შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ

შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.017299
134
31/05/2013
ვებგვერდი, 04/06/2013
240110000.10.003.017299
შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №134

2013 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქ­ცევის კოდექსის 103-ე მუხლის 21-ე და 22-ე ნაწილების შესაბამისად, ასე­ვე, „სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექ­ნი­კური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს მთა­ვ­რო­ბის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2010 წლის 16 ივლისის №965 და „სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლო­გიის სფეროში საკანონმდებლო რეფორმის და ტექნიკური რეგლამენ­ტე­ბის მიღების სამთავრობო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №1140 განკარგულებების მიზნების შესრულებისთვის განისაზღვროს შესაბამისობის შეფასების მოდუ­ლები, ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები თან­დართული რედაქციით.
მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისობის შეფა­სების მოდულების და ქვემოდულების გამოყენება სავალდებულოა სა­ქარ­თვე­ლოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ახალი მიდგომის ტექნი­კური რეგლამენტებით რეგულირებულ სფეროში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დანართი
შესაბამისობის შეფასების მოდულები, ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები

მუხლი 1. შესაბამისობის შეფასების პროცედურები

1.  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კო­დექ­სის თანახმად დამტკიცებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლა­მენ­­ტებით მოთხოვნილი პროდუქტის შესაბამისობის შეფასების პროცე­დუ­რები ხორციელდება პირველ დანართში მოცემული  მოდულების შე­სა­ბა­მი­სად, შერჩევით ან მათი კომბინაციით. მოდულები გამოყენებულ  უნდა იქნეს  შესაბამის პროდუქტზე საჭიროებისამებრ, აღნიშნულ მოდუ­ლებ­ში ჩამოყალიბებული ინსტრუქციების შესაბამისად.

2. მომხმარებლის შეკვეთით დამზადებული პროდუქტის და ასევე მცირესერიული პროდუქტისთვის გამოიყენება შესაბამისობის შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული გამარტივებული ტექნიკური და ად­მი­ნის­ტრაციული პირობები.

3. დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული მოდულების სათანადო და რელევანტური გამოყენებისას, კონკრეტული სახის პრო­დუქ­ტზე არსებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტის მოთ­ხო­ვ­­ნების შესაბამისად შესაძლებელია:

ა) მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია ტექნიკურ დოკუ­მენ­ტაციასთან დაკავშირებით, გარდა №1 დანართით განსაზღვრულ მო­დულებში მითითებული ინფორმაციისა, ან დაზუსტდეს მოდული/ქვე­მოდული პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე;

ბ) შეიცვალოს №1 დანართით განსაზღვრულ მოდულებში განსაზ­ღვრული დროის მონაკვეთის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც მწარ­მოებელი ან/და შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შე­ინახოს ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია;   

გ) მოთხოვნილ იქნეს, რომ მწარმოებელმა მიუთითოს რომელი აკ­რედიტებული ან კანონით განსაზღვრული ორგანოს (შემდგომში შესაბა­მი­სობის შემფასებელი პირის) მიერ განხორციელდა შესაბამისობის შეფა­სება;    

დ) განისაზღვროს პროდუქტის ტიპის სერტიფიკატის მოქმედების ვადა;

ე) პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში ან მის დანართებში მითი­თე­ბული იქნეს სათანადო ინფორმაცია შესაბამისობის შეფასების და წარმო­ების პროცესის კონტროლის შესახებ;

ვ) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ პერიოდული აუდიტის განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, მითითებული იქნეს მისი ჩა­ტარების სიხშირე.       

4. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი მიუთითებს №1 და­ნარ­თით განსაზღვრული მოდულების ან/და ქვემოდულების გამოყე­ნე­ბას (რომელი/რომლები გამოიყენება) შესაბამისობის შეფასებისათვის იმ სფე­როს მიკუთვნებულ პროდუქტზე, რომელსაც იგი არეგულირებს.

5. №2 დანართით განსაზღვრულია შესაბამისობის შეფასების პრო­ცე­დურების ცხრილი.

6. №3 დანართით განსაზღვრულია ის მინიმალური ინფორმაცია, რო­მე­ლსაც უნდა შეიცავდეს მწარმოებლის მიერ შედგენილი შესაბამი­სო­ბის დეკლარაცია.

მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები     

წინამდებარე დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ პრო­დუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გან­მარ­ტებული მნიშვნელობა.

დანართი 1      

შესაბამისობის შეფასების მოდულები

მოდული A

შიდა საწარმოო კონტროლი

1. შიდა საწარმოო კონტროლი წარმოადგენს  შესაბამისობის შეფასე­ბის პროცედურას, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ან მისი უფლე­ბა­მოსილი წარმომადგენელი (შემდგომში ‑ მწარმოებელი) ასრულებს ამ მო­დულის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი აკმა­ყო­ფილებს მისთვის ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვ­ნებს.

2. ტექნიკური დოკუმენტაცია

მწარმოებელმა უნდა შექმნას ტექნიკური დოკუმენტაცია. დოკუმენ­ტაცია უნდა იძლეოდეს პროდუქტის შესაბამისობის შეფასების საშუალე­ბას სათანადო მოთხოვნებთან და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვა­ტურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკური დოკუმენტაციით ზუსტად გა­ნი­საზ­ღვრება სათანადო მოთხოვნები და იგი მოიცავს, რამდენადაც ეს შეფა­სე­ბისთვის იქნება აუცილებელი, პროდუქტის პროექტირების, წარ­მო­ე­ბისა და ექსპლუატაციის ეტაპებს. ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭი­რო­ები­სამებრ, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს:

- პროდუქტის საერთო აღწერილობას;

- კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებს და კომპონენ­ტების, ქვესისტემების და სხვა სქემებს;

- აღნიშნული ნახაზების, სქემების და პროდუქტის ექსპლუატა­ცი­ისთვის აუცილებელ აღწერილობას და განმარტებებს;

- ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი სტან­დარ­ტების ან/და სხვა რელევანტური ტექნიკური მახასიათებლების ჩამო­ნათვალს, რომელიც გამოიყენება სრულად ან ნაწილობრივ, ასევე, აღწე­რი­ლობას ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების  ძირითადი მოთ­ხოვ­ნების დასაკმაყოფილებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს, იმ შემთ­ხ­ვევაში, როცა არ იყო გამოყენებული შესაბამისი სტანდარტები. შესაბა­მი­სი სტანდარტების ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ზუსტად უნდა განსაზღვროს სტანდარტის ის ნაწილები, რომელიც იქნა გამოყენებული;

- საპროექტო გაანგარიშების, ჩატარებული შემოწმებების და სხვა შე­­დეგებს;

- გამოცდების ანგარიშებს.

3. წარმოება

მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ საწარმოო პროცესმა და მისმა მონიტორინგმა უზრუნველყოს წარმო­ებული პროდუქტის შესაბამისობა ამ მოდულის მე-2 პუნქტით განსაზღვ­რულ ტექნიკურ დოკუმენტაციასა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენ­ტების მოთხოვნებთან. 

4. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

4.1. მწარმოებელმა უნდა დაიტანოს  თითოეულ ინდივიდუალურ პრო­დუქტზე, ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სავალდებულო შესაბამისობის ნიშანდება, რომელიც დააკმაყოფილებს ტექ­ნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებს.

4.2. მწარმოებელმა  უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია პრო­დუქტის მოდელისათვის და უნდა უზრუნველყოს მისი შენახვა ტექ­ნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში, შესაბამისი ორგანოებისთვის წარსადგენად.  შე­საბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შეიქმნა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შე­საბამისი ორგანოებისათვის,  მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

5. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის მე-4 პუნქტით  განსაზღვრული მწარმოებლის ვალ­დებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარ­მომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუხისმგებლობით, იმ პირობით, თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით.  

მოდული A1

შიდა საწარმოო კონტროლი, პროდუქტის გამოცდის მონიტორინგთან ერთად

1. შიდა საწარმოო კონტროლს დამატებული პროდუქტის გამოცდის მონიტორინგი წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ  ვალდებულებებს  და უზრუნ­ველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს მისთვის ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ტექნიკური დოკუმენტაცია

მწარმოებელმა უნდა შექმნას ტექნიკური დოკუმენტაცია. დოკუმენ­ტაცია უნდა იძლეოდეს პროდუქტის შესაბამისობის შეფასების საშუა­ლებას სათანადო მოთხოვნებთან და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკ­ვატურ ანალიზსა და შეფასებას.

ტექნიკური დოკუმენტაციით ზუსტად განისაზღვრება სათანადო მოთ­ხოვნები და მოიცავს, რამდენადაც ეს  შეფასებისთვის იქნება აუცი­ლე­ბელი, ინფორმაციას პროდუქტის ნიმუშის შემუშავების, პროდუქტის წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაცია, სა­ჭი­როებისამებრ, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს:

- პროდუქტის საერთო აღწერილობას;

- კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებს და კომპო­ნენ­ტების, ქვესისტემების და სხვა სქემებს;

- აღნიშნული ნახაზების, სქემების და პროდუქტის ექსპლუატა­ცი­ისთვის აუცილებელ აღწერილობას და განმარტებებს;

- ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი სტან­დარ­ტების ან/და სხვა რელევანტური ტექნიკური მახასიათებლების ჩამო­ნათვალს, რომლებიც გამოიყენება სრულად ან ნაწილობრივ, ასევე, აღწე­რილობას ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების  ძირითადი მოთ­ხოვ­ნების დასაკმაყოფილებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს იმ შემთ­ხვევაში, როცა არ იყო გამოყენებული შესაბამისი სტანდარტები. შესა­ბა­მისი სტანდარტების ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკუ­რმა დოკუმენტაციამ ზუსტად უნდა განსაზღვროს სტანდარტის ის ნაწი­ლე­ბი, რომელიც იქნა გამოყენებული;

- საწარმოო ნიმუშის გაანგარიშების, ჩატარებული ცდებისა და სხვა შედეგებს;

- გამოცდების ანგარიშებს.

3. წარმოება

მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ საწარმოო პროცესმა და მისმა მონიტორინგმა უზრუნველყოს წარ­მოებული პროდუქტის შესაბამისობა ამ მოდულის მე-2 პუნქტით განსაზ­ღვ­რულ ტექნიკურ დოკუმენტაციასა და შესაბამისი ტექნიკური რეგლა­მენ­ტების მოთხოვნებთან. 

4. პროდუქტის საკონტროლო შემოწმება

თითოეული წარმოებული პროდუქტისათვის, მწარმოებელმა თა­ვისი სახელით უნდა განახორციელოს პროდუქტის ერთი, ან ერთზე მეტი სპეციფიკური ასპექტის ერთი, ან ერთზე მეტი გამოცდა, მისი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზ­ნით. მწარმოებლის შეხედულებისამებრ, გამოცდა შესაძლებელია განხო­რ­ცი­ელდეს შესაბამისობის შემფასებელი პირის  (მათ შორის, მწარმოებ­ლის კუთვნილი) მიერ. 

შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გამოცდების განხორ­ცი­ელების შემთხვევაში, მწარმოებელმა  შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ პროდუქტზე უნდა დაიტანოს  მისი აკრედიტა­ციის მოწმობის ნომერი.

5. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

5.1 მწარმოებელმა, თითოეულ პროდუქტზე უნდა დაიტანოს შე­საბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სავალდებულო შესაბა­მი­სობის ნიშანდება.

5.2  მწარმოებელმა  უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია პროდუქტის მოდელისათვის და უნდა უზრუნველყოს მისი შენახვა ტექ­ნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, პროდუქტის ბაზარზე განთავსები­დან 10 წლის განმავლობაში, შესაბამისი ორგანოებისთვის წარსადგენად. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქ­ტი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შეიქმნა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოებისათვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

6. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის მე-5 პუნქტით  განსაზღვრული მწარმოებლის ვალდე­ბუ­ლებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმო­მადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუხისმგებლობით, იმ პი­რობით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით.    

მოდული A2

შიდა საწარმოო კონტროლს დამატებული პროდუქტის საკონტროლო შემოწმების მონიტორინგი შემთხვევითი ინტერვალებით

1. შიდა საწარმოო კონტროლს დამატებული შემთხვევითი ინტერ­ვალებით განხორციელებული პროდუქტის შემოწმების მონიტორინგი წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის საშუა­ლებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს მისთვის ტექ­ნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ტექნიკური დოკუმენტაცია

მწარმოებელმა უნდა შექმნას ტექნიკური დოკუმენტაცია. დოკუ­მენტაცია უნდა იძლეოდეს პროდუქტის შესაბამისობის შეფასების საშუა­ლებას სათანადო მოთხოვნებთან და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკ­ვატურ ანალიზს და შეფასებას.

ტექნიკური დოკუმენტაციით ზუსტად განისაზღვრება სათანადო მოთხოვნები და მოიცავს, რამდენადაც ეს შეფასებისთვის იქნება აუცი­ლებელი, ინფორმაციას პროდუქტის საწარმოო ნიმუშის, მისი წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭიროები­სამებრ, სულ მცირე უნდა შეიცავდეს, შემდეგ ელემენტებს:

-  პროდუქტის საერთო აღწერილობას;

- კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებსა და კომპო­ნენტების, ქვესისტემების და სხვა სქემებს;

- აღნიშნული ნახაზების, სქემების და პროდუქტის ექსპლუატა­ციისთვის აუცილებელ აღწერილობას და განმარტებებს;

- ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი სტან­დარტების ან/და სხვა რელევანტური ტექნიკური მახასიათებლების ჩამო­ნათვალს, რომელიც გამოიყენება სრულად ან ნაწილობრივ, ასევე აღწე­რილობას ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების  ძირითადი მოთ­ხოვნების დასაკმაყოფილებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს, როცა არ იყო გამოყენებული შესაბამისი სტანდარტები. შესაბამისი სტანდარტების ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ზუსტად უნდა განსაზღვროს სტანდარტის ის ნაწილები, რომელიც იქნა გამოყენებული; 

- საწარმოო ნიმუშის გაანგარიშების, ჩატარებული ცდებისა და სხვა შედეგებს;

- გამოცდების ანგარიშებს.

3. წარმოება

მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ საწარმოო პროცესმა და მისმა მონიტორინგმა უზრუნველყოს პრო­დუქტის შესაბამისობა ამ მოდულის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტექნი­კურ დოკუმენტაციასა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვ­ნებთან. 

4. პროდუქტის საკონტროლო შემოწმება

მწარმოებლის შეხედულებისამებრ, პროდუქტის შემოწმება შესაძ­ლე­ბელია განხორციელდეს შესაბამისობის შემფასებელი პირის (მათ შო­რის, მწარმოებლის კუთვნილი) მიერ, იმავე ორგანოს მიერ განსაზღვრუ­ლი შემთხვევითი ინტერვალებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პრო­დუქტის შიდა კონტროლის ხარისხის შემოწმება ისე, რომ სხვა ასპექ­ტებ­თან ერთად, მხედველობაში იქნეს მიღებული  პროდუქტის ტექნოლო­გიური კომპლექსურობა და წარმოების მოცულობა. პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, უნდა მოხდეს  შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ წარმოების ადგილზე აღებული მზა პროდუქტის ადეკვატური ნიმუშის შემოწმება და იმ სათანადო გამოცდების განხორციელება, რომლებიც დადგენილია შესაბამისი სტანდარტის ან/და ტექნიკური მახასიათებ­ლე­ბის შესაბამის ნაწილში, ან მათი ეკვივალენტური გამოცდების ჩატარება ტექნიკური რეგლამენტების სათანადო მოთხოვნებთან პროდუქტის შესა­ბამისობის შესამოწმებლად.  

პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად განხორციელებული ნი­მუშების შემთხვევითი კონტროლის პროცედურა გამიზნულია იმისათ­ვის, რომ განისაზღვროს ხორციელდებოდა თუ არა წარმოების პროცესი დასაშვებ ფარგლებში პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან  შესაბამი­სობის უზრუნველსაყოფად.         

შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გამოცდების განხორ­ციელების შემთხვევაში, მწარმოებელმა, შესაბამისობის შემფასებელი პირის  პასუხისმგებლობის ქვეშ, პროდუქტზე უნდა დაიტანოს  მისი აკრე­დიტაციის მოწმობის ნომერი. 

5. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

5.1 მწარმოებელმა, პროდუქტზე უნდა დაიტანოს  შესაბამისი ტექ­ნიკური რეგლამენტით დადგენილი სავალდებულო შესაბამისობის ნი­შანდება.

5.2 მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია პრო­დუქტის მოდელისათვის და უნდა უზრუნველყოს მისი შენახვა ტექ­ნი­კურ დოკუმენტაციასთან ერთად პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში, შესაბამისი ორგანოებისთვის წარსადგენად. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა  განისაზღვროს პრო­დუქტი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შეიქმნა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოებისათვის მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

6. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მწარმოებლის ვალდე­ბულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომა­დ­გენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუხისმგებლობით, იმ პირო­ბით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით.  

მოდული B

პროდუქტის ნიმუშის (ტიპის) შესაბამისობის შეფასება

1. პროდუქტის ნიმუშის (ტიპის) შესაბამისობის შეფასება წარმო­ადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის საშუალებითაც შესაბამისობის შემფასებელი პირი იკვლევს პროდუქტის ტექნიკურ პრო­ექტს და ადასტურებს, რომ იგი აკმაყოფილებს აღნიშნული პროდუქტი­სთვის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. პროდუქტის ნიმუშის (ტიპის) შესაბამისობის შეფასება შესაძლე­ბელია განხორციელდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გზით:

-  წარმოებიდან აღებული მზა პროდუქტის ნიმუშის  გამოკვლევის საშუალებით (საწარმო ტიპი);

- პროდუქტის ტექნიკური პროექტის შესაბამისობა შეფასება ტექნი­კური დოკუმენტაციის,  ამ მოდულის მე-3 პუნქტით განსაზღვრული და­მა­დასტურებელი მონაცემების შემოწმების და წარმოებიდან აღებული მზა პროდუქტის ნიმუშის  გამოკვლევის (საწარმო ტიპი და საპროექტო ტიპის კომბინაცია) საშუალებით;

- პროდუქტის ტექნიკური პროექტის შესაბამისობის შეფასება ტექ­ნიკური დოკუმენტაციის, ამ მოდულის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დამადასტურებელი მონაცემების შემოწმების საშუალებით, ნიმუშის გა­მო­კვლევის გარეშე (საპროექტო ტიპი).

3. მწარმოებელმა, ნიმუშის (ტიპის) შესაბამისობის შეფასებისათვის,  განაცხადით უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ, მხოლოდ ერთ შესა­ბამისობის შემფასებელ პირს. 

განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

- მწარმოებლის ვინაობა და მისამართი და იმ შემთხვევაში თუ განაცხადი წარმოდგენილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამ უკანასკნელის ვინაობა და მისამართიც;

- განცხადება იმის თაობაზე, რომ იგივე განაცხადით არ მიუმარ­თავთ სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის;  

- ტექნიკური დოკუმენტაცია. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იძ­ლე­ოდეს პროდუქტის შესაბამისობის შეფასების საშუალებას სათანადო მოთხოვნებთან და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკური დოკუმენტაციით ზუსტად განისაზღვრება სათა­ნადო მოთხოვნები და მოიცავს, რამდენადაც ეს შეფასებისთვის იქნება აუცილებელი, ინფორმაციას პროდუქტის ტექნიკური პროექტის, წარმო­ების და ექსპლუატაციის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭიროე­ბისამებრ, სულ მცირე უნდა შეიცავდეს, შემდეგ ელემენტებს:

- პროდუქტის საერთო აღწერილობას;

- კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებსა და კომპო­ნენტების, ქვესისტემების და სხვა სქემებს;

- აღნიშნული ნახაზების, სქემების და პროდუქტის ექსპლუატა­ცი­ისთვის აუცილებელ აღწერილობას და განმარტებებს;

- ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების  შესაბამისი სტან­დარ­ტების ან/და სხვა რელევანტური ტექნიკური მახასიათებლების ჩამო­ნათვალს, რომელიც გამოიყენება სრულად ან ნაწილობრივ, ასევე აღწერი­ლობას ახალი  მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების ძირითადი მოთ­ხოვ­ნების დასაკმაყოფილებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს, როცა არ იყო გამოყენებული შესაბამისი სტანდარტები. შესაბამისი სტანდარტების ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ზუსტად უნდა განსაზღვროს სტანდარტის ის ნაწილები, რომელიც იქნა გამოყენებული;

- საწარმოო ნიმუშის გაანგარიშების, ჩატარებული ცდებისა და სხვა შედეგებს;

- გამოცდების ანგარიშებს;

- განსახილველი წარმოებიდან აღებული ნიმუშები. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შესაძლებელია მოითხოვოს დამატებითი ნიმუშები, თუ ეს საჭირო გახდება გამოცდების პროგრამის განსახორციელებლად;

- ტექნიკურ პროექტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამა­დას­ტურებელი მონაცემები. აღნიშნული მონაცემები უნდა მოიცავ­დეს ყველა გამოყენებულ დოკუმენტს, განსაკუთრებით იმ დოკუმენტებს, რომელიც ადასტურებს, რომ  სათანადო შესაბამისი სტანდარტები ან/და ტექნიკური მახასიათებლები სრულად არ იქნა გამოყენებული. დამატე­ბითი ცნობები უნდა მოიცავდეს, საჭიროებისამებრ, მწარმოებლის სათა­ნა­დო ლაბორატორიაში, ან მისი პასუხისმგებლობით სხვა ლაბორატო­რიაში ჩატარებული ცდების შედეგებს.

4. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა

პროდუქტისთვის:

4.1.  უნდა შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა დამა­დას­ტურებელი მონაცემები პროდუქტის ტექნიკური პროექტის შესაბამი­სობის შესაფასებლად;

ნიმუშ(ებ)ისთვის:

4.2. უნდა შეამოწმოს, რომ ნიმუშ(ებ)ი წარმოებულ იქნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად და ის წარმოაჩენს იმ ელემენტებს, რომ­ლებიც შემუშავებული იქნა სათანადო შესაბამისი სტანდარტებისა ან/და ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, ასევე, იმ ელემენტებსაც, რომ­ლებიც არ შემუშავებულა აღნიშნული სტანდარტების  შესაბამისად.

4.3. უნდა ჩაატაროს, ან ჩაატარებინოს სათანადო ცდები და გამოცდა, რათა შემოწმდეს, მწარმოებლის მიერ რამდენად სწორად იქნა გამოყე­ნებული  გადაწყვეტილებები შესაბამისი სტანდარტების ან/და ტექნიკუ­რი მახასიათებლების თანახმად, თუკი მწარმოებელმა მათი გამოყენება განიზრახა;

4.4.  უნდა ჩაატაროს, ან ჩაატარებინოს სათანადო ცდები და გამოც­და, რათა შემოწმდეს, მწარმოებლის მიერ რამდენად სწორად იქნა გამოყე­ნებული  გადაწყვეტილებები, რომლებიც მას არ მიუღია შესაბამისი სტან­დარტების ან/და ტექნიკური მახასიათებლების თანახმად და პასუხობენ თუ არა მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის ძირითად მოთხოვნებს;

4.5. უნდა შეათანხმოს მწარმოებელთან შემოწმებისა და გამოცდების განხორციელების ადგილი.

5. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეადგინოს შეფასების ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ამ მოდულის მე-4 პუნქტის თანახმად განხორციელებული საქმიანობების და მათი შედეგების დოკუ­მენტირებული მონაცემები. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოე­ბ­ლის თანხმობის საფუძველზე, სრულად, ან ნაწილობრივ უნდა გამოაქ­ვეყნოს ანგარიშის შინაარსი ისე, რომ  შესაბამისი ულებამოსილი ორგანოს წინაშე საკუთარი ვალდებულებების შესრულებას არ მიადგეს ზიანი . 

6. როცა პროდუქტის ტიპი პასუხობს ამ პროდუქტისთვის განსაზ­ღვრული კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბა­მისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებლისთვის უნდა გასცეს პროდუქ­ტის ტიპის სერტიფიკატი. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს მწარმოებლის ვინაობასა და მისამართს, გამოცდების დასკვნებს, პირობებს (თუკი ასეთი არსებობს) მათი ვალიდურობისათვის და საჭირო მონაცემებს დამტკიცე­ბული ტიპის იდენტიფიკაციისათვის. სერტიფიკატს შესაძლოა გააჩნდეს ერთი, ან მეტი დანართი. 

სერტიფიკატი და მისი დანართები უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც იძლევა წამოებული პროდუქტისა და საცდელი ტიპის შესაბამისობის შეფასების საშუალებას და ექსპლუატაციის პრო­ცესში მისი კონტროლის შესაძლებლობას. 

როცა პროდუქტის ტიპი არ პასუხობს შესაბამისი ტექნიკური რეგ­ლა­მენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებ­ელს უარი უნდა უთხრას  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატის გაცემაზე და შესაბამისად, წერილობით უნდა აცნობოს მას უარის მიზეზები.

7. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა ფლობდეს ინფორმაციას არსებული ტექნიკური განვითარების დონესთან დაკავშირებული ყველა სახის ცვლილებების შესახებ, რის მიხედვითაც მოწონებული ტიპი აღარ დააკმაყოფილებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და მან უნდა გადაწყვიტოს, საჭიროებს თუ არა აღნიშნული ცვლილებები შემ­დგომ კვლევას. მსგავს შემთხვევაში, მწარმოებელი, აღნიშნულის თაო­ბაზე ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის  მიერ.

დამტკიცებული ტიპის ყველა მოდიფიკაციის შესახებ, რამაც შე­საძლოა ზემოქმედება მოახდინოს პროდუქტის ტექნიკური რეგლამენტის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ან სერტიფიკატის პირობების ვალიდურობაზე,   მწარმოებელმა უნდა აცნობოს იმ შესაბამისობის შემ­ფა­სებელ პირს, რომელიც ფლობს ტიპის სერტიფიკატთან დაკავში­რე­ბულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. ასეთ მოდიფიკაციებს ესაჭიროებათ დამატე­ბითი დამტკიცება, რასაც უნდა ჰქონდეს ადრე გაცემული  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატის დამატების ფორმა. 

8. თოთოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყო­ბინოს საკუთარი უფლებამოსილების მიმნიჭებელ ორგანოს მის მიერ გა­ცემული, ან გაუქმებული  ტიპის სერტიფიკატების ან/და მათი ნებისმიე­რი დამატების შესახებ და პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ, მისი უფ­ლე­ბამოსილების გამცემი ორგანოსთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს იმ სერტიფიკატებისა ან/და დამატებების სია, რომლის გაცემაზე მან უარი თქვა, ან დროებით შეაჩერა, ან სხვა სახით შეზღუდა. 

თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატ­ყო­ბი­ნოს  იმავე სფეროში მოქმედ სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს  ტი­პის სერტიფიკატების ან/და მათი ნებისმიერი დამატებ(ებ)ის შესახებ, რომ­ლის გაცემაზე მან უარი თქვა, ან დროებით შეაჩერა, ან სხვა შეზღუდ­ვები დააწესა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ გაცემული სერტიფიკატების ან/და დამატებების შესახებ. 

იმავე სფეროში მოქმედ სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს შეუძლიათ, მოთხოვნის საფუძველზე, მოიპოვონ  ტიპის სერტიფიკატე­ბის ან/და მათი ნებისმიერი დამატებების ასლები. მოთხოვნის შემთხ­ვევაში, იმავე სფეროში მოქმედ სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს შეუძლიათ მოიპოვონ ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისობის შემფასებელი პირების მიერ განხორციელებული შეფასების შედეგების ასლები. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა, სერტიფიკატის ვალიდუ­რო­ბის ვადის გასვლამდე,  უნდა იქონიოს  პროდუქტის ტიპის სერტიფი­კატის, მისი დანართების და დამატებების ასლები, ასევე, ტექნიკური დოკუმენტაცია, მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ჩათვლით. 

9. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს  პროდუქტის ტიპის სერტი­ფიკატის, მისი დანართების და დამატებების ტექნიკურ დოკუმენ­ტაციასთან ერთად შენახვა, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს მათი მოთ­ხოვნის შემთხვევაში.

10. მწარმოებლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განაცხადი უნდა წარადგინოს ამ მოდულის მე-3 პუნქტის შესაბამისად და შეასრუ­ლოს ამ მოდულის მე-7 და მე-9 პუნქტებში მითითებული ვალდებუ­ლებები იმ პირობით, თუ ისინი განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკ­რუ­ლებით.

მოდული C

პროდუქტის ტიპთან  შესაბამისობ დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე

1. წარმოების შიდა კონტროლზე დამყარებული პროდუქტის ტიპ­თან შესაბამისობა, წარმოადგენს  შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუნ­ველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი შეესაბამება  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

2. წარმოება

მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარ­მოების პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებუ­ლი პროდუქტის შესაბამისობას  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწე­რილ პროდუქტის დამტკიცებულ ტიპთან და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.   

3. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

3.1  მწარმოებელმა, თითოეულ პროდუქტზე უნდა დაიტანოს  საქა­რ­თველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება, რო­მე­ლიც შესაბამისობაშია  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის დამტკიცებულ ტიპთან და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.  

3.2.  მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია პროდუქტის მოდელისთვის და უნდა უზრუნველყოს მისი შენახვა  პრო­დუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბა­მისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შეიქმნა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს  შესაბამისი ორგანოებისთვის,  მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

4. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მწარმოებლის ვალდ­ე­ბულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმო­მად­გენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუხისმგებლობით, იმ პირო­ბით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით.

მოდული С1

პროდუქტის ტიპთან  შესაბამისობ დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლსა და პროდუქტის საკონტროლო შემოწმების მონიტორინგზე

1. პროდუქტის ტიპთან  შესაბამისობის განსაზღვრა, შიდა საწარმოო კონტროლის და პროდუქტის საკონტროლო შემოწმების მონიტორინგის საშუალებით, წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს  და უზ­რუნ­ველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი შეესაბამება  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს.

2. წარმოება

მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარ­მოების პროცესმა და მისმა მონიტორინგმა უზრუნველყოს წარმოებული პროდუქტის  შესაბამისობა ტიპის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქ­ტის დამტკიცებულ ტიპთან და აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენ­ტის მოთხოვნებს. 

3. პროდუქტის საკონტროლო შემოწმება

თითოეული წარმოებული პროდუქტისათვის, მწარმოებელმა უნდა განახორციელოს, ან თავისი სახელით განახორციელებინოს პროდუქტის ერთი, ან მეტი სპეციფიკური ასპექტის ერთი, ან მეტი გამოცდა, რათა შეა­მოწმოს პროდუქტის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან. მწარმოებლის შეხედულებისამებრ, გამოცდა შესაძლებე­ლია განხორციელდეს შესაბამისობის შემფასებელი პირის (მათ შორის, მწარმოებლის კუთვნილი)  პასუხისმგებლობის ქვეშ. 

შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გამოცდების განხორცი­ელების შემთხვევაში, მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა დაიტანოს  მისი აკრედიტაციის მოწმობის ნომერი/ კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი საწარმოო პროცესის დროს. 

4. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

4.1. მწარმოებელმა, თითოეულ პროდუქტზე უნდა დაიტანოს სა­ქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება, რომელიც შესაბამისობაშია  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერი­ლი პროდუქტის დამტკიცებულ ტიპთან და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებს.  

4.2.  მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია პრო­დუქტის მოდელისათვის და უნდა უზრუნველყოს მისი შენახვა, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამი­სო­ბის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის  მოდე­ლი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შეიქმნა.

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შე­საბამისი ორგანოებისათვის,  მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

5. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მწარმოებლის ვალ­დებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმო­მადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუხისმგებლობით, იმ პი­რობით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით.

მოდული С2

პროდუქტის ტიპთან  შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლსა და შემთხვევითი ინტერვალები პროდუქტის საკონტროლო შემოწმებაზე

1. პროდუქტის ტიპთან  შესაბამისობის დადგენა შიდა საწარმოო კონტროლის და პროდუქტის დროის ინტერვალების შემთხვევითი შერჩევით საკონტროლო შემოწმების გზით,  წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი შეესაბამება  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთ­ხოვნებს.

2. წარმოება

მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარ­მოების პროცესმა და მისმა მონიტორინგმა უზრუნველყოს წარმოებული პროდუქტის შესაბამისობა  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერი­ლი პროდუქტის დამტკიცებულ ტიპთან და აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 

3. პროდუქტის საკონტროლო შემოწმება

მწარმოებლის შეხედულებისამებრ, პროდუქტის შემოწმება შესაძ­ლებელია განხორციელდეს შესაბამისობის შემფასებელი პირის (მათ შო­რის, მწარმოებლის კუთვნილი) მიერ, იმავე ორგანოს მიერ განსაზღვრუ­ლი შემთხვევითი ინტერვალებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პრო­დუქტის შიდა კონტროლის ხარისხის შემოწმება ისე, რომ სხვა ასპექ­ტებთან ერთად, მხედველობაში იქნეს მიღებული  პროდუქტის ტექნო­ლო­გიური კომპლექსურობა და წარმოების მოცულობა. პროდუქტის ბა­ზარზე განთავსებამდე, უნდა მოხდეს  შესაბამისობის შემფასებელი პი­რის მიერ წარმოების ადგილზე აღებული მზა პროდუქტის ადეკვატური ნიმუშის შემოწმება და იმ სათანადო გამოცდების განხორციელება, რომ­ლებიც დადგენილია შესაბამისი სტანდარტის ან/და ტექნიკური მახა­სიათებლების შესაბამის ნაწილში, ან მათი ეკვივალენტური გამოცდების ჩატარება ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან პროდუქ­ტის შესაბამისობის შესამოწმებლად. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუში არ შეე­სა­ბამება ხარისხის მისაღებ დონეს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები.   

პროდუქტის ნიმუშების შერჩევის პროცედურა გამიზნულია იმის­თ­ვის, რომ პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განისაზ­ღ­ვ­რ­ოს, ხორციელდებოდა თუ არა წარმოების პროცესი დასაშვებ ფარგლებ­ში. 

შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გამოცდების განხორცი­ელების შემთხვევაში, მწარმოებელმა, შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ, უნდა დაიტანოს  მისი აკრედიტაციის მოწმობის ნომერი/კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი სა­წარმოო პროცესის დროს. 

4. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

4.1. მწარმოებელმა, თითოეულ პროდუქტზე უნდა დაიტანოს  სა­ქა­რ­­თველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება, რომელიც შეესაბამება  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპს და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დად­გენილ მოთხოვნებს.   

4.2.  მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია პროდუქტის მოდელისათვის და უზრუნველყოს მისი შენახვა პროდუქ­ტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკ­ლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რო­მ­ლისთვისაც ეს დეკლარაცია შედგა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შე­სა­ბამისი ორგანოებისათვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

5. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მწარმოებლის ვალდე­ბულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომა­დგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუხისმგებლობით, იმ პირო­ბით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით.

მოდული D

ტიპთან  შესაბამისობა დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე

1. ტიპთან  შესაბამისობის განსაზღვრა წარმოების პროცესის ხარი­ს­ხის უზრუნველყოფის საფუძველზე, წარმოადგენს შესაბამისობის შეფასე­ბის პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრუ­ლებს ამ მოდულის მე-2 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებუ­ლე­ბებს  და უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას,  რომ პროდუ­ქ­ტი შეესაბამება პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმა­ყო­ფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. წარმოება

მწარმოებელმა წარმოებისთვის უნდა გამოიყენოს დამტკიცებული ხარისხის სისტემა, განახორციელოს მზა პროდუქტის ხარისხის კონტრო­ლი და მისი გამოცდა ამ მოდულის მე-3 პუნქტის შესაბამისად  და უნდა დაუქვემდებაროს იგი ზედამხედველობას, ამ მოდულის მე-4 პუნქტის შესაბამისად.   

3. ხარისხის სისტემა

3.1. მწარმოებელმა, პროდუქტთან დაკავშირებული ხარისხის სის­ტე­მის შესაფასებლად, განაცხადით უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ სათანადო შესაბამისობის შემფასებელ პირს.

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

- მწარმოებლის ვინაობა და მისამართი და უფლებამოსილი წარმო­მადგენელის ვინაობა და მისამართი, თუ განაცხადი გაკეთებულია ამ უკა­ნასკნელის მიერ;

- წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი განაცხადით არ მიუმართავთ სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის;

- ყველა საჭირო ინფორმაცია განსახილველი პროდუქტის კატეგო­რიის შესახებ;

- ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

- ტექნიკური დოკუმენტაცია პროდუქტის დამტკიცებულ ტიპთან და­კავშირებით და  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატის ასლი.

3.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ პროდუქტი შეე­სა­ბამებოდეს  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმა­ყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თითოეული კომ­პო­ნენტის, მოთხოვნისა და პირობის შესახებ, უნდა იქნეს დოკუმენ­ტირე­ბული სისტემატურად და თანმიმდევრულად,  პროცედურების და ინსტ­რუ­­ქ­ციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და დოკუმენ­ტების უწყვეტი ინტერპრეტაციის საშუალებას.   

კერძოდ, ის უნდა მოიცავდეს შემდეგ აღწერილობას:

- ხარისხის მიზნებს, საორგანიზაციო სტრუქტურას და უფლებამო­სილებებს პროდუქტის ხარისხის მართვის კუთხით;

- წარმოების, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნ­ველ­ყოფის შესაბამის მეთოდებს, პროცესებს და სისტემატურ ქმედებებს;

- წარმოების დაწყებამდე, წარმოების განმავლობაში და მისი დასრულების შემდგომი ექსპერტიზას და გამოცდებს და მათი განხორ­ციელების სიხშირეს;

- ხარისხის დოკუმენტებს, ინსპექტირების შედეგებს და გამოც­დების მონაცემებს, პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველ ანგარიშებს და სხვა;

- პროდუქტის სავალდებულო ხარისხის მიღწევის და ხარისხის სის­ტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებებს. 

3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს პასუხობს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

ხარისხის სისტემის  კომპონენტების შეფასება უნდა ითვალისწინებ­დეს იმ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომელიც უზრუნველყოფს ტექ­ნი­კური რეგლამენტის შესაბამისი სტანდარტის ან/და ტექნიკური სპეციფი­კა­ციის განხორციელებას.

ხარისხის მართვის სისტემებში გამოცდილების გარდა, აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება სათანადო პრო­დუქტის სფეროს შეფასებისა და განსახილველი პროდუქტის დამზა­დების ტექნოლოგიის გამოცდილება და  შესაბამისი კანონმდებლობის  სა­თა­ნადო ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საწარმოო ნაგებობის ადგილზე შეფასებას. აუდიტის ჯგუფმა უნდა განიხილოს ამ მოდულის 3.1 პუნქტის მეხუთე აბზაცით განსაზღვრული დოკუმენ­ტაცია, რათა შემოწმდეს მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების იდენტიფიცირების უნარი და ჩატარდეს აუცილებელი ექს­პერტიზა აღნიშნულ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის უზრუნ­ველსაყოფად.

გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყო­ბინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების დასაბუ­თებულ გადაწყვეტილებას.

3.4. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა აიღოს პასუხის­მგებ­ლობა დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებუ­ლებების შეასრულებაზე და ხარისხის ადეკვატურობის და ეფექტურობის შენარჩუნებაზე.

3.5.  მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხის სისტემაში შესა­ტანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინფორმირება, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული  სისტემა.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ყველა შეთავა­ზებული ცვლილება და გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა მოდიფიცი­რებუ­ლი ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 პუნქტით განსაზღვრული მოთ­ხოვნების შესაბამისი, თუ საჭირო გახდება ხელახალი შეფასების განხორ­ცი­ელება.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა აცნობოს მი­ღებული გადაწყვეტილება. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ჩატარებუ­ლი გამოცდის დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ  გადაწყვეტი­ლებას. 

4. ზედამხედველობის განხორციელება შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ  

4.1. ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ, დამტკიცე­ბუ­ლი ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების გარანტირება.

4.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მწარ­მოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის უნდა უზრუნველყოს წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და პროდუქტის საწყობების მისაწვდომობა და მისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ:

- ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია;

- ხარისხის დოკუმენტების, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდების მონაცემები, სათანადო პერსონალის კვალიფიკაციის ანგა­რიშები და სხვა.

4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს  პერიო­დუ­ლი აუდიტი იმის შესამოწმებლად, რომ მწარმოებელი უზრუნველყოფს ხარისხის სისტემის ფუნქციონირებას და მწარმოებელს უნდა წა­რუდგინოს აღნიშნული აუდიტის ანგარიში.

4.4. ზემოაღნიშნულთან ერთად, შესაბამისობის შემფასებელი პირი შესაძლებელია ადგილზე, მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს შესა­მოწმებლად, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებელსა და შესაბამისობის შემფასებელ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. ამგვარი ვიზიტის დროს შესაბამისობის შემფასებელი პირი, საჭირო­ებისამებრ, თავად ატარებს ან ატარებინებს პროდუქტის გამოცდას, რათა დარწმუნდეს ხარისხის სისტემის სწორ ფუნქციონირებაში. შესაბამი­სობის შემფასებელი პირი მწარმოებელს წარუდგენს შემოწმების ანგარიშს და გამოცდების შემთხვევაში, გამოცდის ანგარიშს.   

5. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

5.1. მწარმოებელმა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმ­დებ­ლობით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება და ამ მოდულის 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმ­გებ­ლობის ქვეშ, უნდა დაიტანოს მისი აკრედიტაციის მოწმობის ნომე­რი/კა­ნონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი თითო­ეულ პროდუქტზე, რომელიც შეესაბამება  პროდუქტის ტიპის სერტი­ფი­კატში აღწერილი პროდუქტის ტიპს და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგ­ლამენტის მოთხოვნებს.  

5.2. მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია თითოეული პროდუქტის მოდელისათვის და უზრუნველყოს მისი შენა­ხვა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბა­მისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მო­დელი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შედგა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს  შე­საბამისი ორგანოებისთვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

6. მწარმოებელმა, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან, სულ მცი­რე, 10 წლის განმავლობაში უნდა შეინახოს და მოთხოვნის შემთხვევაში   წარუდგინოს  შესაბამის ორგანოებს შემდეგი:

- ამ მოდულის 3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია;

- ამ მოდულის 3.5 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებები, მათი დამტკიცების შესაბამისად;

- ამ მოდულის 3.5, 4.3 და 4.4 პუნქტებით განსაზღვრული შესა­ბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები.

7. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მოახ­დინოს მასზე უფლებამოსილების გამცემი ორგანოს ინფორმირება მათ მიერ ხარისხის სისტემის დამტკიცებაზე უარის თქმის, შეჩერების, გაუქ­მების, ან სხვა სახის შეზღუდვების შესახებ და მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამტკიცებული ხარისხის სისტემის შესახებ.

თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყო­ბი­ნოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ხარისხის სისტემის დამტკი­ცე­ბაზე უარის თქმის, შეჩერების, გაუქმების, ან სხვა სახის შეზღუდვების შესახებ და მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამტკიცებული ხარისხის სისტემის შესახებ.    

8. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის 3.1, 3.5, 5 და მე- 6 პუნქტებით განსაზღვრული  მწარ­მოებლის ვალდებულებები შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლება­მოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუხის­მგებლობით, იმ პირობით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკ­რულებით.

მოდული D1

წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა

1. წარმოების ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენს შესაბამი­სო­ბის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოე­ბელი ასრულებს  ამ მოდულის მე-2, მე-4 და მე-7 პუნქტებით განსაზღვ­რულ  ვალდებულებებს  და უზრუნველყოფს და იღებს სრულ პასუხისმ­გე­ბ­ლობას, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ტექნიკური დოკუმენტაცია

მწარმოებელმა უნდა შექმნას ტექნიკური დოკუმენტაცია. დოკუ­მე­ნ­ტაცია უნდა იძლეოდეს პროდუქტის შესაბამისობის შეფასების საშუა­ლე­ბას სათანადო მოთხოვნებთან და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვა­ტ­ურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკური დოკუმენტაციით ზუსტად გა­ნი­საზღვრება სათანადო მოთხოვნები და იგი მოიცავს, რამდენადაც ეს შე­ფა­სებისთვის იქნება აუცილებელი, ინფორმაციას პროდუქტის საწარ­მოო ნი­მუშის, წარმოების და ექსპლუატაციის შესახებ. ტექნიკური დოკუმენ­ტა­ცია, საჭიროებისამებრ, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენ­ტებს:

- პროდუქტის საერთო აღწერილობას;

- კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებს და კომპონენ­ტების, ქვესისტემებს და სხვა სქემებს;

- აღნიშნული ნახაზების, სქემების და პროდუქტის ექსპლუატაციი­სთვის აუცილებელ აღწერილობას და განმარტებებს;

-  ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი სტან­დარტების ან/და სხვა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების ჩამონა­თვალს, რომელიც გამოიყენება სრულად ან ნაწილობრივ, ასევე, აღწერი­ლო­ბას ტექნიკური რეგლამენტების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყო­ფი­ლებლად მიღებული გადაწყვეტილებებისა მაშინ, როცა არ იყო გამოყე­ნებული შესაბამისი სტანდარტები. შესაბამისი სტანდარტების ნაწილობ­რი­ვი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ზუსტად უნდა განსაზღვროს სტანდარტის ის ნაწილები, რომელიც იქნა გამოყე­ნებული;

-  საწარმოო ნიმუშის გაანგარიშების, ჩატარებული ცდებისა და სხვა შედეგებს;

-  გამოცდების ანგარიშებს.

3. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს.

4. წარმოება

მწარმოებელმა წარმოებისთვის უნდა გამოიყენოს  ამ მოდულის  მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ხარისხის სისტემა, განახორ­ციელოს მზა პროდუქტის ხარისხის კონტროლი და მისი გამოცდა და დაუქვემდებაროს იგი ამ მოდულის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ზედამ­ხედველობას.

5. ხარისხის სისტემა

5.1.  მწარმოებელმა, პროდუქტთან დაკავშირებული ხარისხის სის­ტე­მის შესაფასებლად, განაცხადით უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს.

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

- მწარმოებლის ვინაობა და მისამართი, უფლებამოსილი წარმომა­დგენელის ვინაობა და მისამართი, თუ განაცხადი წარდგენილია ამ უკა­ნასკნელის მიერ;

- წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი განაცხადით არ მიუმართავს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის;

- ყველა საჭირო ინფორმაცია პროდუქტის კატეგორიის შესახებ;

-  ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

-  ამ მოდულის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დო­კუმენტაცია. 

5.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს პროდუქტის შესა­ბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნებისმიერი კომ­პონენტის, მოთხოვნის და პირობის შესახებ, უნდა იქნეს დოკუმენ­ტირებული სისტემატურად და თანმიმდევრულად,   პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლე­ოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და დო­კუ­მ­ენტების უწყვეტი ინტერპრეტაციის საშუალებას.   

კერძოდ, ის უნდა მოიცავდეს შემდეგ აღწერილობას:

- ხარისხის მიზნებს, საორგანიზაციო სტრუქტურას და მართვის პასუხისმგებლობებსა და უფლებამოსილებებს, პროდუქტის ხარისხის კუთხით;

- წარმოების, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნ­ველ­ყოფის შესაბამის მეთოდებს, პროცესებს და სისტემატურად განხორცი­ელებულ საქმიანობებს;

- წარმოების დაწყებამდე, წარმოების განმავლობაში და მისი დას­რულების შემდგომ ექსპერტიზას და გამოცდებს და მათი განხორცი­ელების სიხშირეს;

-  ხარისხის დოკუმენტებს, მათ შორის, ინსპექტირების შედეგებს და გამოცდების მონაცემებს, დაკალიბრების მონაცემებს, პერსონალის კვა­ლი­ფიკაციის ამსახველ ანგარიშებს და სხვა; 

- პროდუქტის სავალდებულო ხარისხის მიღწევის და ხარისხის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებებს. 

5.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს პასუხობს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 5.2 პუნქტით განსაზღვრულ  მოთხოვნებს. 

ხარისხის სისტემის  კომპონენტების შეფასება უნდა ითვალისწინებ­დეს იმ მოთხოვნებთან  შესაბამისობას, რომელიც უზრუნველყოფს ტექ­ნი­კური რეგლამენტის შესაბამისი სტანდარტის ან/და ტექნიკური სპეცი­ფიკაციის განხორციელებას.

ხარისხის მართვის სისტემებში გამოცდილების გარდა, აუდიტის ჯგუ­ფში უნდა იყოს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება სათანადო პრო­დუქტის სფეროს შეფასებისა და განსახილველი პროდუქტის დამზადე­ბის ტექნოლოგიის გამოცდილება და შესაბამისი კანონმდებლობის სათა­ნადო ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საწარმოო ნაგე­ბო­ბის ადგილზე შეფასებას. აუდიტის ჯგუფმა უნდა განიხილოს ამ მოდუ­ლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, რათა შემოწმდეს მწა­რ­მოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების იდენტი­ფიცირების უნარი და ჩატარდეს აუცილებელი ექსპერტიზა აღნიშნულ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტ­ყობინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების დასა­ბუთებულ გადაწყვეტილებას.

5.4. მწარმოებელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დამტკიცებული ხარისხის სიტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შეასრულებაზე და ხარისხის ადეკვატურობისა და ეფექტურობის შენარჩუნებაზე.

5.5. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხის სისტემაში შესა­ტანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინფორმირება, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული    სისტემა.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ყველა შეთა­ვაზებული ცვლილება და გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა მოდი­ფიცი­რებული ხარისხის სისტემა ამ მოდულის 5.2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი, თუ საჭირო გახდება ხელახალი შეფასების გან­ხორციელება.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყობინოს მწარმოებ­ელს მიღებული გადაწყვეტილება. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ჩატა­რებული გამოცდის დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტი­ლებას. 

6. ზედამხედველობის განხორციელება შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ. 

6.1. ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ, დამტკიცე­ბუ­ლი ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების გარანტირება.

6.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მწარმო­ებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისათვის უნდა უზრუნველყოს წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და პროდუქტის საწყობების მისაწვდომობა და მისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ:

- ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია;

- ამ მოდულის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დოკუ­მენტაცია;

- ხარისხის დოკუმენტები, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, სათანადო პერსო­ნალის კვალიფიკაციის ანგარიშები და სხვა.  

6.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს  პერიო­დული აუდიტი იმის შესამოწმებლად, რომ მწარმოებელი უზრუნ­ველყოფს ხარისხის სისტემის ფუნქციონირებას და წარუდგინოს მწარმო­ებელს აუდიტის ანგარიში.

6.4. ზემოაღნიშნულთან ერთად, შესაბამისობის შემფასებელი პირი შესაძლებელია ადგილზე, მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს შესამოწმებლად, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებელსა და შესაბამისობის შემფასებელ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.  ამგვარი ვიზიტის დროს შესაბამისობის შემფასებელი პირი საჭიროები­სამებრ, თავად ჩაატარებს ან ატარებინებს პროდუქტის გამოცდას, რათა დარწმუნდეს ხარისხის სისტემის სწორ ფუნქციონირებაში. შესაბა­მისობის შემფასებელი პირი მწარმოებელს წარუდგენს შემოწმების ანგა­რიშს და გამოცდების შემთხვევაში, გამოცდის ანგარიშს.   

7. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

7.1.  მწარმოებელმა, უნდა განახორციელოს საქართველოს კანონ­მდებ­ლობით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება და ამ მოდულის 5.1 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხის­მგებლობის ქვეშ, უნდა დაიტანოს  მისი აკრედიტაციის მოწმობის ნომე­რი­/კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი თითო­ეულ პროდუქტზე, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.  

7.2.  მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია თი­თოეული პროდუქტის მოდელისთვის და უზრუნველყოს მისი შენახვა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამი­სობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდე­ლი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შედგა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს  შესაბამისი ორგანოებისთვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

8. მწარმოებელმა, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს  შენახვა და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს წარუდგინოს შემდეგი:

- ამ მოდულის 5.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია;

- ამ მოდულის 5.5 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებები;

- ამ მოდულის 5.5, 6.3. და 6.4 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები.

9. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მოახ­დინოს მასზე უფლებამოსილების გამცემი ორგანოს ინფორმირება მათ მიერ დამტკიცებული, ან გაუქმებული ხარისხის სისტემის შესახებ და პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს მასზე უფლებამო­სილების გამცემ ორგანოს მის მიერ უარყოფილი, შეჩერებული, ან სხვა სახით შეზღუდული ხარისხის სისტემების სია. 

თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყო­ბინოს სხვა აკრედიტებულ ორგანოებს ხარისხის სისტემის დამტკიცებაზე უარის თქმის, შეჩერების, გაუქმების, ან სხვა სახის შეზღუდვების შესახებ და მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამტკიცებული ხარისხის სის­ტემის შესახებ.  

10. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის მე-3, 5.1, 5.5, მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფ­ლე­ბამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუ­ხი­სმგებლობით, იმ პირობით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკ­რულებით.

მოდული E

ტიპთან  შესაბამისობა დაფუძნებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე

1. პროდუქტის ტიპთან  შესაბამისობის განსაზღვრა წარმოების პრო­ცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე, წარმოადგენს შესაბამი­სობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმო­ებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ  ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და იღებს სრულ პასუხისმგებ­ლობას, რომ პროდუქტი შეესაბამება  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. წარმოება

მწარმოებელმა წარმოებისთვის უნდა გამოიყენოს ამ მოდულის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ხარისხის სისტემა, განახორციე­ლოს მზა პროდუქტის ინსპექტირება და განსახილველი პროდუქტის გა­მოცდა, და დაუქვემდებაროს იგი ზედამხედველობის კონტროლს, ამ მო­დულის მე-4 პუნქტის შესაბამისად.  

3. ხარისხის სისტემა

3.1. მწარმოებელმა, პროდუქტთან დაკავშირებული ხარისხის სისტე­მის შესაფასებლად, განაცხადით უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს.

განაცხადი ინდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:  

- მწარმოებლის ვინაობა და მისამართი, უფლებამოსილი წარმომა­დგენლის ვინაობა და მისამართი, თუ განაცხადი გაკეთებულია ამ უკა­ნასკნელის მიერ;

-  წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი განაცხა­დით არ მიუმართავს სხვა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის;

-  ყველა საჭირო ინფორმაცია პროდუქტის კატეგორიის შესახებ;

- ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

- ტექნიკური დოკუმენტაცია პროდუქტის დამტკიცებულ ტიპთან დაკავშირებით და  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატის ასლი.

3.2 ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს პროდუქტის შესაბა­მისობა პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და დააკმა­ყოფილოს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები.

მწარმოებლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ხარი­ს­ხის ელემენტების, მოთხოვნების და პირობების შესახებ, უნდა იქნეს დოკუმენტირებული სისტემატურად და თანმიმდევრულად,  პროცედუ­რე­ბისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვა­ნე­ლო­ებისა და დოკუმენტების უწყვეტი ინტერპრეტაციის საშუალებას.   

კერძოდ, ის უნდა მოიცავდეს შემდეგ აღწერილობას:

- ხარისხის მიზნებს და საორგანიზაციო სტრუქტურას და მართვის პასუხისმგებლობებსა და უფლებამოსილებებს პროდუქტის ხარისხის კუთხით;

- წარმოების დასრულების შემდეგ განხორციელებულ ექსპერტი­ზასა და გამოცდას;

- ხარისხის დოკუმენტებს, მათ შორის, ანგარიშებს და გამოცდების მონაცემებს, დაკალიბრების მონაცემებს, პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველ ანგარიშებს და სხვა;

- ხარისხის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებებს. 

3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს, პასუხობს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 პუნქტით განსაზღვრულ მოთ­ხოვნებს. 

ხარისხის სისტემის  კომპონენტების შეფასება უნდა ითვალისწინებ­დეს იმ მოთხოვნებთან   შესაბამისობას, რომელიც ტექნიკური რეგლამენ­ტის შესაბამისი სტანდარტის ან/და ტექნიკური სპეციფიკაციის განხორ­ციელებას უზრუნველყოფს.

ხარისხის მართვის სისტემებში გამოცდილების გარდა, აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება სათანადო პროდუქტის სფეროს შეფასებისა და განსახილველი პროდუქტის დამზა­დების ტექნოლოგიის გამოცდილება და შესაბამისი კანონმდებლობის სათანადო ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საწარმოო ნაგებობის ადგილზე შეფასებას. აუდიტის ჯგუფმა უნდა განიხილოს ამ მოდულის 3.1 პუნქტის  მეხუთე აბზაცით განსაზღვრული დოკუმენტა­ცია, რათა შემოწმდეს მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების იდენტიფიცირების უნარი და ჩატარდეს აუცილებელი ექსპერტიზა აღნიშნულ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყო­ბინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების დასაბუთე­ბულ გადაწყვეტილებას.

3.4. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა აიღოს პასუხისმგებ­ლობა დამტკიცებული ხარისხის სიტემიდან გამომდინარე ვალდებულე­ბების შეასრულებაზე და ხარისხის ადეკვატურობისა და ეფექტურობის შენარჩუნებაზე.

3.5. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხის სისტემაში შესა­ტანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინფორმირება, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული სისტემა.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ყველა შეთავა­ზე­ბული ცვლილება და გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა მოდიფიცირე­ბუ­ლი ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 პუნქტით განსაზღვრული მოთ­ხოვნების შესაბამისი, თუ საჭირო გახდება ხელახალი შეფასების განხორ­ციელება.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყობინოს მწარმო­ებელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა მოი­ცავდეს ჩატარებული გამოცდის დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 

4. ზედამხედველობის განხორციელება შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ

4.1. ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ, დამტკიცებუ­ლი ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების გარანტირება.

4.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მწარმოე­ბე­ლ­მა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის უნდა უზრუნველყოს წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და პროდუქტის საწყობების მისაწვდომობა და მისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ:

- ხარისხის სისტემის დოკუმენტაციის;

- ხარისხის დოკუმენტების, მათ შორის, ინსპექტირების ანგა­რიშების და გამოცდების მონაცემების, დაკალიბრების მონაცემების, სა­თა­ნადო პერსონალის კვალიფიკაციის ანგარიშების და სხვა.  

4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს  პერიო­დული აუდიტი იმის შესამოწმებლად, რომ მწარმოებელი უზრუნველ­ყოფს ხარისხის სისტემის ფუნქციონირებას და წარუდგინოს მწარმოე­ბელს აუდიტის ანგარიში.

4.4. ზემოაღნიშნულთან ერთად, შესაბამისობის შემფასებელი პირი შესაძლებელია ადგილზე მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს შესა­მოწმებლად, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებელსა და შესა­ბა­მისობის შემფასებელ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.  ამგვარი ვიზიტის დროს შესაბამისობის შემფასებელი პირი საჭიროები­სამებრ, თავად ჩაატარებს, ან ატარებინებს პროდუქტის გამოცდას, რათა დარწმუნდეს ხარისხის სისტემის სწორ ფუნქციონირებაში. შესაბამის­ობის შემფასებელი პირი მწარმოებელს წარუდგენს შემოწმების ანგარიშს და გამოცდების შემთხვევაში, გამოცდის ანგარიშს.   

5. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

5.1.  მწარმოებელმა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონ­მდე­ბ­­ლობით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება და ამ მოდულის 3.1 პუნ­ქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხის­მგე­ბ­ლო­ბის ქვეშ, უნდა დაიტანოს  მისი აკრედიტაციის მოწმობის ნომე­რი­/კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი თითო­ე­ულ პროდუქტზე, რომელიც შეესაბამება  პროდუქტის ტიპის სერტი­ფი­კა­ტ­ში აღწერილი პროდუქტის ტიპს და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლა­მენტის მოთხოვნებს.  

5.2. მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია თითოეული პროდუქტის მოდელისთვის და უზრუნველყოს მისი შენახვა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესა­ბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შედგა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს  სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათი მოთხოვნის საფუძველზე.

6. მწარმოებელმა, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს და მოთხოვნის შემთხვევაში, შესა­ბამის ორგანოებს წარუდგინოს შემდეგი:

- ამ მოდულის 3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია;

- ამ მოდულის 3.5 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებები;

- ამ მოდულის 3.5, 4.3 და 4.4 პუნქტებით განსაზღვრული შესა­ბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები.

7. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მოახ­დი­ნოს მასზე უფლებამოსილების გამცემი ორგანოს ინფორმირება მათ მიერ დამტკიცებული, ან გაუქმებული ხარისხის სისტემის შესახებ და პერიო­დულად, ან მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს მასზე უფლებამოსილების გამცემ ორგანოს მის მიერ უარყოფილი, შეჩერებული, ან სხვა სახით შეზღუდული ხარისხის სისტემების სია. 

თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყო­ბინოს  იგივე სფეროში მოქმედ სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ხარისხის სისტემის დამტკიცებაზე უარის თქმის, შეჩერების, გაუქმების, ან სხვა სახის შეზღუდვებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამ­ტკიცებული ხარისხის სისტემის შესახებ.  

8. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის 3.1, 3.5, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფ­ლე­ბა­მოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუ­ხისმგებლობით, იმ პირობით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელ­შეკრულებით.

მოდული E1

მზა პროდუქტის ინსპექტირების და გამოცდების ხარისხის უზრუნველყოფა

1. მზა პროდუქტის ინსპექტირებისა და გამოცდების ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის  მე-2, მე-4 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზ­რუ­ნ­ველყოფს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ განხილული პრო­დუქტი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთ­ხოვნებს.

2. ტექნიკური დოკუმენტაცია

მწარმოებელმა უნდა შექმნას ტექნიკური დოკუმენტაცია. დოკუ­მენტაცია უნდა იძლეოდეს პროდუქტის შესაბამისობის შეფასების საშუ­ალებას სათანადო მოთხოვნებთან და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკ­ვატურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზუსტად განისაზღვრება სათანადო მოთხოვნები და იგი მოიცავს, რამდენადაც ეს შეფასებისთვის იქნება აუცილებელი, ინფორმაციას პროდუქტის საწარ­მოო ნიმუშების, წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭიროებისამებრ, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს:

- პროდუქტის საერთო აღწერილობას;

- კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებს და კომპო­ნენტების, ქვესისტემებს და სხვა სქემებს;

- აღნიშნული ნახაზების, სქემების და პროდუქტის ექსპლუა­ტა­ციისთვის აუცილებელ აღწერილობას და განმარტებებს;

- ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სტან­დარ­ტების ან/და სხვა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება სრულად ან ნაწილობრივ, ასევე, აღწერილობას ტექნიკური რეგლამენტების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფი­ლებლად მიღებული გადაწყვეტილებებისა მაშინ, როცა არ იყო გამოყე­ნებული შესაბამისი სტანდარტები. შესაბამისი სტანდარტების ნაწილობ­რივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ზუსტად უნდა განსაზღვროს სტანდარტის ის ნაწილები, რომელიც იქნა გამოყენე­ბული;

- საწარმოო ნიმუშების გაანგარიშების, ჩატარებული ცდებისა და სხვა შედეგებს;

- გამოცდების ანგარიშებს.

3. მწარმოებელმა, უნდა უზრუნველყოს ტექნიკური დოკუ­მენტა­ციის შენახვა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის გან­მავ­ლობაში და მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს  შესაბამის ორ­განო­ებს. 

4. წარმოება

მწარმოებელმა წარმოებისთვის უნდა გამოიყენოს  ამ მოდულის  მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ხარისხის სისტემა, განახორ­ციე­ლოს მზა პროდუქტის ხარისხის კონტროლი და მისი გამოცდა და დაუქ­ვემდებაროს იგი ამ მოდულის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ზედამ­ხედველობას. 

5. ხარისხის სისტემა

5.1. მწარმოებელმა, პროდუქტთან დაკავშირებული ხარისხის სის­ტე­მის შესაფასებლად, განაცხადით უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს.

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

 - მწარმოებლის ვინაობა და მისამართი, უფლებამოსილი წარმო­მადგენელის ვინაობა და მისამართი, თუ განაცხადი წარდგენილია ამ უკანასკნელის მიერ;

- წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი განაცხადით არ მიუმართავს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის;

- ყველა საჭირო ინფორმაცია პროდუქტის კატეგორიის შესახებ;

-  ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

-  ამ მოდულის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დოკუ­მენტაცია.

5.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს პროდუქტის შესა­ბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

მწარმოებლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ხა­რის­ხის კომპონენტების, მოთხოვნებისა და პირობების შესახებ, უნდა იქნეს დოკუმენტირებული სისტემატურად და თანმიმდევრულად,  პრო­ცე­დუ­რებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენ­ტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანე­ლოებისა და დოკუმენტების უწყვეტი ინტერპრეტაციის საშუალებას.   

კერძოდ, ის უნდა მოიცავდეს შემდეგ აღწერილობას:

- ხარისხის მიზნებს და საორგანიზაციო სტრუქტურას და მართვის პასუხისმგებლობებსა და უფლებამოსილებებს პროდუქტის ხარისხის კუთხით;

- წარმოების დასრულების შემდგომ ექსპერტიზასა და გამოცდებს;

- ხარისხის დოკუმენტებს, როგორიცაა ინსპექტირების შედეგები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, პერსონალის კვა­ლი­ფიკაციის ამსახველი ანგარიშები და სხვა; 

- ხარისხის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებებს. 

5.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს, პასუხობს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 5.2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

ხარისხის სისტემის  კომპონენტების შეფასება უნდა ითვალისწი­ნებ­დეს იმ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომელიც უზრუნველყოფს ტექნი­კუ­რი რეგლამენტის შესაბამისი სტანდარტის ან/და ტექნიკური სპეციფი­კაციის განხორციელებას.

ხარისხის მართვის სისტემებში გამოცდილების გარდა, აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება სათანადო პრო­დუქტის სფეროს შეფასებისა და განსახილველი პროდუქტის დამზა­დების ტექნოლოგიის გამოცდილება და შესაბამისი კანონმდებლობის სათანადო ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საწარმოო ნაგებობის ადგილზე შეფასებას. აუდიტის ჯგუფმა უნდა განიხილოს ამ მოდულის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, რათა შემოწ­მდეს მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების იდენ­ტი­ფიცირების უნარი და ჩატარდეს აუცილებელი ექსპერტიზა აღნიშნულ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობი­ნება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

5.4. მწარმოებელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შეასრულებაზე და ხარისხის ადეკვატურობისა და ეფექტურობის შენარჩუნებაზე.

5.5. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხის სისტემაში შესა­ტანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინფორმირება, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული  სისტემა.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ყველა შეთა­ვა­ზებული ცვლილება და გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა მოდიფი­ცირე­ბული ხარისხის სისტემა ამ მოდულის პუნქტი 5.2-ში აღნიშნული მოთ­ხოვ­ნების შესაბამისი, თუ საჭირო გახდება ხელახალი შეფასების განხორ­ციელება.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყობინოს მწარმოე­ბელს მიღებული გადაწყვეტილება. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ჩატა­რებული შემოწმების დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვე­ტილებას. 

6. ზედამხედველობის განხორციელება შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ.

6.1. ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ, დამტკიცე­ბუ­ლი ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების გარანტირება.

6.2.  შესაბამისობის შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მწარმოე­ბე­ლ­მა შესაბამისობის შემფასებელი პირისათვის უნდა უზრუნველყოს წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და პროდუქტის საწყობების მისაწვდომობა და მისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ:

- ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია;

- ამ მოდულის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დოკუ­მენტაცია;

- ხარისხის დოკუმენტები, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, სათანადო პერ­სონალის კვალიფიკაციის ანგარიშები და სხვ.  

6.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს  პერიო­დული აუდიტი იმის შესამოწმებლად, რომ მწარმოებელი უზრუნველ­ყოფს ხარისხის სისტემის ფუნქციონირებას და წარუდგინოს მწარმოე­ბელს აუდიტის ანგარიში.

6.4. ზემოაღნიშნულთან ერთად, შესაბამისობის შემფასებელი პირი შესაძლებელია ადგილზე, მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს შესამო­წმებლად, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებელსა და შესაბა­მი­სობის შემფასებელ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. ამგვარი ვიზიტის დროს შესაბამისობის შემფასებელი პირი საჭიროებისამებრ, თავად ჩაატარებს, ან ატარებინებს პროდუქტის გამოცდას, რათა დარ­წმუნდეს ხარისხის სისტემის სწორ ფუნქციონირებაში. შესაბამისობის შემფასებელი პირი მწარმოებელს წარუდგენს შემოწმების ანგარიშს და გამოცდების შემთხვევაში, გამოცდის ანგარიშს.   

7. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

7.1. მწარმოებელმა, უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდე­ბ­ლობით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება და ამ მოდულის 5.1 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმ­გებ­ლობის ქვეშ, უნდა დაიტანოს  მისი აკრედიტაციის მოწმობის ნომერი­/კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი თითოე­ულ პროდუქტზე, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.  

7.2.  მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია თითოეული პროდუქტის მოდელისთვის და უზრუნველყოს მისი შენახვა  პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესა­ბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შედგა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს  სახელმწიფო ორგანოებისთვის მათი მოთხოვნის საფუძველზე.

8. მწარმოებელმა, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს შენახვა  და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს შემდეგი:

- ამ მოდულის 5.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია;

- ამ მოდულის 5.5 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებები;

- ამ მოდულის 5.5, 6.3. და 6.4 პუნქტებით განსაზღვრული  შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები.

9. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მოახ­დინოს მასზე უფლებამოსილების გამცემი ორგანოს ინფორმირება მათ მიერ დამტკიცებული, ან გაუქმებული ხარისხის სისტემის შესახებ და პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს მასზე უფლებამო­სი­ლების გამცემ ორგანოს მის მიერ უარყოფილი, შეჩერებული, ან სხვა სახით შეზღუდული ხარისხის სისტემების სია. 

თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყო­ბინოს სხვა აკრედიტებულ/უფლებამოსილ ორგანოებს ხარისხის სისტე­მა­ზე უარის თქმის, შეჩერების, გაუქმების, ან სხვა სახის შეზღუდვების შესახებ და მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამტკიცებული ხარისხის სისტემის შესახებ.  

10. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის მე-3, 5.1, 5.5, მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული  მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფ­ლე­ბამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუხის­მგებლობით, იმ პირობით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკ­რულებით.

მოდული F

ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული პროდუქტის შემოწმებაზე

1. პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა პროდუქტის შემოწმებაზე დაყრდნობით წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, 5.1 და მე-6 პუნქტებით  განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუ­ნ­ველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი შეესაბამება  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. წარმოება

მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარ­მოების პროცესითა და მონიტორინგის სისტემით უზრუნველყოფილ იქ­ნეს წარმოებული პროდუქტის შესაბამისობა  პროდუქტის ტიპის სერტი­ფიკატში აღწერილ დამტკიცებულ ტიპთან და მისთვის განსაზღვრულ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

3. შემოწმება

მწარმოებლის მიერ შერჩეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა განახორციელოს სათანადო ცდები და გამოცდები, რათა შემოწმდეს პროდუქტის შესაბამისობა  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ დამტკიცებულ ტიპთან და მისთვის განსაზღვრულ ტექნიკური რეგლა­მენტის მოთხოვნებთან.

სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებელი ცდები და გამოცდები უნდა განხორციელდეს მწარმოებ­ლის სურვილის მიხედვით, თითოეული პროდუქტის გამოცდით ამ მო­დულის  მე-4 პუნქტის თანახმად, ან სტატისტიკურ ბაზაზე პროდუქტის გამოცდით, ამ მოდულის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

4. თითოეული პროდუქტის შემოწმება შემოწმების და გამოცდების გზით.

4.1. თითოეული პროდუქტი უნდა შემოწმდეს ინდივიდუალურად, შესაბამის სტანდარტ(ებ)ში ან/და ტექნიკურ სპეციფიკაციებში განსაზღვ­რული სათანადო გამოცდებით, ან მათი ეკვივალენტური გამოცდების საშუალებით და ისინი უნდა განხორციელდეს მათი შესაბამისობის შე­სამოწმებლად  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან. აღნიშნული შესაბა­მი­სი სტანდარტების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემ­ფასებელი პირი მიიღებს გადაწყვეტილებას სათანადო გამოცდების ჩა­ტარების შესახებ.  

4.2  შესაბამისობის შემფასებელი პირი გასცემს შესაბამისობის სერ­ტიფიკატს ჩატარებული შემოწმებისა და გამოცდების საფუძველზე და დაიტანს საკუთარ აკრედიტაციის მოწმობის ნომერს/კანონით განსაზღვ­რუ­ლი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერს დამტკიცებულ პროდუქტზე, ან მისცემს მისი დატანის უფლებას საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ.

მწარმოებელმა, შემდგომი ინსპექტირებისთვის, უნდა იქონიოს შესა­ბამისობის სერტიფიკატები პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და წარუდგინოს  შესაბამის ორგანოებს მათი მოთ­ხოვნის შემთხვევაში.

5. შესაბამისობის სტატისტიკური შემოწმება

5.1  მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარმოების პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს პრო­დუქტის ყოველი პარტიის ერთგვაროვნებას და შესამოწმებლად უნდა წარმოადგინოს საკუთარი პროდუქტი ერთგვაროვანი პარტიების სახით.

5.2  თითოეული პარტიიდან უნდა იქნეს აღებული შემთხვევი­თო­ბის პრინციპით შერჩეული ნიმუში ტექნიკური რეგლამენტის თანახმად. თითოეული ნიმუშის პროდუქტი უნდა შემოწმდეს ინდივიდუალურად, შესაბამის სტანდარტ(ებ)ში ან/და ტექნიკურ სპეციფიკაციებში განსაზ­ღვრული სათანადო გამოცდებით, ან მათი ეკვივალენტური გამოცდების საშუალებით და ისინი უნდა განხორციელდეს მათი ტექნიკური რეგ­ლამენტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად და ასევე, გადაწყვეტილების მისაღებად, პროდუქტის პარტიის მისაღებობის შესახებ. აღნიშნული შესაბამისი სტანდარტების გამოუყენებლობის შემთ­ხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი პირი მიიღებს გადაწყვეტილებას სათანადო გამოცდების ჩატარების შესახებ.      

5.3  პარტიის მიღების შემთხვევაში, ნიმუშის პარტიაში შემავალი მთელი პროდუქტი ჩაითვლება მოწონებულად, გარდა იმ პროდუქტისა, რომელიც შედიოდა იმ ნიმუშში, რომელიც გამოცდების შედეგად ჩაით­ვალა არადამაკმაყოფილებლად.

შესაბამისობის შემფასებელი პირი გასცემს შესაბამისობის სერტი­ფიკატს ჩატარებული შემოწმებისა და გამოცდების საფუძველზე და დაი­ტანს მისი აკრედიტაციის მოწმობის ნომერს/კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერს დამტკიცებულ პროდუქტზე, ან მის­ცემს მისი დატანის უფლებას საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ.

მწარმოებელმა უნდა შეინახოს შესაბამისობის სერტიფიკატები პრო­დუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და  წარუდ­გინოს ისინი  შესაბამის ორგანოებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

5.4  იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის პარტია არ იქნება მოწონებუ­ლი, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა, ან კანონით განსაზღვრულმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა მისი ბაზარზე არ დასაშვებად. პარტიების ხშირი დაწუნების შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შესაძლოა შეწყვიტოს სტატისტიკური შემოწმება და მიმართოს სათანადო ზომებს. 

6.  შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

6.1.მწარმოებელმა, უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმ­დე­ბ­ლობით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება და ამ დანართის მე-3 პუნ­ქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხის­მგებლობის ქვეშ, უნდა დაიტანოს  შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი თითოეულ პროდუქტზე, რომელიც შესაბა­მისობაშია  პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის დამტკიცებულ ტიპთან და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.  

6.2.  მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია თითოეული პროდუქტის მოდელისთვის და უზრუნველყოს მისი შენახვა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესა­ბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შედგა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესა­ბამისი ორგანოებისათვის მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

ამ მოდულის მე-3 პუნქტით განსაზღვრული  შესაბამისობის შემფა­სებელი პირის თანხმობითა და პასუხისმგებლობით, მწარმოებელს შეუძ­ლია, პროდუქტზე დაიტანოს  ამ შესაბამისობის შემფასებელი პირის აკ­რე­დიტაციის მოწმობის ნომერიც/კანონით განსაზღვრული ორგანოს საი­დენტიფიკაციო ნომერიც.

7. შესაბამისობის შემფასებელი პირის თანხმობითა და პასუხის­მგებლობით, მწარმოებელს შეუძლია პროდუქტზე დაიტანოს  ამ შესაბა­მი­სობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერიც/ კანო­ნით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერიც წარმოების პროცესში.   

8. უფლებამოსილი წარმომადგენელი

მწარმოებლის ვალდებულებები შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუ­ხის­მგებლობით, იმ პირობით ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრუ­ლებით. უფლებამოსილ წარმომადგენელს შეუძლია არ შეასრულოს  ამ მოდულის მე-2 და 5.1 პუნქტებში  მოცემული ვალდებულებები.

მოდული F1

შესაბამისობა დაფუძნებული პროდუქტის შემოწმებაზე

1. პროდუქტის შემოწმებაზე დაფუძნებული შესაბამისობა წარმო­ადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, მე-3, 6.1 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს  და უზრუნველყოფს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი, რომელიც ექვემდებარება ამ მო­დულის მე-4 პუნქტის პირობებს,  აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენ­ტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ტექნიკური დოკუმენტაცია

მწარმოებელმა უნდა შექმნას ტექნიკური დოკუმენტაცია. დოკუმენ­ტაცია უნდა იძლეოდეს პროდუქტის შესაბამისობის შეფასების საშუალე­ბას სათანადო მოთხოვნებთან და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვა­ტურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკური დოკუმენტაციით ზუსტად განისაზღვრება სათანადო მოთხოვნები და იგი მოიცავს, რამდენადაც ეს შეფასებისთვის იქნება აუცილებელი, ინფორმაციას პროდუქტის საწარ­მოო ნიმუშის, წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ. ტექნიკური დო­კუ­მენტაცია, საჭიროებისამებრ, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს:

- პროდუქტის საერთო აღწერილობას;

- კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებს და კომპო­ნენტების, ქვესისტემების და სხვა სქემებს;

- აღნიშნული ნახაზების, სქემების და პროდუქტის ექსპლუატაცი­ისთვის აუცილებელ აღწერილობას და განმარტებებს;

- ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სტანდარ­ტების ან/და სხვა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება სრულად ან ნაწილობრივ, ასევე, აღწერილობას ტექნიკური რეგლამენტების  ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებ­ლად მიღებული გადაწყვეტილებებისა იმ შემთხვევაში, როცა არ იყო გა­მო­ყენებული შესაბამისი სტანდარტები. შესაბამისი სტანდარტების ნაწი­ლობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ზუს­ტად უნდა განსაზღვროს სტანდარტის ის ნაწილები, რომელიც გამოყენე­ბულ იქნა;

- პროექტების გაანგარიშების, ჩატარებული ცდებისა და სხვა შე­დეგებს;

- გამოცდების ანგარიშებს.

მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ის  შესაბამის ორგანოებს.

3. წარმოება

მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რაც აუცილებელია იმის­თვის, რომ წარმოების პროცესითა და მონიტორინგით უზრუნ­ველ­ყოფილი იყოს წარმოებული პროდუქტის შესაბამისობა ტექნიკური რეგ­ლამენტის მოთხოვნებთან.

4. შემოწმება  

მწარმოებლის მიერ შერჩეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა განახორციელოს სათანადო ცდები და გამოცდები, რათა შემოწმდეს პროდუქტის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებელი ცდები და გამოცდები უნდა განხორციელდეს მწარ­მოებლის სურვილის მიხედვით, თითოეული პროდუქტის გამოცდით  ამ მოდულის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ან ამ მოდულის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სტატისტიკურ ბაზაზე პროდუქტის გამოცდით.

5. თითოეული პროდუქტის შემოწმება შემოწმებისა და გამოცდების გზით

5.1. თითოეული პროდუქტი, მისი ტექნიკური რეგლამენტის მოთ­ხოვ­ნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, უნდა შემოწმდეს ინდივი­დუალურად, შესაბამის სტანდარტ(ებ)ში და/ან ტექნიკურ სპეციფიკა­ცი­ებში განსაზღვრული სათანადო გამოცდებით, ან მათი ეკვივალენტური გამოცდების საშუალებით. აღნიშნული შესაბამისი სტანდარტების გამო­უყენებლობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი პირი მიიღებს გადაწყვეტილებას სათანადო გამოცდების შერჩევის შესახებ.  

5.2  შესაბამისობის შემფასებელი პირი გასცემს შესაბამისობის სერ­ტიფიკატს ჩატარებული შემოწმებისა და გამოცდების საფუძველზე და დაიტანს საკუთარ აკრედიტაციის მოწმობის ნომერს/კანონით განსაზ­ღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერს დამტკიცებულ პროდუქტ­ზე, ან მისცემს მისი დატანის უფლებას საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ.  

მწარმოებელმა, შემდგომი ინსპექტირებისათვის, უნდა იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატები პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და  წარუდგინოს სახელმწიფო ორგანოებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

6. შესაბამისობის სტატისტიკური შემოწმება

6.1. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარმოების პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს პრო­დუქტის ყოველი პარტიის ერთგვაროვნებას და ამასთან, მწარმოებელმა, შესამოწმებლად, საკუთარი პროდუქტი უნდა წარმოადგინოს ერთგვა­როვანი პარტიების სახით.

6.2. თითოეული პარტიიდან უნდა იქნეს აღებული შემთხვევი­თობის პრინციპით შერჩეული ნიმუში ტექნიკური რეგლამენტის თანახ­მად. ნიმუშის თითოეული პროდუქტი უნდა შემოწმდეს ინდივიდუა­ლურად, შესაბამის სტანდარტ(ებ)ში და/ან ტექნიკურ სპეციფიკაციებში განსაზღვრული სათანადო გამოცდებით, ან მათი ეკვივალენტური გამოც­დების საშუალებით და ისინი უნდა განხორციელდეს მათი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად და ასევე, იმის გადასაწყვეტად, მისაღებია თუ არა პარტია. აღნიშნული შესაბამისი სტანდარტების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასე­ბელი პირი მიიღებს გადაწყვეტილებას სათანადო გამოცდების ჩატარების შესახებ.      

6.3. პარტიის მიღების შემთხვევაში, ნიმუშის პარტიაში შემავალი მთელი პროდუქტი ჩაითვლება მოწონებულად, გარდა იმ პროდუქტისა, რომელიც შედიოდა იმ ნიმუშში, რომელიც გამოცდების შედეგად ჩაით­ვალა არადამაკმაყოფილებლად.

შესაბამისობის შემფასებელი პირი გასცემს შესაბამისობის სერტი­ფიკატს განხორციელებული შემოწმებისა და გამოცდების საფუძველზე და უზრუნველყოფს საკუთარი აკრედიტაციის მოწმობის ნომრის/საი­დენტიფიკაციო ნომერის დატანას თითოეულ დამტკიცებულ პროდუქტ­ზე, ან მისცემს მისი დატანის უფლებას საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ.

მწარმოებელმა უნდა შეინახოს შესაბამისობის სერტიფიკატები პრო­დუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და წარუდ­გინოს შესაბამის ორგანოებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში.    

იმ შემთხვევაში, თუ პარტია დაწუნებულ იქნა, შესაბამისობის შემფა­სებელმა პირმა, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი ბაზარზე არ დასაშვებად. პარტიების ხშირი დაწუნების შემთხვევაში, შესაბამი­სობის შემფასებელმა პირმა შესაძლოა შეწყვიტოს სტატისტიკური შემოწ­მება და მიმართოს სათანადო ზომებს. 

7.  შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

7.1. მწარმოებელმა, უნდა განახორციელოს საქართველოს კანონ­მდებ­ლო­ბით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება და ამ მოდულის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუ­ხისმგებლობით და უნდა დაიტანოს  ამ უკანასკნელის აკრედიტაციის მოწ­­მობის ნომერი/კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი თითოეულ პროდუქტზე, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებს.  

7.2. მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია თითოეული პროდუქტის მოდელისთვის და უზრუნველყოს მისი შენახვა  პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და მოთ­ხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ის შესაბამის ორგანოებს. შესაბამი­სობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდე­ლი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შედგა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სა­ხელმწიფო ორგანოებისათვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

ამ მოდულის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფა­სებელი პირის თანხმობითა და პასუხისმგებლობით, მწარმოებელს შეუძ­ლია პროდუქტზე დაიტანოს  ამ შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრე­დი­ტაციის მოწმობის ნომერი/კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენ­ტიფიკაციო ნომერი.

8. შესაბამისობის შემფასებელი პირის თანხმობითა და პასუხის­მგებლობით, მწარმოებელს შეუძლია პროდუქტზე დაიტანოს  ამ შესა­ბამი­სობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერიც/ კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერიც წარმოე­ბის პროცესში.

9. უფლებამოსილი წარმომადგენელი

მწარმოებლის ვალდებულებები შესაძლებელია შესრულდეს მისი უფ­ლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუ­ხის­მგებლობით, იმ პირობით ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრუ­ლებით. უფლებამოსილ წარმომადგენელს შეუძლია არ შეასრულოს  ამ მოდულის მე-3 და 6.1 პუნქტით განსაზღვრული  ვალდებულებები.

მოდული G

შესაბამისობა დაფუძნებული ცალკეული ნაკეთობის შემოწმებაზე

1. ცალკეული ნაკეთობის შესაბამისობის განსაზღვრა შემოწმების საფუძველზე, წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი, რომელიც ექვემდებარება ამ მოდულის მე-4 პუნქტის დებულებებს,  აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ტექნიკური დოკუმენტაცია

მწარმოებელმა უნდა შექმნას ტექნიკური დოკუმენტაცია და ხელ­მისაწვდომი უნდა გახადოს იგი ამ მოდულის მე-4 პუნქტით განსაზ­ღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირისათვის. დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს პროდუქტის შესაბამისობის შეფასების საშუალებას სათანადო მოთხოვნებთან და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ზუსტად უნდა განსაზღვროს სათანადო მოთხოვნები და მოიცვას, რამდენადაც ეს შეფასებისთვის იქნება აუცილებელი, ინფორმაცია პროდუქტის საწარმოო ნიმუშის, წარმოების და ექსპლუატაციის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭი­როებისამებრ, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს:

- პროდუქტის საერთო აღწერილობას;

- კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებს და კომპო­ნენტების, ქვესისტემების და სხვა სქემებს;

- აღნიშნული ნახაზების, სქემების და პროდუქტის ექსპლუა­ტა­ციისთვის აუცილებელ აღწერილობას და განმარტებებს;

- ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი სტან­დარტების ან/და სხვა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების ჩამონათ­ვალს,  რომელიც გამოიყენება სრულად ან ნაწილობრივ, ასევე, აღწერი­ლობას ტექნიკური რეგლამენტების ძირითადი მოთხოვნების დასაკმა­ყოფი­ლებ­ლად მიღებული გადაწყვეტილებებისა მაშინ, როცა არ იყო გა­მო­ყენებული შესაბამისი სტანდარტები. შესაბამისი სტანდარტების ნაწი­ლობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ზუს­ტად უნდა განსაზღვროს სტანდარტის ის ნაწილები, რომელიც იქნა გა­მოყენებული;

- ნიმუშების გაანგარიშების, ჩატარებული ცდებისა და სხვა შედე­გებს;

‑ გამოცდების ანგარიშებს.

მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს.    

3. წარმოება

მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ წარმოების პროცესითა და მონიტორინგით უზრუნველ­ყოფილი იყოს წარმოებული პროდუქტის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

4. გამოცდა 

მწარმოებლის მიერ შერჩეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა განახორციელოს, ან განახორციელებინოს, შესაბამის სტანდარტებსა ან/და ტექნიკურ სპეციფიკაციებში დადგენილი სათანადო ცდები და გამოცდები, ან მათი ეკვივალენტური გამოცდები, რათა გამოიცადოს პროდუქტის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.  შესაბამისი სტანდარტებისა ან/და ტექნიკური სპეცი­ფი­კაციების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი პირი მიიღებს გადაწყვეტილებას სათანადო გამოცდების განხორციე­ლების შესახებ.  

შესაბამისობის შემფასებელი პირი გასცემს შესაბამისობის სერტი­ფიკატს განხორციელებული ცდებისა და გამოცდების საფუძველზე და დაიტანს საკუთარ აკრედიტაციის მოწმობის ნომერს/კანონით განსაზ­ღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერს დამტკიცებულ პროდუქ­ტზე, ან მისცემს მისი დატანის უფლებას საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ.

მწარმოებელმა უნდა შეინახოს შესაბამისობის სერტიფიკატები პრო­დუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და წარუდ­გინოს შესაბამის ორგანოებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში.    

5. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

5.1. მწარმოებელმა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმ­დებ­ლობით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება და ამ მოდულის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხის­მგებლობის ქვეშ, უნდა დაიტანოს  შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი/კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი თითოეულ პროდუქტზე, რომელიც აკმაყო­ფილებს ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებს.  

5.2. მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია თი­თოეული პროდუქტის მოდელისთვის და უზრუნველყოს მისი შენახვა  პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში.    

შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პრო­დუქტის მოდელი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შედგა. 

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოებისათვის, მათი მოთხოვნის საფუძველზე.

6. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის მე-2 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მწარ­მო­ებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამო­სილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუხისმგებ­ლო­ბით, იმ პირობით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრუ­ლებით.

მოდული H

შესაბამისობა დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე

1. ხარისხის სრული უზრუნველყოფა პროდუქტის შესაბამისო­ბი­სათვის წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2 და მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ განხილული პროდუქტი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. წარმოება

მწარმოებელმა, პროდუქტის პროექტირების, მისი წარმოებისა და საბოლოო პროდუქტის ინსპექტირებისა და გამოცდებისთვის, უნდა გამო­ი­ყენოს ამ მოდულის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ხარისხის სისტემა და დაექვემდებაროს ზედამხედველობას ამ მოდულის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. ხარისხის სისტემა

3.1. მწარმოებელმა, პროდუქტთან დაკავშირებული ხარისხის სის­ტემის შესაფასებლად, განაცხადით უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს.

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

- მწარმოებლის ვინაობა და მისამართი და უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობა და მისამართი, თუ განაცხადი გაკეთებულია ამ უკანასკნელის მიერ;

- ტექნიკური დოკუმენტაცია წარმოებისთვის გამიზნული პრო­დუქტის თითოეული კატეგორიის ერთი მოდელისათვის. ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭიროებისამებრ, უნდა მოიცავდეს სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს:

- პროდუქტის საერთო აღწერილობას;

- კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებს და კომპო­ნენტების, ქვესისტემების და სხვა სქემებს;

- აღნიშნული ნახაზების, სქემების და პროდუქტის ექსპლუატა­ციისთვის აუცილებელ აღწერილობას და განმარტებებს;

- ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სტანდარ­ტების ან/და სხვა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების ჩამონათვალს, რომლებიც გამოიყენება სრულად ან ნაწილობრივ, ასევე, აღწერილობას ტექნიკური რეგლამენტების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფი­ლებ­ლად მიღებული გადაწყვეტილებებისა მაშინ, როცა არ იყო გამოყენე­ბული შესაბამისი სტანდარტები. შესაბამისი სტანდარტების ნაწილობ­რივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ზუსტად უნდა განსაზღვროს სტანდარტის ის ნაწილები, რომელიც გამოყენებული იქნა; 

- საწარმოო ნიმუშების გაანგარიშების, ჩატარებული ცდებისა და სხვა შედეგებს;

- გამოცდების ანგარიშებს;

- ხარისხის სისტემასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;

-  წერილობით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მწარმოებელს განაცხადით არ მიუმართავს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირი­სათვის.

3.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს პროდუქტის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

მწარმოებლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ხა­რის­ხის სისტემის კომპონენტების, მოთხოვნებისა და დებულებების შე­სახებ, უნდა იქნეს დოკუმენტირებული სისტემატურად და თანმიმ­დევ­რულად, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და დოკუმენტების უწყვეტი ინტერპრეტაციის საშუალებას.   

