„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2013
ძალაში შესვლის თარიღი 07/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017193
29
15/02/2013
ვებგვერდი, 19/02/2013
010240030.10.003.017193
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29

2013 წლის 15 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის  №183 დადგენილებაში (სსმ,  №84, 12.07.2010წ.)  და  დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის ,,საქართველოს მთავ­რობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმია­ნო­ბის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექ­მ­ნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლო­ბის საფუძ­ველ­ზე შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს სპორტისა და ახალ­გაზრდობის სფეროებში და კოორდინაციას უწევს მის განხორ­ციელებას.“.

2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ქვეყნის ერ­თი­ანი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების  შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალი­ზების კოორდინაცია;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფე­როებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და მისი გატარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სათა­ნადო პირობების შექმნა ზოგადად სპორტის და სპორტის სა­ხეო­ბათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითა­რე­ბისათვის;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ)სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების კოორ­დინაცია, ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ბავშვ­თა და ახალგაზრდობის სოციალ­ური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, და­საქ­მების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ერთიანი სახელ­მწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორცი­ელება;“;

ე) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ავადმყოფი, ინვალიდი და სოციალურად დაუცველი ბავშ­ვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრე­ბაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნისათვის სახელმწიფო პროგ­რა­მების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;“.

3. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანების სახით გამოსცემს ნორმატივებს(სპორტის სფეროში დაფინანსებისა და ფიზიკური მომზადების), მითითებებს, დებუ­ლებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;“.

4.  დებულების მე-3  მუხლის  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სპორტის და ახალგაზრდობის კერებისა და ფონდების შექმნას; დახმარებას უწევს სპორტულ და ახალგაზრდულ დაწესებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაში, პარტნიორების შერჩევასა და უცხოური საინვეს­ტიციო კაპიტალის მოზიდვაში, ამ საქმიანობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში;“.

5. დებულების მე-5  მუხლის  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი.“.

6. დებულების მე-6  მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ზედამხედველობას უწევს სამი­ნის­ტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართ­ველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედა­მხედ­ველობას;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოად­გილეებისა და სამინისტროს თანამდებობის პირების, სამი­ნისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღ­ვანელების იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება სა­ქართ­ველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებსა  და კანონქვემდებარე აქტებს, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივ აქტებს, მინისტრის ბრძანებებს;“.

გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „პ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;“.

 7. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 8. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი   ამოცანები და  კომპეტენცია

1. სამინისტროს აპარატის კომპეტენციაა:

ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებ­რივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულები­სამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშ­ნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზ­რუნველყოფა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების სამინისტროს ხელმძღვანელობის მითი­თებით გადაწყვეტა; მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება; კანონმდებლობით დადგენილი კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან  შეხვედრის ორგანიზება;  საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და თანმხლები დელეგაციის წევრების ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, ვიზების გაცემისათვის ხელშეწყობა, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; 

ბ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუა­ლებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამი­ნისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენე­ბების მომზადების კოორდინაცია;  სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში; აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში;  

გ) ქართული სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია სა­ქართველოში; სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუ­შა­ვება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანა­მშრომლობა; საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;  საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიცია­ტივების ხელშეწყობა; სამინისტროს საერთაშორისო ფორუ­მებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონის­ძიებათა საქართველოში მოწყობა.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პირველი რიგის ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა; ყოველ­წლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა; სამინისტროს ამო­ცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით წლიური სა­ბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახს­რების მართვა და მის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის კოორდინაცია; წლიური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯე­ბის ანალიზი; სამინისტროს წლიური და კვარტალური სტატის­ტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენა; ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო ბაზას­თან ჰარმონიზაციით სამინისტროს სისტემაში ბუღალ­ტ­რული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო გამოცდილების და­ნერ­გვა; ელექტრონული ხაზინის პროგრამაში ვალდებულების დოკუმენტების და კვარტალური განაცხადების, საგადახდო მოთხოვნების,  სავალუტო-საგადახდო მოთხოვნების და წინასწარი გადახდების დამოწმება/გადავადების დარეგისტრირება/დადასტურება. საშტატო ნუსხის ადმინისტრირება, შრომის ანაზღაურების ელექტრონული უწყისის მომზადება, რედაქტირება, დადასტურება, დარიცხვა, გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის დამატება/რედაქტირება, დადასტურება, სახელმწიფო ხაზინაში გაგზავნა;

