„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 824-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016072
824-რს
12/07/2013
ვებგვერდი, 06/08/2013
010250000.04.001.016072
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

2. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცება;“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:

„მუხლი 461. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები

1. აკრძალულია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის.

2. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებსა და სამუშაო რეჟიმის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები:

ა) იქმნება 2 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით;

ბ) მომსახურების ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს 9-საათიანი, 10-საათიანი ან 12-საათიანი, 2 დღის დასვენებით 5-დღიან სამუშაო კვირაში;

გ) უნდა ახორციელებდნენ საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ფიზიკური აღზრდის სპეციალურ პროგრამებს. პროგრამა შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის და მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობათა განვითარებისა და მისი ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა სრულყოფისაკენ;

  დ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი სასმელი წყლით, აგრეთვე ცხელი წყლით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით;

ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით;

ვ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო  მომსახურებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივლისი 2013 წ.

N824-რს