საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

  • Word
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 27/02/2013
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
34-უ.ს.რ.ს.
27/02/2013
ვებგვერდი, 07/03/2013
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

 

1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ალექსანდრე ჩიტიშვილი.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                      ავთანდილ ბერიძე

 

 

ჩაქვი,

2013 წლის 27 თებერვალი

34-უ.ს.რ.ს.

 

 

 

საქართველოს კანონი

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე

 

მუხლი 1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №22, 18.05.2005 მუხ.151) 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან\და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახსრებით შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით;”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      მიხეილ სააკაშვილი

 

ქუთაისი,

2013 წლის

 

 

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს კანონის პროექტზე - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველო კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

 

 ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი ან/და საქართველოს მთავრობა უფლებამოსილნი არიან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში დაადგინონ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალური ბიუჯეტებით ხორციელდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტების დაფინანსება, რომელთა შეუფერხებლად განხორციელებას გააჩნია დიდი მნიშვნელობა.

რიგ შემთხვევებში პროექტის განხორციელებისათვისა და დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელია მისი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განხორციელება, რასაც ზღუდავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა. მოქმედი კანონი მხოლოდ დროებით არის დარეგულირებული აღნიშნული საკითხი (საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მოახდინოს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისათვის არა უმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება).

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი

კანონპროექტის მიღების მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების დადგენის უფლებამოსილების უვადოდ მინიჭება, რაც მომავალში მნიშვნელოვნად გაამარტივებს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს.

 

ა.გ) კანონპროექტის არსი

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, რომლითაც გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების დადგენის უფლებამოსილება გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობისა, ენიჭება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

 

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები

კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული პროექტის მოქმედება.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

 

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში

კანონპროექტის შემუშავებაში აღნიშნულ სუბიექტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კანონპროექტის შემუშავებაში აღნიშნულ სუბიექტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

დ.გ) კანონპროექტის ავტორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

 

დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

 

 

 

 

მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც(რომლებშიც)  წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

 

საქართველოს კანონი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

 

მუხლი 101 . ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები (20.11.2009. №2107 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან)

            1. ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად.

3. სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ:

ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც: (5.05.2011. №4632)

        ა.ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა;

ა.ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა;

ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს;

გ)         შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას;

დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით;  ( 28.06.2012 № 6577)

            ე) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე  შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტროდანადგარის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ელექტროდანადგარით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების,  კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას; (15.12.2010. №4068)

           ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა; (28.06.2010. №3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1  აგვისტოდან)             

          ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით. (28.06.2010. №3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1  აგვისტოდან)             

        თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა.   (25.02.3011. №4272)      

ი) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი ახორციელებენ ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის) შესყიდვას; (24.06.2011. №4959)

კ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი ახორციელებენ  სახელმწიფო შესყიდვას  რეგენტთა საბჭოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში რეგენტთა საბჭოს თანხმობა გაიცემა შემსყიდველი ორგანიზაციის მოტივირებული მიმართვის საფუძველზე.      (24.06.2011. №4959)

            31 . სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება.       (25.02.3011. №4272)         

             32 . საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ან/და 31 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისათვის არა უმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათ ტერიტორიებზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით).            (13.10.2011. №5126)

            4. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ კანონით.

            5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალების რამდენჯერმე გამოყენებით. (28.06.2010. №3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1  აგვისტოდან)             

            6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით. (28.06.2010. №3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1  აგვისტოდან)     

             7. ამოღებულია(28.06.2010. №3164 )              

            8. ამოღებულია (28.06.2010. №3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1  აგვისტოდან)