„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 899-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.017033
899-რს
29/07/2013
ვებგვერდი, 12/08/2013
010320000.05.001.017033
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.016867) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს და რომელზედაც დანიშნულია დროებით მოვალეობის შემსრულებელი, პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს 2014 წლის 1 ივლისამდე, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე, რომელზედაც დანიშნულია დროებით მოვალეობის შემსრულებელი, − 2014 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ივლისი 2013 წ.

N899-რს