„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-28/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 280070010.22.035.016212
01-28/ნ
15/07/2013
ვებგვერდი, 15/07/2013
280070010.22.035.016212
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-28/ნ

2013 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №19, მუხლი 241) დამტკიცებული:
1. სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1):
ა) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის  პირადობისა  და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.“;

ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახელმწიფო კომპენსაციის ან/და სოციალური პაკეტის დანიშვნისას;“.

2. „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის” (დანართი №2):
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კომპენსაციის მიღების უფლება

1. პირს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას.

2. კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის/უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრებზე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.

3. დაუშვებელია ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, კომპენსაციასთან ერთად სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის მიღება, გარდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა.“;

ბ) მე-7 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:

 ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;

ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;

გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;

დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);

ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;

ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გააჩნიათ ზემოხსენებულ ორგანოებში წელთა ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ნამსახურობის  სტაჟი უთანაბრდება 20 წელს;“;

ბ.გ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირი, თუ მას აქვს წელთა  ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები.“;

ბ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ამ მუხლის პირველი, მე-2,  მე-3 და 31 პუნქტებში ჩამოთვლილ პირებს, დადგენილი წელთა ნამსახურობის გამო, კომპენსაცია განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობებით:

 ა) 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული:

 ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე;

 ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე;

ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების  ნამრავლი 10 ლარზე;

ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების  ნამრავლი 15 ლარზე;

ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.“.

გ) 71 მუხლის:
გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებს, მიუხედავად პროკურატურის სისტემაში  მუშაობის ვადისა, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „ბ“ ან „პ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით და კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს შრომის საერთო სტაჟზე.";

გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარლამენტის/უზენაესი საბჭოს ყოფილ  წევრს, რომელსაც შეუსრულდა 65 წლის ასაკი ან აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა, ხოლო საჯარო საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, კომპენსაცია განახლდება კანონით დადგენილი პირობებით განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის მომდევნო თვის  პირველი რიცხვიდან.“;

გ.გ) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა.ა) „ა.გ“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – ხომალდის მეთაურისათვის;

ა.ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის;

ა.გ) „ა.ა“ ქვეპუნქტით 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე  საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა  თვითმფრინავებს.“;

 

დ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. კომპენსაციის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო

1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ:

ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს;

ბ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;

გ) საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებს;

დ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;

ე) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს.

2. შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%. ამასთანავე,  ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – მე–7 მუხლის მე-4  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%, ამასთანავე,  ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის 125%-ს.

5. პარლამენტის წევრებისათვის (ყოფილი წევრისათვის) კომპენსაციის დანიშვნისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები;

ა) პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;

ბ) პარლამენტის ყოფილ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დადგენისას ენიშნებათ პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში პარლამენტის წევრის კომპენსაციის 50%.

6. სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 115%;

ბ)  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.“.

ე) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე და მასთან   გათანაბრებული მუშაკის გარდაცვალების გამო

1. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვლილი მარჩენალის გამო, კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგ პირებს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად:

ა) კომპენსაცია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, თუ მარჩენალი გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ასეთივე უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს;

ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირების გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრისათვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით  განსაზღვრული კომპენსაციის 75%-ს,  მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნისათვის ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილის ნამსახურების მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, იმ კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, რომელსაც პროკურატურის მუშაკი დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.“.

ვ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები

1. კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან  და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის  ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან  და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულმა პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი         დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან  და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირების, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი   დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

ბ) პროკურატურის მუშაკებზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ:

 ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ბ.ბ) პროკურატურის მუშაკის  გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, გარდაცვალების მოწმობა. ამასთან დამატებით შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

გ) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრზე (ყოფილ წევრზე) კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ: 

გ.ა) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,, პარლამენტის წევრობის (ყოფილი წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

 გ.ბ) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს  წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

დ) პარლამენტის აპარატის მოხელეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენტში მინიმუმ 8-წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა, იგივე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ;

ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ;

ვ) საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თუ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციასთან – საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი:

ვ.ა) საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

ზ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:

ზ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

თ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:

თ.ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა. შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

ი) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  ცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან (შემდგომში – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;

კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ლ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) კომპენსაციის დასანიშნად – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილების ვადის გასვლის (მოადგილისათვის – არანაკლებ 5 წლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხანგრძლივობის) დამადასტურებელი დოკუმენტები, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ:

ლ.ა) გენერალურ აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ლ.ბ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) გარდაცვალების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილისათვის კომპენსაციის დასანიშნად – კანონიერი წარმომადგენლის განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვის ან მზრუნველის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა.

3. ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია მაძიებელს/კომპენსაციის მიმღებს მოსთხოვოს დამატებით დოკუმენტის წარმოდგენა, რაც უკავშირდება კომპენსაციის დანიშვნა/გაცემის უფლებრივ საკითხს.“.

ზ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. კომპენსაციის გაცემის შეჩერება და განახლება

1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:

ა) პირის მიერ კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს შესაბამის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს კომპენსაციის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა);

გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა.

2. შეჩერებული კომპენსაცია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში:

 ბ.ა) თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე;

 ბ.ბ) თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, არაუმეტეს 3 თვის ვადაში და არსებობს წინა სტატუსის მოქმედების ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი (საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნა). თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ წარსული დროისათვის კომპენსაცია გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. 

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ.

3. კომპენსაციის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.“.

თ) მე-19 მუხლი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. კომპენსაციის შეწყვეტა

1. კომპენსაცია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;

დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;

ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება – კომპენსაციის შეჩერების დღიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებსაც ამ კანონის  მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუჩერდათ კომპენსაცია – მისი შეჩერების დღიდან;

ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;

ი) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებისას;

კ) კომპენსაციის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის  წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს,  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში  – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.

3. შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა განხორციელდება კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ შემთხვევაში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან დაცული კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები.".

ი) მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.
კ) 21-მუხლ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3  და მე-4 პუნქტები:

„3. კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშებას ექვემდებარება ამ წესის მე-7 მუხლით,  71 მუხლის მე–12 პუნქტით, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.

4. კომპენსაციის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება:

ა) პენსიის ოდენობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად;

ბ) მე–7 მუხლის  მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.

ლ) 22-ე მუხლის:
ლ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. იმ პირებს, რომელთა კომპენსაციის ოდენობა აღემატება კანონის 28-ე მუხლით  გადაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდებათ 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაცია კანონის 31–ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. ამავდროულად, იმ პირებს, რომელთაც 2013 წლის 1 აპრილამდე შეჩერებული ჰქონდათ კომპენსაცია, კომპეტენტურ ორგანოში მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდებათ  2013 წლის 1 აპრილამდე არსებული წესით განსაზღვრული ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან გადაანგარიშებული ოდენობით.“;

ლ.ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო