„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.017281
116
17/05/2013
ვებგვერდი, 21/05/2013
240090000.10.003.017281
„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №116

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 240090000.10.003.016164) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგე­ნი­ლებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“-„ი“ ქვეპუნქტები:

„ვ) საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უსასყიდლოდ გამოუყოს კონტროლის პროცედურებისათვის აუ­ცილებელი სათავსო, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუა­ლებები;

ზ) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსი (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) აღჭურვოს შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ვიდეო­ჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღეღამის განმავლობაში და ჩანაწერის გარჩევადობა უნდა იყოს არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადა­ი­ზიდება კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს მხოლოდ საწყობის შესასვლელსა ან/და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;

თ) საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების (ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაში) განხორციელების ადგილი აღჭურვოს აღნიშნული პროცედურების გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით;

ი) ამ მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად გან­ხორ­ცი­ელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს „avi“ ფორმატის ფაილებში, არა­ნაკლებ 2 წლის განმავლობაში და მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლე­ბელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკ­რეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩა­ნა­წე­რის ნახვა. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ვიდეოჩა­წერის განხორციელება,  ნებართვის  მფლობელმა  დაუყოვნებლივ უნდა აც­ნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად.“.

მუხლი 2
საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელებმა, რომლებსაც ნებართვა მიღებული აქვთ ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის განმავლობაში უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ხოლო ნებართვის მაძიებლებზე აღნიშნული პირობები გავრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებიდან.
მუხლი 3
ეს დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი