ბიოწარმოების შესახებ

ბიოწარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.017365
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
198
30/07/2013
ვებგვერდი, 01/08/2013
240110000.10.003.017365
ბიოწარმოების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/08/2013 - 26/12/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №198

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

ბიოწარმოების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „ბიოწარმოების შესახებ“ თანდართულ წესები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



ბიოწარმოების შესახებ     

ზოგადი დებულებები
„ბიოწარმოების შესახებ“ წესები (შემდგომში-წესები) განსაზღვრავს ბიომეურნეობის მართვის, ბიოპროდუქტის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების, ეტიკეტირების, დისტრიბუციის, რეალიზაციის, ასევე  ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის წესსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მუხლი  2. მიზანი და მოქმედების სფერო

1. წესების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას,  ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე იმ  ოპერატორის დაცვა, რომელიც, ამ  წესების  შესაბამისად, აწარმოებს  ბიოპროდუქტს (ან ისეთ პროდუქტს, რომლის ეტიკეტზე/ნიშანდებაში  გამოყენებულია სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია -„ორგანული“, „ეკო“, „ბიო“), რათა სხვა პროდუქტს არ მიენიჭოს  ბიოპროდუქტის სტატუსი.

2.  წესები ვრცელდება ბიოპროდუქტზე,  რომელიც  განთავსებულია ბაზარზე ან გამიზნულია ბაზარზე გასატანად და რომლის წარმოებისა და დისტრიბუციის პირობები, ინსპექტირებისა და სერტიფიკაციის პროცედურები  შეესამება ამ  წესებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:

ა) სურსათად განკუთვნილ პირველადი წარმოების პროდუქტზე, ცხოველის საკვებზე;

ბ) მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირველადი პროდუქტის გადამუშავებით/დამზადებით მიღებულ  სურსათზე, მათ შორის ღვინოზე, ასევე ცხოველის საკვებზე;

 გ) საფუარზე, რომელიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაში.

3. ნადირობით ან თევზჭერით მოპოვებული პირველადი პროდუქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ბიოპროდუქტად.

4. ეს წესები არ ვრცელდება პირადი და ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ ბიოპროდუქტის წარმოებაზე.

5. ბიოპროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,  ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ან/და შესაბამის საერთაშორისოდ აღიარებულ,  დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკვაკულტურა – წყლის ორგანიზმების, მათ შორის, წყალმცენარეების კულტივირება ან/და მოშენება, მოსავლის მიღების პროცესების ჩათვლით, ისეთი მეთოდებით, რომლებიც ბუნებრივ გარემოსთან შედარებით, უზრუნველყოფს წარმოების პოტენციალის ზრდას;

ბ) ბიომეურნეობა – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სისტემა, რომელიც მოიცავს მეურნეობის დაგეგმვის, მართვისა და  წარმოების ისეთ მეთოდებს,  რომელიც ხელს უწყობს ეკოსისტემაში ბუნებრივი წონასწორობისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას;

გ) ბიოპროდუქტი – სურსათი/ცხოველის საკვები, მათ შორის, სურსათის/ ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული საფუარი, ასევე მცენარეთა ვეგეტატური გამრავლებისა და სათესლე მასალა, რომლის წარმოება, გადამუშავება, შეფუთვა, შენახვა, ტრანსპორტირება, ეტიკეტირება/ნიშანდება და რეალიზაცია შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) „ბიო“, „ეკო“, „ორგანული“ – ბიოწარმოებიდან მიღებული ან ბიოწარმოებასთან დაკავშირებული;

ე) ბიოწარმოება – საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი,  მეურნეობის/წარმოების მართვის ერთიანი სისტემა,  ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური და ბიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას,  ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის   ეტაპებზე;

ვ) ბიოლოგიური მეთოდი -  წარმოების ყველა ის მეთოდი, რომელიც ეფუძნება მეურნეობაში არსებული განახლებადი რესურსების ფართო გამოყენებას, ბუნებრივი სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემების მდგრადობის  შენარჩუნებას, ბიოპროდუქტის გადამუშავებისას მისი ორგანული მთლიანობისა და აუცილებელი სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, სრულად გამორიცხავს სინთეზური საშუალებით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმიდან მიღებული პროდუქტის გამოყენებით ბიოპროდუქტის წარმოებას და  შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) ბიოწარმოების სერტიფიკატი – შესაბამისობის შეფასების  დოკუმენტი, რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს, რომ სურსათი/ცხოველის საკვები, პირველადი წარმოების პროდუქტი, შეესაბამება ამ წესებით დადგენილ   მოთხოვნებს;

თ) ოპერატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებულ  ბიოპროდუქტთან დაკავშირებული საქმიანობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;

ი) განახლებადი რესურსი – თვითგანახლების უნარის მქონე ბუნებრივი რესურსი;

კ) გენური ინჟინერია - თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით ისეთი მცენარეული, ცხოველური  ორგანიზმების, მიკროორგანიზმების და  უჯრედების  მიღების საშუალებას, რომელიც ვერ მიიღწევა სელექციით ან ბუნებრივი რეკომბინაციის გზით;

ლ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმი -  ნებისმიერი ორგანიზმი,  ადამიანის გარდა, რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები  არ განეკუთვნებიან ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

მ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმიდან მიღებული პროდუქტი (შემდგომში - გმო-დან მიღებული პროდუქტი) - გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული, ან/და გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილსაც არ გააჩნია  გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი;

ნ) გადამუშავება/დამზადება – ნებისმიერი პროცესი,  რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის თავდაპირველ ბიოპროდუქტს, მათ შორის – დაკვლა, დაჭრა,  გაცხელება, შებოლვა, დაკონსერვება, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გამოწურვა, გაცივება ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია და სხვა, ასევე, შეფუთვა, ეტიკეტირება/ნიშანდება;

ო) დაფასოებული სურსათი/ცხოველის საკვები - სურსათის/ცხოველის საკვების შეფუთული ერთეული, რომლის შიგთავსის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე;

პ) ინგრედიენტი – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებისათვის ნებადართული ნებისმიერი ნივთიერება, მათ შორის საკვებდანამატი, სასურსათო ნედლეული, რომელიც გამოიყენება სურსათის/ცხოველი საკვების წარმოებაში და მზა სურსათში/ცხოველის საკვებში რჩება საწყისი ან შეცვლილი ფორმით;

ჟ) ინსპექტირება – სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ბიოპროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებული საწარმოო პროცესისა და წარმოების შემდგომი  - გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვის, ეტიკეტირების/ნიშანდების და რეალიზაციის შემოწმება ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული წარმოადგენს ბიოწარმოების სერტიფიკაციის საფუძველს;

რ) სერტიფიკაციის ორგანო - საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, ან სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანო,  რომელიც აფასებს სურსათის/ცხოველის საკვების, ასევე, პირველადი წარმოების პროდუქტის  შესაბამისობას,  დადგენილ მოთხოვნებთან;   

ს) კონვერსია – არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც გამოიყენება ბიოწარმოების მეთოდები;

ტ) კონვერსიული პროდუქტი - პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და წარმოებულია გარდამავალ პერიოდში მყოფ იმ არაბიოლოგიურ მეურნეობაში, რომელიც წარდგენილია სერტიფიკაციაზე;

უ) მაიონიზებელი რადიაცია (მაიონებელი გამოსხივება) – გამოსხივება, რომელსაც აქვს გარემოში იონური წყვილის წარმოქმნის უნარი;

ფ) მემცენარეობა – სასურსათოდ განკუთვნილი მცენარეული ნედლეულის წარმოება, ველურადმზარდი  მცენარის კომერციული მიზნებით შეგროვების ჩათვლით;

 ქ) მეცხოველეობა – შინაური ან მოშინაურებული ხმელეთის ცხოველის, ასევე ფრინველის, ფუტკრის მოშენება;

 ღ) ეტიკეტირება/ნიშანდება – ნებისმიერი წერილობითი, ბეჭდვითი ან გრაფიკული ნიშანი, რომელიც გამოსახულია სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტზე, ეტიკეტსა და იარლიყზე, ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის შეფუთვაზე;

ყ) ორგანული მართვის სისტემა - დოკუმენტებისა და ჩანაწერების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს დეტალურ მონაცემებს ბიომეურნეობაში განხორციელებულ ქმედებათა პროცედურებისა და სხვა დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესახებ;

შ) პირველადი წარმოება - პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას, მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით, ცხოველის გაზრდას, მოშენებას, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება, ასევე, მოიცავს ველურადმზარდი მცენარეების შეგროვებას;

ჩ) საკვებდანამატი – ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავებისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება შეცვლილი ან უცვლელი ფორმით;

ც)  სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს: ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინსა და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს, გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად ადამიანის მოხმარების მიზნით,  მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათურ საშუალებებს,  თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს,  ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;

ძ) ცხოველის საკვები – ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი და ნივთიერება, საკვებდანამატის ჩათვლით;

წ) საწარმოო ერთეული – ნაგებობა ან მეურნეობის ერთეული, სადაც გადაამუშავებენ/დაამუშავებენ, შეფუთავენ და/ან ინახავენ ბიოპროდუქტს;

ჭ) ტექნოლოგიური დანამატი – ნივთიერება, რომელიც ასრულებს ტექნოლოგიურ ფუნქციას და გავლენას არ ახდენს მზა პროდუქტზე.  მისი გამოყენება ხდება მხოლოდ სურსათის/ცხოველის საკვების, სასურსათო ნედლეულის ან მათი ინგრედიენტის გადამუშავების დროს;

ხ) შესაბამისობის შეფასება – პროცედურები, რომლებითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა შესაბამისობის შეფასების ობიექტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები;

ჯ) წარმოების,  გადამუშავების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის  ეტაპები – პროცესის ყველა ეტაპი ბიოპროდუქტის პირველადი წარმოებიდან, მისი შენახვის, გადამუშავების,  ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების,  ბაზარზე განთავსების, მომხმარებლისათვის მიწოდების,  იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის,  ჩათვლით;

ჰ) ჰიდროპონული წარმოება - წარმოების მეთოდი, რომლის დროსაც მცენარის ფესვები იზრდება მინერალური ნივთიერებების შემცველ სითხეში ან ინერტულ მასაში ან მასაზე;

ჰ1) წყლის ცხოველი - ჰიდრობიონტები (თევზები, მოლუსკები, კიბოსნაირები, წყალხმელეთა ცხოველები), რომელთა სასიცოცხლო ციკლის ყველა სტადია, ქვირითისა და გამეტების ჩათვლით, დაკავშირებულია წყალთან.

 მუხლი 4.  ბიოწარმოების  ზოგადი  პრინციპები

ბიოწარმოების ზოგადი პრინციპებია:

ა) ბიოწარმოების დაგეგმვისა და მართვისას, მხოლოდ ეკოსისტემის შიდა ბუნებრივი რესურსების ცოცხალი ორგანიზმების და წარმოების ბიოლოგიური  და მექანიკური მეთოდების გამოყენება;

ბ) რისკის შეფასების საფუძველზე, ბიოპროდუქციის დაბინძურებისა და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული და საკონტროლო ღონისძიებების გატარება;

გ)  გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან გმო-დან მიღებული პროდუქტების გამოყენების აკრძალვა, გარდა ვეტერინარული დანიშნულების სამკურნალო საშუალებებისა;

დ) მაიონიზებელი რადიაციის გამოყენების აკრძალვა სურსათის/ცხოველის საკვების ან მათი დამზადებისას გამოყენებული სასურსათო ნედლეულის დამუშავებისათვის;

ე) მემცენარეობაში  ჰიდროპონული წარმოების აკრძალვა;

ვ) გარე რესურსების გამოყენებისას მხოლოდ ბიოწარმოებიდან მიღებული რესურსებით, ბუნებრივი  ნივთიერებებითა და მცირედ ხსნადი მინერალური სასუქებით სარგებლობა;

ზ) არაგანახლებადი რესურსებისა და გარე რესურსების გამოყენების მაქსიმალური შეზღუდვა;

თ) ქიმიური სინთეზური ნივთიერებების გამოყენების მკაცრად შეზღუდვა, გარდა ამ დადგენილების დანართებით დაშვებული ნივთიერებებისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მართვის სხვა მეთოდი, მიუწვდომელია ამ მუხლის  „ვ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთიერებები ან/და აღნიშნული  ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთიერებები საფრთხეს უქმნიან გარემოს;

ი) ბიომეურნეობის  მოსაზღვრედ მდებარე კონვერსიული მეურნეობიდან დაბინძურების თავიდან აცილება, შესაბამისი ღონისძიებების გატარებით;

კ) ოპერატორის მიერ, ორგანული მართვის სისტემის უზრუნველყოფისათვის, სათანადო, დეტალური ჩანაწერების წარმოება  განხორციელებული ღონისძიებებისა და გამოყენებული საშუალებების შესახებ, მათ შორის ბიოლოგიური და კონვერსიული წარმოების გამიჯვნის თვალსაჩინოებისათვის;

ლ) ბიომეურნეობაში/წარმოებაში დაშვებულია მხოლოდ ამ დადგენილების დანართებით  ნებადართული ნივთიერებებისა და საშუალებების გამოყენება.

მუხლი 5.  ბიომეურნეობის  მართვისა და  სურსათის/ცხოველი საკვების ბიოწარმოების სპეციფიკური პრინციპები

1. წესების  მე-4 მუხლით დადგენილი ბიოწარმოების ზოგადი პრინციპების გარდა, ბიომეურნეობის მართვა უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ სპეციფიკურ  პრინციპებს:

ა) ნიადაგის ნაყოფიერებისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელებას, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების,  ნიადაგის  გამკვრივებისა და ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლას;

ბ) ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების მთლიანობის მაქსიმალურ შენარჩუნებას და, წარმოების მეთოდების შერჩევისას, ადგილობრივი და რეგიონული ეკოლოგიური ბალანსის გათვალისწინებას;

გ) მცენარეთა კვებას ძირითადად ნიადაგის ეკოსისტემიდან;

დ) მემცენარეობასა და მეცხოველეობაში ნარჩენების, ასევე, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის, არაძირითადი თანაპროდუქტების განმეორებითი  გამოყენების დაშვებას;

ე) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, ადგილობრივ და საარსებო პირობებთან შეგუებული ჯიშების მოშენებას,  მეცხოველეობისათვის  ისეთი მეთოდის შერჩევას, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა იმუნური სისტემის გაძლიერებას და ბუნებრივ მედეგობას  დაავადებათა მიმართ;

ვ) ცხოველთა  დაავადებებისადმი რეზისტენტულობის გათვალისწინებას,  ასევე, სუფთა ჰაერზე და საძოვარზე ცხოველის რეგულარულ  გაყვანას;

ზ) მეცხოველეობის პროდუქტების ბიოწარმოებას, დაბადებიდან ან გამოჩეკიდან,  სრულად ბიომეურნეობაში მყოფი ცხოველიდან (ფრინველიდან);

თ) ხელოვნური პოლიპლოიდიით მიღებული ცხოველის მოშენების აკრძალვას;

ი) ცხოველთა კვებას  ბიომეურნეობიდან მიღებული საკვებით, რომელიც შედგება ბუნებრივი სათიბ-საძოვრიდან მიღებული თივის,  ბიომეურნეობიდან მიღებული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტებისა და ბუნებრივი არასასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ნივთიერებებისგან;

კ) აკვაკულტურის კვებას მდგრადი თევზჭერის პროდუქტებით;

ლ) მცენარეთა დაცვას პრევენციული ღონისძიებების გატარებით, მათ შორის მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე სახეობებისა და ჯიშების შერჩევით, სწორი თესლბრუნვით, მექანიკური და ფიზიკური მეთოდების გამოყენებით, მავნებლებისაგან დაცვას  ბუნებრივი მტრების გამოყენებით;

მ) აკვაკულტურის წარმოებისას, ბუნებრივი ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, წარმოებაში გამოყენებული წყლის უვნებლობასა და ასევე  წყლისა და ხმელეთის ეკოსისტემის ხარისხის შენარჩუნებას;

ნ) წყლის რესურსების ჭარბი და არასწორი მართვის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

 ო) ერთსა და იმავე მეურნეობაში ბიოლოგიური და    კონვერსიული საწარმო/სამეურნეო ერთეულების, მათ შორის  აკვაკულტურული მეურნეობის გამიჯნვას, შემდეგი პირობების დაცვით:

ო.ა) მეცხოველეობაში -  სხვადასხვა სახეობების შერჩევით;

ო.ბ) აკვაკულტურაში - ერთი და იგივე სახეობის დაშვება ტერიტორიების   ერთმანეთისაგან სათანადოდ გამიჯნვით;

ო.გ) მემცენარეობაში - ერთმანეთისაგან კარგად გარჩევადი სხვადასხვა ჯიშის შერჩევით.

2. თუ ბიომეურნეობა კონვერსიულ მეურნეობას ესაზღვრება, უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დაბინძურების თავიდან აცილებისათვის.

3. სურსათის/ცხოველის საკვების ბიოწარმოება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ სპეციფიკურ პრინციპებს:

ა)  სურსათის/ცხოველის საკვების  ბიოწარმოებას  ბიოლოგიური, მექანიკური და ფიზიკური მეთოდებით, პროდუქტის ორგანული მთლიანობის დაუზიანებლად;

ბ)  ბიოწარმოების სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისა და ინგრედიენტების გამოყენებას (გარდა მარილისა და წყლისა),  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინგრედიენტი ბაზარზე არ მოიპოვება „ბიო“ ფორმით;

გ) სურსათის/ცხოველის საკვების ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით გამოყენებულ მეთოდსა და ინგრედიენტს, რომელსაც შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი;

დ) ცხოველის საკვების ბიოწარმოებისას, ზოოტექნიკური და დიეტოლოგიური საჭიროებების შემთხვევებში, საკვებდანამატისა და ტექნოლოგიური დანამატის შეზღუდულ გამოყენებას;

ე) ერთსა და იმავე საწარმოში, ბიოლოგიური და კონვერსიული წარმოებისას,  მონაცვლეობითი წარმოების განხორციელებას.     

მუხლი 6. სპეციფიკური წესები მემცენარეობისათვის

წესების მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადი პრინციპების გარდა,  მემცენარეობის ბიომეურნეობაში  დაცული უნდა იქნეს  შემდეგი სპეციფიკური წესები:

ა) ნიადაგის დამუშავებისა და კულტივაციისათვის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შენარჩუნებასა და მატებას, დაიცავს მას ეროზიისა და გამკვრივებისაგან; 

 ბ)  ნიადაგის ნაყოფიერების,  ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებისა და  ამაღლებისათვის,  მეურნეობაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის  მრავალწლოვანი თესლბრუნვის გამოყენება, პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენლების, ან მძლავრი ფესვთა სისტემის მქონე კულტურების ჩართვით, მწვანე სასუქის,  ბიომეურნეობიდან მიღებული ცხოველის ნაკელის და ორგანული ნარჩენების გამოყენება (უმჯობესია კომპოსტირებული). დაშვებულია, ასევე სასათბურე წარმოება, მრავალწლიანი მცენარეები, მუდმივი საძოვრები;

 გ) ბიოწარმოებაში დამზადებული ნიადაგის გამანოყიერებელი საშუალებების კომპოსტირებული ან არაკომპოსტირებული სახით გამოყენება, ამასთან შეტანილი ნაკელის რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 170 კგ აზოტს ჰექტარზე წელიწადში;

დ) სხვა  ბიომეურნეობიდან მიღებული სასუქის გამოყენება დასაშვებია თესლბრუნვის პირობებში მცენარის საკვები ნივთიერებებით დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, ან იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგის გაუმჯობესება ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საშუალებებით შეუძლებელია;

 ე) მიკროორგანიზმების შემცველი საშუალებების გამოყენება დაშვებულია ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასევე კომპოსტის აქტივაციისათვის;

 ვ) ბიოსასუქის დამზადებამ, შენახვამ და გამოყენებამ არ უნდა დააბინძუროს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები; 

ზ) დაშვებულია ბიოდინამიური პრეპარატებისა და დანართი N1-ით ნებადართული სასუქებისა და ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებელი საშუალებების გამოყენება;

თ) დაუშვებელია მინერალური აზოტშემცველი სასუქების და ქიმიური სინთეზით მიღებული სასუქების გამოყენება;

ი) ნიადაგის დამცავი საფარისათვის დაშვებულია სინთეზური მულჩი, სილოსი, პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის ან სხვა პოლიკარბონატების პროდუქტები. გამოყენების შემდეგ ეს მასალები უნდა მოცილდეს ნიადაგს, თუმცა არ უნდა დაიწვას მეურნეობაში;

კ) დაუშვებელია პოლიქლორიდის პროდუქტების გამოყენება;

ლ) სათესლე და ვეგეტატიური გამრავლების მასალის წარმოებისათვის დაშვებულია მხოლოდ ბიომეთოდებით მიღებული სათესლე და ვეგეტაციური გამრავლების მასალის გამოყენება;

მ) ბიომეთოდებით მიღებული სათესლე და ვეგეტატიური გამრავლების მასალის წარმოებისათვის გამოყენებული ერთწლიანი მცენარის მოყვანა უნდა მოხდეს ბიოწარმოების პრინციპების დაცვით სულ მცირე ერთი თაობის, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში – ორი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში;

ნ) სერტიფიკაციის ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, ინდივიდუალურად, დაშვებულია არაბიომეურნეობიდან მიღებული სათესლე მასალისა და ვეგეტაციური გამრავლების ორგანოების გამოყენება;

ო) მცენარეთა დაცვა დაავადებების, სარეველებისა და მავნებლებისაგან ხორციელდება სახეობებისა და ჯიშების შერჩევით, თესლბრუნვაში ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების შერჩევით, კულტივაციისა და თერმული პროცესების გამოყენებით;

პ) მცენარეთა მავნებლების, დაავადებებისა და სარეველებისგან დასაცავად  ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული საშუალებების გარდა,  დაშვებულია დანართი N2-ით ნებადართული პესტიციდებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება.  დამჭერებად ან მახეებში გამოყენებული ნივთიერებები (ფერომონების გარდა) უშუალოდ არ უნდა ეხებოდეს კულტივირებულ მცენარეს;

ჟ) მცენარეები და მათი ნაწილები, აგრეთვე მათი პროდუქტები, შეიძლება ჩაითვალოს „ბიოპროდუქტად“ წესების მე-11 მუხლით  დადგენილი კონვერსიის პერიოდის გავლის შემდეგ;

რ) ბუნებაში, ტყეებსა და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე ველურადმზარდი მცენარისა და მათი ნაწილების შეგროვება ჩაითვლება ბიოწარმოებად თუ:

რ.ა) ამ ტერიტორიაზე, შეგროვების დაწყებამდე არა ნაკლებ სამი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ისეთი ნივთიერებები, რომლებიც არ არის ნებადართული დანართი №1 და დანართი №2-ით;

რ.ბ) შეგროვება არ ახდენს გავლენას ბუნებრივი ჰაბიტატის სტაბილურობაზე და ამ ტერიტორიაზე ველურადმზარდი მცენარეების სახეობის შენარჩუნებაზე;

ს) სოკოს წარმოებაში დაშვებულია სუბსტრატის გამოყენება, თუ იგი, გარდა  დანართი №1-ით ნებადართული ნივთიერებებისა, შედგება ქიმიურად დაუმუშავებული ტორფისა და ხის მასალისაგან, თუ ბიომეურნეობაში მიღებული ნაკელი და ცხოველის ექსკრემენტები ხელმისაწვდომი არ არის, დასაშვებია ნაკელისა და ცხოველის ექსკრემენტების 25%-ის შეტანა  კონვერსიული მეურნეობიდან;

ტ) მოსავლის აღების, დასაწყობებისა და ტრასპორტირებისას, დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია  წესების მე-12 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

მუხლი 7. სპეციფიკური წესები მეცხოველეობისათვის

 წესების მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადი პრინციპების გარდა,  მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა პირუტყვის, ღორის, ლოგომორფის, შინაური ფრინველის, ასევე ფუტკრისა და წყლის ცხოველის ბიოწარმოებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი სპეციფიკური წესები:

ა)უზრუნველყოფილი იქნეს ნიადაგის ბიოლოგიური შემად-გენლობის გაუმჯობესება;

ბ) ნაკელის გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ გამოირიცხოს მძიმე მეტალებით ან პათოგენური ორგანიზმებით კულტურების, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება;

გ)  მეცხოველეობის ბიომეურნეობაში  ჯიშები  უნდა შეირჩეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტენსიური წარმოების ზოგიერთი ჯიშისათვის დამახასიათებელი მდგომარეობა, როგორიცაა უეცარი სიკვდილი, მშობიარობა, რომელიც მოითხოვს საკეისრო კვეთას, უეცარი აბორტი და ღორის სტრესის სინდრომი;

დ)მეცხოველეობის ბიომეურნეობა/ბიოწარმოება და კონვერსიული მეურნეობა/წარმოება პარალელურად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები, სადაც ცხოველის მოშენება ხდება, ასევე ცხოველის საკვები, ნაკელი და ცხოველებისაგან მიღებული სხვა პროდუქტები განცალკევებულია ბიომეურნეობის/ბიოწარმოებისაგან;

ე) დაუშვებელია ერთი და იგივე საწარმოო ერთე-ულში/მეურნეობაში ბიოლოგიური და არაბიოლოგიური მეთოდებით ერთი და იმავე ცხოველის მოშენება, გარდა ფუტკრისა;

ვ)  ბიომეურნეობაში,  გამრავლების მიზნით, დასაშვებია ცხოველის შემოყვანა   დანართი N3-ით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთი ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტი ჩაითვლება „ბიოპროდუქტად”  მე-11 მუხლით  განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის გავლის შემდეგ;

ზ) ცხოველი, რომელიც იმყოფება მეურნეობაში კონვერსიის პერიოდის დასაწყისიდან, აგრეთვე მისგან მიღებული პროდუქტი, შეიძლება ჩაითვალოს „ბიოპროდუქტად” მე-11 მუხლით    განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის გავლის შემდეგ;

თ) ბუნებრივი კატასტროფის, ეპიზოოტიის  ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში, ცხოველების მასობრივად განადგურებისას, სერტიფიკაციის ორგანომ შესაძლებელია დაუშვას მეურნეობის განახლება ცხოველებით არაბიოლოგიური მეურნეობიდან;

ი) ცხოველს უნდა ჰქონდეს დაბინავებისა და ძოვების ისეთი პირობები, რომელიც დააკმაყოფილებს მის ბუნებრივ, ქცევით და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ცხოველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის სუფთა წყლით, საკვებით, სუფთა ჰაერით და ბუნებრივი განათებით.   დაცული ჭარბი დღის სინათლის, ტემპერატურის, წვიმის, ქარის, ტენის, მტვრისა და ტოქსიკური აირებისაგან,  დაავადებებისა და პარაზიტებისაგან;

კ) ცხოველის სადგომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

კ.ა)  ჰქონდეს ცხოველის მოთხოვნილების შესატყვისი დასაწოლი და დასასვენებელი სივრცე, ცხოველები დაცული იყვნენ ტრავმებისგან და შეეძლოთ ბუნებრივად დგომა და ყველა სახის ბუნებრივი მოძრაობის შესრულება. ცხოველთა დაბინავებისათვის სადგომების მინიმალური ფართობი დადგენილია   დანართი N 4-ით;

კ.ბ)   ჰქონდეს გლუვი, მაგრამ არა სრიალა იატაკი და მისი ნახევარი მაინც  უნდა იყოს მყარი და ეფინოს საკმარისი რაოდენობის მშრალი საფენი - ნამჯა, ნახერხი, თივა,  ქვიშა, ტორფი, ან სხვა სახის ბუნებრივი მასალები;

კ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სადგომში დღის ბუნებრივი ხანგრძლივობა გაზრდილია ხელოვნური განათებით, ღამის დასვენება, ხელოვნური განათების გარეშე, უნდა გრძლდებოდეს სულ მცირე  8 საათი;

კ.დ) დაშვებულია მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატის განთავსება, თუ ცხოველს მასთან შეხება არ ექნება, ცხოველი ასევე ვერ უნდა შეეხოს იმ  მასალებს, რომლებიც დამუშავებულია ტოქსიკური საშუალებებით;

კ.ე) სერტიფიკაციის ორგანოს თანხმობის გარეშე დაუშვებელია ერთ კვირაზე მეტი ასაკის ხბოების ინდივიდუალურ სადგომში(ბოქსში), ასევე გოჭებისა გალიებში დამწყვდევა;

ლ)  მეცხოველეობის ბიოწარმოებაში უნდა არსებობდეს ადგილი ცხოველის  გასუფთავებისა და გამრავლებისათვის, ასევე ექსკრემენტების დასაგროვებლად;

მ) ცხოველები უნდა გაერთიანდეს ჯგუფებში (ჯოგი, ფარა), გარდა ღორებისა, რომლებიც შეიძლება იზოლირებული იყვნენ მაკეობის ბოლო ეტაპებზე და ძუძუს წოვების პერიოდში;

ნ) ღია ტერიტორიაზე  ბიომეურნეობის ცხოველი განცალკევებული უნდა იყოს სხვა ცხოველისაგან. მათი საერთო საძოვარზე ძოვება დასაშვებია, თუ ძოვება არ ხდება ერთდროულად და საძოვრის დასამუშავებლად არ გამოუყენებიათ ამ წესებით  აკრძალული ნივთიერებები სულ მცირე სამი წლის განმავლობაში მაინც;

ო) გადაძოვების, აგრეთვე ცხოველებით ან ნაკელის მიმოფანტვით გამოწვეული ნიადაგის გამოფიტვის, ეროზიისა და დაბინძურების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, საძოვრის ერთეულ ფართობზე უნდა შეიზღუდოს ცხოველთა რაოდენობა. ცხოველთა მაქსიმალური რაოდენობა ჰექტარზე განსაზღვრულია დანართი N5-ით;

პ) დაუშვებელია ცხოველის დაბმა და/ან იზოლაცია,   გარდა ვეტერინარული მიზნებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელია მათი უსაფრთხოების დაცვა. ასეთ შემთხვევაში მათ კვირაში ორჯერ მაინც უნდა ჰქონდეთ ღია სივრცეში გასვლის საშუალება;

ჟ) სტრესის აცილების მიზნით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ცხოველის ტრანსპორტირების და  ასევე დაკვლის ხანგძლივობა;   

რ) მეცხოველეობის ბიომეურნეობაში უპირატესობა ენიჭება გამრავლების ბუნებრივ მეთოდებს, თუმცა დაშვებულია ხელოვნური განაყოფიერებაც;

ს) დასაშვებია არა ბიომეურნეობის ცხოველის საჯიშედ გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბიომეურნეობის ცხოველი არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი რაოდენობით ჯოგის ან ნახირის პირველადი ჩამოყალიბებისას, სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დადგენილი ვადების შესაბამისად და იმ პირობით, რომ მათი მოვლა ბიოწესების დაცვით დაიწყება ცხოველის დედის რძით კვების მოშორებისთანავე;

ტ) ცხოველთა დაავადებების პრევენციის მიზნით, საჭიროა სათანადო ჯიშების შერჩევა, ასევე კარგი მეცხოველეობის პრაქტიკის, ხარისხიანი და უვნებელი საკვების, სათიბის, საძოვრის, ცხოველების სათანადო სიმჭიდროვის, სადგომის მოწყობისა და ჰიგიენური პირობების დაცვა;

უ) ცხოველთა მკურნალობისათვის დაშვებულია იმუნოლოგიური ვეტერინარული საშუალებების გამოყენება;

ფ) დაუშვებელია ზრდის სტიმულატორებისა და სინთეზური ამინომჟავების გამოყენება;

 ქ) ვაქცინაცია და ეპიზოოტიური ღონისძიებები ბიომეურნეობაში უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

ღ) იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს 12 თვის განმავლობაში მკურნალობის სამი კურსი უტარდება სინთეზური ქიმიური ალოპათიური საშუალებებით, ან  უტარდება მკურნალობის ერთი კურსი და მისი ასაკი 12 თვეზე ნაკლებია, არ შეიძლება ამ ცხოველის პროდუქტის გაყიდვა, როგორც ბიოპროდუქტისა და მათთვის თავიდან უნდა დაიწყოს კონვერსიის პერიოდი. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ხორციელდება ვაქცინაცია, პარაზიტების ან ცხოველთა სავალდებულო განადგურება;

ყ) დაუშვებელია ცხოველთა დაავადებათა პრევენციისათვის ქიმიური სინთეზით მიღებული ალოპათიური ვეტერინარული საშუალებებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება;

შ) აუცილებლობის შემთხვევაში, თუ სხვა საშუალება ხელმისაწვდომი არ არის, ვეტერინარული მკურნალობისას დასაშვებია გენმოდიფიცირებული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება, ამ შემთხვევაში ცხოველი საჭიროებს კონვერსიის პერიოდის თავიდან გავლას;

ჩ) დაუშვებელია ემბრიონის ტრანსპლანტაციისა და რეპროდუქციის ჰორმონების გამოყენება;

ც) ცხოველის ტანჯვის თავიდან აცილების მიზნით, დაავადების მკურნალობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ ფიტოთერაპიული, ჰომეოპათური და სხვა საშუალებების გამოყენება უშედეგოა, განსაზღვრული პირობების მკაცრად დაცვით, დასაშვებია ქიმიური სინთეზით მიღებული ალოპათური მედიკამენტების, მათ შორის ანტიბიოტიკების გამოყენება. ამ შემთხვევაში სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, უნდა განისაზღვროს მკურნალობის კურსის და პრეპარატის მოხსნის პერიოდებთან დაკავშირებული შეზღუდვები;

ძ)  სინთეზური  ვეტერინარული საშუალებების გამოყენებისას, პროდუქციის გამოშვებისათვის აუცილებელი ლოდინის პერიოდი კონვერსიულთან შედარებით ორჯერ იზრდება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პერიოდი სულ მცირე 48 საათს უნდა შეადგენდეს;

წ) ცხოველის კვებითი მოთხოვნები, უნდა დაკმაყოფილდეს მათი განვითარების ეტაპების შესაბამისად და ცხოველის საკვებად გამოყენებული უნდა იქნეს  დანართი N6-ით განსაზღვრული საკვები, დანამატები და ნივთიერებები. კვება უნდა იყოს ბალანსირებული და კვების რეჟიმი უეცრად არ უნდა შეიცვალოს;

ჭ) ცხოველი უნდა იკვებებოდეს ბიოსაკვებით, რომლის 50%  ბიომეურნეობაში, ან იმავე რეგიონში არსებულ სხვა ბიომეურნეობაში მზადდება. დასაშვებია საკვების 30% იყოს კონვერსიული მეურნეობიდან;

ხ) თუ შეუძლებელია საკმარისი რაოდენობის ბიოსაკვების მოპოვება, საკვების წლიური რაოდენობის 10% შეიძლება შეივსოს არაბიომეურნეობის საკვებით, იმ პირობით, რომ ასეთი საკვები არ შეადგენს ცხოველის დღიური ულუფის 25%-ზე მეტს; გადარეკვის პერიოდში არა ბიომეურნეობიდან  მიღებული საკვები არ უნდა აღემატებოდეს მთელი წლის საკვები რაციონის 10%-ს;

ჯ) ცხოველი ინარჩუნებს ბიოლოგიურის  სტატუსს, თუ მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საკვების მშრალი მასის 80%  „ბიო“-ა;

ჰ) განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების, ტოქსიკური დაბინძურების, ხანძრის ან სხვა მიზეზების გამო  საკვების განადგურებისას სერტიფიკაციის ორგანომ დროებით შეიძლება დაუშვას  არაბიოსაკვების გამოყენება;

1) მცოხნელი ცხოველის კვების რაციონის მშრალი მასის 60% (50%-მდე მაინც მოგების პერიოდში) უნდა იყოს უხეში საკვები, ფურაჟი ან სილოსი;

2) ახალშობილი ძუძუმწოვრები უმჯობესია  იკვებებოდნენ   დედის რძით,  სულ მცირე:

2.ა) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 3 თვე;

2.ბ) წვრილფეხა პირუტყვი - 45 დღე;

2.გ) გოჭი - 40 დღე;

3)დაუშვებელია იძულებითი კვება. სადგომში საქონლის გასუქების ფაზა  არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს და მათი მთლიანი სასიცოცხლო პერიოდის 20%-ს ; 

4 )დაუშვებელია ცხოველთა დიეტა, რამაც შეიძლება ანემია გამოიწვიოს;

5)დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის ნებადართულია მხოლოდ დანართი  N 7-ით დადგენილი  ნივთიერებების გამოყენება;

6 ) არ უნდა მოხდეს ცხოველის კუდის მოკვეთა ელასტიკური ლენტით, შანთით ან მსგავსი მეთოდების გამოყენებით, კბილების დაჭრა ან გაქლიბვა,  რქების მოცილება. ზოგიერთი ასეთი პროცედურა შეიძლება განხორციელდეს სერტიფიკაციის ორგანოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე უსაფრთხოების, ცხოველის ჯანმრთელობის გაუმჯობესების, კეთილდღეობის ან ჰიგიენური მიზნებით. სერტიფიკაციის ორგანოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე შეიძლება განხორცილედეს  ფიზიკური კასტრაცია. ყველა სახის პროცედურა უნდა ჩაატაროს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალმა,  ცხოველის ტანჯვა მინიმუმადე უნდა იქნეს დაყვანილი, საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართონ ანესთეზიას;

ჰ7)ტრანსპორტირებისას უნდა შემცირდეს ცხოველების სტრესი და ტრავმის ალბათობა. აკრძალულია ელექტროსტიმულაციის გამოყენება ცხოველების სამოძრაო ტრაექტორიის იძულებითი შეზღუდვის მიზნით. დაუშვებელია ქიმიური ტრანკვილიზატორებისა და სტიმულატორების გამოყენება ტრანსპორტირებამდე ან ტრანსპორტირების დროს.

მუხლი 8. სპეციფიკური წესები მეფუტკრეობისა და მეფუტკრეობის პროდუქტებისათვის

წესების მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადი პრინციპების გარდა, მეფუტკრეობა და მეფუტკრეობის პროდუქტების ბიოწარმოება უნდა  ეფუძნებოდეს შემდეგ სპეციფიკურ წესებს:

ა)ფუტკრის ოჯახის ორგანულ წარმოებაზე გადაყვანისათვის    ფუტკარი ორგანული წარმოების ერთეულიდან უნდა მომდინარეობდეს;

ბ) სკები განთავსებული უნდა იქნეს ბიომეთოდებით მართულ ტერიტორიაზე, სადაც უხვადაა ბიოკულტურების, საჭიროების შემთხვევაში კი, ველურადმზარდი მცენარეების ყვავილის მტვერი და ნექტარი. სკები საკმარისი მანძილით უნდა იყოს დაცილებული ისეთი წყაროებისგან, რომლებმაც შეიძლება დააბინძუროს მეფუტკრეობის პროდუქტი ან მავნე გავლენა მოახდინოს ფუტკრის ჯანმრთელობაზე;

გ) სკის გარშემო 3 კმ-ის რადიუსში ყველა მეურნეობა ბიომეთოდებით უნდა იმართებოდეს, ან წარმოადგენდეს ველურ ან/და ბუნებრივ ტერიტორიას. ამ რადიუსში დასაშვებია  ისეთი კონვერნსიური მეურნეობის არსებობა, რომელიც დაბინძურების დაბალი რისკით ხასიათდება;

დ) სკებიდან 3 კმ-ის რადიუსში არ უნდა იყოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ დაბინძურების წყაროს, აღნიშნული მოთხოვნები არ ეხება უმოქმედო სკებსა და იმ ტერიტორიებს, სადაც არაა ყვავილოვანი მცენარეები;

ე) სკების  ველურ გარემოში განთავსებისას, ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი მწერების პოპულაციას;

ვ) სერტიფიცირების ორგანომ უნდა დაადასტუროს, რომ ოპერატორის მიერ მითითებული ადგილი არის ნექტარისა და ყვავილის მტვერის სათანადო წყარო;       

ზ) სკები და მეფუტკრეობაში გამოყენებული სხვა დამხმარე მასალები ძირითადად ბუნებრივი მასალისაგან უნდა იყოს დამზადებული;

თ) მეფუტკრეობის პროდუქტი  ორგანულის სტატუსს იძენეს, თუ მათი წარმოება განხორციელდა ამ წესების  შესაბამისად ერთი წლის განმავლობაში და ამ პერიოდში ცვილი მთლიანდ შეიცვალა ორგანულად წარმოებული ცვილით;

ი) პროდუქტის ამოღების სეზონის (ღალიანობის) დასასრულს ფუტკრის სკაში უნდა დარჩეს საკმარისი რაოდენობით თაფლის მარაგი და  მტვერი  ფუტკრის გამოზამთრებისათვის;

კ) არახელსაყრელი კლიმატური პირობების ან სხვა მიზეზის გამო, ფუტკრის საკვებით უზრუნველსაყოფად და დროებითი დეფიციტის ასაცილებლად, გამოიყენება ბიომეთოდით წარმოებული თაფლი,  შაქარი, ან შაქრის ბადაგი, რომელიც სასურველია მიღებული იქნეს იმავე საწარმოო ერთეულიდან. ხელოვნური კვება დასაშვებია თაფლის ბოლო ამოღებიდან და ნექტრისა და ცვარტკბილის მოგროვებამდე 15 დღის განმავლობაში;

ლ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, სერტიფიკაციის ორგანომ შეიძლება გასცეს ხელოვნური კვების პერიოდის გახანგრძლივების უფლება.  თუ შეუძლებელია ფუტკრისათვის საკმარისი რაოდენობის ბიოსაკვების მოპოვება, ფუტკრის საკვების 20% შესაძლოა შეიცვალოს თაფლით ან შაქრით არაბიოლოგიური წარმოებიდან;

მ) ფიჭის შეცვლა არ არის აუცილებელი, თუ ფუტკრების სკაში აკრძალული ნივთიერებები ადრე არ იყო გამოყენებული;

ნ) ფუტკრის ოჯახი უნდა შედგებოდეს მისივე განაყოფის ან სხვა ბიომეურნეობებში შეძენილი ნაყარის ან ფუტკრის ოჯახების ან მათი ნაყარისაგან,  განახლებისათვის დაშვებულია 10%-მდე „არაბიო“ წარმოშობის დედა ფუტკარის ან ფუტკრის ნაყარის შემოყვანა იმ პირობით, რომ მათი განთავსება მოხდება ბიომეურნეობის  სკაში მიღებულ ფიჭაზე;

ო) დაუშვებელია თაფლის და მეფუტკრეობის პროდუქტების აღების დროს ფუტკრების განადგურება ფიჭაში;

პ) დაუშვებელია თაფლის გამოწურვა ისეთი ფიჭიდან, რომელიც შეიცავს ფუტკრის ბარტყს;

ჟ) დაუშვებელია თაფლის ამოღებისას ფუტკრის დასაფრთხობად ქიმიური სინთეზური საშუალებების, აკრძალული ნივთიერებების შემცველი რეპელენტების  გამოყენება. თაფლის ამოღებისას უნდა შემცირდეს  კვამლის გამოყენება. შესაბოლი საშუალებები უნდა იყოს ბუნებრივი ან ისეთი ნივთიერებებისგან  დამზადებული, რომლებიც ამ წესებით დადგენილ მომთხოვნებს შეესაბამება;

რ) თაფლის ან მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის მიღება უნდა ხდებოდეს  დაბალ ტემპერატურაზე;

ს) ფუტკრების ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს  კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, კერძოდ:

ს.ა) სახეობების შერჩევისას გათვალისწინებული  იქნეს ფუტკრის  ადგილობრივ პირობებთან შეგუების უნარი, მათი სიცოცხლისუნარიანობა და რეზისტენტობა   დაავადებების მიმართ;

ს.ბ)  მოხდეს დედა ფუტკრების საჭიროებისამებრ განახლება და მამრების სისტემატური კონტროლი, ასევე სკაში ფუტკრის სისტემატური შემოწმება;

ს.გ) დაუშვებელია დედა ფუტკრისათვის ფრთების მოჭრა;

ს.დ) რეგულარულად ჩანაცვლდეს ცვილი და სკებში მოხდეს იმ უჯრედების შემოწმება, სადაც მოთავსებულია მამრის ჩანასახები;

ს.ე) დაავადებული ფუტკარი  იზოლირებული იქნეს ან განადგურდეს, მამრების განადგურება დაშვებელია იმ შემთხვევაში, თუ მასში ინვაზირებულია Varroa გვარის პარაზიტები;

ს.ვ) მავნებლებისა და დაავადებებისაგან დასაცავად, სამკურნალოდ (მათ შორის  Varroa გვარის წარმომადგენლებით ინვაზიისას) დაშვებულია  რძემჟავას, მჟაუნმჟავას, ძმარმჟავას, ჭიანჭველმჟავას, გოგირდის, ბუნებრივი ეთერზეთების (მაგ. მენთოლი, ევკალიპტი, თიმოლი,  ქაფური), Bacillus thuringiensis, ორთქლისა და ცეცხლის ალის გამოყენება, თუ   ზომების გატარება  შედეგს არ გამოიღებს, დაშვებულია ვეტერინარული სამკურნალო-თერაპიული საშუალებების  გამოყენება, იმ პირობით, რომ უპირატესობა მიენიჭება ფიტოთერაპიულ და ჰომეოპათიურ საშუალებებს;

ს.ზ) დაუშვებელია ქიმიური ალოპათიური საშუალებების გამოყენება პროფილაქტიკური მკურნალობის მიზნით;

ს.თ) ქიმიური სინთეზით მიღებული სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, მეფუტკრეობის პროდუქტები ორგანული სტატუსით აღარ გაიყიდება. მკურნალობა გავლილი ნაყარი  იქნეს იზოლირებული და თავიდან გაიაროს  კონვერსიის პერიოდი. ცვილი მთლიანად  შეიცვალოს ორგანული ცვილით.

მუხლი 9. სპეციფიკური წესები ფრინველისათვის

წესების მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადი პრინციპების გარდა, ფრინველის ბიოწარმოება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ სპეციფიკურ წესებს:

ა) ფრინველის ფერმა  იყოს მყარი კონსტრუქციის,  დაფარული  თივით, ნახერხით, ქვიშით, ტორფით  ან სხვა ბუნებრივი მასალებით.  ფართობის საკმარისი ნაწილი განკუთვნილი იყოს მეკვერცხული ქათმებისათვის;

ბ) სხვადასხვა ზომის ფრინველისათვის  უზრუნველყოფილი  იყოს თავისუფალი ადგილები და ქანდარები, შესაბამისი ზომის გასასვლელ/შემოსასვლელი ხვრელებით;

გ) დაუშვებელია  ფრინველის გალიებში დამწყვდევა;

დ) ფერმაში მოთავსებული ფრინველის საკვები  შედგებოდეს მათი მოთხოვნილებების შესაბამისი უხეში მასისაგან; 

ე) ფრინველისათვის, სულ მცირე მათი სიცოცხლის ერთი მესამედის მანძილზე, მისაწვდომი იყოს მცენარეებით დაფარული ღია ტერიტორიები;

ვ) ფრინველს, შესაბამის კლიმატურ პირობებში  შეეძლოს ღია სივრცეში გასვლა, მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს წყალი;

ზ) წყლის ფრინველი, შესაბამის კლიმატურ პირობებში, უზრუნველყოფილი იყოს ნაკადულით,  გუბურით, ტბით ან ხელოვნური წყალსაცავით;

თ)მეკვერცხული ქათმის შემთხვევაში, ნებადართულია დღე გაგრძელებული იქნეს ხელოვნური განათებით. გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, განათების გამოყენების მაქსიმალურ პერიოდს ადგენს სერტიფიკაციის ორგანო;

ი) შინაური ფრინველის დაკვლის მინიმალური ასაკია:

ი.ა) ვარია - 81 დღე;

ი.ბ) დაკოდილი მამალი-150 დღე;

ი.გ) პეკინური იხვი - 49 დღე;

ი.დ) დედალი მოსკოვური იხვი - 70 დღე;

ი.ე) მამალი მოსკოვური იხვი - 84 დღე;

ი.ვ) გარეული იხვი  - 92 დღე;

ი.ზ) ციცარი - 94 დღე;

ი.თ) ბატი და მამალი ინდაური - 140 დღე;

ი.ი) დედალი ინდაური - 100  დღე;

კ) შესაძლებლობისდაგვარად უნდა იქნეს არიდებული ნისკარტის მოჭრა. 

მუხლი 10 . აკვაკულტურის ბიოწარმოების სპეციფიკური წესები

წესების მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადი პრინციპების გარდა, აკვაკულტურის ბიოწარმოება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ სპეციფიურ წესებს:

ა) აკვაკულტურის ბიომეურნეობებში,  გამრავლების მიზნით, დასაშვებია წყლის ცხოველის შემოყვანა  სერტიფიკაციის  ორგანოს მიერ დადგენილი განსაკუთრებული პირობებით. ასეთი ცხოველები და მათგან მიღებული პროდუქტები ჩაითვლება „ბიოპროდუქტად” წესების  მე-11 მუხლით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის გავლის შემდეგ;

ბ) აკვაკულტურის ბიოწარმოებაში შეირჩეს შესაფერისი ხაზები (შტამები), დაუშვებელია ცალსქესიანი ხაზების (შტამების) მიღება, გარდა ხელით გადარჩევისა;

გ) მეურნეობის ბიოწარმოების მეთოდებმა, მათ შორის  კვებამ, ნაგებობის დიზაინმა, ცხოველთა სიმჭიდროვემ და წყლის ხარისხმა  დააკმაყოფილოს ცხოველების განვითარების, ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური ქცევის ნორმის საჭიროებები;

დ) ბიომეურნეობის წარმოების პრაქტიკამ შეამციროს გარემოზე უარყოფითი გავლენა, მათ შორის ბიომეურნეობის ცხოველის გადინება გარემოში. საწარმოო ერთეული და შეგროვების ზონა სათანადო მანძილით იყოს დაშორებული დაბინძურების წყაროს და კონვერსიულ მეურნეობას;

ე) აკვაკულტურის ბიოწარმოების ადგილი ისე  განისაზღვროს, რომ შესაძლებელი იყოს მისი ინსპექტირება;

ვ) ველური, უმოძრაო ორგანიზმებისა და მათი შეგროვების ღია ზონის სერტიფიკაცია შესაძლებელია, თუ ეს ორგანიზმები იზრდებიან დაუბინძურებელ, სტაბილურ და მდგრად გარემოში;

ზ) აკვაკულტურის ყოველი სახეობის ცხოველის მართვის, გამრავლებისა და მოშენებისათვის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს სახეობისათვის   დამახასიათებელი სპეციფიკური პირობები;

თ) თევზებისა და კიბოსნაირებისათვის გამოყენებული საკვები  აკმაყოფილებდეს მათ კვებით მოთხოვნილებებს სასიცოცხლო განვითარების ციკლის ყველა ეტაპზე. საკვების მცენარეული ფრაქცია მიღებული  იქნეს ბიოწარმოებიდან, ხოლო  საკვების წყლის ცხოველებისგან მიღებული ფრაქცია  იყოს თევზსაშენი მეურნეობის მდგრადი გამოყენების პროდუქტი;

ი) ორსაგდულიანი მოლუსკებისა და სხვა სახეობების ხელოვნური საარსებო გარემო აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჰიგიენის სპეციფიკურ წესებს ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის;

კ) თევზსაშენსა და ინკუბატორის გარდა, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება ახალშობილი ორგანიზმის მოვლა,  ორსადგულიანი მოლუსკი და სხვა სახეობის ცხოველი  იკვებებოდეს ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოდან;

ლ) აკვაკულტურის ცხოველის კვებისათვის დასაშვებია მხოლოდ დანართი N6-ით დაშვებული ნივთიერებების გამოყენება.  ახალშობილი ორგანიზმების გამოკვება ხელოვნურ პირობებში დასაშვებია;

მ) აკვაკულტურისა და წყლის სხვა ცხოველების დაავადებათა პრევენცია უნდა ეფუძნებოდეს  საარსებო პირობებისა და მაღალი ხარისხის, უვნებელი საკვების, ჯიშებისა და სახეობების სწორად შერჩევას, კარგი ჰიგიენის პრაქტიკას;

ნ) დაშვებულია იმონოლოგიური ვეტერინარული საშუალებების  გამოყენება;

ო) წყლის ცხოველის ვეტერინარული საშუალებით მკურნალობისას ლოდინის პერიოდი სამჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს კონვერსიულს და უნდა შეადგენდეს სულ მცირე 15 დღეს;

პ) ზღვის წყალმცენარე ჩაითვლება ბიოპროდუქტად, თუ:

პ.ა) წყალმცენარის ზრდის გარემო არის მაღალი ეკოლოგიური ხარისხის;

პ.ბ) გრძელვადიან პერსპექტივაში წყალმცენარეების შეგროვება უარყოფით  გავლენას არ მოახდენს გარემოზე;

პ.გ) ბიომეურნეობაში გენური ფონდის შენარჩუნებისათვის, ველურ გარემოში, მათი შეგროვება უნდა მოხდეს რეგულარულად.

მუხლი 11. კონვერსია

1. მეურნეობა/წარმოება რომელიც გადადის ბიომეურნეობაზე/ბიოწარმოებაზე, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კონვერსიის პერიოდი (ბიომეთოდების გამოყენებით მართვა)  დაიწყოს ოპერატორსა და სერტიფიკაციის  ორგანოს შორის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების  შესაბამისად;

ბ)  სერტიფიკაციის ორგანომ, წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო კულტურისა და ცხოველისათვის კონკრეტულად უნდა დაადგინოს კონვერსიის პერიოდი.

2. მემცენარეობის მეურნეობის კონვერსის პერიოდი განისაზღვრება:

ა) ორი წლით, თუ ერთწლიანი მცენარის დათესვამდე ან საძოვრისა და სათიბის გამოყენებამდე ორი წლის, ხოლო მრავალწლიანი კულტურის შემთხვევაში მოსავლის აღებამდე 3 წლის განმავლობაში მიწა იმართებოდა  წესების შესაბამისად;

ბ) კონვერსიის პერიოდის შემცირება დასაშვებია, თუ ოპერატორი სერტიფიკაციის ორგანოს წარუდგენს საკმარის დასაბუთებას, რომ მეურნეობის მიწის ნაკვეთი არ მუშავდებოდა, ან მუშავდებოდა მხოლოდ  წესებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;     

გ) იქ, სადაც დადასტურებულია, რომ მიწა დაბინძურდა ამ წესებით დაუშვებელი ნივთიერებებით, სერტიფიკაციის ორგანომ უნდა მოითხოვის კონვერსიის პერიოდის თავიდან დაწყება.

3.თუ მეურნეობაში გამოყენებული სათესლე ან ვეგეტაციური გამრავლების მასალა კონვერსიულია, მოსავალი სულ მცირე 12 თვის განმავლობაში არ უნდა გაიყიდოს, როგორც ბიოპროდუქტი.

4. ცხოველისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის კონვერსიაზე გადაყვანის გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობაა არანაკლებ:

ა) მეხორცული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის - 12 თვე;

ბ) წვრილფეხა პირუტყვისა და ღორისათვის - 6 თვე;

გ) მერძეული საქონლისათვის - 6 თვე;

დ) კვერცხმდებელი ქათმებისათვის - 6 კვირა; 

ე) მეხორცული ქათმებისათვის - 10 კვირა; 

ვ) მეფუტკრეობისათვის – 1 წელი;

ზ) აკვაკულტურისათვის - კონკრეტული  ცხოველის ერთი სასიცოცხლო ციკლი მაინც, ან სულ მცირე 12 თვე.

5.ცხოველის საკვებად გამოყენებულ საძოვრის გარდამავალი პერიოდი შეიძლება შემცირდეს ერთ წლამდე;

6. იმ შემთხვევაში, თუ საძოვარზე  არ არის გამოყენებული ბიოწარმოებაში დაუშვებელი  ნივთიერებები, კონვერსიის (გარდამავალი) პერიოდის შემცირება შესაძლებელია 6 თვემდე;

7. სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დასაშვებია კონვერსიის პერიოდის ხანგძლივობის ცვლილება.

8. კონვერსიის პერიოდში ცვილი მთლიანად უნდა შეიცვალოს ბიოცვილით. ფუტკრის ახალი ოჯახების შექმნისას ან კონვერსიის პერიოდში დასაშვებია კონვენციური ფუტკრის ცვილის გამოყენება, თუ ბაზარზე ბიოცვილი ხელმისაწვდომი არ არის და დასტურდება, რომ გამოყენებული ცვილი არ არის დაბინძურებული ამ წესებით   დაუშვებელი ნივთიერებებით.

მუხლი 12. სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და  რეალიზაციის  წესები

გარდა წესების მე-5 მუხლით განსაზღვრული სპეციფიკური პრინციპებისა, სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავება, შეფუთვა, შენახვა, ტრანსპორტირება და  რეალიზაცია უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ წესებს:

1. სურსათის/ცხოველის საკვების ბიოწარმოება გამიჯნული  იყოს კონვერსიური წარმოებიდან.

2. ბიოწარმოებაში გადამუშავებული სურსათის/ცხოველის საკვების შედგენილობა უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ პირობებს:

ა) განსაკუთრებული დანიშნულების მქონე სასურსათო პროდუქტი „არაბიო“ სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ინგრედიენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ არ არსებობს ალტერნატიული საშუალებები და მათ გარეშე შეუძლებელია დასახელებული სურსათის ბიოწარმოება (ყველა შემთხვევაში „არაბიო“ სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ინგრედიენტი არ უნდა აღემატებოდეს ბიოპროდუქტის საერთო მოცულობის 5%-ს) ;

ბ) სურსათში/ცხოველის საკვებში ერთდროულად არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი „ბიო“ ინგრედიენტი და იგივე ინგრედიენტი „არაბიო“ ფორმით ან კონვერსიაზე მყოფი მეურნეობიდან;

გ) კონვერსიაზე მყოფი სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან ბიოწარმოებული სურსათი უნდა შეიცავდეს სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის მხოლოდ ერთ ინგრედიენტს. 

3. სურსათის/ცხოველის საკვების ბიოწარმოებისას დაუშვებელია იმ ნივთიერებისა და მეთოდის გამოყენება, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია აღდგეს გადამუშავების ან დასაწყობების დროს სურსათის/ცხოველის საკვების დაკარგული თვისებები, აგრეთვე, მოხდეს გადამუშავების პროცესში დამდგარი დაუდევრობის შედეგების გამოსწორება ან რაიმე სახით ამ პროდუქტის ჭეშმარიტი, ბუნებრივი წარმოშობის შესახებ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.

4. დაუშვებელია ნებისმიერი საკვები კომპონენტის დამუშავება ქიმიური  სინთეზით მიღებული გამხსნელებით.

5. სურსათის/ცხოველის საკვების ბიოწარმოებისას დაშვებულია იმ   არასასოფლო-სამეურნეო წარმოშობის საკვებდანამატისა  და  ტექნოლოგიური დანამატის გამოყენება, რომლებიც  განსაზღვრულია  N8 და N9 დანართებით.

6. სურსათის ბიოწარმოებაში დაშვებულია მიკროორგანიზმები და ენზიმები, ბუნებრივი არომატიზატორები, სასმელი წყალი და მარილი, აგრეთვე, თუ კანონმდებლობა ამას მოითხოვს, მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები, ამინომჟავები და საკვებად გამოსაყენებელი მიკროელემენტები.

7. სურსათის ბიოწარმოებაში დაშვებულია დანართი N10-ით  დადგენილი კონვერსიული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტი. 

8. გადამუშავების მეთოდები უნდა ეფუძნებოდეს კარგ საწარმოო პრაქტიკას ( GMP – Good Manufacturing Practices) და სურსათის უვნებლობის პროგრამებსა და პროცედურებს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის  პრინციპების შესაბამისად.

9. ერთსა და იმავე საწარმოში  ბიო  და არაბიო სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავებისას საჭიროა შემდეგი ოპერაციული მოთხოვნების დაცვა: 

ა) ბიო და კონვერსიული სურსათის/ცხოველის საკვების   წარმოებაზე მსგავსი ოპერაციები სხვადასხვა დროს უნდა ჩატარდეს;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების ბიოწარმოებაში გადამუშავებამდე დანადგარები და მათი ზედაპირები, რომლებიც პროდუქტს ეხება, კარგად უნდა გასუფთავდეს;  

გ) სურსათის/ცხოველის საკვების ბიოწარმოებასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია უნდა ჩატარდეს უწყვეტად, საწარმოო ციკლის დასრულებამდე და ნათლად მოხდეს ბიოპროდუქტის იდენტიფიკაცია.

10. ბიოწარმოებაში დასაშვებია მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული განახლებადი მეორადი გამოყენების ან ბიოდეგრადირებადი  შესაფუთი მასალის, შესანახი კონტეინერისა და ჭურჭლის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს  ეკოსისტემის დაბინძურების აცილებას.

11. დაუშვებელია ბიოპროდუქტის შეფუთვისათვის გამოყენებული მასალის ხელახალი  გამოყენება იმავე მიზნით.

12. ბიოპროდუქტების შენახვა  უნდა ხდებოდეს არაბიოპროდუქტისგან იზოლირებულად.

13.  გადაზიდვისა და დასაწყობების  დროს  სურსათის/ცხოველის ბიოწარმოებისათვის გამოყენებული ნედლეული უნდა იყოს სათანადოდ ნიშანდებული, დაბინძურებისაგან დაცული და კონვერსიული ნედლეულისაგან დაშორებული.

14. ბიოწარმოებაში სურსათის/ცხოველის საკვების  ტრანსპორტირება შეიძლება  სათანადო შეფუთვითა ან დახურული კონტეინერებით,  დახურული კონტეინერი ან შეფუთვა არ მოითხოვება, თუ ტრანპორტირების განმახორციელებლები და მიმღები სერტიფიცირებული ან კონვერსიაზე მყოფი ოპერატორები არიან. ამასთან, სურსათის /ცხოველის საკვების ტრანსპორტირებისას ყოველ პარტიას  ახლდეს სათანადო დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნება პროდუქტის წარმოშობის დადგენა. 

15. ბიოწარმოების შედაგად მიღებული სურსათი/ცხოველის საკვები დასაწყობებული და დაცული  იყოს სხვა პროდუქტებთან შერევის ან დაბინძურებისაგან.

მუხლი 13. საფუვრის ბიოწარმოება

1. საფუვრის ბიოწარმოებაში გამოყენებული იქნეს მხოლოდ ბიომეთოდებით მიღებული სუბსტრატი. ისეთი სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის სუბსტრატის გამოყენება, რომელიც არ არის მიღებული ბიოწარმოებით,  დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ არ არსებობს ალტერნატიული საშუალება და მათ გარეშე დაუშვებელია საფუვრის წარმოება.

