დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25868 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 11/06/2013 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016223 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №25868
2013 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დებულების “ (დანართი №4 ):
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ახალი და არსებული ავტომატიზებული სამუშაო ადგილების, მათ შორის, საგადასახადო ორგანოებში არსებული ვიდეოკამერებისა და სპეციალური ტექნიკის , გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან ერთად ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება ;“;
ბ) მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველო:
დ.ა) სპეციალური ტექნიკის განყოფილება ;“;
გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) საგადასახადო ორგანოებში არსებული ვიდეოკამერებისა და სპეციალური ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;“;
დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. სპეციალური ტექნიკის განყოფილება ახორციელებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტით გათვლისწინებულ ფუნქციას , ასევე უზრუნველყოფს ცენტრის /სამმართველოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი
დოკუმენტის კომენტარები