სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016272
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/107
01/05/2013
ვებგვერდი, 02/05/2013
040030000.22.024.016272
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/05/2013 - 27/05/2015)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/107

2013 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” (შემდგომში – სააგენტო) შემდეგი მომსახურების ცენტრები:
ა) კახეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი) ;
ბ) სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ახალციხე, ბორჯომი, ახალქალაქი, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა);
გ) ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა);
დ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი);
ე) სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ფოთი, აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური);
ვ) იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, წყალტუბო, თერჯოლა, ბაღდათი, ჭიათურა, ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი, ხარაგაული, საჩხერე, ტყიბული, ვანი, ხონი);
ზ) თბილისის მომსახურების ცენტრი.
2. დამტკიცდეს პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების ცენტრების თანდართული ტიპური დებულება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპურ დებულებათა დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის №1-1/1810 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 10 მაისიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” (შემდგომში – სააგენტო) სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და ამ ბრძანების საფუძველზე.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით.
3. ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულების დროს წარმოადგენს სააგენტოს.
4. ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
5. ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ცენტრს აქვს ბეჭედი ცენტრის სახელწოდებით.
7. ცენტრი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
8. ცენტრის მისამართი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

მუხლი 2. ცენტრის ფუნქციები
ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) მართავს, განკარგავს და სარგებლობაში გადასცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას;
ბ) მონიტორინგს უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან/მართვის უფლებით გადაცემასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით მყიდველის/მართვის უფლებით მიმღების/სარგებლობის უფლების მიმღების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
გ) აღრიცხავს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას;
დ) უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანასა და დაყოფას/გაერთიანებას;
ე) ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს;
ვ) ახორციელებს სახელმწიფო ქონების ჩამოწერას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. ცენტრის უფროსი:
ა) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს და ფუნქციებს ცენტრის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებებს.

მუხლი 4. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.