„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 392
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.016804
392
05/06/2013
ვებგვერდი, 05/06/2013
010210040.08.002.016804
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №392

2013 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულების:
ა) მე-5 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური;“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) სახელმწიფო ჯილდოების სამსახური;“;

გ) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:

 ა) უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა, მათი საზეიმო ვითარებაში გადაცემის ორგანიზება;

დ) შეწყალების საკითხებზე შესაბამისი კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი;

ე) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“;

დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

,,91. სახელმწიფო ჯილდოების სამსახურის ფუნქციებია:

 ა) სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ იარაღის ჯილდოდ გადაცემასთან დაკავშირებული მასალების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

 ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ჯილდოების საზეიმო ვითარებაში გადაცემის ორგანიზება;

გ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი