დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1358 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/09/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016011 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1358
2013წლის16სექტემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, რეაბილიტირებული შენობების წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე მიერთებისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 34 02 02) მიმართოს 53 700 (ორმოცდაცამეტი ათას შვიდასი)ლარი,საიდანაც:
ა) 23 900 (ოცდასამი ათას ცხრაასი) ლარი მიმართოს ქ. ზესტაფონში, უზნაძის ქ.N142-ში მდებარე შენობის (ყოფ. ცენტრალური საავადმყოფოსშენობა):
ა.ა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების (ჩართვის) საფასურის - 3400 (სამი ათას ოთხასი) ლარისანაზღაურებისათვის;
ა.ბ) წყალარინების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების (ჩართვის) საფასურის - 20 500 (ოცი ათას ხუთასი) ლარისანაზღაურებისათვის;
ბ) 14 900 (თოთხმეტი ათას ცხრაასი) ლარი მიმართოს ქ. ზესტაფონში, რუსთაველის ქ.N2-ში მდებარე შენობის (ყოფ. ცენტრალური პოლიკლინიკის შენობა):
ბ.ა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების (ჩართვის) საფასურის - 3400 (სამი ათას ოთხასი) ლარისანაზღაურებისათვის;
ბ.ბ) წყალარინების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების (ჩართვის) საფასურის - 11 500 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარისანაზღაურებისათვის;
გ) 14 900 (თოთხმეტი ათას ცხრაასი) ლარი მიმართოს ქ. თერჯოლაში, რუსთაველის ქ.N69-ში მდებარე შენობის (ყოფ. საავადმყოფოსშენობა):
გ.ა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების (ჩართვის) საფასურის - 3400 (სამი ათას ოთხასი) ლარისანაზღაურებისათვის;
გ.ბ) წყალარინების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების (ჩართვის) საფასურის - 11 500 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარისანაზღაურებისათვის.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
დოკუმენტის კომენტარები