„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.017407
240
18/09/2013
ვებგვერდი, 18/09/2013
340170000.10.003.017407
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №240

2013 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუ­ხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკა­რა­ნ­­ტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორ­ცი­ე­ლების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დე­კემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამ­ტ­კი­­ცებული:

1. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორ­ც­ი­­ე­ლების წესის:

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

„ა) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი (ორიგინალი, ხოლო ტრანზიტის შე­­მთხვევაში შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ორიგინალი დოკუმენტის სკა­­ნი­რებული ვერსია ელექტრონულად);”;

ბ) მე-10 მუხლის:

ბ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) განმეორებით, იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მფლობელი არ ეთა­ნხმება ლაბორატორიული ანალიზის პირველად შედეგებს.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 − მე-10 პუ­ნ­ქტები:

„6. ნიმუშის განმეორებით აღება ხორციელდება საქონლის მფლობელის ხა­რ­ჯით, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა საქონლის მფლო­ბელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე − რეფერენტული  (შე­და­რებითი) ნიმუშის სახით, ლაბორატორიული ანალიზის დასრუ­ლე­ბა­მდე, სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპა­რ­ტა­­მენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. აღნიშნული ნიმუშის ეგზე­მპ­ლა­რები საქონლის მფლობელსა და საბაჟო დეპარტამენტს გადაეცემა − ნი­მუ­შ­ის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მი­თითებით, დალუქულ მდგომარეობაში.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც განმეორებით აღებულ ნიმუშზე საქონლის მფლობელის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი გან­ს­ხ­ვა­ვდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანა­ლიზის პირველადი შედეგისაგან, ხორციელდება რეფერენტული (შედარე­ბი­თი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი, რომლის ჩატარების ხარჯსაც ფა­­რა­ვს საქონლის მფლობელი.

8. იმ შემთხვევაში, თუ არ იქმნება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუ­შ­ის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საჭიროება, ნიმუში უბრუნდება სა­­ქონლის მფლობელს.

9.  რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხა­რეთა შეთანხმებით შეირჩევა:

ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;

ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

10. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალი­ზ­ის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა და მის საფუძველზე მიიღება ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება.“;

გ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„გ) შეჩერება – სათანადო დასაბუთების არსებობისას შესაძლებელია გა­მო­ყე­ნებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა დამატებით დოკუმენტების წა­რდგენა (საჭირო დოკუმენტების წარდგენისათვის პირს ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემ­თხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას), დაკვირვება და გამო­კვ­ლე­ვა ან შემდგომი ინსპექტირება, ანალიზი და დამუშავება. ფიტოსანი­ტა­რი­ულ სერტიფიკატზე დაისმება ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებული აღ­ნიშვნა: „ექვემდებარება შეჩერებას“ და კონტროლის ობიექტი გადაადგი­ლ­დე­ბა საკარანტინო სადგომზე;“.

2. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გან­ხო­რცი­ე­ლ­ე­ბის წესის:

ა) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­და­­ქ­ცი­ით:

 „ა) ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვე­ტე­­რი­ნა­რული სერტიფიკატი (ორიგინალი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში შე­­სა­ძ­ლე­ბელია წარმოდგენილი იქნეს ორიგინალი დოკუმენტის სკანირებული ვე­­რ­ს­ია ელექტრონულად);“;

ბ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შე­მ­დე­გი რე­­დაქციით:

„დ) საჭიროების შემთხვევაში და მონიტორინგის გეგმის თანახმად, და­ა­ვა­­დე­ბ­­ის, აკრძალული და არასასურველი ნივთიერებების, პათოგენების, მომწ­ა­­მ­ვ­­­ლე­­ლი ნივთიერებებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მი­­­­ზ­­ნით, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას (ნიმუშების აღ­ე­­ბა ხო­რციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტ­ა­­­­ნ­და­რ­ტებით დადგენილი წესის შესაბამისად). ამასთან, იმ შემთხვევაში,რო­­­­­­დე­ს­აც სა­ქონლის მფლობელი არ ეთანხმება ნიმუშების ლაბორატორიული ანა­­­­ლი­ზ­ის პი­რველად შედეგებს, უფლება აქვს ნიმუშები აიღოს განმეო­რე­ბ­ი­თ.“;

გ) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი და რე­ფე­რენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება

1. ნიმუშის განმეორებით აღება ხორციელდება საქონლის მფლობელის ხა­რ­ჯით, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა საქონლის მფ­ლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე − რეფერენტული  (შე­დარებითი) ნიმუშის სახით, ლაბორატორიული ანალიზის და­სრუ­ლე­ბა­მ­დე, სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპა­რ­ტა­მენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. აღნიშნული ნიმუშის ეგზემ­პ­ლა­რები საქონლის მფლობელსა და საბაჟო დეპარტამენტს გადაეცემა − ნი­მუ­შ­ის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მი­თითებით, დალუქულ მდგომარეობაში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც განმეორებით აღებულ ნიმუშზე საქონლის მფლობელის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხ­ვა­ვდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანა­ლიზის პირველადი შედეგისაგან, ხორციელდება რეფერენტული (შედარე­ბი­თი) ნიმუშის  ლაბორატორიული ანალიზი, რომლის ჩატარების ხარჯსაც ფა­რავს საქონლის მფლობელი.

3. იმ შემთხვევაში, თუ არ იქმნება რეფერენტული (შედარებითი) ნი­მუ­შ­ის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საჭიროება, ნიმუში უბრუნდება სა­ქონლის მფლობელს.

4.  რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხა­რეთა შეთანხმებით შეირჩევა:

ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;

ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

5. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შე­დეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა და მის საფუძველზე მიიღება ამ წე­სის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება.”;

დ) მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეჩერება – სათანადო დასაბუთების არსებობისას შესაძლებელია გა­მო­ყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დამატებით დო­კუ­მე­ნ­ტე­ბის წარდგენა (საჭირო დოკუმენტების წარდგენისათვის პირს ეძლევა 3 სა­მუ­შაო დღის ვადა, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნი­შ­ნუ­ლი ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას) ან შემდგომი ინ­სპექტირება, ანალიზი და დამუშავება. ვეტერინარულ სერტიფიკატზე დაი­ს­მე­ბა ამ წესის №4 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა – „ექვემდებარება შე­ჩერებას“ და კონტროლის ობიექტი გადაადგილდება საკარანტინო სად­გო­მ­ზე. ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში საკარანტინო სადგომი განისა­ზღ­ვ­რე­ბა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან მის უშუალო სიახლოვეს, ან ეროვნულ სა­ა­გენტოსთან შეთანხმებით, დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნა­კ­ვე­თ­ზე ან დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე საკა­რა­ნ­ტი­ნო  სადგომზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი