დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008" საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 212 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/08/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280020.10.003.017379 |
|
„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ ‑ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში (სსმ, №61, 22/04/2008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე‑2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. იმ შემთხვევაში, თუ პირმა დაიწყო ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობა და ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით შესაძლებელია წარმოდგენილი საბანკო გარანტიის შემცირება პირის მიერ განხორციელებული ინვესტიციის პროპორციულად, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი აუდიტორული დასკვნით.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8, 81, მე-9, მე-10, 101, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, 161, მე-17, მე-18, მე-20, 23-ე, 231, 232, 24-ე და 25-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები