„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46844
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 23/09/2013
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2013
ძალაში შესვლის თარიღი 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016236
  • Word
46844
23/09/2013
ვებგვერდი, 27/09/2013
000000000.00.00.016236
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის

უფროსის №46844

2013 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ :

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):

ა) მე-5 მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ქვეპუნქტი:

„ზ1. მიკრობიზნესის და მცირე ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენას;“ ;

ბ) მე-11 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უბნის ოფიცერთა სამმართველოს ფუნქციებია:

) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;

) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა;

) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა;

) გადასახადის გადამხდელთათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების ადგილზე გაწევა;

) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

) მიკრო ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა და კონტროლი;

ზ) მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა და კონტროლი;

თ)  საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის მიწოდება;

ი) გადასახადის გადამხდელისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა, მინიჭებული სტატუსის გაუქმება და ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა და კონტროლი;

კ) შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ინფორმაციის დამუშავება, რისკების განსაზღვრა და გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი გაფრთხილების მიცემა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

მ) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ( www.rs.ge) დარეგისტრირება;

ნ) გადასახადის გადამხდელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ან/ და დროებითი შეჩერების შესახებ განცხადებით მომართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შეწყვეტის ან/ და დროებითი შეჩერების ფაქტის გადამოწმება ადგილზე გასვლით;  

ო) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

პ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10 ):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-15 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                           ლაშა ხუციშვილი