„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 492-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.016959
492-რს
25/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
470000000.05.001.016959
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს:

  ა) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით;

   ბ) წყლის ობიექტების დაცვას ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები;

  გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებას.“.

    2. 33-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „თ) სამინისტროსთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს.“.

    3. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 34. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

   საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებია:

    ა) ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება;

   ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით;

   გ) წყლის ობიექტების დაცვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები;

  დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;

    ე) დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ორგანიზება;

    ვ) ხმაურის, ვიბრაციის, არამაიონებელი გამოსხივების მონიტორინგის ორგანიზება;

    ზ) რადიაციული ფონის მონიტორინგის ორგანიზება;

  თ) მაიონებელი გამოსხივების გამომყენებელ ობიექტებში დოზიმეტრული მონიტორინგის უზრუნველყოფა;

    ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირება;

   კ) სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაცია ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს.“.

    4. 35-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „8. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები თანამშრომლობენ სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს.“.

    5. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N492-რს