სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017231
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
67
28/03/2013
ვებგვერდი, 01/04/2013
010220030.10.003.017231
სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2013 - 29/09/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №67

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ზ-ი“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებუი საკითხების შემსწავლელი კომისია შემდეგი მუდმივმოქმედი წევრების შემადგენლობით:

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარე

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

 

საქართველო იუსტიციის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის წევრი

მუხლი 2
დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის თანდართული დებულება. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



 

სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ  ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესსა და  უფლებამოსილებებს.      

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა  და ამ დებულებით.

3. ამ დებულებაში  ტერმინები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რაც მათ მინიჭებული აქვთ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილებები

1. კომისია სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს  (შემდგომში - ქონების სააგენტო) ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)  წარდგინებით, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) განიხილავს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებათა პირობების ცვლილებას/გაუქმებას ან/და აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მხარისათვის დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ბ)  განიხილავს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული, სასამართლოსათვის/ არბიტრაჟისთვის წარსადგენი მორიგების აქტის პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების ცვლილების ან/და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი კომისიას წარედგინება იმ შემთხვევაში თუ:

ა) ცვლილება ითვალისწინებს სახელშეკრულებო პირობის ვადის არანაკლებ 1 (ერთი) წლით ცვლილებას;

ბ) ცვლილება ითვალისწინებს საინვესტიციო ვალდებულების ოდენობის არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარით შემცირებას;

გ) საპატიებელი დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს.

2. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომისიისათვის საკითხის წარდგენის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის თაობაზე, კომპეტენციის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო ან სამინისტრო.

 

მუხლი 3. კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 

1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიას საკითხები განსახილველად წარედგინება ქონების სააგენტოს მიერ, ხოლო  სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები კომისიას წარედგინება სამინისტროს მიერ.

3. კომისიის სხდომები მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ან წევრთა 1/3-ის ინიციატივით.

4. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მოწვევის ორგანიზებას, დღის წესრიგის შემუშავებას, კომისიის სხდომამდე კომისიის წევრებისათვის დღის წესრიგის მიწოდებასა და კომისიის სხდომის ოქმის შედგენას.

5. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა ნახევარზე მეტი.

7. კომისიის თითოეული მუდმივმოქმედი წევრი, გარდა კომისიის მდივნისა, სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.

8. თავისი ფუნქციების განხორციელებისას კომისიის თავმჯდომარე,  უფლებამოსილია:

ა) საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმის უფლებით ან ხმის უფლების გარეშე, მოიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები, შესაბამისი ექსპერტები და/ან სპეციალისტები;

ბ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;   

გ) საჭიროების შემთხვევაში დაუშვას ხელშეკრულების კონტრაჰენტის დასწრება კომისიის სხდომაზე.

9.კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

10. კომისიის წევრებსა და ხმის უფლებით მოწვეულ პირებს არ აქვთ კენჭისყრისას ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.

11. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის მუდმივმოქმედი დამსწრე წევრები, ხმის უფლებით მოწვეული პირები და კომისიის მდივანი. კომისიის დამსწრე წევრის ან მოწვეული პირის განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს.   

12. კომისიის გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

13. კომისიის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი) კომისიის მდივნის მიერ წარედგინება კომისიის მუდმივმოქმედ წევრებს.

მუხლი 4. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.