დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 126 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/05/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.017290 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www. matsne.gov. ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-2 მუხლის: ა) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჭ) საკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელსაც პოტენციური ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საფრთხეს დაქვემდებარებული იმ ზონისათვის, რომელშიც ის ჯერ არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ შეზღუდულადაა გავრცელებული და იმყოფება კონტროლის ქვეშ (საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა განსაზღვრულია №10 დანართით);“; ბ) „ჰ.ზ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ.ზ) ფიტოსანიტარული სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და ადასტურებს, რომ ტვირთი შეესაბამება იმპორტის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს;“. 2. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესს“ თანდართული რედაქციით დაემატოს „საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა“ №10 დანართი.“. 3. „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“: ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. წარმოშობის ქვეყნის მიმართ განსაზღვრული იმპორტის პირობები და მოთხოვნები 1. საქართველოში ვეტერინარული წესის №1 დანართით გათვალისწინებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა ნებადართულია, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) წარმოშობილია შესაბამისი საქონლის საქართველოში ექსპორტზე უფლებამოსილ ქვეყანაში (ამ ქვეყნის ნაწილში); ბ) წარმოშობილია შესაბამისი საქონლის საქართველოში ექსპორტზე უფლებამოსილ საწარმოში; გ) საქონელს თან ახლავს წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რომელიც შინაარსითა და ფორმით შეესაბამება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ორგანიზაციის „ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით“ დადგენილ ნიმუშებს. 2. ამ წესის №8 დანართით („საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტის ვეტერინარული მოთხოვნები“) გათვალისწინებული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს ამავე დანართით დადგენილ მოთხოვნებს.“ ; ბ) მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცოცხალი ცხოველების ტრანზიტის შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ტვირთის გარანტირებულ მიღებაზე გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, ორიგინალი ტრანზიტის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში).“; გ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების, გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“ არსებული ქვეყნებიდან, (გარდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ცოცხალი ცხოველების ტრანზიტის შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ტვირთის გარანტირებულ მიღებაზე გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტი“, ასევე, ორიგინალი ტრანზიტის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში).“; დ) მე-12 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფიზიკური შემოწმება შემცირებული სიხშირით, დანართი №9-ის შესაბამისად ხორციელდება იმპორტისათვის განკუთვნილი იმ ტვირთების მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: ა) პროდუქტი წარმოშობილია ევროკავშირის ქვეყნებში ან სხვა ქვეყნებში, რომელთა ნუსხა დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის გარანტიების საფუძველზე, დამტკიცებულია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით; ბ) პროდუქტი წარმოებულია საწარმოში, რომელშიც ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულია კონტროლი და ნებადართულია იმპორტის განხორციელება, ან ევროკავშირის ქვეყნების სურსათის მწარმოებელ ავტორიზებულ საწარმოებში, ასევე სხვა ქვეყნების ავტორიზებულ საწარმოებში, რომელთა ნუსხა დამტკიცებულია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით; გ) პროდუქტებზე გაცემულია ვეტერინარული ან ჯანმრთელობის იმპორტის სერტიფიკატები, რომელთა ფორმები დამტკიცებულია ეროვნული სააგენტოს მიერ ან ევროკომისიის გადაწყვეტილებით; დ) ფიზიკური შემოწმების შემცირებული სიხშირე დაშვებულია უცხო ქვეყნისათვის, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს შესაბამისობის (ეკვივალენტურობის) შეთანხმება. 4. „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესს“ დაემატოს: ა) „საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტის ვეტერინარული მოთხოვნები“ დანართი №8 თანდართული რედაქციით; ბ) „ფიზიკური შემოწმების შემცირებული სიხშირე (საქონლის კატეგორიების მიხედვით)“ დანართი №9 თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს. |
|
„დანართი 10
საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა |
1.
თავი I
საქართველოში არარეგისტრირებული საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა
მუხლი 1. მცენარეთა მავნებლები
1. Aceria sholdoni Ewing. ციტრუსების კვირტის ტკიპა 2. Agrilus planipennis Fainmaire იფანის ზურმუხტისფერი პეწიანა 3. Aleurocanthus woglumi Ashby. ციტრუსების შავი ფრთათეთრა 4. Acleris gloverana Wals. დასავლეთის შავთავიანი ფოთოლხვევია -- კვირტიჭამია 5. Acleris variana Fern. აღმოსავლეთის შავთავიანი ფოთოლხვევია -- კვირტიჭამია 6. Anoplophora glabripennis Mots. აზიური ხარაბუზა 7. Bemisia tabaci Gen. ბამბის ფრთათეთრა 8. Callosobruchus analis L. აზიური ნაირჭამია მემარცვლია 9. Callosobruchus chinensis L. ჩინური მემარცვლია 10. Callosobruchus maculatus F. ოთხლაქიანი მემარცვლია 11. Carposina niponensis Wals ატმის ნაყოფჭამია 12. Ceratitis capitata (Wied.) ხმელთაშუა ზღვის ნაყოფის ბუზი 13. Dacus dorsalis Hend. აღმოსავლური ნაყოფის ბუზი 14. Dendroctonus sp. დენდროკტონუსი 15. Dendrolimus sibiricus Tscherw ციმბირის აბრეშუმმქსოვი 16. Diaphorina citri Kuw. ციტრუსების აზიური ფსილა ა) Xylella fastdiosa. გადამტანი 17. Diabrotica virgifera Le Conte. დასავლეთის სიმინდის ხოჭო 18. Dinoderus sp. ცრუქერქიჭამიები 19. Epitrix tuberis Gentner ტუბერის მცირე ხოჭო 20. Frankliniella occidentalis Perg. დასავლეთის (კალიფორნიის) თრიფსი 21. Ips sp. ქერქიჭამიები 22. Lymantria dispar L. (asian race). არაფარდი პარკხვევია (აზიური რასა) 23. Liriomyza trifolii Burg. სამყურას ამერიკული მენაღმე ბუზი 24. Listronotus bonariensis Kuschel. არგენტინის ღეროს ცხვირგრძელა 25. Malacosoma disstria Hubrer ტყის რგოლური პარკხვევია 26. Megaplatipus mutates (Chapuis) მეგაპლატიპუსი 27. Monochamus sp. მონოჰამუსის ოჯახის ხოჭოები 28. Parabemisia myricae Kuw. პარაბემიზია მირიკა 29. Pissodes nemorensis G. კედარის მეფისე 30. Pissodes strobi (Peck). ენგელმანის ნაძვის მეფისე 31. Pissodes terminalis Hopp. პისოდეს ტერმინალის 32. Popillia japonica Newman იაპონური ხოჭო 33. Sinoxilon sp. ცრუქერქიჭამიები 34. Spodoptera litura Fabri აზიური ბამბის ხვატარი 35 Spodoptera litoralis Boisd. ეგვიპტური ბამბის ხვატარი 36. Rhagoletis pomonella Walsh. ვაშლის ბუზი 37. Opogona sacchari (Bojer.) ბანანის ჩრჩილი 38. Trogoderma granarium Ev. კაპრის ხოჭო 39. Trogoderma sp. ტროგოდერმები 40. Thrips palmi. – Karny პალმის თრიპსი 41. Toxoptera citricidus Kirk. ციტრუსების ბუგრი 42. Unaspis yanonensis Kuw. ციტრუსების აღმოსავლური ფარიანა 43. Unaspis citri Comst. ფორთოხლის ფარიანა 44. Zabrotes subfassiatus Boh ბრაზილიური მემარცვლია
მუხლი 2. მცენარეთა დაავადების გამომწვევი აგენტები
1. სოკოები
ა) Atropellis pinicola Zeller and Goodding ფიჭვის მერქნის და ტოტების კიბო ბ) Atropellis piniphila (Weir.) Lohman and Cash ფიჭვის მერქნის და ტოტების კიბო გ) Ceratocystis fagacearum (Bretz) Hunt. მუხის ვილტი გ. ა) Pseudopityophthorus minutissimus გადამტანი გ. ბ) Pseudopityophthorus pruinosus გადამტანი დ) Cochliobolus heterostrophus Drechsler სიმინდის სამხრეთული (=Bipolaris maydis (Nisikado) Shoem (race T) ჰელმინთოსპორიოზი (რასა T) ე) Diaporthe helianthi მზესუმზირის ფომოფსისი (=Phomopsis helianthi Munt.Cvet et al.) ვ) Didymella ligulicola ქრიზანთემას ასკოხიტოზი (K.F. Baker Dimock and Davis) von Arx ზ) Melampsora medusae Thumen ვერხვის ჟანგა თ) Mycosphaerella dearnessii M. E. Barr. წიწვის ყავისფერი ლაქოვანი ი) Phymatotrichopsis omnivora ფესვის ტეხასური სიდამპლე (Duggar) Hennebert კ) Phialophora cinerescens მიხაკის ფიალოფოროზი (Wollenweber) van Beyma ლ) Puccinia horiana P. Hennings ქრიზანთემის თეთრი ჟანგა მ) Stenocarpella macrospora (Earle) Sutton სიმინდის დიპლოდიოზი
ნ) Stenocarpella maydis (Berkeley) Sutton სიმინდის ღეროს ლპობა ო) Tilletia (Neovossia) indica Mitra ხორბლის ინდური გუდაფშუტა
პ) Thecaphora solani კარტოფილის (ტუბერის) გუდაფშუტა (Thirumulachar and O, Brien) Mordue
