დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5292 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/07/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 27/07/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.290.000.04.001.003.021 |
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 186) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2007 წლის IV კვარტალის საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად პარტიამ წერილობითი თანხმობა უნდა წარადგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2007 წლის 1 აგვისტოდან ამავე წლის 1 ოქტომბრამდე. თუ პარტიას 2007 წლის IV კვარტალის საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად წერილობითი თანხმობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე წარდგენილი აქვს 2007 წლის 1 მაისიდან 2007 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, ამ შემთხვევაში მას წერილობითი თანხმობა წარდგენილად ჩაეთვლება.“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი – მე-6 პუნქტებისა და მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი – მე-6 პუნქტები და მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5292–რს
დოკუმენტის კომენტარები