცაა მეხილეობა და მებოსტნეობა. მათ შორისაა არელი მუნიციპალიტეტის წამყვანი კულტურები, როგორიცაა  მსხალი, ატამი, ვაშლი, განსაკუთრებით მისი ტრადიციული ჯიშები. აღინიშნება სასოფლო-სამეურნეო მავნებელთა გააქტიურება. მნიშვნელოვნად შემცირდა პომიდვრის მოსავალი, რომელიც ვეღარ ასწრებს დამწიფებას შემოდგომობით ადრეული აციების გამო. ამ მოვლენის მიზეზი უფრო კარგად უნდა იქნს შესწავლილი, რადგან სემიარიდულ ტერიტორიებზე გამოვლენილი დათბობა სწორედ შემოდგომის ხარჯზე ვლინდება.

ბოლო დროს გახშირებული ძლიერი გვალვების გამო, თითქმის მთლიანად ნადგურდება ბოსტნეულის (კომბოსტო, კარტოფილი) მოსავალი, რომელსაც მორწყვაც კი აღარ შველის.

კლიმატის ცვლილების პრევენციის ღონისძიებეიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ენეგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებები.

VI. რეგიონის ფაქტორული ანალიზი ( SWOT)

შიდა ქართლის რეგიონის ერთიანი SWOT ანალიზი

S – ძლიერი მხარეები

W – სუსტი მხარეები

  ცენტრალური მდებარეობა კავკასიის რეგიონში, სიახლოვე თბილისთან.

  მდებარეობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე და რკინიგზაზე.

  ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები.

  ნაყოფიერი ნიადაგები და მდიდარი წყლის რესურსები.

  აგროწარმოების, განსაკუთრებით მეხილეობის, მდიდარი ტრადიციები.

  ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი.

  ყველა დონის საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობა.

  სატრანსპორტო და კომუნალური ინფრასტრუქუტურის ნაწილობრივი მოწესრიგება, განსაკუთრებით ქალაქებში.

  საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება რეგიონული პროექტების განხორციელებაში.

  იაფი მუშახელი.

 

  კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორია.

  დევნილთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მაღალი ხვედრითი წილი.

  დაბალგანვითარებული ურბანული სისტემა.

  ეკონომიკის სუსტი დივერსიფიკაცია.

  მოსახლეობის შემოსავლის დაბალი დონე.

  ნატურალური სოფლის მეურნეობის სიჭარბე და აგროპროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობა.

  მიწების ძლიერი ფრაგმენტაცია და  მცირემიწიანი მეურნეობების სიმრავლე.

  აგროსაწარმოო ინფრასტრუქტურისა და სერვისების (რწყვა, ს-ს ტექნიკა, სასუქები და ა.შ.) სიმცირე და ხელმიუწვდომობა.

  განათლებისა და ინოვაციური ცოდნის სიმწირე აგროწარმოებასა და სხვა ბიზნესებში.

  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ  მყოფი ადამიანების მაღალი რიცხვი.

  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს არარსებობა.

  ცუდი კომუნალური მომსახურება და გაუმართავი სისტემები, განსაკუთრებით სოფლად.

  საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონა.

  გარემოს დაბინძურების, ნიდაგების დეგრადაციის, ტყის ჩეხვის მაღალი ხარისხი;  დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერება.

  ადგილობრივი/საკუთარი ფინანსური რესურსების სიმწირე.

O – შესაძლებლობები

T – საფრთხეები

  მდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების უფრო სრული და ეფექტიანი გამოყენება.

  საქალაქო სისტემის განვითარება.

  აგროსაწარმოო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება.

  იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით.

  ახალი ტექნოლოგიებისა და წარმოების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.

  მეწარმეთა/ფერმერთა ცოდნის ამაღლება

  ბიოლოგიურად სუფთა აგრო წარმოების განვითარება.

  დასახლებებში კომუნალური სერვისების უზრუნველყოფა.

  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება მოსახლეობასა და ადმინისტრაციაში.

  ადგილობრივი შემოსავლების ზრდა.

  კონფლიქტის გამწვავება.

  მოსახლეობის მასშტაბური შემცირება.

  არათანმიმდევრული პოლიტიკა ადგილობრივ მეწარმეთა დახმარების კუთხით (მაგ. დაუსაბუთებელი სუბსიდირება, გაუმართლებელი ჩარევა, არადიფერენცირებული მიდგომები და ა.შ.).

