დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5601 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 26/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.070.000.05.001.003.077 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პენსიის მინიმალური ოდენობა
პენსიის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
2. მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;“.
3. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) მეორე მსოფლიო ომის I და II ჯგუფების ინვალიდებისათვის – 129 ლარი, მეორე მსოფლიო ომის III ჯგუფის ინვალიდთა და 70 წელს გადაცილებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის – 80 ლარი;“.
4. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. იმ პენსიონერთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით
ამ კანონის ამოქმედებამდე ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღების უფლება კომპეტენტურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე, ხოლო ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ენიშნებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის დადგენილი ოდენობის პენსია. სხვა საფუძვლით პენსიის მიმღებ პირებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღების უფლება პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საპენსიო კანონმდებლობიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 14 დეკემბერი.
№5601–რს
დოკუმენტის კომენტარები