2.ბიოწარმოებაში მიღებული სურსათი/ცხოველის საკვები ერთდროულად არ უნდა შეიცავდეს“ ბიო“- და „არაბიო“ საფუარს.

3. საფუვრის ბიოწარმოებისათვის ნებადართულია №11 დანართით განსაზღვრული ტექნოლოგიური დანამატების  გამოყენება.

მუხლი 14. სპეციფიური წესები ღვინის ბიოწარმოებისათვის

1. ღვინის ბიოწარმოებისათვის გამოიყენება ნედლეული, რომელიც მიღებულია ბიომეურნეობიდან.

2. ღვინის ბიოწარმოებისას ცენტრიფუგირებისა და ფილტრაციისათვის (ინერტული მასალის გამოყენებით ან მათ გარეშე) გამოყენებული ფილტრის ფორების ზომა უნდა იყოს არანაკლებ 0,2 მკმ (მიკრომეტრი).

3. ღვინის ბიოწარმოებისათვის თერმული დამუშავების ტემპე-რატურა არ უნდა აღემატებოდეს 70 0 C-ს.

4. ღვინის ბიოწარმოებისათვის დაუშვებელია:

ა) ღვინის ნაწილობრივი კონცენტრირება გაცივებით;

ბ)ღვინის ნაწილობრივი დეალკოჰოლიზაცია;

გ) გოგირდის დიოქსიდის მოცილება ფიზიკური მეთოდით;

დ) დაბალ ტემპერატურაზე ღვინის მდგრადობის შენარჩუნებისათვის ელექტროდიალიზის გამოყენება;

ე) დაბალ ტემპერატურაზე ღვინის მდგრადობის შენარჩუნებისათვის კათიონების შემცვლელების გამოყენება.

5. ბიოწარმოებით მიღებულ ღვინოში გოგირდის დიოქსიდის (SO2, საკვებდანამატი E-220)  შემცველობა  ნაკლები უნდა იყოს “არაბიო” ღვინოსთან შედარებით.

6. ღვინის ბიოწარმოებისათვის ნებადართული ნივთიერებებისა და საშუალებების ნუსხა მოცემულია დანართი №12-ში.

მუხლი 15.  ბიოპროდუქტის ეტიკეტირება/ნიშანდება

1. სურსათი/ცხოველის საკვები მიჩნეული იქნება ბიოპროდუქტად თუ ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე,   რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, აღნიშნულია ტერმინები: „ბიოლოგიური“, „ორგანული“,  „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“, მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, აბრევიატურა, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი, ან/და  ლოგო.

2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში  მითითებული ტერმინების გამოყენება იმ სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე,   რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, რომლის წარმოება არ ხდება ბიოწარმოების წესების შესაბამისად.

3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში    მითითებული  ტერმინების გამოყენება იმ სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე, რეკლამასა და კომერციულ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს ან მიღებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან.

4. ბიოწარმოებით მიღებული სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ნიშანდებაზე, ინგრედიენტების ჩამონათვალსა და მხედველობის იმავე არეში, სადაც სავაჭრო აღწერილობაა, პირველ პუნქტში მითითებული ტერმინების გამოყენება დასაშვებია, თუ სურსათი/ცხოველის საკვები:

ა) შეიცავს სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის სხვა ინგრედიენტებს, რომელთაგან ყველა  „ბიო“ წარმოშობისაა;

ბ)  აკმაყოფილებს  წესების მე-12 მუხლით  განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტირება/ნიშანდება ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ბიოწარმოების მეთოდზე მინიშნება უნდა გაკეთდეს მხოლოდ ბიოინგრედიენტებთან დაკავშირებით. ამასთან მიეთითოს ბიოინგრედიენტების პროცენტული შემცველობა ინგრედიენტების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში. აღნიშნული წარმოდგენილი იქნეს ისეთივე ფერის, შრიფტისა და ზომის ასოებით,  როგორითაც წარმოდგენილია სხვა ინგრედიენტებზე მინიშნებები.

6. კონვერსიის პერიოდში მყოფი მეურნეობის მცენარეული წარმოშობის პროდუქტის ეტიკეტირება/ნიშანდება, როგორც „ბიოწარმოებაზე გარდამავალი პროდუქტი“ ან „კონვერსიაზე მყოფი პროდუქტისა“, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეურნეობაში ეს წესები დაცული იქნება 12 თვის განმავლობაში.

7. კონვერსიის პერიოდის ეტიკეტირება/ნიშანდება უნდა განსხვავდებოდეს სრული ბიოწარმოების ეტიკეტირება/ნიშანდებისაგან და შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი და  მოიცავდეს სიტყვებს: „ბიოწარმოებაზე გარდამავალი პროდუქტი“ ან  „კონვერსიის პერიოდის პროდუქტი”.

8. კონვერსიის პერიოდის პროდუქტზე, რომელიც მხოლოდ ერთი ინგრედიენტისაგან შედგება ეტიკეტის/ნიშანდების თვალსაჩინო ადგილას დატანილი უნდა იქნეს - „ბიოწარმოებაზე გადასვლა“.

9. დაუშვებელია მეცხოველეობის პროდუქტების ეტიკეტირება/ნიშანდება, როგორც „ბიოწარმოებაზე გარდამავალი (ან კონვერსიის) პერიოდის პროდუქტი“.

10. ეტიკეტზე/ნიშანდებაზე და თანმხლებ დოკუმენტაციაში   მითითებული უნდა იქნეს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და/ან ლოგო.

მუხლი 16. ბიოპროდუქტის იმპორტ-ექსპორტი

1. საქართველოში ბიოპროდუქტის იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება წინამდებარე წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

2. იმპორტის დროს ბიოპროდუქტს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის ორიგინალი, სერტიფიკაციის საფუძველი უნდა იყოს სულ მცირე  კოდექს ალიმენტარიუსის სტანდარტთან შესაბამისობა ( Codex Alimentarius guidelines CAC/GL  32).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სერტიფიკატი იმპორტიორმა უნდა შეინახოს არანაკლებ ორი წლის განმავლობაში.

4. იმპორტ-ექსპორტის დროს, საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი  წესით საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას,  თუ ბიოპროდუქტის დამუშავება ხდება იმ ნივთიერებებითა და საშუალებებით, რომლებიც მითითებული არ არის ამ დადგენილების  №2 და №7 დანართებში, მაშინ პროდუქტი კარგავს ბიოსტატუსს.

მუხლი 17.  ოპერატორის ვალდებულებები

1. ოპერატორი, რომელიც აწარმოებს ბიოპროდუქტს,  რეგისტრირებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ოპერატორი, რომელიც აწარმოებს ბიოპროდუქტს,  პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის ფარგლებში დაიცვას წინამდებარე წესებით დადგენილი მოთხოვნები და ვალდებულია  გააჩნდეს შესაბამისი ჩანაწერები და დოკუმენტები  და განახლებული წერილობითი  ინფორმაცია:

ა) ცხოველის გამრავლებასა და საქონლის სანაშენე მონაცემების შესახებ;

ბ)  ცხოველის ნებისმიერი შესყიდვის  (შეძენის) შესახებ;

გ)  ცხოველის საკვების წარმოშობის შესახებ;

დ) სამკურნალო საშუალების დასახელებისა და ვარგისიანობის ვადის შესახებ;

ე) დაავადების, დაზიანების  და რეპროდუქციულ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისათვის წინასწარ შემუშავებულ გეგმასთან დაკავშირებით;

ვ) მკურნალობის ყველა პროცედურის და ნებისმიერი მიზნით გამოყენებული სამკურნალო საშუალების, კარანტინის პერიოდისა და მკურნალობა გავლილი პირუტყვის და ნაყარის ჩათვლით;       

ზ) განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქონლის და ფუტკრის ნაყარის გადაადგილებისა და სკების განლაგების შესახებ, რომლებიც რუკებზეა მოცემული;

თ) ტრანსპორტირების, დაკვლის და/ან რეალიზაციის შესახებ;

ი) მეფუტკრეობის პროდუქტების მოპოვების, გადამუშავების და შენახვის შესახებ;

კ) სათესლე და ვეგეტაციური მასალის შესახებ;

ლ) ნიადაგის ნაყოფიერების,  ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებისა და  ამაღლებისათვის გამოყენებული მეთოდების შესახებ;

მ)  მცენარეთა დაცვის გამოყენებული საშუალებების შესახებ შესაბამისი თარიღის მითითებით;

ნ) ნედლეულის მიმწოდებლის შესახებ;

ო) საწარმოო ერთეულის საწყობში არსებული ბიოპროდუქტის დასახელებისა და რაოდენობის შესახებ;

პ) ბიოწარმოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი შემოწმების შედეგებზე და სერტიფიკაციისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

3. ოპერატორი ვალდებულია წერილობითი ანგარიშები და დოკუმენტები შეინახოს 5 წლის განმავლობაში.

4. ოპერატორი ვალდებულია შეუფუთავი ბიოპროდუქტების ტრანსპორტირება  მოახდინოს ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს მის დაბინძურებას.

5. დაუშვებელია ოპერატორმა   ბიოწარმოების საწარმოში/მეურნეობაში შეინახოს ის ნივთიერებები, რომლებიც არ არის მითითებული ამ წესების დანართებში.

6. ოპერატორი რომელიც ახორციელებს  ღვინის ბიოწარმოებას  ვალდებულია დოკუმენტებში აღნიშნოს ღვინის რაოდენობა ლიტრებში, ღვინის კატეგორია და გამოშვების წელი.

7. ოპერატორი ვალდებულია სერტიფიკაციის   ორგანოს შეუქმნას სათანადო პირობები   ინსპექტირების  განხორციელებისათვის.       

8. ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მთელი საწარმოო ციკლის - წარმოების, გადამუშავების, დაფასოების, ნიშანდების და დისტრიბუციის გამჭვირვალობა.

  მუხლი 18. ბიოწარმოების/ბიომეურნეობის სერტიფიკაცია

1. ბიოწარმოების/ბიომეურნეობის სერტიფიკაცია ნებაყოფლობითია და ხორციელდება ოპერატორის ინიციატივით.

2. სერტიფიკაციას ექვემდებარება ცოცხალი და გადაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სურსათი/ცხოველის საკვები, თესლი დასარგავი მასალა და საფუარი თუ მას იყენებენ სურსათში, ცხოველის საკვებში.

3. სერტიფიკატის გაცემისთვის ინპექტირებას ექვემდებარება ბიოპროდუქტის წარმოება, დამზადება, დასაწყობება და რეალიზაცია.

4. სერტიფიკაციისაგან გათავისუფლებული არიან ის პირები ვინც ახდენენ ბიოპროდუქტის რეალიზაციას იმ პირობით, რომ ისინი არ აწარმოებენ, არ ამზადებენ და არ ასაწყობებენ პროდუქტებს, ასევე  თუ  ისინი ეწევიან შეფუთული და ეტიკეტირებული/ნიშანდებული პროდუქტის რეალიზაციას.

5. სერტიფიკაციას ახორციელებს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო.    

6. ამ წესების მიზნებისათვის დასაშვებია საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ ბიოწარმოების/ბიომეურნეობის  სერტიფიკაცია.

7. სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილება მიიღება ინსპექტირების შემდეგ.

8. სასოფლო-სამეურნეო ბიოწარმოების სერტიფიკაციის პროცედურა იწყება ნიადაგის, მათ შორის მინდვრებისა და საძოვრების  ინსპექტირებით.

9. სერტიფიკაციის  ორგანომ უნდა უზრუნველყოს საწარმოს სრული ფიზიკური ინსპექტირება სულ მცირე წელიწადში ერთხელ. ინსპექტირების სრული ანგარიში უნდა მომზადდეს თითოეული დათვალიერების შემდეგ და ხელმოწერილი იქნეს ინსპექტირებული საწარმოს/მეურნეობის პასუხისმგებელი პირისა და ინსპექტირების განმახორციელებელი პირის  მიერ. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი  ინსპექტირება გაფრთხილების გარეშე.

10. ინსპექტირებისას ხორციელდება საწარმოს/მეურნეობის დათვალიერება და აღწერა.     

11. თუ ოპერატორს  ერთსა და იმავე ტერიტორიაზე აქვს „ბიო“ და „არაბიო“ მეურნეობა/საწარმოები, მაშინ ინსპექტირებისას უნდა შემოწმდეს როგორც „ბიო“ასევე „არაბიო“ მეურნეობა/საწარმოები. ერთსა და იმავე მეურნეობა/საწარმოში  არ უნდა  ხდებოდეს მსგავსი ჯიშების მოყვანა ბიოლოგიური და არაბიოლოგიური მეთოდით.

12. თუ სერტიფიკაციის  ორგანო დაუშვებს გამონაკლისს, მან უნდა დააზუსტოს წარმოების ტიპი და პირობები, რომლისთვისაც დაშვებულია გამონაკლისი და ჩაატაროს ისეთი ქმედებები, როგორიცაა:

ა) დამატებითი  ინსპექტირება გაფრთხილების გარეშე;

ბ) დამატებითი ინსპექტირება მოსავლის აღების დროს;

გ) დამატებითი მოთხოვნები დოკუმენტებთან დაკავშირებით.  

13. მეცხოველეობის ბიოწარმოების შემთხვევაში სერტიფიკაციის ორგანომ შეიძლება დააწესოს შეზღუდვები განსხვავებული სახეობებისათვის.

14. ინსპექტირებისას, სერტიფიკაციის ორგანო დოკუმენტურად შეისწავლის ასევე:

ა) საწარმოებისა და სამეურნეო ნაგებობების გეგმას, ფართობს;

ბ) გამოყენებულ ჯიშებსა და სათესლე მასალას, მათი წარმოშობის წყაროს;

გ) გამოყენებულ ტექნოლოგიას;

დ) გამოყენებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებს და ნიადაგის   გასანოყიერებელ საშუალებებს;

ე) ინფორმაციას ცხოველთა გადაადგილების შესახებ;

ვ) ცხოველების მიერ გამოყენებულ საკვებ რაციონს;

ზ) დაავადებათა პროფილაქტიკურ ღონისძიებებსა და თერაპიულ მკურნალობას;

თ) ნებისმიერი შესყიდვების რეგისტრაციას;

ი) ტრანსპორტირებას, დაკვლას, რეალიზაციას.  

15. ინსპექტირებისას აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, სერტიფიკაციის  ორგანოს მიერ გაცემული უნდა იქნეს რეკომენდაციები-მითითებები სათანადო  ღონისძიებების განხორციელების შესახებ, რომელიც ხელმოწერილი იქნება ორივე მხარის მიერ.

16. დარღვევების აღმოჩენისას გაცემული რეკომენდაციების-მითითებების  შესრულება მოწმდება მოულოდნელი ინსპექტირების დროს.

17. სერტიფიკატის დადასტურება უნდა მოხდეს ყოველწლიურად.

მუხლი 19. სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და სერტიფიკატის გაუქმება

1. სერტიფიკატის გაცემაზე  უარის თქმის საფუძველია   წინამდებარე წესებთან ინსპექტირებისას გამოვლენილი შეუსაბამობა.

2.სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია:

ა) ამ  წესებით განსაზღვრული ჩანაწერებისა და დოკუმენტების გაყალბება;

ბ) ამ წესებთან ინსპექტირებისას გამოვლენილი შეუსაბამობა.

მუხლი 20.  ბიოწარმოებაში ნებადართული საშუალებები და ნივთიერებები

1. სერტიფიკაციის ორგანო, ცალკეულ შემთხვევაში, იძლევა თანხმობას ისეთი ნივთიერებების, საშუალებებისა და                                    ინგრედიენტების გამოყენებაზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული შესაბამისი დანართებით. ასეთი ინგრედიენტის გამოყენება შესაძლებელია თანხმობის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში.

2. ბიოწარმოებაში ნებადართული ნივთიერებების ნუსხა მოცემულია  დანართებში.

3. ბიოწარმოებაში გამოყენებული მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების  ასამაღლებელი საშუალებები, რომელიც მოცემული არ არის  დანართებში რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ბიოწარმოებაში  გამოსაყენებლად ნებადართული ნივთიერებები და საშუალებები

დანართი  №1

სასუქები და ნიადაგის ნაყოფიერების  ასამაღლებელი საშუალებები

დასახელება

აღწერილობა, შემცველობა, გამოყენების პირობები

ა) ნაკელი

 ცხოველის ექსკრემენტებისა და მცენარეული ნარჩენებისგან (ცხოველის

 საფენი) მიღებული პროდუქტი, გარდა მეფრინველეობის ფაბრიკისა

 არაქარხნული წესით დამზადებული

ბ) მშრალი ნაკელი და  ფრინველის დეჰიდრირებული ექსკრემენტები

 

 არაქარხნული წესით დამზადებული

 

 

 

გ)ცხოველთა კომპოსტირებული ექსკრემენტები, მათ შორის ფრინველის ექსკრემენტები და მეურნეობის კომპოსტირებული  ნაკელი

 

 

 

 

 არაქარხნული წესით დამზადებული

დ)წუნწუხი, შარდი

 რეგულირებადი ფერმენტაციის და/ან შესაბამისი განზავების შემდეგ

 არაქარხნული წესით დამზადებული

 

ე)შინამეურნეობის ომპოსტირებული ან ფერმენტირებული ნარჩენები

 განცალკევებული უნდა იყოს შინამეურნეობის იმ ნარჩენებისაგან,  რომლებიც გამოიყენება კომპოსტირებისათვის ან ანაერობული ფერმენტაციისათვის ბიოგაზის წარმოებაში

 მხოლოდ მცენარეული და ცხოველური ნარჩენებისაგან მიღებული

მშრალი მასის მაქსიმალური კონცენტრაცია მგ/კგ-ზე: კადმიუმი - 0,7; სპილენძი - 70; ნიკელი -25; ტყვია - 45; თუთია - 200; ვერცხლისწყალი -0,4; ქრომი -70; ექვსვალენტიანი ქრომი – 0.

ვ) ტორფი

 დაშვებულია მებოსტნეობა - მებაღეობაში

 ზ)სოკოს კულტურის ნარჩენები

 სუბსტრატის საწყისი შედგენილობა, ამ დანართში ჩამოთვლილი პროდუქტებით უნდა შემოიფარგლოს

თ)ჭიაყელას (ვერმიკომპოსტი) და მწერების ექსკრემენტები

 

ი)გუანო

 

კ)მცენარეული ნარჩენების კომპოსტი

 გამოიყენება კომპოსტირებისათვის ან ანაერობული ფერმენტაციისათვის ბიოგაზის წარმოებაში

ლ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ან სუბპროდუქტები:  სისხლის ფქვილი, რქის ან ჩლიქის ფქვილი, ძვლის ფქვილი, თევზის ფქვილი, ხორცის ფქვილი, ბუმბულის ან ბალნის ფქვილი, ბალანი, ტყავი, მატყლი, რძის პროდუქტები

 

 ექვსვალენტიანი ქრომის მაქსიმალური კონცენტრაცია მშრალ მასაში უნდა იყოს - 0

მ)მცენარეული წარმოშობის პროდუქტები და სუბპროდუქტები სასუქისათვის

 მაგ, ზეთოვანი მარცვლეულის კოპტონი, კაკაოს ჩენჩო, ალაო

ნ)წყალმცენარეები და წყალმცენარეების პროდუქტები

 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია:

ა) ფიზიკური პროცესებით, მათ შორის დეჰიდრატაციით, გაყინვითა და დაფქვით

ბ) წყლით ან მჟავას წყალხსნარით და/ან ტუტე ხსნარის ექსტრაქციით

გ  გ) ფერმენტაციით

ო)ნახერხი, ნაფოტი და ბურბუშელა, 

ხის ქერქი და ნაცარი კომპოსტირებული

 მოჭრის შემდეგ ხე ქიმიურად არ უნდა დამუშავდეს

პ)ფოსფატის ქანი

 კადმიუმის შემცველობა ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს  90 მგ/კგ  P2O5-ზე

ჟ) ალუმინ-კალციუმის ფოსფატი

 კადმიუმის შემცველობა ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს 90 მგ/კგ P2O5-ზე. გამოყენება შეზღუდულია ძირითად ნიადაგებში (pH > 7.5)

რ)ძირითადი შლაკები

 საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული

ს)ნახშირმჟავა კალიუმის ქანები    (კაინიტი, სილვინიტი)

 საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული

ტ)კალიუმის სულფატი

 მიღებული დაუმუშავებელი კალიუმის მარილისაგან ფიზიკური ექსტრაქციის პროცესით, ასევე შეიძლება შეიცავდეს მაგნიუმის მარილს

უ)სპირტის წარმოების ნარჩენი (ბუყი) და მისი ექატრაქტი

 ამონიუმის შემცველი ნარჩენის  გარდა

ფ)ბუნებრივი წარმოშობის კალციუმის კარბონატის ქანები (მაგ. ცარცი, მერგელი, კირქვა, ფოსფოროვანი კირქვა

 

ბუნებრივი წარმოშობის

ქ)მაგნიუმისა და კალციუმის კარბონატი

ბუნებრივი წარმოშობის (მაგ; მაგნიუმის კირქვის ქანი,  ცარცი,  კირქვა)

ღ)მაგნიუმის სულფატი (კიზერიტი)

 ბუნებრივი წარმოშობის

 

ყ)კალციუმის ქლორიდის ხსნარი

 ვაშლის ხეების ფოთლების დამუშავება კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში

შ)კალციუმის სულფატი (თაბაშირი)

 ბუნებრივი წარმოშობის

ჩ)სამრეწველო წარმოების კირი

 შაქრის ან შაქრის ლერწმის სუბპროდუქტი

 მარილის წარმოების სუბპროდუქტი

ც)თიხა (მაგ., პერლიტი ან ვერმიკულიტი)

 

ძ) გოგირდი

 

წ)მიკროელემენტები

 საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული

ჭ)ნატრიუმის ქლორიდი

 საბადოში მოპოვებული მარილი

ხ)ქვის ან ქანების (მაგ.ბენტონიტი, ცეოლოტი, პერლიტი და სხვ)  ფხვნილი

 

                                                           დანართი №2

მცენარეთა დაცვის საშუალებები

დასახელება

აღწერილობა, შემცველობა, გამოყენების პირობები

I. მცენარეული და ცხოველური წარმოშობის

ა) Chrysanthemum cinerariaefolium-იდან მიღებული პერითრუმის საფუძველზე დამზადებული პრეპარატები, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ სინერგიული ეფექტის მქონე ნივთიერებებს

ინსექტიციდი,

 გარდა პიპერონილბუტოქსიდისა

ბ) პრეპარატი როტენონი Derris spp.-დან, Lonchocarpus spp. -დან და Thephrosia spp-დან მიღებული

 ინსექტიციდი

გამოყენებისას დაუშვებელია ნივთიერების წყალში მოხვედრა

 

გ) Quassia amara.-დან მიღებული პრეპარატები

 ინსექტიციდი, რეპელენტი

 

დ) Ryania speiosa-დან მიღებული  პრეპარატები

 ინსექტიციდი

ე) აზადირაქტინი, Azadirachta indica-იდან მიღებული   სხვა პრეპარატები

 ინსექტიციდი

ვ) პროპოლისი

 

ზ) ფუტკრის ცვილი

 გასხლვისას გამოსაყენებელი საშუალება

თ) ბუნებრივი მჟავები (მაგ.ძმარი)

 

ი) ჟელატინი

 ინსექტიციდი

კ) ლეციტინი

 ფუნგიციდი

ლ) კაზეინი

 

მ) მცენარეული ზეთები (პიტნის, ფიჭვის და კვლიავის ზეთები)

 ინსექტიციდი, აკარიციდი, ფუნგიციდი, ყლორტის ინჰიბიტორი

ნ) ჰიდროლიზებული პროტეინები

 საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული

ო) ზღვის წყალმცენარეები, მათგან მიღებული პროდუქტები, ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტები

 

პ) ქიტინის  ნემატოციდები

 

ჟ) ნატურალური მვენარეული პრეპარატები  (თამბაქოს გარდა)

 

II. მიკროორგანიზმები ბიოლოგიური მავნებლებისა და დაავადებების კონტროლისათვის

 

 მიკროორნანიზმები (ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები)

დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით

 

 

 

III. მიკროორგანიზმების მიერ წარმოებული ნივთიერებები

ა)სპინოსადი

 ინსექტიციდი,

 გამოყენება დასაშვებია, თუ ტარდება ძირითადი პარაზიტეებისაგან მომდინარე და რეზისტენტულობის განვითარების რისკების შემამსუბუქებელი ღონისძიებები

ბ)ასპერგილების ფერმენტირებული პროდუქტი

 

გ)საბადილა

 

IV. ნივთიერებები  რომლებიც გამოიყენება დამჭერებად ან მახეებში

ა)დიამონიუმის ფოსფატი

ატრაქტანტი

 გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დამჭერების შემთხვევაში

ბ)ფერომონები

 ატრაქტანტი

სექსუალური ქცევის დამრღვევი

 გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დამჭერებსა და მახეებში

გ)პირეთროიდები

§ინსექტიციდი

 გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დამჭერებში სპეციფიკურ ატრაქტანტებთან ერთად, მხოლოდ Batrocera oleae –ისა  და Ceratitis capitata wied -ს წინააღმდეგ

V. ნივთიერებები  რომლებიც გამოიყენება მცენარეებს შორის არსებული სივრცის დასამუშავებლად

რკინის ფოსფატი (სამვალენტიანი რკინის ორთოფოსფატი)

მოლუსკიციდი

VI. სხვა ნივთიერებები და საშუალებები

ა)სპილენძი შემდეგი ფორმებით:

 ა.ა)სპილენძის ჰიდროქსიდი

ა.ბ) სპილენძის ოქსიქლორიდი

ა.გ) (სამფუძიანი) სპილენძის სულფატი ა.დ)სპილენძის ოქსიდი

ა.ე) სპილენძის ოქტანოატი

 ფუნგიციდი

 გამოყენება დასაშვებია ჰექტარზე 6 კგ.-მდე ოდენობით წლის განმავლობაში,

 მრავალწლიანი კულტურებისათვის სერტიფიკაციის ორგანომ შეიძლება დაუშვას ამ რაოდენობის გაზრდა იმ პირობით, რომ მეურნეობაში 5 წლის განმავლობაში გამოყენებული სპილენძის საშუალო მაჩვენებელი არ გადააჭარბებს 6 კგ-ს წელიწადში

 

ბ)ეთილენი

 დაშვებულია კივისა და ხურმის წარმოებაში,  ასევე ციტრუსებში ხილის ბუზის წინააღმდეგ და კარტოფილისა და ხახვის ამონაყარებში

გ)ცხიმოვანმჟავა კალიუმის მარილი (რბილი საპონი)

 ინსექტიციდი

დ)კალციუმის პოლისულფიდი

ფუნგიციდი, ინსექტიციდი, აკარიციდი

ე)პარაფინის ზეთი

 ინსექტიციდი, აკარიციდი

ვ)მინერალური ზეთები

 ფუნგიციდი, ინსექტიციდი

 გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ხეხილის, ვაზის,  ზეთისხილის, ტროპიკული კულტურების წარმოებაში

ზ)ბიოდინამიური და ბალახეული პრეპარატები

 

თ)ჰომეოპათიური საშუალებები

 

ი)კალიუმის პერმანგანატი

 ფუნგიციდი, ბაქტერიოციდი;

 გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ხეხილის, ვაზისა და  ზეთისხილის წარმოებაში

კ)კვარცის სილა

 რეპელენტი

ლ)გოგირდი

 ფუნგიციდი, აკარიციდი, რეპელენტი

მ)კალციუმის ჰიდროქსიდი

ფუნგიციდი

გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ხეხილის წარმოებაში, სანერგეების ჩათვლით Nectria galligenas-ს წინააღმდეგ

ნ)კალიუმის ბიკარბონატი

 ფუნგიციდი

 

ო)ნატრიუმის ბიკარბონატი

 

     

დანართი № 3

ცხოველების შეძენა კონვერსიულ მეურნეობაში

სიტუაცია

პირობები

ა)მეურნეობის შექმნა ან განახლება

  წიწილები კვერცხის და ხორცის წარმოებისთვის – 3 დღემდე ასაკის;*

  სანაშენე ზაქი, ხბო და კვიცი – 6 თვემდე ასაკის;*

 სანაშენე ციკანი და ბატკანი – 60 დღემდე ასაკის; *

  გოჭები – 35 კილოგრამამდე წონის;*

*რაოდენობა შეზღუდული არ არის

 

ბ)მეურნეობის გაფართოება ან ბუნებრივი ნამატის შევსება ზრდასრული ცხოველებით

 მეურნეობაში არსებული ცხოველების რაოდენობის 10%-მდე ზრდასრული მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში;

 მეურნეობაში არსებული ცხოველების რაოდენობის 20%-მდე ზრდასრული წვრილფეხა საქონლისა და ღორის შემთხვევაში;

 მეურნეობაში არსებული ცხოველების რაოდენობის 40%-მდე, თუ მეურნეობაში შემოყავთ ახალი ჯიშის ცხოველები ან იცვლება მეურნეობის მიმართულება;

გ)საფუტკრის განახლება

 10%-მდე დედა ფუტკარი და ფუტკრის ნაყარი იმ პირობით, რომ ისინი განლაგდებიან ბიოსკაში მიღებულ ან ხელოვნურ ფიჭაზე;

დ)აკვაკულტურის წარმოების შექმნა ან განახლება

რაოდენობა არაა შეზღუდული იმ პირობით, რომ კონვენციურ სისტემებში შეძენილმა წყლის ცხოველებმა სიცოცხლის ორი მესამედი მაინც ბიოსისტემაში უნდა გაატარონ

 

           დანართი №4

ცხოველთა დასაბინავებელი ნაგებობის მინიმალური ფართობი

1.ძუძუმწოვრები

ცხოველებისათვის მისაწვდომი ნაგებობის შიდა სივრცე

 

 

გარე სივრცე (საძოვრების გარდა)

 

მინიმალური ცოცხალი წონა

2/სულზე

2/სულზე

ა)მსხვილფეხა პირუტყვის მოშენება და სუქება (ძროხა, კამეჩი, ცხენი და სხვ.)

100 კგ-მდე,

200 კგ-მდე,

350 კგ-მდე,

350 კგ-ზე ზევით

1,5

2,5

4,0

5 - 100კგ-ზე

არაუმცირეს 1მ2

1,1

1,9

3

3,7 - 100კგ-ზე

არაუმცირეს 0.75მ2

ბ)მერძეული ძროხები

 

6

4,5

გ)სანაშენე ბუღები

 

10

30

დ)ცხვარი და თხა

 

1,5 - ცხვრის/თხის შემთხვევაში;

0.35  -ბატკნის/თიკნის შემთხვევაში

2,5

2,5  არაუმცირეს  0,5 ბატკანზე/თიკანზე

ე)დედა ღორები გოჭებით 40 დღემდე

 

 

 

7,5 ერთ ღორზე

2,5

ვ)გასასუქებელი ღორები

50 კგ-მდე

85 კგ-მდე

110 კგ-მდე

0,8

1,1

1,3

0,6

0,8

1,0

ზ)გოჭები

40 დღეზე მეტი

ასაკის                        30 კგ-მდე

0,6

0,4

თ)ნეზვი/კერატი

 

2,5 ნეზვი

6,0 კერატი (საერთო სადგომის შემთხვევაში 10 მ 2)

1.9

8.0

 

2.შინაური ფრინველი

ნაგებობის შიდა სივრცე

(ცხოველებისათვის ხელმისაწვდომი სივრცე)

გარე სივრცე (სამოძრაო სივრცე საძოვრების გარდა)

 

 

რაოდენობა/ მ2

ქანდარის ზომა /სმ

ბუდე

მ2/სულზე

ა)კვერცხისმდე-ბელი ქათმები

6

18

ერთ საბუდარში უნდა იყოს 8 კვერცხმდე-ბელი დედალი; საერთო ბუდის შემთხვევაში 1,2 მ2 სულზე;

4, თუ აზოტის წარმოქმნა არ გადააჭარბებს 170 კგ/ჰა-წელიწადში

ბ)გასასუქე-

ბელი ფრინველი (ფიქსირებულ სადგომში)

10 არაუმეტეს 21 კგ ცოცხალი წონა 1მ2-ზე;

20 _ ციცრის შემთხვევაში;

 

4 - ბროილერის და ციცრის შემთხევევაში;

4.5 – იხვის შემთხევევაში;

10 - ინდაურის შემთხვევაში;

15 - ბატის შემთხევევაში;

თუ აზოტის წარმოქმნა არ გადააჭარბებს 170 კგ/ჰა-ს წელიწადში

გ)გასასუქებელი ფრინველი (გადასატან სადგომში)

16 _ სადგომში მაქსიმუმ 30 კგ ცოცხალი წონა 1მ2-ზე;

 

 

2.5

თუ აზოტის წარმოქმნა არ გადააჭარბებს 170 კგ/ჰა-ს წელიწადში

3.მინიმალური პირობები შინაური ფრინველებისათვის განკუთვნილი

შენობებისათვის

ა) ფრინველის მაქსიმალური რაოდენობა ერთ სადგომში:

 ა.ა)4 800 ვარია

 ა.ბ)3 000 კვერცხმდებელი ქათამი

  ა.გ)5 200 ციცარი

  ა.დ)3 200 მოსკოვური და პეკინური მამალი იხვი

 ა.ე)4 000 მოსკოვური და პეკინური დედალი იხვი

  ა.ვ) 2 500 დაკოდილი მამალი, ბატი ან ინდაური

ა.ზ)სადგომებს უნდა ჰქონდეთ ფრინველის ზომის ადეკვატური შესასვლელი ხვრელები და ამ ხვრელების სიგრძე შესაბამისად უნდა იყოს ყოველ 100 მ2 ფართობზე 4 მეტრი;

ა.თ)ხორცის წარმოებისთვის განკუთვნილი ფრინველის სადგომის მთლიანი გამოსაყენებლად ვარგისი ფართობი ნებისმიერ საწამოო ერთეულში არ უნდა აჭარბებდეს 1600 მ2-ს.

               

დანართი №5

ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა ჰექტარზე

კლასი ან სახეობა

რაოდენობა(ეკვივალენტურია

_1 ჰექტარზე წელიწადში 170 კგ აზოტისა)

ა)სახორცე ხბოები

5

ბ)სხვა საქონელი ერთ წლამდე

5

გ)ერთიდან ორ წლამდე ასაკის საქონელი

3.3

დ)ორი წელზე მეტი ასაკის მამრი საქონელი

2

ე)სანაშენე და სახორცე მდედრი საქონელი

2.5

ვ)მერძეული ძროხა

2

ზ)მდედრი სანაშენე ბოცვრები

100

თ)ცხვარი და თხა

13.3

ი)გოჭი

74

კ)სანაშენე ღორი

6.5

ლ)სხვა ღორი

14

მ)სახორცე ქათამი

580

ნ)კვერცხმდები ქათამი

230

                                                                                                                              

 დანართი  №6

მეცხოველეობაში დაშვებული საკვები, დანამატები და ნივთიერებები

1.მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის საკვები

ა)ფურაჟი და უხეში საკვები

მარცვლოვნების ნამჯა, საფურაჟე ძირხვენები და ტუბერები, ბალახეულობა (საფურაჟე მცენარეებიდან); სამყურა, დაფქვილი სამყურა; დაფქვილი ბალახეულობა; იონჯა და დაფქვილი იონჯა; დაკონსერვებული ფურაჟი – თივა; სილოსი;

ბ)მარცვლოვანი კულტურები, მათი პროდუქტები და თანაპროდუქტები

შვრიის მარცვალი, ქერქი, ანაცერი, ჩენჩო და ქატო; ქერის მარცვალი, ცილები და ანაცერი; ბრინჯის მარცვალი, დაროშილი ბრინჯი, ქატო; ფეტვის მარცვალი; ჭვავის მარცვალი, ანაცერი და ქატო; სორგოს მარცვალი; ხორბლის მარცვალი, ანაცერი, ქატო, წებოვანა და ჩანასახი; სპელტის მარცვალი; ტრიტიკალეს მარცვალი; სიმინდის მარცვალი, ქატო, ანაცერი და წებოვანა, ალოეს ნარჩენები;

გ)ზეთოვანი კულტურები (ზეთოვანი თესლი, ზეთოვანი ზილი), მათი პროდუქტები და სუბპროდუქტები

რაფსის თესლი, კოპტონი და ქერქი; სოიის თესლი, კოპტონი და ჩენჩო; მზესუმზირას თესლი და თესლის კოპტონი; ტურნეფსის თესლის კოპტონი და ჩენჩო; გოგრის თესლის კოპტონი;

დ)პარკოსნების მარცვალი, მათი პროდუქტები და სუბპროდუქტები

მუხუდოს, ცერცვის, ცერცველას მარცვალი; თერმულად დამუშავებული ცულისპირას მარცვალი;  სხვა საკვები პარკოსნების მარცვალი, ანაცერი და ქატო;

ე)ტუბერიანები, მათი პროდუქტები და სუბპროდუქტები

შაქრის ჭარხლის რბილობი; გამომშრალი ჭარხალი; კარტოფილი; ახალი კარტოფილის ტუბერი; კარტოფილის რბილობი (კარტოფილის სახამებლის ექსტრაქციის შედეგად მიღებული სუბპროდუქტი) კარტოფილის სახამებელი, კარტოფილის ცილა;

ვ)სხვა ხილი, ბოსტნეული,  მათი პროდუქტები და სუბპროდუქტები

ციტრუსის რბილობი, ვაშლის გამოწურული რბილობი, პომიდვრის რბილობი და ყურძნის რბილობი; გოგრა, თხილი, კაკალი, წაბლი და ა.შ.

ზ)სხვა მცენარეები, მათი პროდუქტები და სუბპროდუქტები

ბადაგი, როგორც საკვების შემკვრელი; მცენარეთა ექსტრაქტები; მცენარეთა პროტეინული ექსტრაქტები (მხოლოდ ახალგაზრდა ცხოველებისათვის); ბალახეულობა;

თ)რძე და რძის პროდუქტები

აუდუღარი რძე; რძის ფხვნილი; მოხდილი რძე; მოხდილი რძის ფხვნილი; კეფირი; კეფირის ფხვნილი; შრატი; შრატის ფხვნილი; შრატის ცილის ფხვნილი, კაზეინისა და ლაქტოზის ფხვნილები;

 

ი)თევზი, ზღვის სხვა ცხოველები, მათი პროდუქტები და სუბპროდუქტები, კვერცხი

შენიშვნა: თევზის მოპოვება უნდა ხდებოდეს მდგრადი მეთოდებით; ბალახისმჭამელების საკვებად თევზის გამოყენება არ შეიძლება;

თევზი, თევზის ფქვილი, თევზის ზეთი და არარაფინირებული თევზის ქონი;

მოლუსკების ან კიბოსნაირების ენზიმებისაგან (ფერმენტებისგან) მიღებული ავტოლიზიტები, ჰიდროლიზიტები და პროტეოლიზიტები;

კვერცხი – გამოიყენება მეფრინველეობაში, უმჯობესია იმავე მეურნეობიდან

კ)მინერალური წარმოშობის საკვები ნივთიერებები ან საკვებდანამატები

 

ნატრიუმი: არარაფინირებული ზღვის მარილი; ქვამარილი; ნატრიუმის სულფატი; ნატრიუმის კარბონატი; ნატრიუმის ბიკარბონატი; ნატრიუმის ქლორიდი;

კალიუმი: კალიუმის ქლორიდი;

კალციუმი: წყალმცენარე-ლითოთამნიონი; წყლის ცხოველების გარსი; კალციუმის კარბონატი; კალციუმის ლაქტატი; კალციუმის გლუკონატი;

ფოსფორი: ძვლის დიკალციუმფოსფატის პრეციფიტატი; დეფტორირებული დიკალციუმფოსფატი; დეფტორირებული მონოკალციუმფოსფატი; ნატრიუმის მონოფოსფატი; კალციუმ-მაგნიუმის ფოსფატი; კალციუმ-ნატრიუმის ფოსფატი;

მაგნიუმი: უწყლო მაგნიუმი; მაგნიუმის სულფატი; მაგნიუმის ქლორიდი; მაგნიუმის კარბონატი; მაგნიუმის ფოსფატი;

გოგირდი: ნატრიუმის სულფატი;

2. საკვებად გამოსაყენებელი დანამატები და ნივთიერებები

ა)ცილები და მიკროორგანიზმები

საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული

ბ)კონსერვანტები

E 200 – სორბინის მჟავა;  E 236 – ჭიანჭველმჟავა;* E 260- ყინულოვანი ძმარმჟავა;* E 270 – რძემჟავა;* E 280 – პროპიონის მჟავა;* E 330 –  ლიმონმჟავა;

* სილოსში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამინდი ადეკვატური ფერმენტაციის საშუალებას არ იძლევა

გ)ანტიოქსიდანტური საშუალებები

E 306 – ბუნებრივი წარმოშობის ტოკოფეროლით მდიდარი საშუალებები;

დ)შემკვრელი ნივთიერებები და კოაგულანტები

E 551b  –  კოლოიდური კაჟმიწა; E 551c – დიატომიტი;  E 553 – სეპიოლიტი (მაგნიუმის სილიკატი); E 558 – ბენტონიტი; E 559 – კაოლინის თიხა (ალუმინსილიკატი); E 561 – ვერმიკულიტი; E 470 –ცხიმოვანი მჟავების მარილები ( ბუნებრივი წარმოშობის კალციუმის სტეარატი);  E 560 – კალიუმის სილიკატი  (ქლორიტისა და სტეარიტის ბუნებრივი ნარევი); E 599 – პერლიტი.

 

 

 

ე)სილოსის ჩასაკვეთი საშუალებები

ენზიმები (ფერმენტები), ბაქტერიები და საფუარი, თუ ამინდი ადეკვატური ფერმენტაციის საშუალებას არ იძლევა

ვ)გადამუშავების დამხმარე საშუალებები სილოსისათვის

ზღვის მარილი, ქვამარილი, შრატი, შაქარი, შაქრის ჭარხლის რბილობი, მარცვლოვნები, ფქვილი.

ზ)ვიტამინები

 

ვიტამინები უპირატესად მიღებული უნდა იყოს იმ ნედლეულისგან, რომელიც ბუნებრივად არსებობს საკვებში;

შესაძლებელია ბუნებრივი ვიტამინების იდენტური სინთეზური ვიტამინების გამოყენება ერთკამერიანი კუჭის მქონე ცხოველებისათვის, ასევე სინთეზური A,D და E ვიტამინების გამოყენება მცოხნავი პირუტყვის შემთხვევაში;

თ)მიკროელემენტები

რკინა: რკინის (II) კარბონატი; რკინის (II) სულფატი; რკინის (III) ოქსიდი

იოდი: კალციუმის იოდატი უწყლო; კალციუმის იოდატი (ჰექსოჰიდრატი); ჰექსაჰიდრატი;  ნატრიუმის იოდიდი

კობალტი: კობალტის (II) სულფატი, მონოჰიდრატი და/ან ჰეპტაჰიდრატი; კობალტის (II) ფუძე სულფატი, მონოჰიდრატი

სპილენძი: სპილენძის (II) ოქსიდი; სპილენძის (II) ფუძე კარბონატი, სპილენძის მონოჰიდრატი; სპილენძის (II) სულფატი, პენტაჰიდრატი

მანგანუმი: მანგანუმის (II) კარბონატი; მანგანუმის ოქსიდი და მანგანუმოვანი ოქსიდი; მანგანუმის (II) სულფატი მონო- და/ან ტეტრაჰიდრატი

თუთია: თუთიის კარბონატი; თუთიის ოქსიდი; თუთიის სულფატი მონო- და/ან ჰეპტაჰიდრატი

მოლიბდენი: ამონიუმის მოლიბდატი, ნატრიუმის მოლიბდატი

სელენი: ნატრიუმის სელენატი; ნატრიუმის სელენიტი

ი)საფუარი

Saccharomyces cerevisiae; Saccharomyces carlsbergiensis

დანართი №7

ცხოველთა სადგომებისა და დანადგარების დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის დაშვებული საშუალებები

ა)კალიუმის და ნატრიუმის საპონი

ბ)წყალი და ორთქლი

გ) რძიანი კირი

დ)კირი

ე)ჩაუმქრალი კირი

ვ)ნატრიუმის ჰიპოქლორიტი (მაგ., როგორც თხევადი მათეთრებელი)

ზ)კაუსტიკური სოდა

თ)კაუსტიკური პოტაში (ნახშირმჟავა კალიუმი)

ი) წყალბადის ზეჟანგი

კ) ბუნებრივი მცენარეული ესენციები

 

ლ) ლიმონმჟავა, ზეძმარმჟავა, ჭიანჭველმჟავა, რძემჟავა, მჟაუნმჟავა და ძმარმჟავა

მ) ალკოჰოლი

ნ) აზოტმჟავა (მხოლოდ რძის წარმოების საშუალებებში)

ო) ფოსფორმჟავა (მხოლოდ რძის წარმოების საშუალებებში)

პ) ცურისა და მოსაწველი საშუალებების გასაწმენდი და სადეზინფექციო საშუალებები

ჟ) ნატრიუმის კარბონატი

რ) ფორმალდეჰიდი

დანართი №8

სურსათის წარმოებაში დაშვებული არასასოფლო-სამეურნეო წარმოშობის საკვებდანამატები

დასახელება

სურსათის დამზადება

გამოყენების პირობები

მცენარეული წარმოშობის

ცხოვლეური წარმოშობის

ა) E153

მცენარეული ნახშირი

 

X

თხის ყველი

ბ)E160 (b) *

ანატოს ექსტრაქტები,

ბიქსინი, ნორბიქსინი

 

 

X

ყველი ჩედერისთვის

გ)E170

კალციუმის კარბონატი

X

X

არ შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც საღებავი ან პროდუქტის კალციუმით გამამდიდრებლი

დ)E 220

 

ან

 

 

 

E 224

გოგირდის ორჟანგი

 

 

 

 

კალიუმის

პიროსულფიტი

X

 

 

დაშვებულია ხილ-კენკროვანი (*) ღვინოების (მათ შორის სიდრი) წარმოებაში  თუ არ არის დამატებული შაქარი ან თაფლი, ნარჩენი რაოდენობა  50 მგ (**)

სიდრისათვის, რომელიც დამზადებულია შაქრის ან წვენის კონცენტრტის დამატებით, ფერმენტაციის შემდეგ ნარჩენი რაოდენობა  - 100  მგ (**)

(*) იგულისხმება ხილისა და კენკროვანი მცენარეებისგან წარმოებული ღვინოები, გარდა ყურძნის ღვინოებისა

(**)წარმოების ყველა საფეხურისთვის  SO2 (მგ/ლ) მაქსიმალურია

ე)E250 ან

 

 

E 252

ნატრიუმის ნიტრიტი

 

კალიუმის ნიტრატი

 

 

X

 

 

X

ხორცის პროდუქტებში (1)

E 250  -ის დამატებული რაოდენობა არაუმეტეს 80 მგ/კგ;

E 252 - ის დამატებული რაოდენობა

არაუმეტეს 80 მგ/კგ;

E 250  -ის ნარჩენი რაოდენობა - არაუმეტეს 50 მგ/კგ;

E 250  -ის ნარჩენი რაოდენობა -  არაუმეტეს 50 მგ/კგ;

ვ)E270

რძემჟავა

X

X

 

ზ)E290

ნახშირორჟანგი

X

X

 

თ)E296

ვაშლის მჟავა

X

 

 

ი)E300

ასკორბინის მჟავა

X

X

დაშვებულია მხოლოდ ხორცპროდუქტების წარმოებაში (2)

კ)E301

ნატრიუმის ასკორბინატი

 

X

ხორცის პროდუქტებში (2),  რომლებიც შეიცავენ ნიტრიტებსა და ნიტრატებს

ლ)E306*

ტოკოფეროლების ნარევის

კონცენტრატი

X

X

ანტიოქსიდანტი ცხიმებში და ზეთებში

მ)E322*

ლეციტინები

X

X

დაშვებულია მხოლოდ რძის პროდუქტების წარმოებაში

ნ)E 325

 

ნატრიუმის ლაქტატი

 

 

X

გამოიყენება მხოლოდ რძისა და ხორცის პროდუქტებში

ო)E330

ლიმონმჟავა

X

 

 

პ)E 331

 

ნატრიუმის ციტრატი

 

 

X

 

ჟ)E332 (i)

 

კალიუმის ციტრატი

ორჩანაცვლებული

X

 

 

რ)E333

კალციუმის ციტრატი

X

 

 

ს)E334

ღვინის მჟავა (L(+)-)

X

 

 

ტ)E335

ნატრიუმის ტარტრატი

X

 

 

უ)E336

კალიუმის ტარტრატი

X

 

 

ფ)E 341(i)

კალციუმის ორთოფოსფატი-

ერთჩანაცვლებული

X

 

ცომის ასაფუებელი ნივთიერება

ქ) E400

ალგინმჟავა

X

X

დაშვებულია მხოლოდ რძის პროდუქტების წარმოებაში

ღ) E401

ნატრიუმის ალგინატი

X

X

ცხოველური პროდუქტებიდან დაშვებულია მხოლოდ რძის პროდუქტების წარმოებაში

ყ)E402

კალიუმის ალგინატი

X

X

ცხოველური პროდუქტებიდან დაშვებულია მხოლოდ რძის პროდუქტების წარმოებაში

შ)E406

აგარ-აგარი

X

X

ცხოველური პროდუქტებიდან დაშვებულია მხოლოდ რძის და ხორცის  პროდუქტების წარმოებაში

ჩ)E407

კარაგინანი

X

X

ცხოველური პროდუქტებიდან დაშვებულია მხოლოდ რძის პროდუქტების წარმოებაში

ც)E410*

პარკოსანი ხის

გუმფისი

X

X

 

ძ)E412*

გუარის გუმფისი

 

X

X

 

წ)E413

 

ტრაგაკანტი

X

 

 

ჭ)E414*

გუმიარაბიკი

X

X

 

ხ)E415

 

 

 

 

ქსანტანის

გუმფისი

X

X

 

ჯ)E 416

 

კარაიას გუმფისი

X

 

 

ჰ ) E422

 

გლიცერინი

X

 

მცენარეული ექსტრაქტებისათვის

 ჰ1 ) E 440(i)

პექტინი (ფორმაუცვლე-ლი)

X

X

ცხოველური პროდუქტებიდან დაშვებულია მხოლოდ რძის პროდუქტების წარმოებაში

2 ) E464

ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა

X

X

გამოიყენება საკვები კაფსულების წარმოებაში

 

3 ) E500

ნატრიუმის კარბონატები

X

X

ცხოველური პროდუქტებიდან დაშვებულია რძის ნაღების პროდუქტების წარმოებაში

 

4) E501

კალიუმის კარბონატი

X

 

 

5 ) E503

ამონიუმის კარბონატი

X

 

 

6)  E504

508

მაგნიუმის კარბონატი

X

 

 

 ჰ7) E 509

 

კალციუმის ქლორიდი

 

 

X

გამოიყენება რძის კოაგულაციისათვის

 

 ჰ8)  E516

კალციუმის სულფატი

X

 

 

9)   E524

ნატრიუმის ჰიდროქსიდი

X

 

გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში

10) E551

სილიციუმის ორჟანგი

X

 

ანტიკონგლომერაციული აგენტი ბალახეულობისა და სანელებლებისათვის

 ჰ 11 ) 553(b)

ტალკი

X

X

ხორცის პროდუქტების ზედაპირის დამფარავი საშუალება

12 )   E938

არგონი

X

X

 

13 )   E939

ჰელიუმი

X

X

 

 ჰ14)  E941

აზოტი

X

X

 

15) E948

ჟანგბადი

X

X

 

 

(1) - გამოყენება დასაშვებია, თუ კომპეტენტური ორგანოს მიერ დასაბუთებულია,  რომ არ არსებობს ალტერნატიული  საშუალება, რომელსაც  ანალოგიური  ტექნოლოგიური  მოქმედება აქვს.

(2)- შეზღუდვა ეხება მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს

 

 

დანართი №9

სურსათის წარმოებაში დაშვებული ტექნოლოგიური დანამატები

დასახელება

სურსათის დამზადება

განსაკუთრებული პირობები

მცენარეული წარმოშობის

ცხოვლეური წარმოშობის

ა)სასმელი წყალი

X

X

 

ბ)კალციუმის ქლორიდი

X

 

კოაგულანტი

გ)კალციუმის კარბონატი

X

 

 

დ)კალციუმის ჰიდროქსიდი

X

 

 

ე)კალციუმის სულფატი

X

 

კოაგულანტი

ვ)მაგნიუმის ქლორიდი

X

 

კოაგულანტი

ზ)კალიუმის კარბონატი

X

 

ყურძნის გამოშრობა/დაჩამიჩება

თ)ნატრიუმის კარბონატი

X

 

შაქრის წარმოება

ი)რძის მჟავა

 

 

X

დაშვებულია, როგორც მხოლოდ pH  მარეგულირებლი,  ყველის წარმოებაში

კ)ლიმონის მჟავა

X

X

დაშვებულია, მხოლოდ როგორც pH მარეგულირებლი, ყველის წარმოებაში, ასევე მცენარეული ზეთისა და სახამებლის ჰიდროლიზის წარმოებაში

ლ)ნატრიუმის ჰიდროქსიდი

X

 

შაქრის და კომბოსტოს თესლის ზეთის (Brassica spp.) წარმოება

მ)გოგირდმჟავა

X

X

დაშვებულია მხოლოდ ჟელატინისა და შაქრის წარმოებაში

ნ)ამონიუმის ჰიდროქსიდი

 

X

ჟელატინის წარმოება

 

ო)წყალბადის ზეჟანგი

 

X

ჟელატინის წარმოება

 

პ)ნახშირორჟანგი

X

X

 

ჟ)აზოტი

X

X

 

რ)ეთანოლი

X

X

გამხსნელი

ს)ტანინის მჟავა

X

 

დანამატი ფილტრაციისათვის

ტ)კვერცხის ცილა

X

 

 

უ)კაზეინი

X

 

 

ფ)ჟელატინი

X

 

 

ქ)თევზის ჟელატინი

X

 

 

ღ)მცენარეული ზეთები

X

X

საპოხი ან დამშლელი ან აქაფების საწინააღმდეგო საშუალება

ყ)სილიციუმის ორჟანგი

X

 

როგორც გელი, ან კოლოიდური ხსნარი

შ)გააქტივებული ნახშირი

X

 

 

ჩ)ტალკი

X

 

E 553b

 

ც)ბენტონიტი

X

X

ცხოველური პროდუქციდან დაშვებულია მხოლოდ თაფლის ალკოჰოლური სასმელის წარმოებაში (E 558)

 

ძ)კაოლინი

X

X

ცხოველური პროდუქტების წარმოებისას დაშვებულია მხოლოდ დინდგელი (E 559)

 

წ)ცელულოზა

X

X

ჟელატინის წარმოება

 

ჭ)დიატომიტის მიწა

X

X

ჟელატინის წარმოება

 

ხ)პერლიტი

X

X

ჟელატინის წარმოება

 

ჯ)კაკლის ნაჭუჭი

X

 

 

ჰ)ფუტკრის ცვილი

X

 

დამშლელი ნივთიერება

ჰ1)კარნაუბის ცვილი

X

 

დამშლელი ნივთიერება

ჰ2)ბრინჯის ფქვილი

X

 

 

დანართი №10

სურსათის წარმოებისათვის დაშვებული კონვერსიული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტები

დასახელება

ბოტანიკური დასახელება

ა)რკო

Quercus spp.

ბ)კოლას კაკალი

Cola acuminata

გ)ხურტკმელი

Ribes uva-crispa

დ)მარაკუია

Passiflora edulis

ე)ჟოლო (გამომშრალი)

Rubus idaeus

ვ)წითელი მოცხარი (გამომშრალი)

Ribes rubrum

ზ)სანელებლები და სამკურნალო მცენარეები, მათ შორის:

·         ზ.ა)წიწაკა (პერუ)

·         ზ.ბ)პირშუშხას თესლი

·         ზ.გ)სამკურნალო ალპინია

·         ზ.დ)მზესუმზირას ყვავილები

·         ზ.ე)წყლის წიწმატი (ჯარუხა)

 

· Schinus molle L.

·Aromacia rusticana

·  Alpinia officinarum

·Carthamus tinctorius

·Nastúrtium officinále

 თ) წყალმცენარეები, ზღვის ბალახების ჩათვლით

ი) რაფინირებული ან არარაფინირებული მცენარეული ცხიმები და ზეთები, რომლებიც არ უნდა იყოს ქიმიურად შეცვლილი, მათ შორის:

·        

         

 

 

ი.ა)კაკაო

·         ი.ბ)ქოქოსის კაკალი

·         ი.გ)ზეთისხილი

·         ი.დ)მზესუმზირა

·         ი.ე)პალმა

·         ი.ვ)რაფსი

·         ი.ზ)მზესუმზირა

·         ი.თ)შირბახტი

·         ი.ი)სოია

 

კ)მარცვლოვანი კულტურებისა და ტუბერიანი მცენარეებისაგან მიღებული, ქიმიურად შეუცვლელი  შაქარი,  სახამებელი და სხვ. პროდუქტები:

·         კ.ა)ფრუქტოზა

·         კ.ბ)ბრინჯის ქაღალდი

·         კ.გ)დაწნეხილი პურის ქაღალდი

·         კ.დ)ბრინჯის სახამებელი

·         კ.ე)სიმინდის სახამებელი

 

·Theobroma cacao

· Cocos nucifera

· Olea europaea

·  Helianthus annuus

· Elaeis guineensis

· Brassica  napus,rapa

· Carthamus tinctorius

· Sesamum indicum

·  Glycine max

 

 

ლ)ბარდის მარცვლისგან მიღებული ცილა

Pisum spp.

მ)შაქრის ლერწმისაგან გამოხდილი სპირტი (რომი)

 

ნ)ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, მათ შორის: ჟელატინი, წყლის ორგანიზმები, რომლებიც არ არის მიღებული თევზეულისაგან და ნებადართულია კონვერსიულ წარმოებაში

 

დანართი №11

საფუარისა და საფუარის პროდუქტების წარმოებისათვის

დაშვებული საშუალებები

დასახელება

საფუარი

საფუარის პროდუქტები

გამოყენების პირობები

ა)კალციუმის ქლორიდი

X

 

 

ბ)ნახშიორჟანგი

X

X

 

გ)ლიმონმჟავა

X

 

საფუვრის წარმოებაში pH-ის

რეგულაციისათვის

დ)რძემჟავა

X

 

საფუვრის წარმოებაში pH-ის

რეგულაციისათვის

ე)აზოტი

X

X

 

ვ)ჟანგბადი

X

X

 

ზ)კარტოფილის სახამებელი

X

X

ფილტრაციისათვის

თ)ნატრიუმის კარბონატი

 

X

pH-ის

რეგულაციისათვის

ი)მცენარეული ზეთები

X

X

ქაფწარმოქმნის  საწინააღმდეგო და გასაპოხი საშუალება

დანართი  №12

ღვინის წარმოებაში ნებადართული საშუალებები და ნივთიერებები

ოპერაციის

დასახელება

ნივთიერების და საშუალების დასახელება

გამოყენების პირობები

ა)აერაციისა და ჟანგბადით გაჯერებისათვის (ოქსიგენაციისათვის)

-ჰაერი

-ჟანგბადი (აირის ფორმით)

 

ბ)ცენტრიფუგირება და ფილტრაცია

-პერლიტი

-ცელულოზა

-დიატომიტის თიხა

 

გ)ინერტული ატმოსფეროს შექმნისა და პროდუქტის ჰაერთან შეხების ასაცილებლად

-აზოტი

-ნახშირორჟანგი

-არგონი

 

 

-საფუარი (*)

 

 

-დიამონიუმის ფოსფატი

-თიამინის ჰიდროქლორიდი

 

 

-გოგირდის დიოქსიდი

-კალიუმის ბისულფატი ან

-კალიუმის მეტაბისულფატი

ა)წითელი ღვინოებისათვის, რომლებშიც ნარჩენი შაქრის შემცველობა 2გ/ლ-ზე ნაკლებია, გოგირდის დიოქსიდის მაქსიმალური რაოდენობა  არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ/ლ;

ბ) თეთრი და ვარდისფერი ღვინოებისათვის, რომლებშიც ნარჩენი შაქრის შემცველობა 2გ/ლ-ზე ნაკლებია, გოგირდის დიოქსიდის მაქსიმალური რაოდენობა  არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ/ლ;

გ) სხვა ღვინოებისათვის გოგირდის დიოქსიდის მაქსიმალური რაოდენობა უნდა შემცირდეს 30 მგ/ლ-ით;

 

-მეღვინეობაში გამოყენებული ნახშირი

 

დ)დაწმენდა

-სასურსათო ჟელატინი (**)

-ხორბლის ან ბარდის მარცვლისაგან მიღებული მცენარეული ცილა (პროტეინი) (**)

-თევზის წებო(**)

- კვერცხის ცილის ალბუმინი

-ტანინი(**)

 

-კაზეინი

-კალიუმის კაზეინატი

-სილიციუმის ქლორიდი

-ბენტონიტი

-პექტოლიზური ფერმენტები

ე)მჟავიანობის მომატებისათვის

-რძემჟავა

-L(+) ღვინის მჟავა

 

ვ)მჟავიანობის შემცირებისათვის

-L(+) ღვინის მჟავა

-კალციუმის კარბონატი

-კალიუმის ბიკარბონატი

-ღვინომჟავა კალიუმი ნეიტრალური

 

 

ზ)დამატება

-ალეპოს ფიჭვის ფისი

 

 

-რძემჟავა ბაქტერიები

 

თ)გამოყენება

-L-ასკორბინის მჟავა

 

ი)ბარბოტაჟისათვის

-აზოტი

 

კ)დამატება

-ნახშირორჟანგი

 

ლ)დამატება ღვინის სტაბილიზაციისათვის

-ლიმონმჟავა

 

მ)დამატება

-ტანინი(**)

 

ნ)დამატება

-მეტა-ღვინის მჟავა

 

 

 

-გუმიარაბიკი (აკაციის ფისი) (**)

 

 

-ღვინომჟავა კალიუმი ორჩანაცვლებული

 

 

-სპილენძის ციტრატი

 

 

-სპილენძის სულფატი

ნებადართულია 2015 წლის 31 ივლისამდე

 

-მუხის ბურბუშელა

 

 

-კალიუმის ალგინატი

 

- (*) – საფუვრის სუფთა შტამი, მიზანშეწონილია ბიოწარმოების მეთოდით კულტივირებული

- (**) – მიზანშეწონილია  ბიოწარმოების მეთოდით მიღებული