„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.050.130.05.001.003.008
  • Word
5279
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
110.050.130.05.001.003.008
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები

1. საერთო სასამართლოს მოსამართლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

2. დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევა. კანონის უხეშ დარღვევად ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევა, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა (ან შეეძლო მიეყენებინა) პროცესის მონაწილის, მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან საჯარო ინტერესებს;

ბ) კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება. კორუფციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;

გ) მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან მოსამართლის მოვალეობებთან ინტერესთა შეუთავსებლობა;

დ) მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას;

ე) საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება;

ვ) მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ზ) მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება;

თ) დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან მისდამი უპატივცემულობა;

ი) სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა;

კ) შრომის დისციპლინის დარღვევა.

3. კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.“.

2. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ზემდგომი სასამართლოს კერძო განჩინება ან სხვა აქტი, რომლითაც დადგენილია მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევა;“.

3. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დისციპლინური სამართალწარმოებისას აკრძალულია მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება, იმ შემთხვევის გარდა, როცა დისციპლინური სამართალწარმოება ხორციელდება მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევის საფუძვლით.“.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეშ დარღვევაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს ზემდგომი სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.“.

5. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დისციპლინური საკითხების განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.“.

6. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კერძო სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე.“.

7. 54-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებათა დაკისრება ხორციელდება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპის დაცვით. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბრალის ხარისხს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვიდან 6 თვის ვადაში მოსამართლე ჩაიდენს იმავე სახის დისციპლინურ გადაცდომას, რომლისთვისაც დაეკისრა დისციპლინური ზემოქმედების აღნიშნული ღონისძიება, სადისციპლინო კოლეგია მსჯელობს მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:

     „მუხლი 541. დისციპლინური სახდელის დაკისრება

1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს საყვედური, მკაცრი საყვედური ან მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება (საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვიდან ამორიცხვა);

ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს მკაცრი საყვედური ან მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება (საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვიდან ამორიცხვა);

გ) „ე“, „ზ“, „თ“ ან „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს შენიშვნა ან საყვედური;

დ) „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური ან მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება (საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვიდან ამორიცხვა).

2. სამი ან სამზე მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, გამოიყენოს უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი.“.

9. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 55. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება

სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას – დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებას – სადისციპლინო კოლეგია იყენებს მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების – სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.“.

10. 56-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ იგი კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის, რაოდენობის, აგრეთვე წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელებას.

2. თუ წარსულში მოსამართლეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი – მკაცრი საყვედური – დამოუკიდებლად ან კანონით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად და ეს სახდელი გაქარწყლებული არ არის, ახალი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას კოლეგია მსჯელობს ამ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5279–რს