დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8476 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 01/03/2013 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016213 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №8476
2013 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3):
ა.ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:
„თ1) შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის ორგანიზებას;
თ2) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის ამაღლებას;“ ;
ა.ბ) მე-5 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ა.გ) მე-6 მუხლის:
ა.გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა:
ა.ა) შემოსავლების სამსახურში არსებული საკადრო რესურსის, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლების, ხარისხობრივი დონის, შემადგენლობისა და თანამდებობრივი გადაადგილების ანალიზი;
ა.ბ) შემოსავლების სამსახურის სამოქმედო გეგმებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მოზიდვის საჭიროების პროგნოზის განსაზღვრა;
ა.გ) შემოსავლების სამსახურში სტაჟირების გავლის ორგანიზება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტაჟირების გავლის ორგანიზებას, შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული ორგანიზაცია;
ბ) თანამშრომელთა შეფასება:
ბ.ა) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
ბ.ბ) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა;
ბ.გ) შემოსავლების სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;
გ) ადამიანური რესურსების მართვის ანალიზი:
გ.ა) შემოსავლების სამსახურის სისტემის ასისტენტებისა და სტაჟიორებისთვის ადაპტაციისა და პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება, პროცესის ორგანიზება და მიმდინარეობის მონიტორინგი;
გ.ბ) შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის ორგანიზება;
გ.გ) შემოსავლების სამსახურის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში არსებული პოზიციებისათვის (საშტატო ერთეულებისთვის) პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება და პროცესის მართვა;
გ.დ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის გეგმის შემუშავება და შესაბამისი პროცესების ორგანიზება;
გ.ე) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგის საჭიროების ანალიზის განხორციელება;
დ) თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება:
დ.ა) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შრომის მოტივაციის შესწავლა, შრომის ორგანიზაციის სრულყოფა;
დ.ბ) შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სტიმულირებისა და წახალისების ფორმების დამუშავება, შრომის ანაზღაურების ფორმების სრულყოფა;
დ.გ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებების შემუშავება;
ე) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის ამაღლება:
ე.ა) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ე.ბ) მოქმედი პროცედურების დახვეწის მიზნით, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების პრობლემების/ხარვეზების შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად განხილვა და პრობლემების გადაჭრის გზების წარდგენა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობისათვის;
ე.გ) გადასახადის გადამხდელთა კმაყოფილების კვლევის, შესწავლის/შეფასების უზრუნველყოფა;
ე.დ) გადასახადის გადამხდელთა კმაყოფილების კვლევების შედეგების ანალიზი და გადასახადის გადამხდელთა მომსახურების დონის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“ ;
ა.გ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):
ბ.ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უბნის ოფიცერთა სამმართველო:
გ.ა) სამართალდარღვევებზე რეაგირებისა და ანალიზის განყოფილება;
გ.ბ) გლდანი-ნაძალადევის სექტორი;
გ.გ) დიდუბე-ჩუღურეთის სექტორი;
გ.დ) ძველი თბილისისა და დიდგორის სექტორი;
გ.ე) ვაკე - საბურთალოს სექტორი;
გ.ვ) ისანი - სამგორის სექტორი;
გ.ზ) მცხეთა - მთიანეთის სექტორი;
გ.თ) ქვემო ქართლის სექტორი;
გ.ი) შიდა ქართლის სექტორი;
გ.კ) კახეთის სექტორი;
გ.ლ) სამცხე - ჯავახეთის სექტორი;
გ.მ) იმერეთისა და რაჭა - ლეჩხუმის სექტორი;
გ.ნ) სამეგრელო - ზემო სვანეთის სექტორი;
გ.ო) გურიის სექტორი;
გ.პ) ფოთის სექტორი;
გ.ჟ) აჭარის სექტორი.“ ;
ბ.ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საკონსულტაციო სამმართველო:
დ.ა) საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი;“.
ბ.გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საკონსულტაციო სამმართველო
1. საკონსულტაციო სამმართველოს ფუნქციებია:
ა) დაინტერესებული პირის მიმართვის (წერილობითი/ზეპირი) საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის განმარტების (წერილობითი/ზეპირი) გაცემა;
ბ) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა ელექტრონული კომუნიკაციების (ვებგვერდი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი) მეშვეობით;
გ) საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელებთან განმარტებითი მუშაობის წარმოება „ფორუმის“ და „ღია კარის დღის“ პრინციპით;
დ) გადასახადების ადმინისტრირების პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება და პროგრამული სიახლის გადასახადის გადამხდელებამდე დაყვანა;
ე) საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის დანერგვის მიზნით დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისათვის განმარტებითი მითითებების შემუშავება და მიწოდება ;
ვ) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ორგანიზების პროცესის კოორდინაცია, გადამხდელთა მომსახურების სრულყოფასა და გამარტივებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
ზ) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის სრულყოფის მიზნით, სათანადო ორგანოებიდან ინფორმაციის მიღება, გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზასთან შედარება და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღება;
თ) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის (Tax Free) გაცემის უფლების მინიჭებასთან/გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანა. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XIX1 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას, შესაბამისი რეაგირება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ი) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის მიწოდება;
კ) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ლ) ქონების გადასახადის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვა;
მ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;
ნ) ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;
ო) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი საქონლის შეფუთვაზე დასაკრავი სპეციალური წებოვანი სტიკერების (Tax Free-ს სტიკერი) შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა;
პ) აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აქციზური მარკების გაცემაზე ინფორმაციის დამუშავება, აქციზური მარკების ბეჭდვასა და მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, აქციზური მარკების დიზაინზე და დამცავ ნიშნებზე წინადადებების მომზადება, აქციზური მარკებით პროდუქციის ნიშანდების წესის განსაზღვრაზე წინადადებების მომზადება;
ჟ) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;
რ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობასთან, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტის ადგილმდებარეობაში ცვლილების განხორციელებასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
ს) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ელექტრონულად გაცემა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა;
ტ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარება და ანალიზი. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;
უ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, გაუქმებასთან და ჩამორთმევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. შესაბამისი მოწმობის გაცემა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრის წარმოება. საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
ფ) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. რეზიდენტობის ცნობის გაცემა;
ქ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემა. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად , საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;
ღ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის, ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი რეესტრების წარმოება. იურიდიული პირისთვის სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა. სპეციალური სავაჭრო ზონების ერთიანი შიდასაუწყებო რეესტრის წარმოება;
ყ) გადასახადის გადამხდელისათვის მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებათან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;
შ) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად („ოქროს სიაში“ შესაყვანად) კანდიდატთა შერჩევა, კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, „ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;
ჩ) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ც) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ძ) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და წარდგენა;
წ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვების მიზნით, გადაწყვეტილების მიღებასთან, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ჭ) „საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის“ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მესამე ქვეყანაში ტვირთის არგატანის შესახებ საჭირო საგარანტიო წერილების შედგენა-გაგზავნა;
ხ) TIR რეჟიმში გაწევრიანებასა და TIR მფლობელის სტატუსის მაძიებელი პირისათვის არსებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციაში წარსადგენად;
ჯ) საბაჟო საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. საბაჟო საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრების წარმოება;
ჰ) საქონლის შენახვის ადგილების (საბაჟო საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების) კლასიფიკატორის მომზადება;
ჰ1) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;
ჰ2 ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ჰ3 ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ჰ4 ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ჰ5) დაინტერესებული პირისათვის საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით;
ჰ6) გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება შემოსავლების სამსახურში მიმდინარე პროცესებზე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით;
ჰ7) საგადასახადო კანონმდებლობის პროცედურულ საკითხებზე გადასახადის გადამხდელებისათვის ინფორმაციის მიწოდება სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით;
ჰ8) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5-ჰ7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი. ამასთან, საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი უზრუნველყოფს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.“.
ბ.დ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“- „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის მიწოდება;
ი) გადასახადის გადამხდელისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;
კ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია;“;
ბ.ე) მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ - „ს“ ქვეპუნქტები:
„მ) საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელებთან განმარტებითი მუშაობის წარმოება „ღია კარის დღის“ პრინციპით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ო) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) დარეგისტრირება;
პ) გადასახადის გადამხდელთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ჟ) გადასახადის გადამხდელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ან/და დროებითი შეჩერების შესახებ განცხადებით მომართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შეწყვეტის ან/და დროებითი შეჩერების ფაქტის გადამოწმება ადგილზე გასვლით;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
ბ.ვ) მე-11 მუხლის:
ბ.ვ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უბნის ოფიცერთა სამმართველო თავის ფუნქციებს ახორციელებს სამართალდარღვევებზე რეაგირებისა და ანალიზის განყოფილებისა და სექტორების მეშვეობით.“;
ბ.ვ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სამართალდარღვევებზე რეაგირებისა და ანალიზის განყოფილების ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ბ) უბნის ოფიცერთა სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ზოგადი ანალიზი.“;
ბ.ვ.გ) მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდის, აგრეთვე ჩხოროწყუს, მესტიის, ხობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;“;
ბ.ვ.დ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:
„ო) გურიის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
პ) ფოთის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ფოთის, აბაშის, სენაკის, მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 1 მარტიდან.
სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი
დოკუმენტის კომენტარები