„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33854
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 22/07/2013
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2013
ძალაში შესვლის თარიღი 22/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016227
  • Word
33854
22/07/2013
ვებგვერდი, 29/07/2013
000000000.00.00.016227
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება 33854

 

2013 წლის 22 ივლისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის     შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“  შემოსავლების სამსახურის უფროსის

 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

       საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,               ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

       მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

 

         1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

         ,,კ) მონიტორინგის და ოპერატიული რეაგირების სამმართველო:

         კ.ა) მონიტორინგის განყოფილება;

         კ.ბ) ოპერატიული რეაგირების განყოფილება.“.

 

          2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

        ,,მუხლი 10. მონიტორინგის და ოპერატიული რეაგირების სამმართველო

          1. მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:

          ა) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა), აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;

          ბ) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებისა და დაშვების გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და სისტემაში სამუშაოდ საჭირო სხვა ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა;

          გ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

          დ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენისთვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი რეაგირება;

           ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მონიტორინგი;

           ვ) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი, მათ მიერ შეტანილი მონაცემების პროგრამული კორექტირება ან გაუქმება კომპეტენციის ფარგლებში;

           ზ) მონიტორინგის განხორციელება დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე;

           თ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი, მიღებული (მათ შორის, აუდიო-ვიდეო კონტროლის საშუალებების მეშვეობით) ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მითითებების შემუშავება დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

           ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

           კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

           2. ოპერატიული რეაგირების განყოფილების ფუნქციებია:

           ა) ოპერატიული მართვის ორგანიზების მიზნით, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

            ბ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

გ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურულ ქვედანაყოფები საქმიანობაზე მიმდინარე რეჟიმში მუდმივი მონიტორინგის განხორციელება და კოორდინაციის  გაწევა;

დ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში და საქონლის დათვალიერების ადგილებზე განხორციელებული პროცედურების თაობაზე აუდიო-ვიდეო კონტროლის საშუალებების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის დამუშავება;

ე) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის დამუშავება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის დათვალიერება და, საბაჟო კონტროლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის დაკისრებული ვალდებულებებისა და ეთიკის კოდექსის მოთხოვნების ჯეროვან შესრულებაზე კონტროლი, დისციპლინური გადაცდომებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;

თ) საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლის ან სხვა დაინტერესებული პირის განცხადების (საჩივრის) განხილვა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე (საჩივარზე) რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დასკვნის შედგენა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ლ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

 

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 22 ივლისიდან.

 

შემოსავლების

სამსახურის უფროსი                                                             ლაშა ხუციშვილი

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.