„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017280
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
115
17/05/2013
ვებგვერდი, 20/05/2013
280120000.10.003.017280
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/05/2013 - 31/05/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №115

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცი­რებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონის­ძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 და­დგენილებაში (სსმ, 28.04.2010, მუხლი 727) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახე­ბის მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქ­ტები:

„5. განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსე­ბულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქ­ტს, რაც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კანონიერი მესაკუთრის მომა­რ­თვის საფუძველზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგის­ტ­რაციისათვის მაძიებლის მიერ შემოტანილ განაცხადზე სააგენტო რეა­გი­რებას არ ახდენს (უარი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე), კანო­ნიერი მესაკუთრის მიერ სააგენტოში მონაცემების წარმოდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. კანონიერი მესაკუთრე პასუხის­მგებელია მის მიერ წარდგენილი მონაცემების (სახელმწიფო საკუთრე­ბაში არსებული ფართების მისამართები) სისწორეზე, რასაც აწვდის საა­გენ­ტოს შეთანხმებული ფორმატით.“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. განაცხადის შეტანისა და უფლებამოსილი პირის მეშვეობით გა­ნა­ცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესა­ხებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან გადამოწმების შემდეგ ხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო­მარეობის შეფასება დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესა­ბა­მისად.“.

3. მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ხოლო განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესა­ხებ ინფორმაციას ამოწმებს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბა­ზაში არსებულ ინფორმაციასთან;“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. უფლებამოსილი პირის მიერ განაცხადში შეტანილი მონაცე­მების შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შემდეგ, ამ წესით  დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.“;

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი ში­ნა­ა­რსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზა­ში დაცული ინფორმაცია სააგენტოს მიეწოდება შეთანხმებული ფორ­­მა­ტით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი