„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 24/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.05.001.003.038
  • Word
5391
12/10/2007
სსმ, 34, 24/10/2007
380.090.000.05.001.003.038
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

              მუხლი 1. „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 92) მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგრარული ფაკულტეტის მქონე უნივერსიტეტების და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით 2008 წლის 1 ივნისამდე გამოსცეს ბრძანება „ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.

5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და სამსახურებთან შეთანხმებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით 2008 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „მიწების დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 12 ოქტომბერი.

№5391-IIს