კერძოდ, ის უნდა მოიცავდეს შემდეგ აღწერილობას:

- ხარისხის მიზნებს, საორგანიზაციო სტრუქტურას და მართვის პასუხისმგებლობებსა და უფლებამოსილებებს პროდუქტის პროექტი­რებისა და ხარისხის კუთხით;

- ტექნიკური პროექტის სპეციფიკაციებს იმ სტანდარტების ჩათ­ვლით, რომლებიც იქნება გამოყენებული და შემთხვევებს, როცა შესა­ბამისი სტანდარტები და/ან ტექნიკური სპეციფიკაციები არ იქნება სრუ­ლად გამოყენებული და ასევე, უნდა მოიცავდეს საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება პროდუქტისათვის განსაზღვრული ტექნიკური რეგლა­მენტის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

- პროდუქტის პროექტირების კონტროლისა და გამოცდის მეთო­დებს, პროცესებსა და სისტემატურ ქმედებებს, რომლებიც გამოიყენება პროდუქტის პროექტირებისას განსახილველი პროდუქტის კატეგორიას­თან მიმართებაში;

- წარმოების, ხარისხის კონტროლის და ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამის მეთოდებს, პროცესებსა და გამოყენებულ სისტემატურ ქმე­დებებს;

- წარმოების დაწყებამდე, წარმოების განმავლობაში და მისი დას­რულების შემდგომ ექსპერტიზასა და გამოცდებს და მათი განხორციე­ლების სიხშირეს;

- ხარისხის დოკუმენტებს, ინსპექტირების ანგარიშებსა და  გამოც­დების მონაცემებს, დაკალიბრების მონაცემებს, შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველ ანგარიშებს და სხვა; 

‑ პროექტის და პროდუქტის საჭირო ხარისხის მიღწევისა და ხა­რისხის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუა­ლებებს. 

3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს პასუხობს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

ხარისხის სისტემის კომპონენტების შეფასება უნდა ითვალისწი­ნებდეს იმ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომელიც უზრუნველყოფს ტექ­ნიკური რეგლამენტის შესაბამისი სტანდარტის ან/და ტექნიკური სპე­ციფიკაციის განხორციელებას.

ხარისხის მართვის სისტემებში გამოცდილების გარდა, აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება სათანადო პროდუქტის სფეროს შეფასებისა და განსახილველი პროდუქტის დამზა­დების ტექნოლოგიის გამოცდილება და შესაბამისი კანონმდებლობის სათანადო ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საწარმოო ნაგებობის ადგილზე შეფასებას. აუდიტის ჯგუფმა უნდა განიხილოს ამ მოდულის 3.1 პუნქტის  მეორე აბზაცით განსაზღვრული დოკუმენტაცია, რათა შემოწმდეს მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთ­ხოვნების იდენტიფიცირების უნარი და ჩატარდეს აუცილებელი ექს­პერტიზა აღნიშნულ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის უზ­რუნ­ველსაყოფად.

გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს, ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

3.4. მწარმოებელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დამტკიცებული ხარისხის სიტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე და ხარისხის ადეკვატურობისა და ეფექტურობის შენარჩუნებაზე.

3.5. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხის სისტემაში შესა­ტანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინფორმირება, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული    სისტემა.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ყველა შეთავა­ზებული ცვლილება და გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა მოდიფიცი­რებუ­ლი ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 პუნქტით განსაზღვრული მოთ­ხოვნების შესაბამისი, თუ საჭირო გახდება ხელახალი შეფასების გან­ხორციელება.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყობინოს მწარმო­ებლს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა მოი­ცავდეს ჩატარებული გამოცდის დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 

4. ზედამხედველობის განხორციელება შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ. 

4.1. ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ, დამტკი­ცე­ბული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრუ­ლების გარანტირება.

4.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მწარმოე­ბელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის უნდა უზრუნველყოს საწარმოო ნიმუშის შემუშავების, წარმოების, ინსპექტირების, გამოცდე­ბისა და პროდუქტის საწყობების მისაწვდომობა და მისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ:

- ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია;

‑ ხარისხის ჩანაწერები, როგორც ამას ითვალისწინებს ხარისხის სისტემა პროდუქტის პროექტირების ნაწილში, მათ შორის, ანალიზების, გაანგარიშებების, გამოცდების და სხვა შედეგები.

4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს  პერიო­დული აუდიტი იმის შესამოწმებლად, რომ მწარმოებელი უზრუნველ­ყოფს ხარისხის სისტემის ფუნქციონირებას და უნდა წარუდგინოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში.

4.4. ზემოაღნიშნულთან ერთად, შესაბამისობის შემფასებელი პირი შესაძლებელია, ადგილზე მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს შესა­მოწმებლად, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებელსა და შესაბამისობის შემფასებელ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.  ამგვარი ვიზიტის დროს, შესაბამისობის შემფასებელი პირი თავად ჩაატარებს, ან ჩაატარებინებს პროდუქტის გამოცდას, რათა დარწმუნდეს ხარისხის სისტემის სწორ ფუნქციონირებაში. შესაბამისობის შემფასებე­ლი პირი მწარმოებელს წარუდგენს შემოწმების ანგარიშს და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში - გამოცდების ანგარიშს.   

5. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

5.1. მწარმოებელმა, უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმ­დებ­ლობით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება და ამ მოდულის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხის­მგებ­ლობის ქვეშ, უნდა დაიტანოს  მისი აკრედიტაციის მოწმობის ნომე­რი­/კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი  თი­თოეულ პროდუქტზე, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენ­ტის მოთხოვნებს.  

5.2. მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია თი­­თოეული პროდუქტის მოდელისათვის და უზრუნველყოს მისი შე­ნახვა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავ­ლობაში. შესა­ბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შეიქმნა.

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოებისათვის მათი მოთხოვნის, საფუძველზე.

6. მწარმოებელმა, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს შენახვა და  შესაბამის ორგანოებს წარუდგინოს შემდეგი:

- ამ მოდულის 3.1 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დო­კუმენტაცია;

- ამ მოდულის 3.1 პუნქტით განსაზღვრული  ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია;

- ამ მოდულის 3.5 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებები, მათი დამტკიცების შემთხვევაში;

‑ ამ მოდულის 3.5, 4.3 და 4.4 პუნქტებით განსაზღვრული შე­საბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები.

7. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მოახ­დი­ნოს მასზე უფლებამოსილების გამცემი ორგანოს ინფორმირება ხარისხის სისტემის დამტკიცებასთან დაკავშირებული თანხმობის, ან უარის შესახებ და პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საკუთარი უფლებამოსილების გამცემ ორგანოს მის მიერ დამტკიცებული, უარ­ყოფილი, შეჩერებული, ან სხვა სახით შეზღუდული ხარისხის სის­ტემების სია. 

თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატ­ყობინოს  იმავე სფეროში მოქმედ სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ხარისხის სისტემაზე უარის თქმის, შეჩერების, გაუქმების, ან სხვა სახის შეზღუდვების შესახებ, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამ­ტკიცებული ხარისხის სისტემის შესახებ.  

8. უფლებამოსილი წარმომადგენელი

ამ მოდულის 3.1, 3.5, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფ­ლე­ბამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე  პასუხის­მგებლობით, იმ პირობით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელ­შეკრულებით.

მოდული H1

შესაბამისობა დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფასა და

პროექტის შემოწმებაზე

1. შესაბამისობის განსაზღვრა, ხარისხის სრულ კონტროლზე და პროექტის შემოწმების საფუძველზე, წარმოადგენს შესაბამისობის შეფა­სების პროცედურას, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ მოთ­ხოვ­ნებს.

2. წარმოება

მწარმოებელმა, პროდუქტის პროექტირების, მისი წარმოებისა და საბოლოო პროდუქტის ინსპექტირებისა და გამოცდებისთვის,  უნდა გა­მო­იყენოს ამ მოდულის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ხარისხის სისტემა და უნდა დაექვემდებაროს ზედამხედველობას ამ მოდულის მე-4 პუნქტის მიხედვით.

3. ხარისხის სისტემა

3.1. მწარმოებელმა, პროდუქტთან დაკავშირებული ხარისხის სის­ტემის შესაფასებლად, განაცხადით უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს.

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

- მწარმოებლის ვინაობა და მისამართი, უფლებამოსილი წარმომა­დგენელის ვინაობა და მისამართი, თუკი განაცხადი გაკეთებულია ამ უკანასკნელის მიერ;

- ყველა საჭირო ინფორმაცია განსახილველი პროდუქტის კატე­გორიასთან დაკავშირებით;

‑ ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

‑ წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მწარმოებელს განაცხადით არ მიუმართავს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირი­სათვის.

3.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს პროდუქტის შესაბა­მისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

მწარმოებლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ხა­რისხის სისტემის კომპონენტების, მოთხოვნებისა და დებულებების შესახებ, უნდა იქნეს დოკუმენტირებული სისტემატურად და თანმიმდევ­რულად, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტე­მის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სა­ხელმძღვანელოებისა და დოკუმენტების უწყვეტი ინტერპრეტაციის სა­შუ­ალებას.   

კერძოდ, ის უნდა მოიცავდეს შემდეგ აღწერილობას:

- ხარისხის მიზნებს, საორგანიზაციო სტრუქტურას და მართვის პა­სუხისმგებლობებს და უფლებამოსილებებს პროექტირებისა და ხარისხის კუთხით;

- საწარმოო ნიმუშის ტექნიკურ სპეციფიკაციებს იმ სტანდარტების ჩათვლით, რომლებიც იქნება გამოყენებული და შემთხვევებს, როცა შე­საბამისი სტანდარტები ან/და ტექნიკური სპეციფიკაციები არ იქნება სრულად გამოყენებული და ასევე, უნდა მოიცავდეს იმ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება პროდუქტისათვის განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

- პროექტირების კონტროლისა და გამოცდის მეთოდებს, პროცე­სებსა და სისტემატურ ქმედებებს, რომლებიც გამოიყენება პროდუქტის ნიმუშის შემუშავებისას  განსახილველი პროდუქტის კატეგორიასთან მიმართებით;

- წარმოების, ხარისხის კონტროლის და ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამის მეთოდებს, პროცესებს და სისტემატურ ქმედებებს, რომლებიც იქნება განხორციელებული; 

- წარმოების დაწყებამდე, წარმოების განმავლობაში და მისი დას­რულების შემდგომ ექსპერტიზას და გამოცდებს და მათი განხორციე­ლების სიხშირეს;

- ხარისხის დოკუმენტებს, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშები და  გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველი ანგარიშები და სხვა;

- პროდუქტის სავალდებულო ხარისხის მიღწევის და ხარისხის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებებს. 

3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს, პასუხობს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

ხარისხის სისტემის კომპონენტების შეფასება უნდა ითვალისწი­ნებდეს იმ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომელიც ტექნიკური რეგლა­მენ­ტის შესაბამისი სტანდარტის ან/და ტექნიკური სპეციფიკაციის გან­ხორ­ციელებას უზრუნველყოფს.

ხარისხის მართვის სისტემებში გამოცდილების გარდა, აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება სათანადო პროდუქტის სფეროს შეფასებისა და განსახილველი პროდუქტის დამ­ზადების ტექნოლოგიის გამოცდილება და შესაბამისი კანონმდებლობის სათანადო ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საწარმოო ნაგებობის ადგილზე შეფასებას.

გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს, ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

3.4. მწარმოებელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დამტკიცებული ხარისხის სიტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შეასრულებაზე და ხარისხის ადეკვატურობის და ეფექტურობის შენარჩუნებაზე.

3.5. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხის სისტემაში შე­სატანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინფორმირება, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული სისტემა.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ყველა შეთა­ვაზებული ცვლილება და გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა მოდიფი­ცირებული ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი თუ, საჭირო გახდება ხელახალი შეფასების განხორციელება.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყობინოს მწარ­მოებელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა მოი­ცავდეს ჩატარებული გამოცდის დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

3.6. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მოახ­დინოს მასზე უფლებამოსილების გამცემი ორგანოს ინფორმირება ხა­რისხის სისტემის დამტკიცებასთან დაკავშირებული თანხმობის, ან უა­რის შესახებ და პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საკუ­თარი უფლებამოსილების გამცემ ორგანოს მის მიერ უარყოფილი, შე­ჩერებული, ან სხვა სახით შეზღუდული ხარისხის სისტემების სია. 

თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატ­ყობინოს  იმავე სფეროში მოქმედ სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ხარისხის სისტემაზე უარის თქმის, შეჩერების, გაუქმების, ან სხვა სახის შეზღუდვების შესახებ, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამტკიცებული ხარისხის სისტემის შესახებ.

4. პროექტის შემოწმება

4.1. მწარმოებელმა, პროექტის შემოწმებისათვის, განაცხადით უნდა მიმართოს ამ მოდულის 3.1 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამისობის შემფასებელ პირს.

4.2 განაცხადში გასაგებად უნდა იყოს აღწერილი პროდუქტის საწარმოო ნიმუში, პროდუქტის წარმოება და ფუნქციონირება, ამასთან, იგი უნდა იძლეოდეს სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამი­სობის შეფასების საშუალებას და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:    

- მწარმოებლის ვინაობა და მისამართი;

- წერილობით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მწარმოებელს იმავე განაცხადით არ მიუმართავს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირი­სათვის; 

- ტექნიკურ დოკუმენტაციას. დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს პრო­დუქტის შესაბამისობის შეფასების საშუალებას სათანადო მოთხოვნებთან და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ზუსტად უნდა განსაზღვროს სათანადო მოთხოვნები და მოიცვას, რამდენადაც ეს შეფასებისთვის იქნება აუცი­ლებელი, ინფორმაცია პროდუქტის დაპროქტების, წარმოებისა და ექსპ­ლუატაციის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაცია საჭიროებისამებრ უნდა შეიცავდეს, სულ მცირე შემდეგ ელემენტებს:

- პროდუქტის საერთო აღწერილობას;

- კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებსა და კომპო­ნენტების, ქვესისტემების და სხვა სქემებს;

- აღნიშნული ნახაზების და სქემების გაგებისა და პროდუქტის ექს­პლუატაციისთვის აუცილებელ აღწერილობასა და განმარტებებს;

- ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სტან­დარტების ან/და სხვა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების ჩამო­ნათვალს, რომლებიც გამოიყენება სრულად ან ნაწილობრივ, ასევე, აღწე­რილობას ტექნიკური რეგლამენტების ძირითადი მოთხოვნების დასა­კმაყოფილებლად მიღებული გადაწყვეტილებებისა მაშინ, როცა არ იყო გამოყენებული შესაბამისი სტანდარტები. შესაბამისი სტანდარტების ნაწი­ლობრივი გამოყენების შემთხვევაში კი, ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ზუსტად უნდა განსაზღვროს სტანდარტის ის ნაწილები, რომელიც იქნა გამოყენებული; 

- საპროექტო გაანგარიშების, ჩატარებული ცდებისა და სხვა შე­დეგებს;

- გამოცდების ანგარიშებს;

- დამატებით მტკიცებულებებს პროექტის ადეკვატურობის დასა­დასტურებლად. აღნიშნულ მტკიცებულებებში შედის ყველა გამოყე­ნებული დოკუმენტი, მათ შორის, იმის შესახებ,  რომ არ მოხდა შესაბამისი სტანდარტის, სტანდარტების ან/და ტექნიკური სპეციფიკაციების სრულად გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში, მოცემული უნდა იყოს მწარმოებლის შესაბამის ლაბორატორიაში, ან მისი სახელით და პასუხის­მგებლობით, სხვა ლაბორატორიაში ჩატარებული გამოცდების შედეგები.

4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეისწავლოს განა­ცხადი და იმ შემთხვევაში, თუ პროექტი პასუხობს პროდუქტისთვის შე­სა­ბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფა­სებელი პირი მწარმოებლისთვის გასცემს პროექტის შესაბამისობის სერ­ტიფიკატს.  სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს მწარმოებლის ვინაობასა და მისამართს, გამოცდების დასკვნებს, სერტიფიკატის ვალიდურობის პი­რო­ბებს (თუკი ასეთი არსებობს) და საჭირო მონაცემებს დამტკიცებული საწარმოო ნიმუშის იდენტიფიკაციისათვის. სერტიფიკატს შესაძლოა ქონდეს ერთი, ან მეტი დანართი. 

სერტიფიკატი და მისი დანართები უნდა მოიცავდეს ყველა სა­თანადო ინფორმაციას, რომელიც იძლევა წამოებული პროდუქტისა და შემოწმებული საწარმოო ნიმუშის შესაბამისობის შეფასების საშუალებას და საჭიროების შემთხვევაში, მისი კონტროლის შესაძლებლობას ექსპ­ლუატაციის პროცესში. 

იმ შემთხვევაში, თუ საწარმოო ნიმუში არ პასუხობს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პი­რი მწარმოებელს ეუბნება უარს სერტიფიკატის გაცემაზე და შესა­ბამისად, წერილობით აცნობებს მას უარის მიზეზებს.

4.4. შესაბამისობის შემფასებელი პირი  უნდა ფლობდეს ინფორ­მაციას არსებული ტექნიკური განვითარების დონესთან დაკავშირებული ყველა სახის ცვლილებების შესახებ, რის მიხედვითაც მოწონებული საწარ­მოო ნიმუში აღარ დააკმაყოფილებს შესაბამისი ტექნიკური რეგ­ლამენტის შესაბამის მოთხოვნებს და ამ შემთხვევაში, შესაბამისობის შემ­ფასებელმა პირმა უნდა გადაწყვიტოს, საჭიროებს თუ არა აღნიშნული ცვლილებები შემდგომ კვლევას. მსგავს შემთხვევაში, მწარმოებელი უნდა იყოს ინფორმირებული შესაბამისობის შემფასებელი პირის  მიერ.

დამტკიცებული ტიპის ყველა მოდიფიკაციის შესახებ, რამაც შე­საძლოა ზემოქმედება მოახდინოს პროდუქტის ტექნიკური რეგლამენტის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ან სერტიფიკატის პირობების ვალიდურობაზე,   მწარმოებელმა უნდა აცნობოს იმ შესაბამისობის შემ­ფასებელ პირს, რომელიც ფლობს  ტიპის სერტიფიკატთან დაკავშირე­ბულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. ასეთ მოდიფიკაციებს ესაჭიროებათ და­მა­ტებითი დამტკიცება, რასაც უნდა ჰქონდეს ადრე გაცემული  პრო­დუქტის ტიპის სერტიფიკატის დამატების ფორმა. 

4.5. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეა­ტყობინოს საკუთარი უფლებამოსილების მიმნიჭებელ ორგანოს მის მიერ გაცემული, ან გაუქმებული   პროექტის შესაბამისობის სერტიფიკატების ან/და ნებისმიერი დამატების შესახებ და პერიოდულად, ან მოთხოვ­ნისამებრ, მასზე უფლებამოსილების გამცემი ორგანოსთვის ხელმისაწვ­დომი უნდა გახადოს იმ სერტიფიკატებისა ან/და დამატებების სია, რომ­ლის გაცემაზე მან უარი თქვა, დროებით შეაჩერა, ან სხვა მხრივ შეზ­ღუდა. 

თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატ­ყობინოს  იმავე სფეროში მოქმედ სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს   პროექტის შესაბამისობის სერტიფიკატების ან/და მათი ნებისმიერი დამატებების შესახებ, რომლის გაცემაზე მან უარი თქვა, ან დროებით შეაჩერა, ან სხვა შეზღუდვები დააწესა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, აცნობოს მას მის მიერ გაცემული სერტიფიკატების ან/და დამატებების შესახებ. 

იმავე სფეროში მოქმედ სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს შეუძლიათ, მოთხოვნის საფუძველზე, მოიპოვონ   პროექტის შესაბამისო­ბის სერტიფიკატების ან/და მათი ნებისმიერი დამატების ასლები. მოთ­ხოვნის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ მოიპოვონ ტექნი­კური დოკუმენტაციის და შესაბამისობის შემფასებელი პირების მიერ განხორციელებული გამოკვლევის შედეგების ასლები.

შესაბამისობის შემფასებელმა პირმა, სერტიფიკატის ვალიდურობის ვადის გასვლამდე,  უნდა იქონიოს  პროექტის შესაბამისობის სერტიფი­კა­ტების, მისი დანართების და დამატებების ასლები, ასევე, ტექნიკური დოკუმენტაცია მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ჩათვლით. 

4.6. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს   პროექტის შესაბამისობის სერტიფიკატების, მისი დანართებისა და დამატებების ტექნიკურ დოკუ­მენტაციასთან ერთად შენახვა, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

5. ზედამხედველობის განხორციელება შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ. 

5.1. ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ, დამტკიცებუ­ლი ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების გარანტირება.

5.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მწარმოე­ბელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისათვის უნდა უზრუნველყოს პროექტირების, წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და პროდუქ­ტის საწყობების მისაწვდომობა და მისთვის ყველა აუცილებელი ინფორ­მა­ციის მიწოდება. კერძოდ:

- ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია;

- ხარისხის დოკუმენტები, როგორც ამას ითვალისწინებს ხარისხის სისტემის საწარმოო ნიმუშების ნაწილი, როგორიცაა ანალიზის, გაანგა­რიშებების, გამოცდების და სხვა შედეგები;

- ხარისხის დოკუმენტები, როგორც ამას ითვალისწინებს ხარისხის სისტემის წარმოების ნაწილი, მათ შორის, ინპექტირების ანგარიშები, გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, შესაბამისი პერსო­ნალის კვალიფიკაციის ანგარიშები და სხვა.

5.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს  პერიო­დული აუდიტი იმის შესამოწმებლად, რომ მწარმოებელი უზრუნველ­ყოფს ხარისხის სისტემის ფუნქციონირებას და მწარმოებელს უნდა წარუდგინოს აუდიტის ანგარიში.

5.4. ზემოაღნიშნულთან ერთად, შესაბამისობის შემფასებელი პირი შესაძლებელია, ადგილზე მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს შესა­მოწმებლად, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებელსა და შესა­ბამისობის შემფასებელ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.  ამგვარი ვიზიტის დროს, შესაბამისობის შემფასებელი პირი, საჭიროები­სამებრ, თავად ჩაატარებს, ან ატარებინებს პროდუქტის გამოცდებს, რათა დარწმუნდეს ხარისხის სისტემის სწორ ფუნქციონირებაში. შესაბამისობის შემფასებელი პირი მწარმოებელს წარუდგენს შემოწმების ანგარიშს და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში- გამოცდების ანგარიშს.   

6. შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია

6.1. მწარმოებელმა, უნდა განახორციელოს საქართველოს კანო­ნმდებლობით დადგენილი შესაბამისობის ნიშანდება და ამ მოდულის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხი­სმგებ­ლობის ქვეშ, უნდა დაიტანოს  მისი აკრედიტაციის მოწმობის ნომე­რი/კანონით განსაზღვრული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი  თი­თო­ეულ პროდუქტზე, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენ­ტის მოთხოვნებს.  

6.2. მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის  დეკლარაცია თითოეული პროდუქტის მოდელისათვის და უზრუნველყოს მისი შე­ნახვა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქ­ტის მოდელი, რომლისთვისაც ეს დეკლარაცია შეიქმნა.

შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოებისათვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

7. მწარმოებელმა, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში უნდა შეინახოს და მოთხოვნის შემთხვევაში   წარუდგი­ნოს  შესაბამის ორგანოებს შემდეგი:

- ამ მოდულის 3.1 პუნქტით განსაზღვრული ხარისხის უზ­რუნ­ველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია;

- ამ მოდულის 3.5 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებები, მათი დამტკიცების შესაბამისად;

- ამ მოდულის 3.5, 5.3 და 5.4 პუნქტებით  განსაზღვრული შესა­ბამისობის შემფასებელი პირის ანგარიშები. 

8. უფლებამოსილი წარმომადგენელი

მწარმოებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს შეუძლია შეიტანოს ამ მოდულის  4.1 და 4.2 პუნქტებით განსაზღვრული განაცხადი  და  შეას­რულოს ამ მოდულის 3.1, 3.5, 4.4, 4.6, მე-6 და მე-7 პუნქტებით გან­საზღვრული  ვალდებულებები მისი სახელით და მისივე  პასუხისმგებ­ლობით, იმ პირობით თუ ეს განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრუ­ლე­ბით.



დანართი 2. შესაბამისობის შეფასების პროცედურების ცხრილი

A. შიდა საწარმოო კონტროლი

 

B. პროდუქტის ნიმუშის (ტიპის) შეფასება

 

G. ცალკეული ნაკეთობის ვერიფიკაცია

 

H. ხარისხის სრული უზრუნველყოფა

მწარმოებელი
- ინახავს ტექნიკურ დოკუმენტაციას  შესაბამისი ორგანოებისათვის წარსადგენად, მოთხოვნის შემთხვევაში

 

მწარმოებელი წარუდგენს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს:
-ტექნიკურ დოკუმენტაციას;
-  დამატებით მტკიცებულებებს პროდუქტის ტექნიკურ პროექტში გამოყენებული გადაწყვეტების შესახებ;
- ნიმუშ(ებ)ს, გათვალისწინებული პროდუქციიდან, საჭიროებისამებრ.

 


მწარმოებელი

-  წარადგენს ტექნიკურ დოკუმენტაციას

 

 ISO 9001(4)

მწარმოებელი
- იყენებს დამტკიცებულ ხარისხის სისტემას დაპროექტებისათვის
-  წარადგენს ტექნიკურ დოკუმენტაციას

 

 

 

H1
შესაბამისობის შემფასებელი ორგანო:[1]
- ახორციელებს ხარისხის სისტემის ზედამხედველობას;[2]

 

 

შესაბამისობის შემფასებელი ორგანო:
- ადგენს შესაბამისობას ძირითად მოთხოვნებთან;
- შეისწავლის ტექნიკურ დოკუმენტაციას და დამატებით მტკიცებულებებს ტექნიკური პროექტის ადეკვატურობის შესაფასებლად;
- საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშ(ებ)ისთვის ატარებს გამოცდებს,
- გასცემს პროდუქტის ტიპის სერტიფიკატს

   

 

 

 

 

 

 

       

 

 

C. ტიპთან შესაბამისობა

D. წარმოების ხარისხის უზრუნველყოფა

E. პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა

F. პროდუქტის ვერიფიკაცია

 

 

 

 

A.                       მწარმოებელი

- აკეთებს განაცხადს ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობაზე

- დაიტანს სავალდებულო შესაბამისობის ნიშანდებას

 

C.
მწარმოებელი
- აკეთებს განაცხადს დამტკიცებულ ტიპთან შესაბამისობაზე

- დაიტანს სავალდებულო შესაბამისობის ნიშანდებას

ISO 9001 (2)
მწარმოებელი

- იყენებს დამტკიცებულ ხარისხის სისტემას წარმოებაში, საბოლოო ინსპექტირებასა და გამოცდაში

- აცხადებს შესაბამისობას დამტკიცებულ ტიპთან
-  დაიტანს სავალდებულო შესაბამისობის ნიშანდებას

ISO 9001 (3)
მწარმოებელი

- იყენებს დამტკიცებულ ხარისხის სისტემას საბოლოო ინსპექტირებასა და გამოცდაში

- აცხადებს შესაბამისობას დამტკიცებულ ტიპთან
-  დაიტანს სავალდებულო შესაბამისობის ნიშანდებას

მწარმოებელი

- აკეთებს განაცხადს დამტკიცებულ ტიპთან შესაბამისობაზე

- დაიტანს სავალდებულო შესაბამისობის ნიშანდებას

 

მწარმოებელი

- წარადგენს პროდუქტს
- აცხადებს შესაბამისობის შესახებ

- დაიტანს სავალდებულო შესაბამისობის ნიშანდებას

 


მწარმოებელი
-  იყენებს დამტკიცებულ ხარისხის სისტემას წარმოების, ინსპექტირების და გამოცდებისთვის
- აცხადებს შესაბისობის შესახებ
-  დაიტანს   სავალდებულო
შესაბამისობის  ნიშანდებას

A1.
შესაბამისობის შემფასებელი პირი

- ახორციელებს პროდუქტის სპეციფიკური ასპექტების გამოცდას [3]

 

C1.
შესაბამისობის შემფასებელი პირი

- ახორციელებს პროდუქტის სპეციფიკური ასპექტების გამოცდას [4]

D1.
აცხადებს ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობას

- დაიტანს სავალდებულო შესაბამისობის ნიშანდებას

E1.
აცხადებს ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობას

-  დაიტანს სავალდებულო შესაბამისობის ნიშანდებას

F1.
აცხადებს ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობას

-  დაიტანს სავალდებულო შესაბამისობის ნიშანდებას

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესაბამისობის შემფასებელი პირი

-  ამტკიცებს ხარისხის სისტემას
- ახორციელებს ხარისხის სისტემის ზედამხედველობას

 

 

შესაბამისობის შემფასებელი პირი

-  ამტკიცებს ხარისხის სისტემას
- ახორციელებს ხარისხის სისტემის ზედამხედველობას

 

 

შესაბამისობის შემფასებელი პირი

- ადგენს ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობას

- გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს

 

 

 

შესაბამისობის შემფასებელი პირი

- ადგენს ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობას

- გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს

 

 

 

შესაბამისობის შემფასებელი პირი

- ახორციელებს
ხარისხის სისტემის ზედამხედველობას.

A2.

პროდუქტის კონტროლი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული დროის ინტერვალით

 

C2.

პროდუქტის კონტროლი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული დროის ინტერვალით

   



[1] დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სექტორულ კანონმდებლობაში

[2] გარდა ამ მოდულის  7.3 პუნქტისა და იმ მოთხოვნებისა, რომლებიც შეეხება მომხმარებლის დაკმაყოფილებასა და მისი მომსახურების უწყვეტ გაუმჯობესებას                                                    

[3] გარდა ამ მოდულის 7.3 პუნქტისა და იმ მოთხოვნებისა, რომლებიც შეეხება მომხმარებლის დაკმაყოფილებას და მისი მომსახურების უწყვეტ გაუმჯობესებას

[4] გარდა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც შეეხება მომხმარებლის დაკმაყოფილებას და მისი მომსახურების უწყვეტ გაუმჯობესებას

.


 


დანართი 3    

შესაბამისობის დეკლარაცია

1. №... (პროდუქტის უნიკალური იდენტიფიკაცია);

2. მეწარმის, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობა და მისამართი;

3. მოცემული შესაბამისობის დეკლარაცია გაცემულია მეწარმის (ან დამმონტაჟებლის) სრული პასუხისმგებლობის ქვეშ;

4. დეკლარაციის საგანი (პროდუქციის იდენტიფიკაცია, რომელიც იძლევა მიკვლევადობის საშუალებას. ეს შესაძლოა მოიცავდეს ფოტოს, საჭიროების შემთხვევაში);

5. ზემოთ აღწერილი დეკლარაციის საგანი შესაბამისობაშია შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტ(ებ)თან: ---------------------------------------------------

6. გამოყენებული ჰარმონიზებული სტანდარტების,ან სპეციფიკაციებზე  მითითებით, რომელთანაც დაკავშირებითაც ცხადდება შესაბამისობა:      -------------------------------------

7. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ….(დასახელება, ნომერი) … განახორციელა…… (მონაწილეობის/ჩარევის აღწერა) და გასცა სერტიფიკატი …

8. დამატებითი ინფორმაცია:

ხელმოწერილია .......-ის სახელით:           ---------------------------------------

(გამოქვეყნების ადგილი და თარიღი):

(სახელი, ფუნქცია) (ხელმოწერა):

__________________________.