საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ

საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5273
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.050.140.05.001.003.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5273
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
110.050.140.05.001.003.002
საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (24/09/2010 - 27/10/2015)

საქართველოს კანონი

საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია, განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საქართველოს სხვა კანონმდებლობით აღიარებული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები.

2. ეს კანონი ადგენს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაციის წესს და განსაზღვრავს მათ პასუხისმგებლობას ამ წესის დარღვევისათვის.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოსამართლესთან კომუნიკაცია – საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებით;

ბ) პროცესის მონაწილე – პროკურატურის მუშაკი, გამომძიებელი, ადვოკატი, წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი;

გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას;

დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები, გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა;

ე) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები .

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 3. მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა

1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.

2. ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება იმ ქმედებისათვის, რომელიც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

საქართველოს 20 10 წლის 2 4 სექტემბრის  კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 4. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა

1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა სასამართლოს თავმჯდომარესთან, სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, იგი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, იგი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;                                                                 

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი .

3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას იმ ავე კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 5. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა

პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელ საქციელად და გამოიწვევს პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით .

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრ ის  კანონი № 477 - სსმ I , 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 194

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 6. ადვოკატის პასუხისმგებლობა

ადვოკატის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევად და გამოიწვევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 7. გამომძიებლის პასუხისმგებლობა

გამომძიებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 8. საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუ ხისმგებლობა

საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით .

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 9. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმება

1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 5 000 ლარისა.

2. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 10 000 ლარისა.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 10. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის ფაქტის განხილვა

1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას უფლებამოსილი მოსამართლე განიხილავს მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის , დაინტერესებული პირის , საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე.

2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც, წერილობითი შეტყობინების თანახმად, მოსამართლესთან ჰქონდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების ავტორს. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს წერილობითი შეტყობინების განხილვისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ წერილობით შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს შეუძლია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვას. თუ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობენ მხარეები, მათ უფლება აქვთ, განმარტებები მისცენ შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს მითითებას ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე და იმ გარემოებებზე, რომლებითაც დასტურდება ასეთი დარღვევის ჩადენის ფაქტი. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე მიღებულ წერილობით შეტყობინებას განიხილავს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

4. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია:

ა) შესაბამისი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართოს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს;

ბ) საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გადაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, თუ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

5. თუ კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ განიხილავს მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას, წერილობითი შეტყობინების ავტორი მოსამართლე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

6. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე შესაბამისი რეაგირების მიზნით ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთათვის მიმართვის შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

7. თუ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაასკვნის, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, იგი საქმის მასალებს ქვემდებარეობის მიხედვით უგზავნის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 11. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინება

1. პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს მთავარ პროკურორს.

2. ადვოკატის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

3. გამომძიებლის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.

4. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს.

5. ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინებას განიხილავენ მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვლება გადაწყვეტილებად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ.

6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრ ის  კანონი № 477 - სსმ I , 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 194

    მუხლი 111. დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრება

1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლის განკარგულება პროცესის მონაწილის , დაინტერესებული პირის , საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც შეეფარდა ჯარიმა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.

2. საჩივრის განხილვისას საჩივრის განმხილველი პირი ამოწმებს, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოტანისას დაიცვა თუ არა კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილმა მოსამართლემ ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. საჩივრის განმხილველი პირი საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გასაჩივრებული განკარგულების ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების, შეცვლის ან საჩივრის სრულად (ნაწილობრივ) დაკმაყოფილების შესახებ.

4. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 112. საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობა

1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ვალდებულია დაჯარიმების შესახებ განკარგულება, ასევე ნებისმიერი სხვა სტატისტიკური ინფორმაცია ამ კანონის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

2. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაცია საჯაროა, გარდა ინფორმაციისა იმ მოსამართლის ვინაობის შესახებ, რომელთანაც განხორციელდა კომუნიკაცია, და ინფორმაციისა იმ საქმის შესახებ, რომლის თაობაზედაც განხორციელდა კომუნიკაცია.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ამ კანონის გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის ერთიან ბაზას, რომელიც აგრეთვე მოიცავს ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული წესით დაჯარიმებულ პირთა ვინაობის შესახებ.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 12. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5273–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრ ის  კანონი № 477 - სსმ I , 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 194

2 . საქართველოს 20 10 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

3.საქართველოს 20 10 წლის 2 4 სექტემბრის  კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332