  ადგილობრივი ფინანსური რესურსების სიმწირე.

  არაეფექტიანი მართვა ადმინისტრაციის მიერ და მოქალაქეთა არ ჩართვა გადაწყვეტილების მიღებისას.

 

 

რეგიონის არააგრარული ეკონომიკა და ბიზნესგარემო

 

S – ძლიერი მხარეები

W – სუსტი მხარეები

  ავტომაგისტრალისა და რკინიგზის სიახლოვე.

  ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის არსებობა.

  ტრადიციული ხალხური რეწვის კერების არსებობა.

  ტერიტორიის ფიჭური კავშირგაბმულობით მთლიანად დაფარვა.

 

         ეკონომიკური სექტორის სუსტი დივერსიფიკაცია.

         კერძო ტურისტული სააგენტოების არარსებობა;კოორდინაციის დაბალი ხარისხი თბილისში მოქმედ ტურისტულ სააგენტოებსა და რეგიონის ტურისტულ ობიექტებს შორის.

         ტურისტული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების მოუწესრიგებლობა; გასართობი ობიექტების სიმწირე.

         მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პერიფერიული და შიდა გზების მოუწესრიგებლობა.

         მოსახლეობის შემოსავლის დაბალი დონე.

O – შესაძლებლობები

T – საფრთხეები

  გრძელვადიანი და იაფი საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა.

  სადაზღვევო სისტემის ამოქმედება.

  ტურისტული ობიექტების ბრენდირება და მათ  შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

  ტურიზმთან დაკავშირებული სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

         არასტაბილური პოლიტიკური ვითარება და რუსული აგრესიის საფრთხე.

         მრეწველების მიერ ინვესტიციების მოზიდვაში წარუმატებლობა.

         კონკურენციის გამძაფრება რეგიონის სხვა ქვეყნების მხრიდან.

         მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაბალი დონე

 

 

სოფლის  მეურნეობა

 

S – ძლიერი მხარეები

W – სუსტი მხარეები

     რეგიონის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და სიახლოვე ქვეყნის ყველაზე დიდ ბაზართან – თბილისთან.

     ეროვნული და რეგიონული მნიშვნელობის საგზაო ინფრასტრუქტურის არსებობა.

     სოფლის მეურნეობის ,როგორც ტრადიციული საქმიანობის დარგის არსებობა და მისი დიდი მნიშვნელობა ქვეყნის მასშტაბით.

     სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ვარგისი (ნაყოფიერი) ნიადაგები.

     სათიბ-საძოვრების არსებობა.

 

 

 

 

 

      არაკომერციული, ნატურალური სოფლის მეურნეობის სიჭარბე.

      ადგილობრივი წარმოებული აგროპროდუქციის არაკონკურენტუნარიანობა ბაზარზე: სტანდარტებთან შეუსაბამობა, სასურსათო უვნებლობის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, სიძვირე, მიწოდების სეზონურობა და ა.შ.

      უმაღლესი და პროფესიული აგრარული განათლების სიმწირე, კვალიფიციურ სპეციალისტთა ნაკლებობა. ცოდნის ნაკლებობა მეურნეობის წარმართვის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენების სფეროში.

      ინდივიდუალური ფერმერისათვის წარმოების მაღალი დანახარჯები იმპორტირებულ საქონელთან შედარებით.

      ფერმერთაშორის კოოპერირების მოთხოვნის არარსებობა ან კოოპერაციის დანიშნულების არასაკმარისად გაგება.

      მიწის ნაკვეთების პარცელაცია და მცირე მიწიანობა.

      სასოფლო-სამეურნეოკრედიტებისა და სადაზღვევო სისტემის ხელმიუწვდომობა.

      ძველი და მაღალხარჯიანი სარწყავი სისტემა;წყლის რესურსების არაეფექტიანი მართვა და არაეკონომიური გამოყენება.

      სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არაეფექტური მართვა, ტექნიკის ლიზინგის სერვისის განუვითარებლობა.

      ნაკვეთებთან მისასვლელი შიდა გზების არარსებობა ან მოუწესრიგებლობა.

      აგროპროდუქტის გადამამუშავებელი მრეწველობის განუვითარებლობა რეგიონში.

      უხარისხო და ფალსიფიცირებული მასალებისა და პრეპარატების გამოყენება წარმოებაში.

O – შესაძლებლობები

T – საფრთხეები

         სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და ქმედითი სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება.

         სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია და რწყვის ახალი მეთოდების დანერგვა.

         ექსპერიმენტული და სადემონსტრაციო ნაკვეთების, სათესლე და საჯიშე მეურნეობების მოწყობა.

         კრედიტირებისა და დაზღვევის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

         ახალი ტექნოლოგიებისა და წარმოების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.

         ფერმერთა საკონსულტაციო და სატრენინგო ცენტრების შექნა

         იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით.

         ბიოლოგიურად სუფთა აგროწარმოების განვითარება.

         სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სერვისების განვითარება.

         კატასტროფები (სეტყვა, გვალვა, ქარიშხალი და ა.შ.).

         პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ინვესტიციების მოზიდვისათვის დაბრკოლებების შექმნა.

         არათანმიმდევრული სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის

 

 

ინფრასტრუქტურა

წყლის რესურსები ს მართვა

S – ძლიერი მხარეები

W – სუსტი მხარეები

         ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი, სათავე ნაგებობის არსებობა.

         მოსახლეობის უმრავლესობის  წყლით უზრუველყოფა.

 

         მუნიციალური ჩამდინარე წყლებით დაბინძურება.

         სოფლებში მდინარეებთან სტიქიურად გამართული ნაგავსაყრელები და წყლის დაბინძურება.

         სარწყავი სისტემების გაუმართაობა.

         გადასახადის სიძვირე მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის

         ხაშურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება მკაცრი განრიგით (3-4 სთ. დღეში).

         წყალგაყვანილობის მილების მოძველებული მდგომარეობა

         კანონში ხარვეზის გამო წყალმომარაგების საკითხზე პასუხისგებელი პირის გაურკვევლობა

         არ არის საკმარისი დაფინანსება პრობლემის მოსაგვარებლად.

O – შესაძლებლობები

T – საფრთხეები

   წყალგამყვანი სისტემების მოწესრიგების პასუხისგებლობელი პირის(ების) კანონმდებლობაში ზუსტად განსაზღვრ.

   წყალგაყვანილობის მილების განახლებისათვის დახარჯული თანხების კოპენსირება, გადასახადების ეფექტური მენეჯმენტი

   ოფლის მეურნეობის წვეთოვან და დასხურებით რწყვაზე გადაყვანა.

   წყლის რესურსების მართვ კონცეფციის შემუშავება

   მოგვარდეს ნაგავსაყრელებთან დაკავშირებული წყლის დაბინძურების პრობლემები.

  მოსახლეობამ შეიძლება ვერ მოახერხოს გაზრდილი წყლის გადასახადის გადახდა.

  შესაძლოა მოსახლეობა არასათანადოდ მოეკიდოს წყლის რესურსების მართვის გეგმას/კონცეფციას.

 

 

ნარჩენების მართვა

S – ძლიერი მხარეები

W – სუსტი მხარეები

   ქალაქებში და გზისპირა სოფლებში  ნარჩენების რეგულარულად გატანა.

    არსბობს კომპოსტის საწარმოს გამოცდილება გორში.

 

         არ არსებობს ნარჩენების მართვის გეგმები რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე.

         რეგიონში არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელი.

         ყველა დასახლებულ პუნქტში არის რამდენიმე უკანონო ნაგავსაყრელი, ძირითაად ხევებში და მდინარის ნაპირებთან.

         მოსახლეობა არ ფარავს დასუფთავების მოსაკრებელს.

         ნარჩენების მდგრად მართვასთან დაკაშირებული საკითხები არ განიხილება რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე.

          არ არსებობს ნარჩენების მინიმიზაციის პოლიტიკა და პრაქტიკა.

         მოსახლეობის მიერ არ ხდება ორგანული ნარჩენის გამორჩევა და კომპოსტირება.

         არ არის საკმარისი ფინანსები პრობლემის მოსაგვარებლად.

         არ არსებობს დაბინძურებისათვის დაჯარიმების აღსრულების ეფექტური მექანიზმი.

         მუნიციპალიტეტებში არ არის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება პრობლემის მოსაგვარებლად.

O – შესაძლებლობები

T – საფრთხეები

   შემუშავდეს ნარჩენების მართვის სტრატეგია რეგიონლ და მართვის გეგმები -მუნიციპალურ დონეებზე.

  დაიგეგმოს და აშენდეს რეგიონისთვის ერთი საერთო, საერთაშორისო სტანდარტების ნაგასაყრელი.

