„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 489
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016198
489
26/06/2013
ვებგვერდი, 27/06/2013
140130000.22.034.016198
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №489

2013 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა" და „ნ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება: 
1. 43-ე მუხლის:
ა) მე-2, მე-3 და მე-4  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის:

ა) წინა მხარეს (ავერსი)  მე-9 გრაფაში მიეთითება პირისათვის მინიჭებული  სატრანსპორტო საშუალების ის კატეგორია  (ქვეკატეგორია), რომლის მართვის უფლებას არ მოიცავს ამავე პირზე მინიჭებული სხვა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) უკანა მხარეს (რევერსი) მე-9 გრაფაში მიეთითება პირისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების ყველა ის კატეგორია (ქვეკატეგორია), რომელზეც ვრცელდება აღნიშნული მართვის მოწმობა (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მართვის უფლებებისა).

3. გარდა პირისათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად მინიჭებული სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა (ქვეკატეგორიებისა), ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობაში სავალდებულოა აღნიშნულ იქნეს პირის მიერ  მოპოვებული ამ წესის:

ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლება;

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება;

გ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება;

დ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლება;

ე) მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული  უფლება;

ვ) მე-11 მუხლის  მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული  უფლება;

ზ) მე-19 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული უფლება;

თ) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლების მინიჭებისა და გაუქმების თარიღად განისაზღვრება იმ კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და გაუქმების თარიღი, რომლის საფუძველზეც პირმა მოიპოვა აღნიშნული უფლება. ეს წესი არ ვრცელდება იმ კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაზე, რომლის მინიჭებაც განხორციელდა პირის მიერ  კონკრეტულად ამ უფლების მოსაპოვებლად მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესი აგრეთვე ვრცელდება 2012 წლის 1 აგვისტომდე პირისათვის მინიჭებული კატეგორიების ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობაში ასახვისას.“.

2. 47-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი:

„მუხლი 471. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის გაცემის (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) პროცედურა

1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) შესაძლებელია განხორციელდეს უცხო სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ელექტრონული სახის დოკუმენტების  სააგენტოს ვებგვერდზე  განთავსების (ატვირთვის) საფუძველზე.

2. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის გაცემისათვის (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს ვებგვერდზე უნდა განათავსოს (ატვირთოს):

ა) ელექტრონული სახის განცხადება (დაინტერესებულმა პირმა ზუსტად და სრულყოფილად უნდა  შეავსოს ველებში მითითებული  შესაბამისი მონაცემები);

ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის  ასლი;

გ) შესაცვლელი მართვის მოწმობის ასლი;

დ) ფოტოსურათი (500px-620px) jgp ფორმატში;

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  ცნობისა და მისი სათანადო წესით დამოწმებული  ქართულ ენაზე თარგმანის ასლები;

ვ) პირადი ხელმოწერის ელექტრონული ასლი;

ზ) შესაბამისი მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ან მათი ასლები.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების ელექტრონული სახის ასლების წარმოდგენა, რომლებიც მნიშვნელოვანია მართვის მოწმობის შეცვლისათვის ან დაკარგულის აღდგენისათვის საჭირო კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების დასადგენად.

4. ვებგვერდზე განთავსებული (ატვირთული) დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს.

5. დაინტერესებული პირის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ (ატვირთულ)  განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად ამ მუხლით დადგენილი წესით გაცემული მართვის მოწმობის მიღება შეუძლია:

ა) დაინტერესებულ პირს;

ბ) დაინტერესებული პირის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ (ატვირთულ) ელექტრონულ განცხადებაში მითითებულ პირს (განცხადებაში მითითებული უნდა იქნეს აღნიშნული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი);

გ) სათანადოდ დამოწმებული, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირს;

დ) დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ საფოსტო/საკურიერო მომსახურების განმახორციელებელ დაწესებულებას (ამ დაწესებულების თანამშრომელს).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მართვის მოწმობის მისაღებად გამოცხადდნენ სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში მართვის მოწმობის გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მართვის მოწმობა ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას და მისი აღდგენა შესაძლებელი იქნება დადგენილი პროცედურების თავიდან გავლის გზით).

7. სააგენტო არ უზრუნველყოფს ამ მუხლით გაცემული მართვის მოწმობის დაინტერესებული პირისათვის (ან სხვა ადრესატისათვის) გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

8. სააგენტო არ არის პასუხისმგებელი დაინტერესებულ პირსა და ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსსა და მისი შეუსრულებლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე, აგრეთვე აღნიშნული პირების მიერ მათთვის დაკისრებული ვალდებულებების არაკეთილსინდისიერ და არაჯეროვან შესრულებაზე.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული (ატვირთული), უცხო ენაზე შედგენილი ელექტრონული სახის დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა, ამასთან,  ასეთი წესით ნათარგმნი დოკუმენტის სააგენტოს მიერ წარმოებაში მისაღებად  სავალდებულო არ არის მისი დადგენილი წესით დამოწმება.

10. სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამ მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას, ან არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.“.

3. 54-ე მუხლის მე-11  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ წესის 46-ე მუხლის  მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებთან დაკავშირებით 2013 წლის 15 თებერვლამდე სახდელის დამდები ორგანოს მიერ მიღებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 302-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მიხედვით შეფარდებული მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.
3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი