„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 835-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 150000000.04.001.016071
835-რს
12/07/2013
ვებგვერდი, 25/07/2013
150000000.04.001.016071
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21მუხლი:

„მუხლი 211

  1. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს  წევრობის ორ კანდიდატს.

  2. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად შექმნილი საკონკურსო  კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი.

   3. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

  4. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურას.

  5. საქართველოს სახალხო დამცველს შეუძლია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. 

   6. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა.

   7. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა  ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები, იმართება ხელახალი კონკურსი.“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივლისი 2013 წ.

N835-რს