დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 488 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/11/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 07/11/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.080.000.05.001.003.330 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი;“.
2. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ზედამხედველობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 1 ნოემბერი.
№488–რს
დოკუმენტის კომენტარები