„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017210
46
01/03/2013
ვებგვერდი, 04/03/2013
010220020.10.003.017210
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №46

2013 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2011, 010220020.10.003.016396) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე   –   საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კომისიის წევრი  – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

კომისიის წევრი  –  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

კომისიის წევრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

კომისიის წევრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

კომისიის წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

კომისიის წევრი  –  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

კომისიის წევრი  –  სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი

კომისიის წევრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

კომისიის წევრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი

კომისიის წევრი  –  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილე

კომისიის წევრი  –  საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

კომისიის წევრი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი