„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1068-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010020000.04.001.016083
1068-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
010020000.04.001.016083
„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 24.01.2004,  მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალი ინახება საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილ ადგილას.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის იმავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.

3. საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) საზღვაო და შიგა მიმოსვლის გემებსა და მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომლებზედაც, როგორც ოფიციალური პირები, იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა პირები, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები.“.

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

 „3. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღება.

4. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1068-Iს