„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.017282
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
117
17/05/2013
ვებგვერდი, 21/05/2013
340170000.10.003.017282
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/05/2013 - 30/07/2013)

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №117

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 110111 11.01.2011  340170000.10.003.016167) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წყლისა და ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კოდექსებით დადგენილი ნიმუშის შესაბამისი ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის ასლის წარდგენის საფუძველზე თუ პროდუქცია წარმოშობილია:

ა) იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“;

ბ) ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში,  შვეიცარიასა და ისრაელში;

გ) საწარმოებში, რომელთა ნუსხა, დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის გარანტიების საფუძველზე, დამტკიცებულია ევროკომისიის სამართლებრივი აქტით (ევროკომისიის ვებგვერდზე მითითებული ქვეყნების და პროდუქციის ჩამონათვალის გათვალისწინებით).

5. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“ არსებული ქვეყნებიდან  (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წყლისა და ხმელეთის ცხოველთა  ჯანმრთელობის საერთაშორისო კოდექსებით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით. აღნიშნული საწარმოებიდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის მიზანშეწონილად მიჩნევისას,  ამ საწარმოდან იმპორტი შეიძლება განხორციელდეს 6 თვის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევებში (რისკის ანალიზის საფუძველზე), თუ ეროვნული სააგენტო საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი ინსპექტირების ჩატარებას, შესაძლებელია მისი განხორციელება ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თუ ქვეყანა ისევ რჩება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“,  იმპორტის ნებართვა გაიცემა განმეორებითი კონტროლის საფუძველზე.

6. საქართველოს გავლით ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნებიდან არ საჭიროებს ნებართვას და ხორციელდება მხოლოდ ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული საერთაშორისო ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“ არსებული ქვეყნებიდან  (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საგარეო-ეკონომიკური საქმინობის ეროვნული სასაქონლო  ნომენკლატურით (სეს ესნ) განსაზღვრული 01 ჯგუფის საქონლის (ცოცხალი ცხოველები)  ტრანზიტი ხორციელდება მაძიებლის მოთხოვნით ნებართვის გაცემის საფუძველზე ან/და უამისოდ, მხოლოდ ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წყლისა და ხმელეთის ცხოველთა  ჯანმრთელობის საერთაშორისო კოდექსებით დადგენილი საერთაშორისო ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის და მიმღები ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ, ტვირთის გარანტირებულ მიღებაზე წერილობითი დადასტურების საფუძველზე.“.

2. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №2

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია იმპორტის დროს

სეს ესნ კოდი

დასახელება

1

2

01 ჯგუფი

ცოცხალი ცხოველები

0101

ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა

0102

მსხვილფეხა პირუტყვი

0103

ღორი

0104

ცხვარი და თხა

0105

შინაური ფრინველი, ანუ გალუს დომესტიცუს (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი

0106

სხვა ცხოველები

02 ჯგუფი

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები

03 ჯგუფი

თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები

 0301

ცოცხალი თევზი

 0302

თევზი, ახალი ან შეყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილეს და თევზის სხვა ხორცის გამოკლებით

 0303

თევზი, გაყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილესა და თევზის ხორცის გამოკლებით

 0304

თევზის ფილე და თევზის სხვა ხორცი (ფარშის ჩათვლით), ახალი, შეყინული ან გაყინული

 0305

თევზი, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი, თევზის ფქვილი წმინდად ან უხეშად ნაფქვავი, გრანულები, საკვებად ვარგისი

 0306

კიბოსნაირნი, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; კიბოსნაირნი გამოუშიგნავი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, შეყინული ან გაუყინავი, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; თევზის ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები კიბოსნაირებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი

 0307

მოლუსკები, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, ცოცხალი, ახალი, შეყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი

04 ჯგუფი

რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

05 ჯგუფიდან

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

 0505

ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები

0510 00 000 00

ამბრა, რუხი, თახვის ყაირი, ცივეტა და მუშკი; ცოფის ბუზი, ნაღველი, მათ შორის, გამხმარი; ცხოველური წარმოშობის ჯირკვლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, ახალი, შეყინული, გაყინული ან სხვა წესით დამუშავებული ხანმოკლე შენახვისათვის

0511 91

– – თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების პროდუქტები; დავარდნილი ცხოველები 03 ჯგუფიდან:

0511 99

– – დანარჩენი:

0511 99 310 00

– – – – დაუმუშავებელი

0511 99 390 00

– – – – დანარჩენი

 0511 99 80

– – – დანარჩენი:

0511 99 801 00

– – – – თუთის აბრეშუმხვევიას გრენა

0511 99 802 00

– – – – ემბრიონები

0511 99 809 00

– – – – დანარჩენი

 

10 ჯგუფი

პურეული მარცვლოვნები

 1001

ხორბალი და მესლინი (საფურაჟე)

1002 00 000 00

ჭვავი (საფურაჟე)

1003 00

ქერი (საფურაჟე)

1004 00 000 00

შვრია (საფურაჟე)

 1005

სიმინდი (საფურაჟე)

 1006

ბრინჯი (საფურაჟე)

1007 00

სორგო მარცვლოვანი (საფურაჟე)

 1008

წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; სხვა მარცვლეული (საფურაჟე)

12 ჯგუფიდან

ზეთოვანი მცენარეების თესლი და ნაყოფი; სხვა თესლი, ნაყოფი და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი

 

1213 00 000 00

ჩალა და ბზე მარცვლეულისა, დაუმუშავებელი, დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი, გალეწილი ან გაულეწავი, დაპრესილი ან გრანულების ფორმით

 1214

თალგამურა, ჭარხალი საფოთლე (მანგოლდი), პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, თივა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, პირუტყვის საკვები კომბოსტო, ხანჭკოლა, ცერცველა და ანალოგიური საკვები პროდუქტები, გრანულირებული ან არაგრანულირებული

15 ჯგუფიდან

 

 1501 00

ცხიმი ღორისა (ლიარდის – გადამდნარი მუცლის ქონის ჩათვლით) და ცხიმი შინაური ფრინველის, გარდა 0209 ან 1503 სასაქონლო პოზიციის ცხიმისა

 1502 00

ცხიმი მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის ან თხის, გარდა 1503 სასაქონლო პოზიციის ცხიმისა

16 ჯგუფიდან

მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან ზღვის სხვა უხერხემლოებისაგან

 1601 00

ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; კვების მზა პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე

 1602

მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან, სხვა

 1603 00

ექსტრაქტები და წვენები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისაგან

 1604

თევზი მზა ან დაკონსერვებული; ხიზილალა ზუთხისნაირებისა (შავი ხიზილალა) და ხიზილალის შემცვლელები, დამზადებული სხვა თევზის ქვირითის მარცვლებისაგან

 1605

 

მზა ან დაკონსერვებული კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები

21 ჯგუფიდან

კვების სხვადასხვა პროდუქტები

 2104 10

 

მზა წვნიანები, ბულიონები და ნამზადები მათ მოსამზადებლად

 2105 00

ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები, კაკაოს შემცველობით ან მის გარეშე

2106 90 100 00

მდნარი ყველი

23 ჯგუფიდან

კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები მზა საკვები ცხოველებისათვის

 2301

ფქვილი წმინდად და უხეშად დაფქული და გრანულები ხორცის ან ხორცის სუპროდუქტებისაგან, თევზის ან კიბოსნაირებისგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისგან, საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი; ხოხოზიკები

 2302

ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვნების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით დამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული

30  ჯგუფიდან

ფარმაცევტული პროდუქცია

3002

სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები (ანტიშრატები) და სისხლის სხვა ფრაქციები და მოდიფიცირებული იმუნოლოგიური პროდუქტები, მათ შორის, მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუვრების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები (3002 10 950, 3002 20 000 და 3002 90 100 ქვესუბპოზიციის საქონლის გარდა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი)

