დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.135.016066 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული შუახევის
მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები: |
1.
შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა თანახმად №1 დანართისა; |
2.
შუახევის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა თანახმად №2 დანართისა. |
| მუხლი 2 |
შუახევის
მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „
თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №
363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
შუახევის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი
|
![]()
შუახევის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ჰყოფს ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია მცირე ფარი - მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე. შუა კოშკი ოდნავ მაღალია, ციხე-სიმაგრის ქვევით გამოსახულია ოქროს ხიდი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე - სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ზემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „შუახევი“. |
დანართი №2
|
შუახევის მუნიციპალიტეტის დროშა
|
![]()
შუახევის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
დროშას სამ ნაწილად ჰყოფს მარჯვნივ გადაბრუნებული ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი. დროშის მარჯვენა ნაწილი - მეწამულია, დროშის დანარჩენი ორი ველი მწვანეა. დროშის პროპორცია 2:3. |
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები