დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 791 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 29/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 450.140.000.05.001.003.372 |
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) მე-9 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით, გარდა ამ მუხლის 71პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71პუნქტი:
„71. კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას ასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას ასახელებენ ის საპარლამენტო ფრაქციები (ფრაქცია), რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები.“;
გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101და 102პუნქტები:
„101. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის იმ წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანდიდატურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატურებიდან.
102. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის იმ წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც კანდიდატურების დასახელების უფლება აქვთ იმ საპარლამენტო ფრაქციებს (ფრაქციას), რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანდიდატურებს ამ სუბიექტთა მიერ დასახელებული კანდიდატურებიდან.“.
მუხლი 2
1. უფლებამოსილება შეუწყდეთ კომისიის წევრებს. დაევალოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება და შერჩეული კანდიდატურების წარდგენა საქართველოს პარლამენტისათვის.
2. ამ კანონის შესაბამისად კომისიის წევრების დანიშვნამდე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია კომისიის წევრის მოვალეობის შესრულება დააკისროს იმ პირს, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეუწყდა კომისიის წევრის უფლებამოსილება.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№791–IIს
დოკუმენტის კომენტარები