41 ჯგუფიდან

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი

 4101

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტყვისა ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი

4102

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

4103

სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

95 ჯგუფიდან

სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები

9508 10 000 00

 

მოძრავი ცირკები და მოძრავი სამხეცეები

 

დანართი №3

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია იმპორტის დროს

 

სეს ესნ

კოდი

დასახელება

1

2

ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარის სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი

0601

ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციის ან ყვავილობის მდგომარეობაში; ვარდკაჭაჭას მცენარეები და ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა

0602

დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი

ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები

0701

კარტოფილი, ახალი

0702 00 000 00

პომიდორი, ახალი

0703

ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

0707 00

კიტრი და კორნიშონები, ახალი

0713

პარკოსანი ბოსტნეული, ხმელი, დაჩურჩული, სათესლე, ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი

0714

მანიჰოტი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი, ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი, და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად

ჯგუფი 08. საჭმელი ხილი და კაკალი. ციტრუსოვნების ან ნესვების კულტურების ქერქი და კანი

0805

ციტრუსები, ახალი ან ხმელი

0806

ყურძენი, ახალი ან ხმელი

0807

ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი

ჯგუფი 10. მარცვლოვანები

1001

ხორბალი და მესლინი

1002 00 000 00

ჭვავი

1003 00

ქერი

1004 00 000 00

შვრია

1005

სიმინდი

1007 00

სორგო მარცვლოვანი

ჯგუფი 11. ფქვილბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო, სახამებელი, ინულინი, ხორბლის წებოვანა

1101 00 110 00

1101 00 150 00

ფქვილი ხორბლის

1101 00 900 00

ხორბალ-ჭვავის ფქვილი

1102

დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა

1103

ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები

1104

მარცვლოვნების მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), გარდა 1006 სასაქონლო პოზიციის ბრინჯისა; მარცვლოვანების მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული

1106 10 000 00

წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის

1107 10

ალაო მოუხალავი ხორბლისაგან

1107 10 110 00

ფქვილის სახით

1107 10 190 00

დანარჩენი

1107 10 910 00

ფქვილის სახით

1107 10 990 00

დანარჩენი

ჯგუფი 12. ზეთოვანი თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები; ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი

1204 00

თესლი სელისა, დაუმსხვრეველი

1205

თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დაუმსხვრეველი

1206 00

თესლი მზესუმზირასი, დაუმსხვრეველი

1207

თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დაუმსხვრეველი

1209

თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად

კოდის გარეშე

ნიადაგი ნებისმიერი სახით

კოდის გარეშე

ცოცხალი მწერები სამეცნიერო მიზნებისათვის

კოდის გარეშე

ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების ცოცხალი კულტურები, ცოცხალი ტკიპები და ნემატოდები სამეცნიერო მიზნებისათვის.

ჯგუფი 44. მერქანი და მისი ნაწარმი; ხის ნახშირი

4401

ნაფოტი ან ბურბუშელა; ნახერხი და ხის ნარჩენები

4403

ხე-ტყის მასალა დაუმუშავებელი, ქერქიანი ან უქერქო, სახელდახელო დაძელვით ან დაძელვის გარეშე

4404

მერქნიანი საკასრე; მორები დაპობილი; ხის ხიმინჯები და სარები და ბოძები, წაწვეტებული, მაგრამ სიგრძივ დაუხერხავი; ხე-ტყის მასალა ტლანქად გათლილი, მაგრამ გაუჩარხავი, გაუღუნავი ან სხვა წესით დაუმუშავებელი, გამოსაყენებელი ხელჯოხების, ქოლგების, ინსტრუმენტების სახელურების ან ანალოგიური ნაწარმის დასამზადებლად; მერქანი ქერქგაცლილი და ანალოგიური

4406 10 000 00

ხის შპალები რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის, გაუჟღენთავი

4407

ხე-ტყის მასალა გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად დაპობილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან არმქონე, სისქით 6 მმ-ზე მეტი

 

მუხლი 2
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს.


პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი