დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 845-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/07/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 470070000.05.001.017034 |
|
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2 უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა
შენიშვნები: 1. ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა − მეთადონისა და ჰეროინისა: ა.ა) ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ბ) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად: ბ.ა) ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; გ) მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; დ) მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. 2. თუ მე-3 ვერტიკალურ გრაფაში არ არის განსაზღვრული ოდენობა, მაშინ: ა) მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; ბ) მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. 3. ფსიქოტროპული ნივთიერების – რელადორმის − ოდენობა განსაზღვრული არ არის, ვინაიდან იგი კომბინირებული პრეპარატია. 4. ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობები მოცემულია და განისაზღვრება მათი შემავსებლების (ფქვილი, შაქარი, სახამებელი, სამკურნალო საშუალება და სხვა) გარეშე. 5. ამ ნუსხით გათვალისწინებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალს მიეკუთვნება მხოლოდ სუფთა ნივთიერებები (სუბსტანციები) და არა მათი წამლის ფორმები, გარდა ფსიქოტროპული ნივთიერებების – თიანეპტინისა და პრეგაბალინის − წამლის ფორმებისა. 6. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I სიაში შეტანილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ოდენობები განსაზღვრული არ არის, გარდა ჯვჰ (JWH)-018-ისა, ჯვჰ (JWH)-398-ისა, ჯვჰ (JWH)-073-ისა, ჯვჰ (JWH)-200-ისა, ჰუ (HU)-210-ისა, ცპ (CP)-47, 497-ისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 24 ივლისი 2013 წ. N845-რს |
დოკუმენტის კომენტარები