2. ბაქტერიები ა) Clavibacter tritici (Carlson and Viderer) Davis. ხორბლის ყვითელი (ლორწოვანი) ბაქტერიოზი ბ) Grapevine flavescence doree phytoplasma ვაზის ოქროსფერი გაყვითლება გ) Erwinia amylovora (Burrill) Winslow et al. ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრე დ) Erwinia stewartii (Smith) Dye. სიმინდის ბაქტერიული ვილტი ე) Pseudomonas caryophylli (Burkholder მიხაკის ვილტი Starv and Burkholder). ვ) Xanthomonas campestris (Pammel) ციტრუსების ბაქტერიული კიბო Dowson pv. citri (Hasse) Day 1978. ზ) Xylophilus ampelinus (Panogopoulos) ვაზის ბაქტერიული ნეკროზი Willems et al. (=Xanthomonas ampelina (Panogopoulos) თ) Pseudomonas syringae pv. Acttinidae კივის ბაქტერიული კიბო
3. ვირუსები ა) American plum line pattern virus. ქლიავის ხაზოვანი სახე (ამერიკული) ბ) Andean potato virus. კარტოფილის „ანდიური“ ვირუსები (ინდური წინწკლოვანი ვირუსი „ტ“ ვირუსი კარტოფილის ველური კარტოფილის მოზაიკა. შავი რგოლური ლაქიანობა). გ) Barley stripe mosaic hordei virus. ქერის შტრიხული მოზაიკა დ) Chrysanthemum stunt viroid. ქრიზანთემის ქონდრულობა ე) Plum pox potyvirus. ქლიავის ჩოფურა (შარკა) ვ) Peach latent mosaic viroid. ატმის ლატენტური მოზაიკის ვიროიდი ზ) Potato yellow dwarf rhabdovirus. კარტოფილის ყვითელი ქონდრულობა თ) Potato yellow vein disease. კარტოფილის ძარღვების გაყვითლების გამომწვევი.
მუხლი 3. ნემატოდები
1. Aphelenchoides besseyi Christie ბრინჯის ნემატოდა 2. Bursaphelenchus xylophilus (Steineret ფიჭვის მერქნის ნემატოდა Buhrer) Nickle Monochamus spp. გადამტანი 3. Ditylenchus dipsaci Filipjev ღეროს ნემატოდა 4. Globodera pallida (Stone) Behvens კარტოფილის მკრთალი ნემატოდა 5. Heterodera glycines Ichinohe სოიოს ნემატოდა 6. Meloidogyne chitwoodi (Golden). კოლუმბიის გალებიანი ფესვის ნემატოდა 7. Nacobbus aberrans (Thorne) Thorne and ცრუგალებიანი ნემატოდა Allen (Sensu lato) 8. Radopholus similis (cobb) Thorne სოროს ნემატოდა „ბანანის რასა“
მუხლი 4. სარეველა მცენარეები
1. Aeshinomene virginica /L/ B.S.P. ესხინომენე ვირჯინიის 2. Aeshinomene indica /L/ B.S.P. ესხინომენე ინდოეთის 3. Ambrosia psilostachya D.C. ამბროზია მრავალწლიანი 4. Diodia teres Walt. დიოდია თელვადი 5. Emex spinosa L. ემეკსი ეკლიანი 6. Emex australis Stein ემეკსი ავსტრალიური 7. Euphorbia dentata Michx რძიანა დაკბილული 8. Helianthus Sp.Sp. მზესუმზირა (ველურად მზარდი) 9. Iva axillaris Pursh. ანწლი უბისებრი 10. Cassia occidentalis L. კასია დასავლეთის 11. Cassia tora L. კასია ტორა 12. Croton capitatus Michx. კროტონი თავიანი 13. Polygonum pensilvanicum L. პოლიგონუმ პენსილვანიის 14. Raimania laciniata L. რაიმანია გაპობილი 15. Sida spinosa L. სიდა ეკლიანი 16. Solanum rostratum Dun. ძაღლყურძენა ეკლიანი 17. Solanum eleagnifolium Cav. ძაღლყურძენა ხაზურფოთლიანი 18. Solanum triflorum Nitt. ძაღლყურძენა სამყვავილიანი 19. Striga sp. sp. სტრიგები
თავი II საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულად გავრცელებული მავნე ორგანიზმების ნუსხა
მუხლი 5. მცენარეთა მავნებლები
1. Ceroplastes japonicus Green. იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა 2. Dialeurodes citri Rilley. ციტრუსების ფრთათეთრა 3. Quadraspidiotus perniciosus Comst. კალიფორნიის ფარიანა 4. Hyphantria cunea Drury. ამერიკული თეთრი პეპელა 5. Liriomyza huidobrensis Blanch. სამხრეთამერიკული მენაღმე ბუზი 6. Lopholeucaspis japonica Ckll. იაპონური ჩხირისებრი ფარიანა 7. Phthorimaea operculella Zell. კარტოფილის ჩრჩილი 8. Phyllocnistis citrella Stair. ციტრუსების მენაღმე ჩრჩილი 9. Pseudococcus comstocki Kuw. კომსტოკის ცრუფარიანა 10. Pseudococcus gahani Green. ციტრუსების ფქვილისებრი ცრუფარიანა 11. Pseudaulacaspis pentagona Targ. თუთის ფარიანა 12. Tuta absoluta სამხრეთამერიკული მენაღმე ჩრჩილი 13. Viteus vitifolae (Fitch) ფილოქსერა
მუხლი 6. მცენარეთა დაავადების გამომწვევი აგენტები
1. სოკოები ა) Diaporthe phaseolorum Sac. var. Caulivora სოიოს ღეროს კიბო (Athow et Cald); ბ) Synchytrium endobioticum კარტოფილის კიბო (Schilb) Perc.
2. ბაქტერიები ა) Ralstonia solanacearum (Smith) Jabuuchi et al. კარტოფილის მურა სიდამპლე (ვილტი)
3. ვირუსები ა) Citrus tristeza closterovirus ციტრუსების ვირუსული დაავადება (ტრისტეზა) მუხლი 7. ნემატოდები
1. Globodera rostochiensis კარტოფილის ოქროსფერი ნემატოდა (Wollenweber) Behrens
მუხლი 8. სარეველა მცენარეები
1. Ambrosia trifida L. ამბროზია სამნაკვთიანი 2. Acroptilon repens D.C. ღიღილო მწარა 3. Cenchrus pauciflorus Benth ცენხრუსი მეჩხერფოთლიანი 4 . Solanum carolinense ძაღლყურძენა; |
2.
დანართი №8
საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტის ვეტერინარული მოთხოვნები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საქართველოში იმპორტისათვის განკუთვნილი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არ უნდა შეიცავდეს ნატურალურ ან სინთეზურ ესტროგენს, ჰორმონალურ და თირეოსტატიკურ პრეპარატებს; ანტიბიოტიკების, პესტიციდების და სხვა ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ნარჩენების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ მაქსიმალურ დონეს; ბ) არ უნდა იყოს დამუშავებული მაიონიზირებელი რადიაციით და ულტრაიისფერი სხივებით; გ) არ უნდა იყოს დარღვეული შეფუთვის მთლიანობა; დ) არ უნდა აღენიშნებოდეს ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების ცვლილება; ე) მიკრობიოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური და რადიოლოგიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს; ვ) ტარა და შესაფუთი მასალა უნდა იყოს ერთჯერადი და შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჰიგიენურ მოთხოვნებს; ზ) სატრანსპორტო საშუალება დამუშავებული და მომზადებული უნდა იყოს ექსპორტიორ ქვეყანაში დადგენილი წესების მიხედვით; თ) პროდუქცია, ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ვეტერინალური ექსპერტიზის საფუძველზე, აღიარებული უნდა იქნეს ადამიანისათვის საკვებად ვარგისად და თავისუფალ ვაჭრობაში შეუზღუდავად გასაშვებად. 2. ვეტერინარული მოთხოვნების შესრულებას ადასტურებს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი. 3. ზოგადი მოთხოვნების გარდა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სპეციფიკურ მოთხოვნებს. მუხლი 2. სპეციფიკური მოთხოვნები თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტი, რომელიც დამზადდა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ მეურნეობაში (საფუტკრე) ან საწარმოში და მეურნეობას ან საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. საქართველოში შემოსატანად დაიშვება თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტი, თუ ის გამოდის ცხოველის საშიში დაავადებებისაგან თავისუფალი ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქულისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) ამერიკული და ევროპული სიდამპლისა და ნოზემატოზისაგან – მეურნეობა ბოლო 3 თვის განმავლობაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. მუხლი 3. სპეციფიკური მოთხოვნები სასურსათო თევზისა და ზღვის პროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება სურსათად გამოსაყენებელი თევზი და ზღვის პროდუქტი, რომელიც დამზადდა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. თევზი და ზღვის პროდუქტი უნდა გამოდიოდეს საწარმოდან (მცურავი ბაზის ჩათვლით), რომელიც განთავსებულია ისეთ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, სადაც არ დაფიქსირებულა: ა) ღორის აფრიკული ცხელება – ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქული – ბოლო 12 თვის განმავლობაში. 3. ზღვისა და მტკნარი წყლის სარეწი თევზი, ასევე ზღვის პროდუქტები, გამოკვლეული უნდა იქნეს ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური სამსახურის მიერ ჰელმინთების, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების არსებობაზე ექსპორტიორ ქვეყანაში მიღებული მეთოდებით. დასაშვები ნორმის ფარგლებში ჰელმინთების არსებობის შემთხვევაში, თევზი უნდა გაუვნებლდეს არსებული მეთოდებით. 4. საქართველოში იმპორტისათვის არ დაიშვება გაყინული თევზი და ზღვის პროდუქტი თუ: ა) პროდუქტის სისქეში ტემპერატურა -18 0 C-ზე მეტია; ბ) მასში აღინიშნება გადამდები დაავადებებისათვის დამახასიათებელი ცვლილებები; გ) შენახვის დროს მოხდა მისი დეფროსტაცია. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. მუხლი 4. სპეციფიკური მოთხოვნები კვერცხის ფხვნილის, მელანჟის, ალბუმინისა და ფრინველის კვერცხის გადამუშავების სხვა პროდუქტისათვის 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ცხოველთა (ფრინველის) გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალ მეურნეობებში გამოზრდილი ჯანმრთელი ფრინველის კვერცხის გადამუშავების შედეგად მიღებული კვერცხის ფხვნილი, მელანჟი, ალბუმინი და სხვა პროდუქტები, რომელიც დამზადდა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. გადამუშავებისათვის გამოყენებული ფრინველის კვერცხი უნდა გამოდიოდეს მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომელიც თავისუფალია ცხოველთა გადამდები დაავადებებისაგან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქულისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) ორნიტოზის (ფსიტაკოზის), პარამიქსოვირუსული ინფექციის, ქათმის ინფექციური ბრონქიტის, ინფექციური ლარონგოტრაქეიტის, ინფექციური ენცეფალომიელიტის, ნიუკასლის დაავადებისა და ფრინველის გრიპისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) – ბოლო 24 თვის განმავლობაში. 3. ქათმების სადედე გუნდი გამოკვლეული უნდა იყოს სეროლოგიურად პულოროზის ანტიგენით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. მუხლი 5. სპეციფიკური მოთხოვნები სასურსათო კვერცხისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ცხოველთა (ფრინველის) გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალ მეურნეობებში გამოზრდილი ჯანმრთელი ფრინველის კვერცხი, რომელიც დამზადდა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. კვერცხი უნდა გამოდიოდეს ცხოველთა და ფრინველის გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალი ქვეყნიდან და მეურნეობებიდან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქულისაგან - ადმინისტრაციული ტერიტორია ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) ფრინველის მაღალპათოგენური გრიპისაგან – ქვეყანა ბოლო 24 თვის განმავლობაში; დ) ნიუკასლის დაავადებისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, ოლქი, მიწა) - ბოლო 24 თვის განმავლობაში; ე) ორნიტოზის, (ფსიტაკოზი), პულოროზის, ტუბერკულოზის, ინფექციური ბრონქიტის, გამბოროს, ინფექციური ლარინგოტრაქეიტისა და მარეკის დაავადებებისაგან – მეურნეობის ტერიტორია ბოლო 12 თვის განმავლობაში. 3. საქართველოში შემოსატანი თითოეული კვერცხის ცალობით ერთეულზე აღნიშნული უნდა იყოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და დადების თარიღი. 4. იმპორტირებული სასურსათო კვერცხის რეალიზაციის ვადა საცალო ვაჭრობის ქსელში არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს დადების თარიღიდან. 5. კვერცხის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ტემპერატურული რეჟიმის დამცავი სისტემით აღჭურვილი ტრანსპორტით 0-100 C-ის პირობებში, ხოლო კვერცხის პროდუქტების (მელანჟი, ცილა) ტრანსპორტირება – გაყინული (-6C). 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. მუხლი 6. სპეციფიკური მოთხოვნები რძისა და რძის პროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ჯანმრთელი ცხოველებიდან მიღებული რძე და რძის პროდუქტები წარმოებული გადამდები დაავადებებისაგან ოფიციალურად თავისუფალ მეურნეობებში და დამზადებული რძის გადამამუშავებელ ისეთ საწარმოებში, რომელიც დამზადდა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. რძე და რძის პროდუქტი უნდა დამზადდეს და გამოვიდეს ისეთი მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომელიც თავისუფალია ცხოველთა გადამდები დაავადებებისაგან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან - ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქულის, მსხვილფეხა პირუტყვის ჭირის, კონტაგიოზური პლევროპნევმონიისა და ვეზიკულური სტომატიტისაგან - ქვეყანა ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის, ლეიკოზის, ტუბერკულოზისა და პარატუბერკულოზისაგან - მეურნეობა ბოლო 18 თვის განმავლობაში; დ) ცხვრისა და თხის ბრუცელოზისაგან - მეურნეობა ბოლო 18 თვის განმავლობაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. მუხლი 7. სპეციფიკური მოთხოვნები ხორცისა და ხორცპროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში ჯანმრთელი ცხოველებიდან მიღებული ხორცი და ხორცპროდუქტი, წარმოებული გადამდები დაავადებებისაგან ოფიციალურად თავისუფალ მეურნეობებში და წარმოებული ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. საკლავი ცხოველი, რომლისგან მიღებული ხორცი განკუთვნილია საქართველოში საექსპორტოდ, ექვემდებარება დაკვლისწინა ვეტერინარულ შემოწმებას, ხოლო მისგან მიღებული ტანხორცი და ორგანოები - დაკვლის შემდგომ ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 3. ტანხორცს (ნახევარტანხორცს, მეოთხედს) უნდა გააჩნდეს ვეტერინარული ზედამხედველობის მკაფიო დამღა იმ სასაკლაოს დასახელების ან ნომრის აღნიშვნით, სადაც მოხდა ცხოველების დაკვლა. დამუშავებულ ხორცს შეფუთვაზე ან პოლიბლოკზე უნდა ჰქონდეს მარკირება (ეტიკეტი). 4. ეტიკეტი ისე უნდა იყოს განთავსებული შეფუთვაზე, რომ მისი გახსნა შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მთლიანობის დარღვევის გარეშე. 5. ხორცი და ხორცპროდუქტი დამზადებული უნდა იყოს ისეთ მეურნეობასა და ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, რომელიც ოფიციალურად აღიარებული არის თავისუფლად ცხოველთა დაავადებებისაგან, მათ შორის: ა) ყველა სახის ცხოველისათვის: ა.ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან - ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორია; ა.ბ) თურქულისაგან - ბოლო 12 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული ტერიტორია; ბ) მსხვილფეხა პირუტყვისათვის: ბ.ა) მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისა და ცხვრის სკრეპისაგან - ქვეყნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „ხმელეთის ცხოველების სანიტარიული კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად; ბ.ბ) მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონიის, ვეზიკულური სტომატიტის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირისაგან – ბოლო 18 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორია; ბ.გ) ტუბერკულოზის, ბრუცელოზისა და ლეიკოზისაგან - ბოლო 12 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; ბ.დ) ჯილეხისა და ემკარისაგან - ბოლო 20 დღის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; გ) ცხვრისა და თხისათვის: გ.ა) მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისა და ცხვრის სკრეპისაგან - ქვეყანა - ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ,,ხმელეთის ცხოველების სანიტარიული კოდექსის” მოთხოვნების შესაბამისად; გ.ბ) ბლუტანგის, მსხვილფეხა პირუტყვის ჭირისა და კონტაგიოზური პლევროპნევმონიისაგან, წვრილფეხა პირუტყვის ჭირისაგან - ბოლო 18 თვის განმავლობაში ქვეყანის ტერიტორია; გ.გ) ცხვრისა და თხის ყვავილისაგან - ბოლო 18 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; გ.დ) ტუბერკულოზისა და ბრუცელოზისაგან - ბოლო 12 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; გ.ე) ჯილეხისაგან - ბოლო 20 დღის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; დ) ღორისათვის: დ.ა) ღორის ვეზიკულური დაავადებისაგან - ბოლო 18 თვის განმავლობაში ქვეყანის ტერიტორია; დ.ბ) ღორის კლასიკური ჭირის, აუესკის დაავადებისა და ღორის ენტეროვირუსული ენცეფალომიელიტისაგან (ტეშენის დაავადება) - ბოლო 18 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ; დ.გ) ღორის რეპროდუქტიულ-რესპირატორული სინდრომისაგან - ბოლო 18 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; დ.დ) ჯილეხისა და ღორის წითელი ქარისაგან - მეურნეობა ბოლო 20 დღის განმავლობაში; დ.ე) ყველა ტანხორცი გამოკვლეული უნდა იყოს ტრიქინელოზზე უარყოფითი შედეგით. 6. საქართველოში შემოსატანად არ დაიშვება ხორცი და ხორცპროდუქტი: ა) თუ დაკვლისშემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზით დადგინდა გადამდები დაავადებისათვის, ასევე ჰელმინთებით დაზიანებისა (ცისტიცერკოზი, ტრიქინელოზი, სარკოსპორიდიოზი, ონქოცერკოზი, ექინოკოკოზი) და სხვადასხვა ნივთიერებებით მოწამვლისათვის დამახასიათებელი ცვლილებები; ბ) შენახვის პერიოდში დეფროსტირებული; გ) გაყინული ხორცი კუნთის სისქეში ძვალთან -18 0C –ზე, ხოლო გაციებული ხორცი - +40C –ზე მაღალი ტემპერატურის მქონე; დ) ტანხორცი შინაგანი ორგანოების ნარჩენებით, ქსოვილებში სისხლჩაქცევებით, მოუცილებელი აბსცესებით, კანის ბორას მატლებით, მექანიკური მინარევებით ან მოცილებული სეროზული გარსებითა და ლიმფური კვანძებით; ე) ისეთი კონსერვანტებით დამუშავებული, რომელთა გამოყენება არ არის დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. მუხლი 8. სპეციფიკური მოთხოვნები საქონლის სუბპროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ჯანმრთელი პირუტყვის დაკვლითა და გადამუშავებით მიღებული სუბპროდუქტი, რომელიც წარმოებულია ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. საკლავი ცხოველი, რომლისგან მიღებული სუბპროდუქტი განკუთვნილია საქართველოში საექსპორტოდ, ექვემდებარება დაკვლისწინა ვეტერინარულ შემოწმებას, ხოლო მისგან მიღებული ორგანოები - დაკვლის შემდგომ ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 3. სუბპროდუქტებს შეფუთვაზე ან პოლიბლოკზე უნდა ჰქონდეს მარკირება (ვეტერინარული დამღა და ეტიკეტი). ეტიკეტი ისე უნდა იყოს განთავსებული შეფუთვაზე, რომ მისი გახსნა შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მთლიანობის დარღვევის გარეშე. 4. სუბპროდუქტები მიღებული უნდა იყოს ისეთ მეურნეობასა და ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, რომლებიც ოფიციალურად აღიარებული იყვნენ თავისუფლად ცხოველთა დაავადებებისაგან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან - ბოლო 3 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ტერიტორია; ბ) თურქულისაგან - ბოლო 12 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული ტერიტორია; გ) მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისაგან და ცხვრის სკრეპისაგან - ქვეყანა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ,,ხმელეთის ცხოველების სანიტარიული კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად; დ) მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონიის, ვეზიკულური სტომატიტის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირისაგან – ბოლო 18 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორია; ე) ტუბერკულოზის, ბრუცელოზისა და ლეიკოზისაგან - ბოლო 12 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; ვ) ჯილეხისა და ემკარისაგან - ბოლო 20 დღის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია. 5. საქართველოში შემოსატანად არ დაიშვება სუბპროდუქტი: ა) თუ დაკვლისშემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზით დადგინდა გადამდები დაავადებისათვის, ასევე ჰელმინთებით დაზიანებისა (ცისტიცერკოზი, სარკოსპორიდიოზი, ონქოცერკოზი, ექინოკოკოზი) და სხვადასხვა ნივთიერებებით მოწამვლისათვის დამახასიათებელი ცვლილებები; ბ) შენახვის პერიოდში დეფროსტირებული. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. მუხლი 9. სპეციფიკური მოთხოვნები კონსერვის, ძეხვის და სხვა სახის მზა ხორცპროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება მზა ხორცპროდუქტი, სუბპროდუქტი, ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის ცხიმი, კონსერვი, ძეხვი და ადამიანისათვის საკვებად განკუთვნილი ხორცის სხვა ნაწარმი, რომელიც წარმოებულია ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. პროდუქციის დასამზადებელი ნედლეული მიღებული უნდა იყოს კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველისაგან და გავლილი უნდა ჰქონდეს ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ვეტერინარული სამსახურის ვეტერინარი ექიმის მიერ ჩატარებული ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. 3. ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ,,ხმელეთის ცხოველების სანიტარიული კოდექსის” მოთხოვნების შესაბამისად: ა) მსხილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ხორცი არ უნდა გამოდიოდეს მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისა და ცხვრის სკრეპის მიმართ არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან; ბ) სახორცედ დაკლული პირუტყვი არ უნდა იყოს გამოკვებილი ცხოველური წარმოშობის საკვებით, რომლის დასამზადებლად გამოყენებული იყო ცხოველთა შინაგანი ორგანოები და ქსოვილები. 4. პროდუქტი უნდა გამოდიოდეს საწარმოდან, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ისეთ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, სადაც არ დაფიქსირებულა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნუსხით გათვალისწინებული დაავადებები, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელება - ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) მსხვილფეხა პირუტყვის ჭირი - ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) თურქული - ბოლო 12 თვის განმავლობაში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. მუხლი 10. სპეციფიკური მოთხოვნები ფრინველის ხორცის იმპორტის დროს 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ფრინველის ხორცი, წარმოებული ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. საკლავ ფრინველს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული უნდა ჰქონდეს დაკვლისწინა შემოწმება, ხოლო მის ტანხორცს - დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა; 3. ხორცს უნდა გააჩნდეს მარკირება (ვეტერინარული დამღა) შეფუთვაზე ან ეტიკეტი პოლიბლოკზე. ეტიკეტი ისე უნდა იყოს განთავსებული შეფუთვაზე, რომ მისი გახსნა შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მთლიანობის დარღვევის გარეშე. 4. ხორცი მიღებული უნდა იყოს ჯანმრთელი ფრინველის დაკვლის შედეგად, იმ მეურნეობასა და ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, რომელიც თავისუფალია გადამდები დაავადებებისაგან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან - ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და ა.შ.) ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქულისაგან - ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და ა.შ.) - ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) ნიუკასლის დაავადებისა და ფრინველის გრიპისაგან - ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და ა.შ.) - ბოლო 12 თვის განმავლობაში; დ) ორნითოზის (ფსიტაკოზისაგან), პარამიქსოვირუსული ინფექციის, ინდაურის რინოტრაქეიტის, ინფექციური ლარინგოტრაქეიტისა და ინფექციური ენცეფალომიელიტისაგან - ქათმისა და ინდაურის მეურნეობა - ბოლო 12 თვის განმავლობაში; ე) ვირუსული ენტერიტის, იხვის ჭუკის ჰეპატიტისა და ორნიტოზისაგან (პსიტაკოზისაგან) - მეიხვეობისა და მებატეობის მეურნეობა - ბოლო 12 თვის განმავლობაში; ვ) ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ,,ხმელეთის ცხოველთა სანიტარიული კოდექსის” მოთხოვნების შესაბამისად, საკლავი ფრინველი უნდა გამოდიოდეს სალმონელოზზე კეთილსაიმედო მეურნეობიდან. 5. საქართველოში იკრძალება ფრინველის ხორცის შემოტანა: ა) თუ დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის შედეგად მას აღმოაჩნდა გადამდები დაავადებისა და ჰელმინთებით დაზიანებისათვის, ასევე სხვადასხვა ნივთიერებებით მოწამვლისათვის დამახასიათებელი ცვლილებები; ბ) გამოუშიგნავი ან ნახევრად გამოშიგნული ფრინველის ხორცი; გ) თუ გაყინული ფრინველის ხორცის კუნთის სისქეში ტემპერატურა -180 C-ზე მაღალია; დ) თუ იგი შეიცავს კონსერვანტებს, რომელთა გამოყენება არ არის ნებადართული საქართველოს კანონმდებლობით; ე) მუქი პიგმენტაციის მქონე (ინდაურისა და ციცრის გარდა). 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. მუხლი 11. სპეციფიკური მოთხოვნები ბავშვთა კვების პროდუქტებისათვის 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ბავშვთა კვების პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ისეთ საწარმოში, რომელსაც გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. ბავშვთა კვების პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს ანტიბიოტიკების ნარჩენებს. 3. ბავშვთა კვების პროდუქტში გამოყენებული რძე და რძის პროდუქტები დამზადებული უნდა იყოს ისეთ მეურნეობაში და ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, სადაც არ იყო დაფიქსირებული ცხოველთა გადამდები დაავადებები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 4. ცხოველზე, რომლისგან მიღებული ხორცი გამოყენებულია ბავშვთა კვების პროდუქტის საწარმოებლად, განხორციელებული უნდა იყოს დაკვლისწინა ვეტერინარული შემოწმება, ხოლო მისგან მიღებულ ტანხორცსა და ორგანოებზე - დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. |
3.
|
დოკუმენტის კომენტარები