„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 140120000.08.002.016773
239
15/04/2013
ვებგვერდი, 15/04/2013
140120000.08.002.016773
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №239

2013 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ- საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის  №538 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2003 წ., № 126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ თანამდებობრივ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და 41 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის საფინანსო და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს მოსამსახურეები, გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს მოსამსახურეები.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში:

ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდეგში - დეპარტამენტი) თავმჯდომარე, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი), განყოფილების უფროსი (სამორიგეოს უფროსი), საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი,  უფროსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგში), უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში), უფროსი ინსპექტორი (საბრძოლო მომზადების დარგში), უფროსი მორიგე ინსპექტორი, ინსპექტორი, ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე, ოცეულის მეთაური;

დ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი, დირექტორის მოადგილე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი