თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240020.10.003.017314
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
149
17/06/2013
ვებგვერდი, 17/06/2013
010240020.10.003.017314
თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/06/2013 - 08/01/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2013 წლის 17 ივნისი

 ქ. თბილისი

 

 

თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცე­ვის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და „სტან­დარ­ტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგ­ლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №965 განკარგულების და „სტანდარტიზაციის, აკრედი­ტაცი­ის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტრო­ლო­გიის სფეროში საკანონმდებლო რეფორმის და ტექნიკური რეგლა­მენ­ტების მიღების სამთავრობო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №1140 განკარგულების შესა­ბამისად, დამტკიცდეს თანდართული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგ­ლა­მენტი თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხე­ლებ­ლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების შესახებ  (შემდგომში ‑ ტექნიკური რეგლამენტი).
მუხლი 2
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვ­ნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენი­ლებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრუ­ლებას.
მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლა­მენ­ტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდეგ ბაზარზე გან­თავსებულ თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალ გამაც­ხე­ლებლებზე (საქვაბე დანადგარზე). 
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



ექნიკური რეგლამენტი

თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების შესახებ


მუხლი 1
ეს ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს თხევად ან აი­რად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლებისათვის (შემდ­გომ­ში ‑ საქვაბე დანადგარი), რომლებსაც გააჩნია არანაკლებ 4 კილო­ვა­ტი და არა უმეტეს 400 კილოვატი ნომინალური სიმძლავრე.
მუხლი 2
ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქვაბე დანადგარი - სანთურის განყოფილებიანი კომბინირე­ბუ­ლი კო­რ­პუსი, რომელიც წვის შედეგად გამოყოფილ სითბოს გადასცემს წყალს;

ბ) მოწყობილობა:

- საქვაბე დანადგარის კორპუსი, რომელშიც სანთური უნდა იყოს ჩამო­ნტაჟებული;

-  საქვაბე დანადგარის კორპუსში ჩასამონტაჟებელი სანთური;

გ) ეფექტური ნომინალური სიმძლავრე (გამოსახული კვტ-ში) - მწარმო­ებლის მიერ დადგენილი მაქსიმალური თბოწარმოქმნა, რო­გორც ხანგრძ­ლივი მუშაობის შედეგი, რაც შეესაბამება მწარმოებლის მიერ მი­თი­თე­ბულ ეფექტურ სიმძლავრეს;

დ) ეფექტური ნომინალური სიმძლავრე/მარგი ქმედების კოეფი­ციენტი (გამოსახული პროცენტებში) - თანაფარდობა წყლისათვის გადა­ცე­მულ სითბოსა და თბოწარმოქმნის სიდიდეს შორის, საწვავის მუდმივი წნევისა და თანაბარი ხარჯვის პირობებში;

ე) ნაწილობრივი დატვირთვა  (გამოსახული პროცენტებში) - თა­ნა­­ფარ­­დო­ბა წყვეტილად მომუშავე, ან ეფექტურ ნომინალურზე და­ბალი წარმა­დობით მომუშავე საქვაბე დანადგარის წარმადობასა და ეფექტურ ნომი­ნალურ წარმადობას შორის; 

ვ) საქვაბე დანადგარის წყლის საშუალო ტემპერატურა - შესული და გამოსული წყლის ტემპერატურების საშუალო მნიშვნელობა;

ზ) სტანდარტული საქვაბე დანადგარი - საქვაბე დანადგარი, რომ­ლის წყლის საშუალო ტემპერატურა შეიძლება შეიზღუდოს კონსტრუქ­ციული თავისებურებებით;

თ) ბუხარში ჩამონტაჟებული წყლის საქვაბე დანადგარი - ცენ­ტ­რა­ლური გათბობის სისტემის საკვები, რომელიც ბუხრის ნიშაში მონტაჟ­დება და წარმოადგენს უკანა საქვაბე დანადგარისა და/აირის ღუმლის ერთიანი მოწყობილობის ნაწილს;

ი)  დაბალტემპერატურიანი საქვაბე დანადგარი - უწყვეტი მუშაო­ბის საქვაბე დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს 35-40°C ტემპერა­ტურის მქონე წყლის მიწოდებას და გარკვეულ პირობებში შეიძლება წარმოქ­მნიდეს კონდენსატს, რომელიც, მათ შორის მოიცავს თხევად საწ­ვავ­ზე მომუშავე კონდენსატორულ საქვაბე დანადგარს;

კ) აირის კონდენსატორული საქვაბე დანადგარი - საქვაბე დანადგა­რი, რომელიც ახდენს წვის აირად პროდუქტებში შემცველი წყლის ორ­თქლის დიდი ნაწილის უწყვეტ კონდენსაციას;

ლ) საცხოვრებელ ფართში დასამონტაჟებელი საქვაბე დანადგარი - 37 კვტ-ზე ნაკლები ეფექტური ნომინალური წარმადობის საქვაბე დანა­დ­გარი, რომლის დანიშნულებაა საცხოვრებელი ფართის გათბობა. ცხელი წყლის მოწოდება ხდება ბუნებრივი (გრავიტაციული) ცირკულაციის გა­მო­ყენებით; ასეთი საქვაბე დანადგარის კორპუსზე გარკვევით უნდა იყოს მინიშნება, რომ  იგი საცხოვრებელი ფართისთვის არის განკუთვნილი. 

მუხლი 3
1. ამ ტექნიკური რეგლამენტით არ რეგულირდება შემდეგი ობიექტები:

ა) ცხელი წყლის საქვაბე დანადგარები, რომლებსაც სხვადასხვა საწ­ვავზე შეუძლიათ მუშაობა, მათ შორის, მყარ საწვავზე;

ბ) მომენტალური წყლის გამაცხელებელი მოწყობილობა;

გ) საქვაბე დანადგარი, რომელიც მუშაობს ისეთ საწვავზე, რომ­ლის თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება გაყიდვაში არსებუ­ლი თხე­ვა­­დი და აირადი საწვავების თვისებებისგან (ნარჩენი საწარმოო გაზი, ბიო­გაზი და სხვ.);

დ) ღუმელები და მოწყობილობა, რომლებიც იმ ნაგებობის გასა­თ­ბობად არის შექმნილი, რომელშიც იგი მონტაჟდება და რომელთა და­მატებით ფუნქციას ცხელი წყლის მიწოდება წარმოადგენს, რო­გორც ცენტრალური გათბობისთვის, ასევე სანიტარული დანიშნულე­ბისთვის; 

ე) მოწყობილობა, რომელთა ნომინალური სიმძლავრე 6კვტ-ზე ნაკ­ლებია, მუშაობს  ბუნებრივი ცირკულაციით და განკუთვნილია მხოლოდ სანი­ტა­რული ცხელი წყლის მისაღებად;

ვ) კოგენერაციის (სითბოსა და ელექტროენერგიის ერთდროული გამომუ­შავების) მოწყობილობები, თბო-ელექტრო მომარაგების სისტე­მებ­ში გამო­სა­ყენებელი ობიექტები როგორებიცაა: ორთქლის ტურბი­ნები, გა­ზის ტურბინები, შიდა წვის ძრავები და ა.შ;

ზ) არასერიული წარმოების საქვაბე დანადგარი.

2. ორმაგი ფუნქციის მქონე საქვაბე დანადგარების შემთხვევაში, რო­გო­­რიც შეიძლება იყოს ფართის გათბობა და სანიტარული ცხელი წყლის წარმოქმნა, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ეფექ­ტურობის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ მათ გამათბობელ ფუნ­ქციებზე. 

მუხლი 4
არ შეიძლება აიკრძალოს ან შეიზღუდოს იმ მოწყობილობებისა და საქვაბე დანადგარების ბაზარზე განთავსება ან ექსპლუატაცია, რომლებიც ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და რომ­ლებ­ზეც დატანილია შესაბამისობის ნიშანდება.
მუხლი 5
1. საქვაბე დანადგარები  უნდა აკმაყოფილებდნენ ეფექტურობის მოთ­ხოვნებს: 

ა) ნომინალურ სიმძლავრეზე დატვირთვისას, Pn რომელიც გამოსა­ხულია კვტ-ში, როდესაც წყლის საშუალო ტემპერატურა არის 70 0C, და

ბ) ნაწილობრივი დატვირთვისას (30%-იანი დატვირთვისას) წყლის საშუალო ტემპერატურაზე, რომელიც განსხვავებულია საქვაბე დანად­გარის ტიპის მიხედვით.

ეფექტური სიმძლავრის მოთხოვნები წარმოდგენილია ცხრილში:

 

საქვაბე დანადგარე­ბის ტიპები

ნომინალ‑ური სიმძლავ‑რის ზღვრები

ეფექტურობა ნომინალურ სიმძლავრეზე

ეფექტურობა ნაწილობრივ დატვირთვაზე

 

 

კვტ

წყლის საშუალო ტემპერატურა (0C)

 

ეფექტურობის მოთხოვნები (%-ში)

 

წყლის საშუალო ტემპერატურა (0C)

 

ეფექტურობის მოთხოვნები (%-ში)

სტანდარტული  საქვაბე დანადგარები

 

4-400

 

70

 

≥ 84+2 logPn

 

> 50

 

≥80+3 logPn

დაბალ ტემპერატურული საქვაბე დანადგარები (*)

 

4-400

 

70

 

≥87.5+1.5 logPn

 

40

 

≥87.5+1.5 logPn

აირის კონდესატორული საქვაბე დანადგარები

 

4-400

 

70

 

≥ 91+1 logPn

 

30 (**)

 

≥97+1 logPn

(*) თხევად საწვავზე მომუშავე კონდენსატორული საქვაბე დანადგარების ჩათვლით

(**) საქვაბე დანადგარის წყლის ტემპერატურა.

 

 

2.  საქვაბე დანადგარები, რომლებიც შეესაბამებიან ამ ტექნიკური რეგ­ლამენტის შესაბამის საქართველოს  სტანდარტებს, უნდა ჩაითვალოს, რომ აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის  მოთხოვნებს. ასეთ საქ­ვა­ბე დანადგარებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისობის ნიშანდება და  შესაბა­მისობის დეკლარაცია.

3. სერიული წარმოების საქვაბე დანადგარის შესაბამისობა დადას­ტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვ­რული:

ა) საქვაბე დანადგარის ნიმუშის გამოცდით;

ბ) დამტკიცებული ნიმუშისადმი შესაბამისობის დეკლარაციით C,  D და E მოდულების მიხედვით.

4. მოწყობილობას ბაზარზე განთავსებისას უნდა გააჩნდეს შესაბა­მი­სობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია.

5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამი­სობის ნიშანდება  საქვაბე დანადგარებზე უნდა გაკეთდეს თვალსაჩინო ადგილას, გარკვევით და ისე, რომ არ წაიშალოს.  აკრძალულია ამ პრო­დუქ­ტებზე შეცდომაში შემყვანი ნებისმიერი სხვა მარკის, ნიშნის ან აღ­ნიშვნის გაკეთება, რომლებიც   შესაბამის ნიშანდებაში არევას გამოიწვევს როგორც მნიშვნელობით, ასევე გარეგნულად.

6. როდესაც შესაბამისობის შემფასებელი პირი აღმოაჩენს, რომ შე­სა­ბამი­სობის ნიშანდება არასათანადოდაა დატანილი, მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია საქვაბე დანადგარი შე­სა­ბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთ­ხოვნებთან.

 

დანართი

მოდული B

პროდუქტის ნიმუშის (ტიპის) შესაბამისობის შეფასება

 

1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომლის საშუ­ალებითაც შესაბამისობის შემფასებელი პირი იკვლევს და ადასტურებს, რომ განსახილველი პროდუქტის წარმოდგენილი ნიმუში შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ნიმუშის (ტიპის) გამოცდის შესახებ განაცხადი მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარედგინება თავისი შე­ხე­დუ­ლე­ბისამებრ  შერჩეულ ერთ შესაბამისობის შემფასებელ პირს.

განაცხადი უნდა შეიცავდეს:

‑ მწარმოებლის დასახელებას,  მისამართს და თუ განაცხადი წარდ­გე­ნილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ,  ასევე,  მის სახელს და მისამართს;

‑ მითითებას იმის შესახებ, რომ იგივე განაცხადით არ მიუმართავს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისათვის;

‑ ამ მოდულის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ ტექნიკურ დოკუ­მენ­ტაციას.

განმცხადებელმა შესაბამისობის შემფასებელ პირს მოთხოვნის შე­საბამისად, უნდა წარუდგინოს  პროდუქტის  ნიმუში, შემდგომში მოხსე­ნიებული, როგორც „ტიპი“. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება შემდგომში კიდევ მოითხოვოს ნიმუშები, თუ საგამოცდო პროგრამა ამას მოითხოვს.

3. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს საქვაბე დანად­გა­რების ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბა­მი­სობის შეფასების საშუალებას. რამდენადაც ეს ექვემდებარება ამგვარ შეფასებას, ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა ფარავდეს, პროექტს, წარ­მოებას, ექსპლუატაციას და უნდა შეიცავდეს:  

‑ „ტიპის“ საერთო აღწერას;

‑ კომპონენტების,  ქვესისტემების, წრედების, და ა. შ. პროექტს, სა­წარმოო ნახაზებსა და დიაგრამებს;

‑ აღნიშნული ნახაზებისა და დიაგრამების, აგრეთვე, პროდუქტის ექსპლუატაციის  აღწერასა და განმარტებებს;

 ‑ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარ­ტების სიას მთლიანად ან ნაწილობრივ და იმ გადაწყვეტილებების ჩამო­ნათვალს, რომლებიც მიღებულია ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როდესაც მე-5 მუხლში მითი­თე­ბული სტანდარტები არ იქნა გამოყენებული;

‑ საპროექტო გაანგარიშების შედეგებს, ჩატარებულ შემოწმებებს და ა. შ;

-   გამოცდების ანგარიშებს.

4. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა:

4.1. შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია,  შეამოწმოს, რომ ,,ტიპი“ წარ­მოებულია მასთან შესაბამისობაში და განსაზღვროს კომპონენტები, რომლებიც დაპროექტებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების სათანადო დებულებების შესაბამისად, აგ­რეთვე ისინი, რომლებიც დაპროექტებულია აღნიშნული სტანდარტების დებულებების გამოყენების გარეშე.

4.2. ჩაატაროს ან ჩაატარებინოს სათანადო შემოწმებები  და აუცი­ლებე­ლი გამოცდები, რათა შემოწმდეს, მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწ­ყვეტილებები აკმაყოფილებს თუ არა ტექნიკური რეგლამენტის  მოთ­ხოვ­ნებს, როდესაც იგი გადაწყვეტს, რომ არ იქნეს გამოყენებული ამ ტექნი­კური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული სტანდარტები.

4.3. ჩაატაროს ან უზრუნველყოს სათანადო შემოწმებებისა და აუცი­ლებელი გამოცდების ჩატარება, იმისათვის, რომ დაადგინოს სწორად გამოიყენა თუ არა მწარმოებელმა შესაბამისი სტანდარტები ან/და სხვა ტექნიკური დოკუმენტები თუ მან გადაწყვიტა ასეთი დოკუმენტების გამოყენება.

4.4. შეათანხმოს განმცხადებელთან შემოწმებების და აუცილებელი გა­მოცდების  ჩატარების ადგილი.

5. როდესაც პროდუქტის ,,ტიპი“ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგ­ლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა გასცეს ,,ტიპის“  სერტიფიკატი („ტიპის“ სერტიფიკატი შესაძლოა გაიცეს - შესა­ბა­­მისობის სერტიფიკატის ან ინსპექტირების სერტიფიკატის სახით) განმცხადებლის სახელზე. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სახელწოდებასა და მისამართს, შემოწმებების დასკვნებსა და დამტკი­ცებული ,,ტიპის“ იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს.

ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისი ნაწილების ნუსხა სერ­ტიფიკატს დანართის სახით უნდა დაერთოს და ასლი შესაბამისობის შემ­ფასებელ პირთან უნდა ინახებოდეს.

თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი უარს ამბობს ,,ტიპის“  სერ­ტი­ფიკატის გაცემაზე, მან თავისი უარის მიზეზები წერილობით დე­ტა­ლურად უნდა აუხსნას მწარმოებელს ან მის უფლებამოსილ წარმო­მადგენელს. მასში გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასაჩივრების პრო­ცედურები.

6. საქვაბე დანადგარების ყველა მოდიფიკაციის შესახებ, განმცხა­დებელმა უნდა აცნობოს იმ შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელსაც გადაეცა დოკუმენტაცია ტიპის სერტიფიკაციისათვის. ასეთი მოდიფი­კა­ციები საჭიროებს დამატებით დამტკიცებას  მაშინ, როცა საფრთხე შეიძ­ლება შეექმნას საქვაბე დანადგარის, ტექნიკური რეგლამენტის  მოთხოვ­ნებთან ან საქვაბე დანადგარის ექსპლუატაციის დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. დამატებითი დამტკიცება გაცემული უნდა იყოს ტიპის  სერტიფიკატის დამატების ფორმით.

7. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აწვდის შესაბამის სფეროში მოქმედ,  სხვა  შესაბამისობის შემფასებელ პირს სათანადო ინ­ფორ­მაციას იმ ,,ტიპის“  სერტიფიკატების შესახებ, რომლებიც გაუქმდა ან რომელთა გაცემაზეც უარი ეთქვა განმცხადებელს და მოთხოვნის მიხედ­ვით იმის შესახებ, რომელი ,,ტიპის“  სერტიფიკატებიც გაიცა.

8. სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს შეუძლიათ მიიღონ ,,ტი­პის“ სერტიფიკატების ასლები და/ ან მათი დამატებები. სერტიფიკატების დანართები ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამის სფეროში მოქმედი სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირებისათვის.

9. მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ტექ­ნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, საქვაბე დანადგარის ბოლო ერთეუ­ლის წარმოების დღიდან სულ ცოტა ათი წლის განმავლობაში უნდა ინა­ხავდეს  ,,ტიპის“ სერტიფიკატებსა და მათ დამატებებს.

როდესაც არც მწარმოებელი, და არც მისი უფლებამოსილი წარ­მომა­დგენელი არ წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტს, ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა არის იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელმაც პროდუქტი ქვეყნის ბაზარზე განათავსა.

 

მოდული C

 პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე

1. ეს მოდული აღწერს იმ პროცედურების ნაწილს, რომელთა სა­შუ­ა­ლებითაც მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უზ­რუნველყოფს და ადასტურებს, რომ საქვაბე დანადგარი შეესაბამება „ტიპის“  სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა ან  მისმა უფლებამოსილმა წარ­მომადგენელმა, საქვაბე დანადგარის ყოველ ერთეულზე უნდა დაი­ტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.

2. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა იმისათვის, რომ წარმოების პროცესი უზრუნველყოფდეს დამზადებული საქვაბე დანადგარის შესაბამისობას  ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

3. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა საქვაბე დანადგარის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან ათი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს  შესაბამისობის დეკლარაციის ასლი.

როდესაც არც მწარმოებელი და არც მისი უფლებამოსილი წარ­მო­მადგენელი არ არის საქართველოს რეზიდენტი, ტექნიკური დოკუ­მენტაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა არის იმ პირის პასუხის­მგებლობა, რომელმაც პროდუქტი ქვეყნის ბაზარზე განათავსა.

4. საბოლოო შეფასების  ჩატარებაზე მონიტორინგი უნდა განახორ­ციელოს  მწარმოებლის მიერ შერჩეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირ­მა შემთხვევითი ინტერვალებით. შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს და გამოცდის მის მიერ ადგილზე აღებულ მზა პროდუქტის ნიმუშს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად ან ატარებს ეკვივალენტურ გამოცდებს ამ ტექნიკურ რეგლამენტთან პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად. თუ საქვაბე დანადგარის ერთი ან მეტი ნიმუში არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები.

 

მოდული D

 ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე

1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომელთა საშუა­ლებითაც მწარმოებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოდულის მე-2 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და ადასტურებს, რომ საქვაბე დანადგარი შესაბამისობაშია ტიპთან, რომელიც აღწერილია „ტი­პის“  სერტიფიკატში ან პროექტის სერტიფიკატში და აკმაყოფილებს ამ ტექ­ნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა, ან მისმა უფლება­მოსილმა წარმომადგენელმა, საქვაბე დანადგარის ყოველ ერთეულზე უნდა  დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას უნდა ახლდეს  ამ მოდულის  მე-4 პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი შესაბამისობის შემ­ფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი.

2. მწარმოებელს  უნდა გააჩნდეს დამტკიცებული და ფუნქციო­ნირე­ბადი  ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს წარმოებას, საბოლოო შემოწ­მე­ბასა და გამოცდებს ამ მოდულის მე-3 პუნქტის შესაბამისად და რომე­ლიც ექვემდებარება ზედამხედველობას, ამ მოდულის მე- 4 პუნქტის შე­სა­ბამისად.

3. ხარისხის სისტემა

3.1. მწარმოებელმა უნდა წარუდგინოს განაცხადი მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს თავისი ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით.

განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) განსახილველი საქვაბე დანადგარის შესახებ სრულ სათანადო ინ­ფორმაციას;

ბ) დოკუმენტაციას ხარისხის სისტემის შესახებ;

გ) დამტკიცებული ტიპის ტექნიკურ დოკუმენტაციას და ტიპის  სერ­ტიფიკატის ასლს.

3.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს  საქვაბე დანადგარის შესაბამისობა „ტიპის“ სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და  ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება თუ დებუ­ლება უნდა იყოს დოკუმენტირებული სისტემურად და თანმიმდევრუ­ლად პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სა­ხელმძღვანელოებისა და ჩანაწერების  ერთგვაროვანი  ინტერპრეტაციის საშუალებას.

კერძოდ, მასში ადეკვატურად უნდა იყოს აღწერილი შემდეგი:  

‑ ხარისხის მიზნები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უფლებები, საქვაბე დანადგარის ხარისხთან მიმარ­თებაში;

‑ წარმოების, ხარისხის კონტროლისა და  უზრუნველყოფის გამოყე­ნე­ბული მეთოდები, პროცესები და სისტემატური ღონისძიებები;

‑ შემოწმებები და გამოცდები, რომლებიც ჩატარდება წარმოებამდე, წარმოების დროს და მის შემდეგ და ასევე მათი სიხშირე;  

‑ ჩანაწერები ხარისხის შესახებ, როგორებიცაა შემოწმების ანგარი­შები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების და ამ პროცებთან და­კავშირებული  პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;

‑ მოთხოვნილი ხარისხის მიღწევისა და ხარისხის სისტემის ეფექ­ტუ­რობის  მონიტორინგის საშუალებები.

3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სის­ტემა, რათა განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში  განსაზღვრულ მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის კომპონენ­ტები, რომლებიც შესაბამისობაშია სათანადო ჰარმონიზირებულ სტან­დარ­ტებთან, წარმოადგენს  3.2 ქვეპუნქტში მოყვანილ  მოთხოვნებთან შე­საბამისობის პრეზუმფციას.

აუდიტორულ გუნდში უნდა იყოს სულ ცოტა ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება საქვაბე დანადგარის განსახილველი ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა მოიცავდეს მწარ­მოებლის ორგანიზაციაში საინსპექციო ვიზიტს.

გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწ­ყვეტილებას, მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს ასევე გასაჩივრების პროცედურები.

3.4. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა შეასრულოს ხარის­ხის სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება.

მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დაამტკიცა ხა­რისხის სისტემა მასში  მოსალოდნელი ყველა ცვლილების შესახებ.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს შეთავაზებული ცვლილებები და გადაწყვიტოს აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში აღწერილ მოთხოვნებს და არის თუ არა საჭირო განმეორებითი შეფასება.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან უნდა აცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების დასა­ბუთებულ გადაწყვეტილებას.

4. ზედამხედველობა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხის­მგებლობის ქვეშ

4.1. ზედამხედველობის მიზანია მწარმოებელის მიერ დამტკიცე­ბული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულების ვალდებულება.

4.2.  შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის, მწარმოებელმა შესა­ბამისობის შემფასებელი პირისთვის,  ხელმისაწვდომი უნდა გახადოს წა­რ­მოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და სათავსო ადგილები და სრუ­ლად მიაწოდოს მას საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:

‑ დოკუმენტაცია ხარისხის სისტემის შესახებ;

‑ ხარისხის ჩანაწერები, როგორებიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები ჩარ­თული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ და ა. შ. 

4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს პერიო­დული აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ  მწარმოებელს აქვს და იყენებს ხარისხის სისტემას, და მიაწოდოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში აღნიშნულის შესახებ.

4.4. ამასთან, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება განახო­რციელოს მოულოდნელი ვიზიტი მწარმოებელთან. ამგვარი ვიზიტის დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ჩაატაროს ან ჩაატარებინოს გამოცდები, რომლებიც დაა­დასტურებს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბა­მისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში და თუ ადგილზე გამოცდა იქნა ჩატარებული, გამოცდის ან­გარიშიც.

5. მწარმოებელმა, საქვაბე დანადგარის ბოლო ერთეულის წარმოე­ბის დღიდან ათი წლის განმავლობაში შესაბამისი ორგანოსათვის წარსა­დგენად უნდა შეინახოს:

‑ ამ მოდულის 3.1 პუნქტის „ბ“- ში განსაზღვრული დოკუმენტაცია;

‑ ამ მოდულის 3.4 პუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული ცვლილებები;

‑ შესაბამისობის შემფასებელის მიერ მიღებული გადაწყვეტი­ლე­ბები და ანგარიშები, რომლებიც მოცემულია ამ მოდულის 3.3 და  3.4 პუნქ­ტების ბოლო აბზაცებში და 4.3 და 4.4 პუნქტებში.

6. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აწვდის  სხვა შე­სა­ბამისობის შემფასებელ ორგანოებს სათანადო ინფორმაციას იმ ხარის­ხის სისტემის შესახებ, რომელიც მის მიერ არ იქნა დამტკიცებული, გაუქ­მდა ან სხვაგვარად შეიზღუდა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში იმის შე­სახებ, რომელიც დამტკიცებულ იქნა.

 

მოდული E

ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე

1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომელთა საშუა­ლებითაც მწარმოებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოდულის მე-2 პუნ­ქ­ტში მოცემულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და ადასტურებს, რომ საქ­ვა­ბე დანადგარი შესაბამისობაშია ნიმუშთან, რომელიც აღწერილია „ტი­პის“ სერტიფიკატში და აკმაყოფილებს  ტექნიკური რეგლამენტის მოთ­ხოვ­ნებს. მწარმოებელმა, ან  მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა საქვაბე დანადგარის ყოველ ერთეულზე უნდა  დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას უნდა ახ­ლდეს   ამ მოდულის  მე-4 პუნქტით განსაზღვრული ზედამხედვე­ლო­ბაზე პასუხისმგებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწ­მობის ნომერი.

2. მწარმოებელს  უნდა გააჩნდეს დამტკიცებული და ფუნქციონი­რებადი  ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს წარმოებას, საბოლოო შე­მოწ­მებასა და გამოცდებს ამ მოდულის მე-3 პუნქტის შესაბამისად და დაუქვემდებაროს იგი ზედამხედველობას, ამ მოდულის მე- 4 პუნქტის შესაბამისად.

3.  ხარისხის სისტემა

3.1. მწარმოებელმა თავისი ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით უნდა წარუდგინოს განაცხადი მის მიერ შერჩეულ  შესაბამისობის შემფასებელ პირს.

განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) განსახილველი საქვაბე დანადგარის შესახებ სრულ სათანადო ინფორმაციას;

ბ) დოკუმენტაციას ხარისხის სისტემის შესახებ;

გ) დამტკიცებული ტიპის ტექნიკურ დოკუმენტაციას და ტიპის  სერ­ტიფიკატის ასლს.

3.2. ხარისხის სისტემის ფარგლებში, საქვაბე დანადგარის ყოველ ერ­თეულს უნდა ჩაუტარდეს შემოწმება და სათანადო გამოცდა, ტექნი­კუ­რი რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების შესაბამი­სად,  ან ეკვივალენტური გამოცდები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მწარ­მოებლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სისტემატურად და თანმიმდევრულად უნდა იყოს დოკუმენტირებული პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია ხარისხის პრო­გრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ჩანაწერების  ერთგვა­როვანი  ინტერპრეტაციის საშუალებას უნდა იძლეოდეს.

კერძოდ, მასში აღწერილი  უნდა იყოს შემდეგი:  

‑ ხარისხის მიზნები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უფლებები,  საქვაბე დანადგარის ხარისხთან მი­მარ­თებაში;

‑ შემოწმებები და გამოცდები, რომლებიც უნდა ჩატარდეს წარ­მოების შემდეგ;

‑ ხარისხის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებები;

‑ ჩანაწერები ხარისხის შესახებ, როგორებიცაა შემოწმების ანგარი­შები და მონაცემები გამოცდების, დაკალიბრების და ამ პროცესებთან დაკავშირებული  პერსონალის კვალიფიკაციისა და დამტკიცების შესახებ და ა.შ.

3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის ელემენ­ტები, რომლებიც შესაბამისობაშია სათანადო ჰარმონიზირებულ სტანდა­რ­ტებ­თან, წარმოადგენს ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში განსაზღვრულ  მოთხოვნებთან შესაბამისობის პრეზუმფციას.

აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს სულ ცოტა ერთი წევრი მაინც, რო­მელსაც ექნება საქვაბე დანადგარის შეფასების გამოცდილება და ტექნო­ლოგიის განხილვის შესაძლებლობა. შეფასების პროცედურა უნდა მოი­ცავდეს მწარმოებლის ორგანიზაციაში საინსპექციო ვიზიტს.

გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყო­ბინება უნდა შეიცავდეს გამოცდის დასკვნებსა და შეფასების დასაბუ­თებულ გადაწყვეტილებას.

3.4. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა შეასრულოს ხა­რისხის სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნ­ველყოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება.

მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დაამტკიცა ხარისხის სისტემა, მასში  მოსალოდნელი ყველა ცვლილების შესახებ.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს შეთავაზებული ცვლილებები და გადაწყვიტოს აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში აღწერილ მოთხოვნებს და არის თუ არა საჭირო განმეორებითი შეფასება.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან უნდა აცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

4. ზედამხედველობა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხის­მგებლობის ქვეშ

4.1. ზედამხედველობის მიზანია მწარმოებელის მიერ დამტკი­ცე­ბული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულების გარანტირება.

4.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის, მწარმოებელმა შე­საბამისობის შემფასებელი პირისთვის,  ხელმისაწვდომი უნდა გახადოს წარმოების, ინსპექტირებისა და გამოცდების ეტაპები და სათავსო ადგი­ლები, ასევე უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო ინფორმაციის ხელმი­საწვდომობა, კერძოდ:

‑ დოკუმენტაცია ხარისხის სისტემის შესახებ;

-  ტექნიკური დოკუმენტაცია;

‑ ხარისხის ჩანაწერები, როგორებიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები ჩარ­თული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ და ა. შ. 

4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს პერი­ოდული აუდიტები, რათა დარწმუნდეს, რომ  მწარმოებელი იყენებს დამ­ტკიცებულ ხარისხის სისტემას და მიაწოდოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში.

4.4. ამასთან, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება განა­ხორციელოს მოულოდნელი ვიზიტი მწარმოებელთან. ამგვარი ვიზიტის დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ჩაატაროს ან ჩაატარებინოს გამოცდები, რომლებიც დაადას­ტურებს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში და თუ ადგილზე ჩატარებულ იქნა გამოცდა გამოცდის ანგარიშიც.

5. მწარმოებელმა, საქვაბე დანადგარის ბოლო ერთეულის წარმო­ების დღიდან ათი წლის განმავლობაში, შესაბამისი ორგანოსათვის წარ­სადგენად უნდა შეინახოს შემდეგი დოკუმენტები:

‑ ამ მოდულის 3.1 პუნქტის „ბ“- ში განსაზღვრულ დოკუმენტაცია;

‑ ამ მოდულის 3.4 პუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული ცვლილებები;

‑ შესაბამისობის შემფასებელის მიერ მიღებული გადაწყვეტილე­ბე­ბი და ანგარიშები, რომლებიც მოცემულია ამ მოდულის 3.3 და  3.4 პუნქ­ტების ბოლო აბზაცებში და 4.3 და 4.4 პუნქტებში.

6. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აწვდის  სხვა შე­სა­ბა­მისობის შემფასებელ ორგანოებს სათანადო ინფორმაციას იმ ხარის­ხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.