„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34577
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 24/07/2013
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2013
ძალაში შესვლის თარიღი 24/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016234
  • Word
34577
24/07/2013
ვებგვერდი, 16/09/2013
000000000.00.00.016234
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამასახურის

ბრძანება №3 4577

2013 წლის 24 ივლისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის

№2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     

         საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

      მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის

სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):

      1. მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

      2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა 1 “ ქვეპუნქტი:

     „ა 1 ) ინფორმაციის მოპოვება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების მონაცემებიდან და შემმოწმებელთა ჯგუფისათვის გონივრულ ვადაში მიწოდება“.

      3. მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „გ) შესაბამისი ანალიზის შედეგად თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარება და შესაბამისი აქტის შედგენა. გადაწყვეტილების პროექტის მიმზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსათვის მასალების წარდგენა; აგრეთვე, აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული საგადასახადო დავების შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო დასკვნების მომზადება;“.

      მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლებოს სამსახურის უფროსი                                                   ლ. ხუციშვილი