  მოხდეს ნარჩენების ორ ფრაქცია დახარისხება: ორგანული და ყველა სხვა დანარჩენი.

   შეიქმნას საკომპოსტე საწარმო ორგანული სასუქის დასამზადებლად.

   მოხდეს ორგანული ნარჩენის განთავსების უზრუნველყოფა საკომპოსტე საწარმოში.

  დაწესდეს დასუფთავების გადასახადის რეალური ოდენობა და შემოსული თანხებით მოხდეს პრობლემის მოგვარება.

  მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რის შედეგადაც მოსახლეობას ეცოდინება ნარჩენების, სულ მცირე ორ ფრაქციად დახარისხება და ორგანული ნარჩენების გამოყენება.

   მოხდეს მუნიციპალიტეტებში ამ საკითხისადმი პასუხსმგებელი პირების ცნობიერების ამაღლება, რათა შემუშავდეს პრობლემის მოგვარების მექანიზმები.

   დაიხვეწოს მოსაკრებლის აკრეფის სისტემა.

  შემუშავდეს დაბინძურებისათვის დაჯარიმების და აღსრულების ეფექტური მექანიზმები.

  საწარმოს გახსნისათვის არ არის საკმარისი თანხა

მოსახლეობა არასერიოზულად მოეკიდება საკითხს და ისევ ჩვეულ (ხეობებში და მდინარეების ნაპირებზე) ადგილებზე დაყაროს ნარჩენები და არ დაახარისხოს.

მოსახლეობა ვერ მოახერხებს გაზრდილი დასუფთავების გადასახადს გადახდა.

 

 

გარემოს დაცვა

S – ძლიერი მხარეები

W – სუსტი მხარეები

         შიდა ქართლში მრავალფეროვანი ტყეებია. ტყის მასივებს რეგიონების დაახლოებით 45% უკავია.

         შექმნილია ლიახვის ნაკრძალი.

         ტყის კოდექსის არსებობა.

         კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ.

         ჭარბი ჭრები მერქნის მიღებისათვის და სამშენებლო მასალისათვის.

         ხშირად არ არის გათვალისწინებული ტყის ეკოლოგიური მნიშვნელობა.

         ხდება უკანონო ჭრები.

         ჭრის დროს გამოიყენება ეკოლოგიურად და ტექნიკურად მიუღებელი ტექნოლოგიები.

         ხშირად არ ხდება ტყის ხელოვნური აღდგენა.

         ძოვებას აქვს ინტენსიური ხასიათი.გადაჭარბებული ძოვების გამო ხდება ნიადაგის ეროზია, ჰაბიტატის დაკარგვა.

         რეგიონებში არის გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე.

O – შესაძლებლობები

T – საფრთხეები

  მკაცრად გაკონტროლდეს ტყის ჭრისა და ძოვების პროცესი.

  დაწესდეს ჯარიმები.

  გაიმართოს ტექნიკა.

  შემუშავდეს ტყის განახლებისათვის გეგმა, შემდეგ მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ჩატარდეს ტრენინგი,რათა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს ტყის აღდგენაში.

  გამოიყოს სპეციალური საძოვრები, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეიცვლება და მოხდება ძველი საძოვრების განახლება.

  მოსახლეობის არასრულყოფილი ინფორმირება სატყეო ურთიერთობების საკითხების მიმართ.

  საკმარისი ფინანსების არარსებობა ტყის გასახლებლად.

 

 

 

 

ნიადაგების გარემოსდაცვითი მართვა

S – ძლიერი მხარეები

W – სუსტი მხარეები

         ნიადაგების მრვალფეროვნებ

         რელიეფიდან გამომდინარე, რეგიონში  ჰაერის მასების ჰორიზონტალური გადაადგილებ და ფილტრაცია.

         საკურორტო ადგილები კარგი მიკროკლიმატი.

         დამაბინძურებელი საწარმოების სიმცირე.

         ბიომრავალფეროვნება

         ლიახვის ნაკრძალი.

         საკანონდებლო ჩარჩოს (ტყის კოდექსის, ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის “გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის”) არსებობა.

         საბუნებისმეტყველო საკითხებში ფორმალურ განათლებაში სტრუქტურული ჩარჩო არსებობა.

         საერთაშორისო გარემოსდაცვითი ინიციატივები, პროგრამებისა და პროექტები მოქმედება

         რეგიონში გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირება

 

         ნიადაგის ინტენსიური ეროზია და დამლაშება.

         მცირე ჰუმუსის რაოდენობა ადაგში.

         გადაჭარბებული ძოვება და ტყის ჭრა

         კარიერებიდან ჰაერის მტვრით დაბინძურება.

          ტრანსპორტის გამონაბოლქვი

         ტყეების მასშტაბური ჩეხვა.

         შეშის გამოყენება მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ

         ჰაერის დაბინძურება საწარმოებიდან

         ჭარბი ჭრები მერქნის მიღებისათვის და სამშენებლო მასალისათვი.

         ტყის ჭრის დროს ეკოლოგიურად და ტექნიკურად მიუღებელი ტექნოლოგიებიგამოყენება.

         ტყის ხელოვნური აღდგენა იშვიათად ხდება

         ძოვებას აქვს ინტენსიური ხასიათი.

         ნიადაგის ეროზია გადაჭარბებული ძოვების გამო.

         რეგიონებში გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე

         რეგიონლ და მუნიციპალურ დონეზე არსებული ეკოლოგიური საფრთხეების არცოდნა.

         საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინფორმირების ეფექტური მექანიზმების არარსებობა

         დივერსიფიცირებული საზოგადოებრივი კამპანიებისათვის ადგილობრივ დონეზე დაფინანსებისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსების ნაკლებობა

         ბუნებისდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების სიმცირე და დაბალი აქტიურობა.

          საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების არცოდნა, დაბალი ჩართულობა პროცესებში.

         ადმინისტრაციის მხრიდან საზოგადოებასთან კონსულტაციების იგნორირება.

         საზოგადოების დაბალი ინტერესი საჯარო განხილვების მიმართ.

         მედიისათვის გარემოს დაცვის საკითხების არააქტუალურობა.

         არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების ფრაგმენტულობ და განგრძობადობის დეფიციტი.

O – შესაძლებლობები

T – საფრთხეები

  ეფექტური მიწათსარგებლობის პოლიტიკის შემუშავება.

  ნიადაგის განაყოფიერება.

  გადაჭარბებულძოვებისა და ტყისჭრ შეწყვეტა.

  ბუნების დაცვის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება

  საწარმოების უზრუნვეყოფა გამწმენდი ტექნიკით.

   ექსპლუატაციაში მყოფი ავტომობილების გამართულობის შემოწმება.

   საწვავის ხარისხის გაუმჯობესება.

   ტყეების ჩეხვის შემცირება.

  მკაცრად გაკონტროლდეს ტყის ჭრისა და ძოვების პროცეს.

  ტყის განახლებისათვის გეგმის შემუშავება

   მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება

  მოსახლეობის მონაწილეობის მიღება ტყის აღდგენაში.

  სპეციალური საძოვრების გამოყოფა, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეიცვლება და მოხდება ძველი საძოვრების განახლება

  საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება.

  მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო-საინფორმაციო მასალების მომზადება.

  რესურსები წარმართვა მდგრადი  ინსტიტუციური განვითარების კუთხით, როგორიცაა მუზეუმები, ეროვნული პარკები, სკოლები და ა.შ.

  მდგრადი განვითარების პრინციპების სწავლება უმაღლესი და პროფესიული განათლების შესაბამის პროგრამებში.

  ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.

  სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის სასწავლო პროგრამებში ბიომრავალფეროვნების საკითხების ინტეგრირება.

  მოსახლეობიდან არასათანადო დამოკიდებულება გარემოს დაცვის მიმართ

  ფინანსური რესურსების უკმარისობა

   ბუნებრივი კატასტროფები

  საომარი მოქმედებები

 

 

სოციალური სფერო

S – ძლიერი მხარეები

W – სუსტი მხარეები

         რეგიონში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობა.

         სოციალურად დაუცველი ფენებისთვის  ცენტრალური ბიუჯეტიდან დახმარების პროგრამების არსებობა.

         საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოქმედება.

      სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სიმცირე სოფლად.

      სიღარიბის ზღვარს ქვემოთ  მყოფი ადამიანების მაღალი რიცხვი.

      შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს არარსებობა.

      დევნილი მოსახლეობის მაღალი კონცენტრაცია რეგიონში.

         კონფლიქტურ ზონაში მდებარეობა.

O – შესაძლებლობები

T – საფრთხეები

         სკოლამდელი აღზრდის დაწსებულებების ალტერნატიული მოდელების დანერგვა სათანადო დასახლებებში.

         საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ქმედითი დახმარება.

         გრძელვადიანი მიდგომების შემუშავება სოციალურ სფეროში.

         დევნილთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ბიზნესში ჩართვა (მაგ., ბიზნესინკუბატორების, სოციალური საწარმოების შექმნა).

         სამხედრო კონფლიქტის გამწვავება

         ეკონომიკური კრიზისი

 

 

 

 

VII. რეგიონის განვითარების პრიორიტეტები, მიზნები, ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები

 

რეგიონის განვითარების პრიორიტეტები

        სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემური განვითარება

        აგროსექტორთან დაკავშირებული ბიზნესების განვითარება

        რეგიონში არსებულ რესურსებზე

ორიენტირებული სხვა (აგრარულის გარდა) ბიზნესების განვითარება

        განვითარებისათვის აუცილებელი ადამიანური კაპიტალის არსებობა და ამისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდება

        პრიორიტეტი: ეკოლოგიურად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს არსებობა

 

სოფლის მეურნეობა

მიზანი : მეურნეობების განვითარება კონსოლიდაციის გზით

ამოცანები

     მცირე მეურნეობების კონსოლიდაცია

     კონსოლიდაციის  შესახებ მცირე მიწის მესაკუთრეების ცნობიერების  ამაღლება

     ნებაყოფლობითი სასოფლო-სამეურნეო კოოპერირება მიწების პირველადი რეგისტრაციის სისტემური განხორციელება/დასრულება

 

მიზანი 2: სასოფლო - სამეურნეო წარმოების განვითარება აგროწარმოების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მიდგომებისა და მასალების დანერგვისა და გამოყენების გზით

ამოცანები

–  მაღალპროდუქტიული ჯიშებისა და სათესლე მასალების წარმოება -გამოყენება

    სანერგეების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა

    მრავალფუნქციური ს-ს ტექნიკის/მექანიზაციის განახლების გაგრძელება

    სასუქებისა და შესაწამლი მასალის ხელმისაწვდომობა

    სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების შემოტანა

    სარწყავ-მელიორაციული სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზება

    საგზაო ინფრასტრუქტურის (შიდა სასოფლო) გაუმჯობესება

    მოსავლის და საწყობების/შენახვის შესაძლებლობის შექმნა

მიზანი 3 : ფერმერთა მიერ თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების ათვისება და სექტორში ინოვაციური მიდგომების დანერგვა

ამოცანები

          გრძელი და მოკლევადიანი სწავლება და ტრენინგების ჩატარება

         საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობების მოწყობა

         ბაზრის და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

         აგროფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა და მათი ადგილობრივად

მოწყობა.

ამ სფეროში მნიშვნელოვანია რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონტაქტების დამყარება და მხარდაჭერა.

მოსალოდნელი შედეგები

აგროსექტორში ზემოთ შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელება, სავარაუდოდ,  შემდეგ პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს:

ბაზარზე შეღწევადობის გაზრდა ადგილობრივი პროდუქციისათვის, რასაც შემდეგი ფაქტორები განაპირობებენ:

კონკურენტუნარიანი (იაფი და ხარისხიანი) პროდუქციის წარმოება რეგიონში;

ადგილობრივი ბაზრის უფრო სრული ათვისება მთელი წლის განმავლობაში იმპორტის ჩანაცვლების გზით;

პროდუქციის ექსპორტი და ახალი პერსპექტული ბაზრების ძიება.

საფინანსო-სადაზღვევო ინსტიტუტების დაინტერესება და ჩართვა აგრობიზნესში. იმ შემთხვევაში, თუ აგროწარმოება მეტ-ნაკლებად მომგებიან ბიზნესად გარდაიქმნება, მოსალოდნელია ბაზრის მნიშვნელოვანი მონაწილეების – ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების – დაინტერესება ამ სექტორში თანამშრომლობით, რაც გამოიწვევს:

ხელმისაწვდომი (იაფი და გრძელვადიანი) კრედიტების შემოთავაზებას;

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაზღვევის სისტემის ამოქმედებას.

აგროსექტორის მეტი დივერსიფიკაცია და საბაზრო მოთხოვნებთან შესაბამისობა.

მეხილეობასა და მარცვლეულის წარმოებასთან ერთად სხვა კონკურენტუნარიანი დარგების – მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეთევზეობის, მეფუტკრეობის და ა.შ. გამოვლენა და უკეთესი განვითარება;

ხილისა და ბოსტნეულის არატრადიციული, მაგრამ მოთხოვნადი სახეობების წარმოება რეგიონის აგროკლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

სახელმწიფოს როლი მიზნების მიღწევაში

სახელმწიფოს მიზნობრივი და ზომიერი ჩართვა აგრობიზნესში და ადგილობრივ ფერმერთა მხარდაჭერა

      სექტორისათვის განვითარების შესაძლებლობების ანალიზი

      საბაზო აგროსაწარმოო ინფრასტრუქურით უზრუნველყოფა;

      ინვესტირება ცოდნის ამაღლებასა და ინოვაციების დანერგვაში;

      მართვის სწორი/მოქნილი ფორმების დანერგვა და თანამშრომლობა კერძო და საზოგადოებრივ სექტორებს შორის.

ფერმერთათვის თანაბარი პირობების შექმნა ბაზარზე  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმპორტიორებთან მიმართებაში

      ადგილობრივ ფერმერთა საზიანო და უსამართლო კერძო და ჯგუფური ინტერესების გამორიცხვა

მიზანი 4: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება-შენახვის ციკლის განვითარება

ამოცანები

   ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება; წვენების, კონცენტრატების და მზა პროდუქტების დამზადება.

   სოფლის მეურნეობის პროდუქციის შენახვის სისტემის შექმნის ხელშეწყობა.

   სასაწყობე მეურნეობების, მაცივრების, წისქვილების, ხორცის დამამზადებელი პუნქტების შექმნის ხელშეწყობა.

   სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩასატვირთი და შესაფუთი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. 

 

მიზანი 5: მომსახურების სფეროების განვითარება

ამოცანები

      სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემკეთებელი სახელოსნოების შექმნა.    

      აგროკონსალტინგური სერვისების შექმნა სოფლის მეურნეობაში.

 

ეკონომიკის სხვა დარგები

 

მიზანი 1: ტურიზმისა და რეკრეაციის შემდგომი განვითარება

ამოცანები

             ტურისტული კომპანიების შექმნა

             პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება

             ეკო- და აგროტურიზმის, კულტურულ-შემეცნებითი და აქტიურ-ექსტრიმ-ტურიზმის და კურორტების განვითარება (მ.შ. მარკეტინგული კვლევებისა და ღონისძიებების ჩატარება)

             არსებული ტურისტული ობიექტების (სტალინის მუზეუმი, უფლისციხე) ინფორმაციული განახლება და მათ გარშემო სათანადო ტურისტული სერვისების შექმნა

             საკულტო ობიექტებში (მაგ., ყინწვისი, ატენის სიონი) ტურისტების რაოდენობის ზრდისკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარება

             ხალხური რეწვის ხელშეწყობა

             ორიენტაციის გაძლიერება შიდა ტურიზმსა და რეკრეაციაზე.

მიზანი 2: სამშენებლო ბიზნესი/საშენ მასალათა წარმოების განვითარება

ამოცანა

     ქვიშის და ღორღის წარმოების გაფართოება მტკვრის კალაპოტიდან.

მიზანი 3: ლოგისტიკური სერვისების განვითარება

ამოცანა

     სხვადასხვა ტვირთების გადაზიდვის მომსახურების განვითარება. რეგიონის ადგილმდებარეობა ხელს უწყობს ამ ბიზნესის განვითარებას.

მიზანი 4: ენერგიის გამომუშავება ჰიდრო და ალტერნატიული წყაროებიდან

ამოცანები

     მთავარი აქცენტი მზის/სოლარული ენერგიის მიღებაზე

     ალტერნატიული ენერგოწყაროების გამოყენების ხელშეწყობა  (მაგ., ბიოსაწვავი).

 

სოციალური სფერო

მიზანი 1: განათლების შემდგომი განვითარება

ამოცანები

      რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების, კოლეჯებისა და პროფესიული სასწავლებლების სასწავლო პროგრამები ფართოდ უნდა ითვალისწინებდნენ რეგიონის ეკონომიკურ პრიორიტეტებს და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს

      შიდა და საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება და პროფესიულ ქსელებში მონაწილეობა: ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიებისა და უცხო ენ(ებ)ის ცოდნა

      რეგიონში კვალიფიციური კადრების მოზიდვისა (მათ შორის, სხვა რეგიონებიდან და ქვეყნებიდან) და დამაგრების სტიმულების შექმნა

      ბიზნესებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის დამყარება

 

მიზანი 2: ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სოციალური ჩართულობა

ამოცანა

     მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფა სამედიცინო სერვისებით

     მოწყვლადი ჯგუფების – ინვალიდების, დევნილების, პენიონერებისა და დაბალშემოსავლიანი ოჯახების  სოციალური ინტეგრირება

მიზანი 3: ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა

ამოცანები

      ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა

      კომუნალური (წყალი, გაზი, კანალიზაცია, დენი და სხვ.) მომსახურებით ქალაქებისა და სოფლების უზრუნველყოფა

 

ურბანიზაცია

მიზანი 4: ქალაქების ზრდა და საქალაქო ცხოვრების წესის შეღწევა რეგიონის ტერიტორიაზე – ურბანიზაცია

ამოცანები

      ქალაქებისათვის ახალი, კონკურენტუნარიანი ეკონომიკური გარემოსა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა

      სოფლად დასაქმების ალტერნატიული, არასასოფლო-სამეურნეო, დასაქმების ადგილების შექმნის ხელშეწყობა.

გარემოს დაცვა

მიზანი 1: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და განათლება

ამოცანები

-         მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ბუნების დაცვის თაობაზე

-         ბუნებრივი კატასტროფების დროს რისკის შემცირების შესახებ ცოდნის გავრცელება

მიზანი 2: წყლის რესურსების მდგრადი მართვა

ამოცანები

    წყალმომარაგებასა და ირიგაცია-მელიორაციაში ახალი, ნაკლებად ხარჯიანი და ეკონომიური მეთოდების გამოყენება (მაგ., წვეთოვანი და დასხურებითი რწყვა).

  წყლის დაბინძურების პრევენცია.

  წყალაღების ეფექტიანი კონტროლი.

  მუნიციპალური ჩამდინარე გამწმენდი სისტემების გამართვა.

მიზანი 3: ნიადაგის გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება

ამოცანები

ეროზიის, დამლაშების, ჰუმუსის შემცირების წინააღმდეგ  ღონისძიებების ჩატარება

    გადაძოვებისა და  გაუდაბნოების შეჩერება.

მიზანი 4: რეგიონისათვის  ერთი თანამედროვე ნაგავსაყრელის შექმნა

ამოცანები

             საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და ქიმიკატებით დაბინძურების თავიდან აცილება.

             ნარჩენების თუნდაც ორ ფრაქცია დახარისხება: ორგანული და ყველა სხვა დანარჩენი.

             სახიფათო აკუმულირებული ნარჩენების გატანა-უტილიზაციის მოგვარება.

მიზანი 5: ტყის ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების დაცვა

ამოცანა

ტყის უსისტემო ჭრის შეჩერება და თავიდან აცილება, განსაკუთრებით დასახლებების სიახლოვეს.

 

 

მიზანი 6: ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის ხელშეწყობა

ამოცანა

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის აღდგენა ქ.კასპში და ასეთივე სადგურის გახსნა ქ.გორში.



[1] რეალურად,  საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ამჟამად მყოფი  შიდა ქართლის  ტერიტორია ქვეყნის მთელი ფართობის (‘დე იურე’ საზღვრებში) მხოლოდ 6.9%-ს შეადგენს, რაც თანაზომადია ამ რეგიონის მოსახლეობის წილისა საქართველოს მოსახლეობაში.

[2] 2008-09 წლების დევნილთა მიგრაცია სტატისტიკურად 2010 წლის მონაცემებში აისახა.

[3] 2009 წლის აგვისტოს თვეში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს ლტოლვილთა და საქმეების უმაღლეს კომისარიატსა (UNHCR)და გორის მუნიციპალიტეტს შორის დადებული მემორანდუმის (პროექტი ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“) საფუძველზე ფუნქციონირება დაიწყო სოციალურმა საცხოვრისმა, რომელშიც 2010 წელს შესახლებულ იქნა 14 ოჯახი. ბენეფიციარებს გადაეცათ ინვენტარი, საყოფაცხოვრებო ნივთები და განემარტათ კომუნალური გადასახადების განაწილების და გადახდის წესი.

[4] საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” მე-16 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების გატანა და მისი უტილიზაცია წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას, რაც გულისხობს აღნიშნული მომსახურების უზრუნვეყოფას ადგილობრივი ფინანსებით.