დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21623 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 20/05/2013 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/05/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016222 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №21623
2013 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების № 2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების (მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის ინიციატივით) ორგანიზებას და ჩატარებას;“ .
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა:
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) შემოწმების მთავარი სამმართველო;
ბ ) აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
გ ) რისკების მართვის სამმართველო;
დ ) საგადასახადო მონიტორინგის სამმართველო;
ე ) მეთოდოლოგიის სამმართველო;
ვ) კონტროლის, მედიაციის და სამართლებრივ საკითხთა მთავარი სამმართველო.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) შემოწმების მთავარი სამმართველო:
ა.ა) კამერალური საგადასახადო შემოწმების №1 სამმართველო;
ა.ბ) კამერალური საგადასახადო შემოწმების №2 სამმართველო;
ა.გ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №1 სამმართველო;
ა.დ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №2 სამმართველო;
ა.ე) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №3 სამმართველო;
ა.ვ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №4 სამმართველო;
ა.ზ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №5 სამმართველო;
ა.თ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №6 სამმართველო;
ა.ი) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №7 სამმართველო;
ა.კ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №8 სამმართველო.
ბ) კონტროლის, მედიაციის და სამართლებრივ საკითხთა მთავარი სამმართველო:
ბ.ა) ხარისხის კონტროლის №1 სამმართველო;
ბ.ბ) ხარისხის კონტროლის №2 სამმართველო;
ბ.გ) მედიაციის და სამართლებრივ საკითხთა სამმართველო;
გ) რისკების მართვის სამმართველო:
გ.ა) ალტერნატიული აუდიტის მართვის განყოფილება.
3. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების მომზადება (მათ შორის, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით, ხარისხის კონტროლის შედეგებზე მომზადებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ), შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის, შემცირების ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა;“ .
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების მომზადება (მათ შორის, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით, ხარისხის კონტროლის შედეგებზე მომზადებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ), შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის, შემცირების ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა;“
გ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარება ან ამ პროცედურების ჩასატარებლად შესაბამისი წინადადებების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის. გასვლითი საგადასახადო შემოწმების პროცესის მონიტორინგი ან/და აუდიტორების მიერ საგადასახადო აუდიტის სახელმძღვანელოს დებულებათა დაცვის მონიტორინგი;“ .
4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ნ1 ქვეპუნქტი:
„ნ1) დეპარტამენტის მიერ ან/და ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი აქტებიდან ,,შემთხვევითობის პრინციპით“ დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოსათვის გადასაცემი აქტების შერჩევა არსებული წესის მიხედვით ხარისხის კონტროლის განსახორციელებლად;“ .
5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 11. რისკების მართვის სამმართველო
რისკების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელთა გასვლითი საგადასახადო შემოწმებისათვის (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის წესით შემოწმებისათვის), შესარჩევი რისკის კრიტერიუმების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირთა შერჩევის ელექტრონული სისტემის და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;
ბ) კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის ფაქტორების განსაზღვრა, საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, მათი შედარება საგადასახადო მონაცემებთან. წარუდგენელი დეკლარაციების შესახებ ინფორმაციის მიღება (მათ შორის, სპეციალურად შექმნილი ელექტრონული მოდულის მეშვეობით) და დამუშავება;
გ) შესაბამისი ანალიზის შედეგად თანხის დარიცხვის/შემცირების თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა; აგრეთვე, აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული საგადასახადო დავების შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო დასკვნების მომზადება;
დ ) შემოსავლების სამსახურიდან მიღებული რანჟირებული სიის ან/და სხვა სათანადო, ასევე სხვადასხვა ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით, რისკის მქონე გადასახადის გადამხდელებთან ჩასატარებელი გასვლითი ან/და კამერალური საგადასახადო შემოწმებების (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის) განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დამუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
ე) გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავების მიზნით, დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგების განზოგადება, სისტემატიზაცია და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ვ) გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის შერჩეული/შესარჩევი გადამხდელების მიერ განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ არსებული მონაცემების შესწავლა, დამუშავება და განზოგადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;
თ ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და შესრულებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენის და აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის უზრუნველყოფა;
კ ) საინფორმაციო ბაზების, საგადასახადო სტატისტიკის მონაცემების, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რისკის ფაქტორების გამოვლენა და რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ლ ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პროცედურული სახელმძღვანელოების (რეგლამენტის) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება ;
მ) გადასახადის გადამხდელების ალტერნატიული საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავების მიზნით, ჩატარებული ალტერნატიული აუდიტის შედეგების განზოგადება და სისტემატიზაცია;
ნ) პირისათვის (აუდიტორის კანდიდატისათვის) ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების, აგრეთვე ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე აუდიტორებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადების მომზადება;
ო) ალტერნატიული აუდიტის ფორმით განსახორციელებელი საგადასახადო შემოწმებების პროცესის კოორდინაცია, მართვა და ინფორმაციული უზრუნველყოფა;
პ) ალტერნატიული აუდიტის შემოწმების პროცესის მონიტორინგი. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ალტერნატიული შემოწმების განმახორციელებელი აუდიტორების მიერ საგადასახადო აუდიტის სახელმძღვანელოს დებულებათა დაცვის მონიტორინგი;
ჟ ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
რ ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. ალტერნატიული აუდიტის მართვის განყოფილება ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „მ“-„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.“
6. 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„121. კონტროლის, მედიაციის და სამართლებრივ საკითხთა მთავარი სამმართველო:
1. ხარისხის კონტროლის №1 და №2 სამმართველოების ფუნქციებია:
ა) საგადასახადო შემოწმების მასალების ხარისხის კონტროლის განხორციელების პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება ;
ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით საგადასახადო შემოწმების მასალების (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის) ხარისხის კონტროლის განხორციელება და მის შედეგებზე შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება;
გ) საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით ხარისხის კონტროლის მეთოდების სრულყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ე) ხარისხის კონტროლის განხორციელებაზე პროცედურული სახელმძღვანელოს (რეგლამენტის) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. მედიაციის და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, აგრეთვე ალტერნატიული აუდიტის შედეგებზე შედგენილ აქტის პროექტებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი პოზიციის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა; აგრეთვე აღნიშნული წერილობითი პოზიციის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე განხილვის ორგანიზება;
ბ) გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიების განხილვის დროს გამოკვეთილ ტენდენციებთან დაკავშირებით შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების სრულყოფის თაობაზე, აგრეთვე სიტუაციური სახელმძღვანელოების მომზადების თაობაზე წინადადებების მომზადება და შესაბამისი სამმართველოსათვის მიწოდება;
გ) მედიაციის განხორციელებაზე პროცედურული სახელმძღვანელოს (რეგლამენტის) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსთვის, მომზადებულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით სამართლებრივი რეკომენდაციების მიცემა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
7. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი
დოკუმენტის კომენტარები