ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 20/06/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016098
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
20/06/2013
ვებგვერდი, 21/06/2013
010260030.52.101.016098
ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/06/2013 - 03/04/2014)

 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №31

2013 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, ,,ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14   ბრძანების  მე-4 მუხლის  მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 30 ივნისის №34 ბრძანება ,,ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 30 ივნისის №35 ბრძანება ,,ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“.

მუხლი 3
ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა



დანართი

 


ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის

დებულება

                  თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური არის ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოებასა და მედიას შორის  ინტერაქტიული, უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით.

2. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ”  საქართველოს კანონით,  „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ  თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის   №1-1 გადაწყვეტილებით, „ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

თავი II

სამსახურის ძირითადი  ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

ა) ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ოპერატიული და სისტემატიური  ინფორმირება;

ბ) ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება საზოგადოებისათვის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით;

გ) ქალაქ თბილისის მერიის მიერ განსახორციელებელ  მიზნობრივ პროექტებში საზოგადოებისა და ქალაქ თბილისის მერიის ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზება;

დ) მჭიდრო კონტაქტების დამყარება მოქალაქეებსა და ინტერეს ჯგუფებთან (არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესმენები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სხვ.) მათი წინადადებების, შენიშვნების, მოსაზრებების დამუშავება, გაანალიზება და ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის მიწოდება;

ე) საზოგადოებისათვის ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში შემავალი შესაბამისი სამსახურების მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების განმარტება;

ვ) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემთა ბაზის, არქივის შექმნა და ინფორმაციის ანალიზი;

ზ) ქალაქ თბილისის მერიის შესახებ ყოველკვირეული და ფორსმაჟორულ სიტუაციებში ყოველდღიური ინფორმაციის მიღება, ასევე დედაქალაქში მომხდარი სიახლეების, სამომავლო პროექტების დამუშავება და საზოგადოებისათვის გაცნობა;

თ) დედაქალაქის მოსახლეობისა და ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტრული ერთეულებისაგან მიღებული ინფორმაციის, წინადადებებისა და შენიშვნების ანალიზი და  მათ შესრულებაზე მონიტორინგი;

ი) ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და ქალაქ თბილისის მთავრობის წევრების დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;

კ) დედაქალაქის მოსახლეობისათვის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრების, ბრიფინგების, პრესკონფერენციების მომზადება და ჩატარება;

ლ) დედაქალაქის განვითარების მიზნით კონფერენციების, თემატური შეხვედრების, კონკურსების, გამოფენების, პრეს-ტურებისა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება;

მ) საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, საინფორმაციო ბიულეტენების, ბუკლეტების, ბროშურების, ცნობარებისა და სხვა სახის ბეჭდვითი პროდუქციის მომზადება და გამოშვება;

ნ) მედიამონიტორინგი (საინფორმაციო საშუალებების ზოგადი ანალიზი, პრესდაიჯესტების მომზადება და მათი გავრცელება) საჭიროების შემთხვევაში მათზე რეაგირება, ქალაქ თბილისის მერიის პოზიციის გამოხატვისათვის და  საზოგადოების სწორი ინფორმირებისათვის;

ო) საჭიროების შემთხვევაში ქალაქ თბილისის მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

პ) ქალაქ თბილისის მერიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;

ჟ) ქალაქ თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციების, მედიაბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების, ინტერვიუების ორგანიზება და პრესრელიზების მომზადება;

რ) ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენების მომზადება და მომართვის შემთხვევაში მათი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსისათვის, საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის დიპლომატიური კორპუსისათვის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის  მიწოდება.

მუხლი 3. სამსახურის უფლებები და მოვალეობები

1. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, ასევე შესაბამისი მასალები ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან და სხვა შესაბამისი უწყებებისაგან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) სამსახურის შემდგომი სრულყოფის მიზნით მოამზადოს და წარუდგინოს ადმინისტრაციის უფროსს წინადადებები და მოსაზრებები, შეიმუშაოს და განახორციელოს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, დისციპლინის განმტკიცების, წახალისების, საქმიანი სამუშაო პირობების შექმნის ღონისძიებები;

გ) ინფორმაციის მიღების მიზნით კონფერენციებზე, სხდომებზე, თათბირებსა და შეხვედრებზე დასწრება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.

 

თავი III

 სამსახურის სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურული ერთეულები

სამსახური შედგება ორი განყოფილებისაგან:

ა) მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

თავი IV

სამსახურის მართვა

მუხლი 5. სამსახურის უფროსი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

 ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და უწევს კონტროლს  სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას;

გ) ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ და წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

დ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

თავი V

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

1. სამსახურის დებულებას ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.  ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.