 ბ) სა­ხელმწიფო შესყიდვების განხორციელება მოქმედი კანონ­მდებ­ლობის შესაბამისად; გამარტივებული  შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის და კონკურსის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, ასევე აღნიშნული შესყიდვების განხორციელების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებელობით  დადგენილი  პროცედურების (შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა და საჭიროების შემთხვევაში საპასუხო კორესპონდენციის პროექტის მომზადება და სხვა) განხორციელება; ხელშეკრულების პროექტის მომზადება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე რომლებზეც არ ვრცელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი; სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დადგენილ ვადებში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წლიური და კორექტირებული გეგმის მომზადება და სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დადგენილ ვადებში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; გამარტივებული  შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის და კონკურსის შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების მომზადება;  გამარტივებული ელექტრონული ტენდერის,  ელექტრონული ტენდერის და კონკურსის პროცედურების ამსახველი დოკუმენტების მომზადება; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების, ასევე ხელშეკრულების გარეშე განხორციელებული შესყიდვების ფაქტობრივი ხარჯის შესახებ ინფორმაციის  სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა დადგენილ ვადებში;                              

გ) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება; სამინისტროს ძირითადი საშუალებებისა და ქო­ნების საექსპლუატაციო პირობების შექმნა; სამინისტროს მარ­თვი­სათვის საჭი­რო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით უზრუნველ­ყოფა, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვა, კომუნა­ლური მეურნეობის გამართული ფუნქციო­ნირება, ორგტექ­ნიკითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება და სხვა ღონის­ძიე­ბათა განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ზედახმედველობა (მათ შორის, საწვავისა და რეცხვის ტალონებით უზრუნველყოფა); სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე და სამინისტროს ქონების გადაცემებთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების პროექტის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ქონების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;

დ) სამინისტროს საკადრო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;  ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია და მართვა, პერი­ოდული სტატისტიკური ანალიზი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსებისა და საჯარო მოსამსახურეთა ატეს­ტაციების ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსა­ხურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელ­შეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსა­ხუ­რებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მიღებისა და წახალისების, შვებულე­ბისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანების პროექტების და შრომითი ხელშეკრულებების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქ­მეების წარმოება; სახელმწიფო ჯილდოებისა და სპორტის სფე­როში საპატიო  წოდებათა მინი­ჭების მიზნით მასალების მომზადება; საარქივო საქმიანობის წარ­მართვა; სტაჟირების ორგანიზება და განხორციელება; საკადრო მონაცემთა სისტემატიზაცია და განახლება; პერსონალის შერჩევისა და განვითარების უზრუნველყოფა; პერსონალის პიროვნული და საქმიანი თვისებების შეფასების ორგანიზება მათი რაციონალური განაწილებისა და გამოყენების მიზნით; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, სამუშა ო)აღწერილობების მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება; შესაბამისი ცნობების მომზადება და გაცემა;

 ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; კანონ­მდებლობის შესაბამისად  შინაგანაწესის შემუშავება, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი; საიდუმლო საქმისწარ­მოება; სამინისტროში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვისა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; კონსულტაციის გაწევა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მუშაობასა და მასში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებასთან დაკავშირებით; სამინისტროს ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის შესაბამისად შემოსული კორესპონდენციის მიღება, გაფორმება და შესაბამისი ადრესატისთვის მიწოდება, სამინისტროში შექმნილი მასალების ელექტრონულად და ფოსტით გაგზავნის უზრუნველყოფა;  დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;  საშვთა ბიუროს საქმიანობის განხორციელება;

ვ) სპორტული და ახალგაზრდული პროფილის ობიექტების ტექნიკური განახლების, რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებ­ლობის შესახებ წინადადებების კვლევა და წარდგენა; ქვეყნის მასშტაბით არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საინვესტიციო წინადადებების შესწავლა და წარდგენა;  დაინ­ტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული და ახალგაზრდული პროფილის ნაგებო­ბების ტექნიკური ნორმებისა და ნორმატივების დაცვის საკით­ხების შემუშავება; ქვეყანაში არსებული სპორტული და ახალგაზრდული პროფილის ობიექტების (მოედნები, დარბაზები, ბანაკები და სხვა ნაგებობები) შესახებ მონაცემების შეგროვება და მონიტორინგის განხორციელება.

3. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის კომ­პეტენციაა: სამინისტროს სისტემის დაწესებულე­ბებში შიდააუდიტორული საქმიანობის განხორ­ციელება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი წინადა­დებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება, მისი მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულების ხელშეწყობა; სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლისა და ანალიზის მეშვეობით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს სამინისტროს დასახული მიზნების შესრულებაში; სამინისტროს ცენტრალური აპარა­ტისა და სის­ტემის დაწესებულებების საქ­მია­ნო­ბის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნ­ველ­ყოფასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება; სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით კანონშესაბამისი რეაგირება; სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

4. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტ­როს ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ბრძანებების პროექტების ვიზირება; სამინისტროს კომპეტენ­ციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შესაბამისი ნორმა­ტიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; სამინისტროს კანონ­შემო­ქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენა და მისი განხორ­ციელების კოორდინაცია, სამინისტროში მომზადებული საკანონ­მდებლო აქტების პროექტების საქართველოს პარლამენტში წარდგენისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე რეაგირება; სხვადასხვა უწყე­ბიდან შემოსუ­ლი ნორ­მატიული აქტების პროექტების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვ­ნებულ საკით­ხებთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და იური­დი­ული პირების საჩივრების განხილვაში მონაწილეობა, სამინისტროს სახელით გასაგზავნი შესაბამისი წერილების მომზადება; სასა­მართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივ საკით­ხებზე წარმომადგენლობა;  სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების გარდა, სამინისტროს სახელით გასაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების მომზადება.

5. სპორტის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაც­ვისა და განვითარების, კვლევისა და ანალიზის შედეგად სპორ­­­ტის პრიორიტეტული და სტრატეგიული განვითარების მი­მართულებების განსაზღვრა;

ბ) სხვა სამინისტროების მიერ სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა და მათთან თა­ნამ­შრომლობა, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, სპორტის დარგში სამეცნიერო, სამედიცინო და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა, სამეცნიერო შეკრებების,  სიმპოზი­უმე­ბის, კონფერენ­ციე­ბის მოწყობისა და სხვა შეხვედრების კოორ­დინაცია და ხელშეწ­ყობა;       

გ) სპორტის სისტემის მუშაობის თვალსაზრისით წინა­დადებების ანალიზი და მომზადება, მათი ეროვნული საინვეს­ტიციო პროგრამების ჩარჩოებში ჩასართავად;

დ)  „სპორტი ყველა­სათვის“ მიმართულებისა და შეზღუდული შესაძლებ­ლობის მქო­ნე პირებისათვის გათვალისწინებული სპორტული ღონის­ძიებების კალენდრის შემუშავებისა და მისი შესრულების ანა­ლიზის განხორციელება, სპორტული შედე­გების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ე) სპორტის სფეროში საერთაშორისო ხელ­შეკრულებების პროექ­ტების მომზადებაში მონაწილეობა, დარგში მოწინავე გა­მოც­დილებისა და მეცნიერული მიღწევების განზოგადება და მათი პრაქტიკაში დანერგვა, დოპინგსაწინააღმდეგო საკითხების ხელმძღვანელობა.;

ვ) ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ნება­ყოფლობით სპორტულ საზოგადოებებსა და სასპორტო სკო­ლებთან ერთად მათი საქმია­ნობის შესახებ ინფორმაციების მომ­ზადება;

ზ) ქვეყანაში სპორტული განათლების დაგეგმვაში მონა­წილეობა, მწვრთნელთა და სპორტის სფეროში მუშაკთა კვალი­ფიკაციის ამაღლების კოორდინაცია;

თ) ფიზიკური აღზრდის, სპორ­ტული რეზერვის მზადებისა და კვალიფიკაციის ამაღ­ლების პროგრამების შედგენაში მონაწილეობა, დაინ­ტერე­სებულ ორგანიზაციებთან ერთად სამუშაოების წარმოება და სპორტული კლუბების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა;

ი) სპორტული რეზერვების მზადებისათვის ზრუნვა, ბავშვთა სპორტის განვითარების საკითხების შესახებ წინადა­დებების მომზადება და ხელმძღვანელობა, სასწავლო-საწვრთ­ნელი პრო­ცე­სის ორგანიზაციული საკითხების მონიტორინგის ჩატარება;

კ) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებისათვის ფი­ზიკური აღზრდის სასწავლო პროგრამების შედგენაში მონა­წილეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის სპორტული ღონისძიებების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა და მათი სპორტში ჩაბმისათვის პირობების შექმნა;

ლ) „უმაღლესი მიღ­­წევების სპორ­ტისა“ და „სპორტი ყველასათვის“ მიმართულებებისათვის აუცი­ლებელი სახსრების საჭიროების შესახებ განაცხადების მომზა­დება, ოლიმპიური მოძრაობის კოორდი­ნაცია;

მ) სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის მომზადება, დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა და მათი კოორდინაცია;

ნ) ეროვნულ ფედერაციებთან, ასოციაციებსა და კლუ­ბებთან თანამშრომლობა; ოლიმპიური თამაშებისათვის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისათვის ნაკრები გუნდებისა და ცალ­კეული სპორტსმენების ინდივიდუალური მომზადების გეგ­მების შედგენაში მონაწი­ლეობა;

ო) ნაკრები გუნდების წევრთა და კანდიდატთა  ყოველ­გვარი მონაცემების შესწავლა, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებების ორგანიზება, შესაძ­ლებლობის ფარგლებში ეროვნულ შეჯიბრებებში წამყვანი სპორტსმენების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

პ) ადგილობრივი სპორტის სამსახურების თანამშრომლობის კოორდინაცია სპორტის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და სასპორტო სასწავლო დაწესებულებებთან;

 ჟ) შესაბამისი ადგილობრივი სამსახურებიდან ინფორმაციის გამოთხოვა მათ ტერიტორიაზე არსებული სპორტული ობიექტების დატვირთვისა და იქ მიმდინარე სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი პროცესის შესახებ;

 რ) სპორტის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული დაგეგმარების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი განხორციელებისა და განვითარების კოორდინაცია;

ს) ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირების ხელშეწყობა;

ტ) სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სპორტის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.

6. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კომ­პეტენ­ციაა:

ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომ­დინარე, ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, საზო­გადოებრივ და ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზა­ციებთან ურთიერთობის გეგმის შემუშავება და განხორციე­ლება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავ­შვებისა და ახალ­გაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრე­ბაში ჩაბმის ხელ­შემწყობი პირობების შექმნისა და დახმარების მიზნით შესაბა­მისი პროგრამებისა და წინადადებების მომზა­დება;

გ) ახალგაზრდობაში პატრიოტული სულისკვე­თების გაღრმავების მიზნით შესაბამისი პროგრამების მომ­ზა­დება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა, განსაკუთ­რებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების სახელმწი­ფო­ებრივი მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მა­თი განხორციელების კოორდინაცია;

ე) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში ხელ­შეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) იმ პროგრამების შემუშავება და განხორციელების  კოორდინაცია, რომელთა  მიზანია ახალგაზრდული დღეების, თამაშობებისა და სხვა მასობრივ ღონისძიებათა ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა;

ზ) ახალგაზრდებს შორის ეროვნებათაშორისი ურთიერ­თობების გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

თ) ქვეყანაში ახალგაზრდობასთან დაკავში­რებული საკით­ხების შესახებ მო­პოვებული და გადამუშავებული ინფორმაციის საფუძ­ველზე სა­ინ­ფორმაციო ბანკის შექმნა;

ი) საქართველოს,  საზღვარგარეთის ქვეყნების ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სა­ერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების მომზადებისა და გან­ხორციელების უზრუნველყოფა;

კ) ახალგაზრდობის პრობლემებთან დაკავშირებული კვლე­­­ვითი საქმიანობის განხორციელება; ახალგაზრდობასთან მიმარ­თებაში არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალე­ბის მო­ძი­ება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუ­შა­ვება;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ და ბავშვთა ორგანი­ზაციების საქმიანობისა და პრობლემების შესწავლა, ახალგაზრდებს შორის დამნაშა­ვეობის, ნარ­კომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინა­აღმ­დეგ ბრძო­ლაში მონაწილეობის მიღების მიზნით, საერთა­შორისო გამოც­დილების გათვალისწინებით, შესაბამისი პროგ­რა­მებისა და წინადადებების მომზადება;

 მ)  ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება;  სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ნ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშა­ვების მიზნით სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანი­ზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა;

ო) რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

 პ) ადგილობრივი ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების თანამშრომლობის კოორდინაცია ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან;

 ჟ) ახალგაზრდობის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული დაგეგმარების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი განხორციელებისა და განვითარების კოორდინაცია;

 რ) ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირების ხელშეწყობა;

 ს) სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ახალგაზრდობის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.

7. ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და შიდასამსახურებრივი წინადადებების და  ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეული მიმართულების ოპტიმიზაციის მიზნით; კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და მისი შედეგების ანალიზი; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და კვლევითი პროექტების მართვა; საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების გატარების მიზნით; ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება; ახალგაზრდული და სპორტის პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ახალგაზრდობის და სპორტის შესახებ კანონმდებლობის საჭიროებისამებრ განახლებისა და დახვეწის შესახებ წინადადებების მომზადება;  სპორტის და ახალგაზრდობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე  სასწავლო-მეთოდოლოგიური ტრენინგ-მოდულების შემუშავება; სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივების შესახებ პროგრამების შემუშავება და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა; სპორტის და ახალგაზრდობის  ჯანსაღი განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სტატისტიკური მეთოდოლოგიის განსაზღვრა; ახალგაზრდობას შორის სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და მისი შედეგების ანალიზი; კვლევა და ანალიზი ახალგაზრდობის და სპორტის პრიორიტეტულ საკითხებზე; ახალგაზრდობასთან მიმარ­თებაში არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალე­ბის მო­ძი­ება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუ­შა­ვება; საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების სტატისტიკური აღრიცხვიანობის ორგანიზება და წარმოება, არსებული მდგომარეობის ანალიზი ძირითადი მონა­ცემების მიხედვით; ქვეყანაში ახალგაზრ­დობისა და სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა; სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.“.

მუხლი 2
  დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 7 მარტიდან. 

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი